მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულმა მაინც უერთგულა!
გულმა მაინც უერთგულა!

"მე ვარ მი­სა­ნი ხარი წი­ქა­რა,

შენი დვ­რი­ტა ვარ,

მა­მულ-დე­დუ­ლო,

ზღაპ­რი­დან მის­თვის

გა­მო­ვი­პა­რე,

რომ გემ­სა­ხუ­რო და

გი­ერ­თგუ­ლო"...

შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე

"პა­ლიტ­რა L"-ისა და ჟურ­ნალ "გზის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი "ჩემი რჩე­უ­ლი" და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, ოღონდ მა­ნამ­დე, ჩვე­ნი ეპო­ქის კი­დევ ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტის - შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძი­სა და ანა კა­ლან­და­ძის თითო ტო­მე­ბი და­ამ­შვე­ნებს თქვენს რჩე­ულ ქარ­თულ მწერ­ლო­ბას.

"გზის" ამ ნო­მერ­თან ერ­თად XX სა­უ­კუ­ნის ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის - შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ერ­თტო­მე­ულს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

პო­ე­ტი 1929 წლის 18 მარტს თბი­ლის­ში, ქსე­ნია და გი­ორ­გი ნიშ­ნი­ა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, 8 წლის ასა­კი­დან კი, ად­რი­ა­ნად დაქვრი­ვე­ბუ­ლი სამ­შვი­ლი­ა­ნი დის­თვის შვე­ბა რომ მი­ე­ცა, უშ­ვი­ლო დე­ი­და ვერა ზრდი­და.

ძა­ლი­ან ცელ­ქი ყო­ფი­ლა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ეზა­რე­ბო­და, მაგ­რამ კი­თხვა უზო­მოდ უყ­ვარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლო­მახ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­საც თურ­მე ხში­რად სტუმ­რობ­და. პირ­ვე­ლი ლექ­სი მე­ცხრეკ­ლა­სელ შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს ტატო ბა­რა­თაშ­ვილ­ზე და­უ­წე­რია ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის, იო­სებ ჭა­რე­ლიშ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბით, მე­თერ­თმე­ტე კლას­ში ყოფ­ნი­სას კი უკვე საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ტარ-პა­ტა­რა ლი­რი­კუ­ლი ლექ­სი ჰქო­ნია დაგ­რო­ვი­ლი. მის ოჯახ­ში სტუმ­რად მყოფ ბი­ძაშ­ვილს, იო­სებ ნო­ნეშ­ვილ­თან მი­უყ­ვა­ნია და მა­საც, მო­მა­ვა­ლი პო­ე­ტის რამ­დე­ნი­მე ლექ­სი გა­ზეთ "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტში" და­უ­ბეჭ­დავს...

შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ჩი­ჯა­ვა­ძეს პო­ეტ­თან შეხ­ვედ­რი­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ:

- ქალ­თა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კულ­ტუ­რის სახ­ლში კონ­ცერტს ვეს­წრე­ბო­დით. შოთა დარ­ბაზ­ში ერთ ჩვენს ნაც­ნობ ბიჭს შე­მოჰ­ყვა. სკო­ლის მოს­წავ­ლე კი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ იმ­ხე­ლა ჩან­და, გა­მიკ­ვირ­და, ნე­ტავ, ეს კაცი ვინ არის-მეთ­ქი? - გა­ვი­ფიქ­რე. შო­თას კი­დევ ისე­თი პა­ტა­რა მოვჩ­ვე­ნე­ბი­ვარ, ალ­ბათ მე­ზობ­ლის გო­გოა და კონ­ცერ­ტზე უფ­რო­სებ­მა წა­მო­იყ­ვა­ნე­სო, - უფიქ­რია. მე­ო­რედ ერთი წლის შემ­დეგ, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას­თან შევ­ხვდით, კარ­გად მო­ვილ­ხი­ნეთ და დი­ლით სახ­ლამ­დე გა­მა­ცი­ლა - ორ­თა­ჭა­ლა­ში ვცხოვ­რობ­დი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი სკო­ლას­თან დამ­ხვდა და ლექ­სე­ბით სავ­სე თორ­მე­ტფურ­ცლი­ა­ნი რვე­უ­ლი გად­მომ­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, რვე­უ­ლი დავ­კარ­გე და იმ ლექ­სე­ბი­დან მეხ­სი­ე­რე­ბას მხო­ლოდ ერთი სტრო­ფი შე­მორ­ჩა: "ორ­თა­ჭა­ლა­ში მარ­ტო ნუ ივლი, თეთ­რო თო­ლია, იყა­ვი ფრთხი­ლი, არ­ვის ეგო­ნო პა­ტა­რა ანა, არ აგე­დევ­ნოს ბე­სი­კის ჩრდი­ლი"...

შოთა ხომ დე­ი­დას­თან და ბი­ძას­თან იზ­რდე­ბო­და, ამი­ტომ ბი­ძამ თა­ვის გვარ­ზე - მა­მა­გე­იშ­ვილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. სა­ბუ­თე­ბი მა­მა­გე­იშ­ვილ­ზე ჰქონ­და, მაგ­რამ სკო­ლა­ში მა­ინც ნიშ­ნი­ა­ნი­ძედ იც­ნობ­დნენ. ლექ­სე­ბიც ნიშ­ნი­ა­ნი­ძის გვა­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მეც ნიშ­ნი­ა­ნი­ძედ გა­მაც­ნო თავი. ერთხელ "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტმა" არ­ჩევ­ნებ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბის ფო­ტო­ე­ბი და­ბეჭ­და, მათ შო­რის შო­თა­სიც იყო. სუ­რათს ქვეშ "შოთა მა­მა­გე­იშ­ვი­ლი" ეწე­რა. იმ­ხა­ნად ახალ­გაზ­რდებ­მა გაც­ნო­ბი­სას რა­ტომ­ღაც გვა­რი­სა და სა­ხე­ლის შეც­ვლა იცოდ­ნენ. ვი­ფიქ­რე, "იმა­ნაც" იც­რუა-მეთ­ქი და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი დიდ­ხანს ხმას არ ვცემ­დი (იღი­მის).

შო­თამ სკო­ლა 1947 წელს და­ამ­თავ­რა და იმა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. ჩა­რი­ცხვით კი ად­ვი­ლად ჩა­ი­რი­ცხა, მაგ­რამ ასე­ვე ად­ვი­ლად გა­ი­რი­ცხა ლექ­ცი­ე­ბის გაც­დე­ნის გამო, პირ­ვე­ლი სე­მესტრის დამ­თავ­რე­ბამ­დე. გაც­დე­ნე­ბის მი­ზე­ზი ომის მო­ნა­წი­ლის "ბა­თინ­კე­ბი" ყო­ფი­ლა - ეს ოხე­რი "ბა­თინ­კე­ბი" მერ­ვე თუ მე­ცხრე კლას­ში მი­ყი­დეს, მაგ­რამ ისე­თი გამ­ძლე აღ­მოჩ­ნდა, საშ­ვე­ლი არ და­ად­გა მის გაც­ვე­თას; არა­და, ახა­ლიც არ მი­ყი­დეს, მეც გავ­ბრაზ­დი და ლექ­ცი­ებ­ზე აღარ დავ­დი­ო­დიო, - თავს იმარ­თლებ­და შოთა. ამის გამო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვერა დე­ი­და დე­კა­ნის მო­ად­გი­ლეს­თან მი­სუ­ლა და ტი­რი­ლით უთხო­ვია: ნუ და­მი­ღუ­პავთ, ბა­ტო­ნო, ბა­ღა­ნა­სო. გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ დე­კა­ნის მო­ად­გი­ლეს უთ­ქვამს, შე­მო­იყ­ვა­ნე­თო... და კარ­ში გა­ხი­დუ­ლი ლა­მის ორ­მეტ­რი­ა­ნი, ულ­ვაშ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი "ბა­ღა­ნა" რომ და­უ­ნა­ხავს, ახარ­ხა­რე­ბუ­ლი, კი­ნა­ღამ სკა­მი­დან გა­და­ვარ­დნი­ლა. ვერა დე­ი­და კი სას­ტი­კი უა­რით გა­უს­ტუმ­რე­ბია. მე­ო­რე წელს ახალ­ფეხ­საც­მლი­ან­მა შო­თამ ხე­ლახ­ლა ჩა­ა­ბა­რა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი იმა­ვე ფა­კულ­ტეტ­ზე. არც რე­პე­ტი­ტო­რი დას­ჭირ­ვე­ბია, არც პრო­ტექ­ცია, არც ქრთა­მი. ეგაა, გერ­მა­ნუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე კუ­რი­ო­ზი შე­ემ­თხვა: გა­მოც­და­ზე სულ ბო­ლოს გა­სუ­ლა. გა­მომ­ცდე­ლე­ბი სა­შინ­ლად დაღ­ლი­ლე­ბი და არა­ქათ­გა­მოც­ლი­ლე­ბი მსხდა­რან. შო­თას­თვის პა­ტა­რა არა­კის - "დერ მან უნდ ეზელ"-ის თარ­გმნა და­უ­ვა­ლე­ბი­ათ. "დერ მან" კაცს რომ ნიშ­ნავ­და, შო­თას სცოდ­ნია, - "ეზელ" ქა­ლის მეტი რა უნდა იყო­სო, - და და­უ­ფიქ­რებ­ლად უთარ­გმნია: "კაცი და ქალი". გა­მომ­ცდე­ლი, დე­დით გერ­მა­ნე­ლი სი­რა­ძის ქალი ახარ­ხა­რე­ბუ­ლა: - რა ზუს­ტად თარ­გმნა, ქა­ლე­ბი ხომ მარ­თლა ვი­რე­ბი ვარ­თო (იცი­ნის)... იჯდა თურ­მე შოთა დარ­ცხვე­ნი­ლი და ჩაჭ­რის მო­ლო­დინ­ში, მაგ­რამ სა­ერ­თო სი­ცილ-ხარ­ხა­რის შემ­დეგ გა­მომ­ცდელს უკი­თხავს: რა ნი­შა­ნი გყოფ­ნი­სო? - ოთხი­ა­ნიო, ჩა­უ­ბურ­ტყუ­ნე­ბია შო­თას. - რას იტყვით, ჩვე­ნი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბის­თვის ოთხი­ა­ნი ხომ ეკუთ­ვნი­სო? - კო­ლე­გე­ბის­თვის უკი­თხავს და ყვე­ლას ერ­თსუ­ლო­ვა­ნი თან­ხმო­ბა რომ მი­უ­ღია, შო­თას­თვის სა­ნუკ­ვა­რი ოთხი­ა­ნიც და­უ­წე­რია. მე შო­თას არც გა­რი­ცხვა ვი­ცო­დი, მით უმე­ტეს - არც ხე­ლახ­ლა ჩა­რი­ცხვის ამ­ბა­ვი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­დივ­ნოს ფან­ჯრის წინ ვი­დე­ქი სტუდ­ბი­ლე­თის ასა­ღე­ბად. ყვა­ვი­ლე­ბით მო­ჩი­თუ­ლი ლა­მა­ზი ახა­ლი კაბა მეც­ვა, რაც ახალ­გაზ­რდა მდი­ვანს არ გა­მოჰ­პარ­ვია და, - რა ლა­მა­ზი კაბა გაც­ვი­აო, - მი­თხრა. "რა, გოგო არ არის ლა­მა­ზი?" - მო­მეს­მა შო­რი­ახ­ლო­დან. მი­ვი­ხე­დე და ბი­ჭებ­ში მდგა­რი გა­ღი­მე­ბუ­ლი შოთა შემ­რჩა ხელთ. ისე და­ვი­მორ­ცხვე, მი­სალ­მე­ბაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე. მე­ო­რე დღეს ამ­ხა­ნაგს ლექ­სი გა­მო­ა­ტა­ნა: "შურ­თხის ფრთებ­ზე დაკ­ვარ­თუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქურ­თმა,/ ნა­ფე­რე­ბი, ზღვა­ფე­რე­ბი, ვით ღი­მი­ლი შუ­ქურ­თა,/ შენს კა­ბა­ზე მო­სუ­ლან და აკინ­ძუ­ლან ვარ­დე­ბად,/ ყვა­ვი­ლებს თუ გოგო უყ­ვარს, მე არ შე­მიყ­ვარ­დე­ბა?" ერთხელ, შო­თამ დე­რე­ფან­ში რომ გა­ი­ა­რა, ბი­ჭებ­მა მე გად­მომ­ხე­დეს და ერ­თმა­ნეთს რა­ღაც გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლეს. ის დღე იყო და ის დღე - მე­სა­მე კურ­სამ­დე შო­თას­თვის ხმა არ გა­მი­ცია...

- რო­დის და­ქორ­წინ­დით?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1953 წელს და­ვამ­თავ­რეთ. კარ­გა ხანს სამ­სა­ხუ­რი ვერც ერ­თმა ვერ ვი­შო­ვეთ და შე­უღ­ლე­ბას არ ვა­პი­რებ­დით, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბო­და. მთელ დღე­ებს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვა­ტა­რებ­დით. გვი­ა­ნო­ბამ­დე, ხში­რად ბიბ­ლი­ო­თე­კის და­კეტ­ვამ­დე ვის­ხე­დით და ვკი­თხუ­ლობ­დით. 1956 წელს დავ­ქორ­წინ­დით და 1957 წელს ნა­თია შეგ­ვე­ძი­ნა. 14 კვად­რა­ტულ მეტრ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით და ისე გვქონ­და ავე­ჯით გა­და­ჭე­დი­ლი, ნა­თი­ამ ფეხი სა­წო­ლებ­ზე აიდ­გა და კარ­გა ხანს ზამ­ბა­რი­ა­ნი თო­ჯი­ნა­სა­ვით და­დი­ო­და (იცი­ნის). ერთი შე­ხედ­ვით "გრუ­ბი" შოთა ბავ­შვთან მშვე­ნივ­რად ურ­თი­ერ­თობ­და. პა­ტა­რა ნა­თი­ას­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მა­მა­მი­სის კი­სერ­ზე ჯდო­მა და მისი "ქოჩ­რის" ვარ­ცხნა იყო. შო­თას კი ამ მო­მენ­ტში თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო წიგ­ნის კი­თხვა. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც, თუ ძა­ლი­ან იცელ­ქებ­და და იხ­მა­უ­რებ­და ნა­თია, მა­შინ კი უჯავ­რდე­ბო­და, მაგ­რამ ეს გა­ჯავ­რე­ბა უცებ გა­ქარ­წყლდე­ბო­და ხოლ­მე, რო­გორც კი ნა­თია ოვა­ნეს ში­რა­ზის ერთი ლექ­სის შო­თასე­ულ თარ­გმანს იტყო­და ხმა­მაღ­ლა. ეს ლექ­სი მე ვას­წავ­ლე სა­გან­გე­ბოდ, ასე­თი შემ­თხვე­ვის­თვის: "სა­დაც ბავ­შვის ხმა არ ის­მის,/ იგი სახ­ლი სა­ზა­რია,/ ზარს რომ ენა ამო­არ­თვან,/ აბა, იგი რა ზა­რია?" (იცი­ნის)... ნა­თი­ას დღეს თვი­თონ ჰყავს შვი­ლე­ბი - ლუკა და თა­მუ­ნა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი შო­თას­თან მო­რი­დე­ბუ­ლად იყ­ვნენ. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ზედ­მე­ტი ხვევ­ნა-კოც­ნით არ ანე­ბივ­რებ­და, - მო­დით, მო­დი­თო, და­უ­ძა­ხებ­და, ორი­ვეს ერ­თად ჩა­ის­ვამ­და კალ­თა­ში, ერთი-ორ­ჯერ კე­ფა­ზე აკო­ცებ­და და მორ­ჩა...

- რო­გორც ვიცი, ბა­ტონ შო­თას სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნეს და უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა სიმ­სივ­ნით კი არ და­ი­ღუ­პა, გულ­მა უმტყუ­ნა...

- გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ოპე­რა­ცი­ას 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უკე­თებ­და. მე­სა­მე დღეს და­უმ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა - სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. შე­იძ­ლე­ბა, კვლავ ოპე­რა­ცია დას­ჭირ­ვე­ბო­და, რომ­ლის კე­თი­ლად დას­რუ­ლე­ბის მცი­რე იმედ­საც ვერ გვაძ­ლევ­დნენ. ხა­ტე­ბის წინ და­ჩო­ქილ­ნი, მე და ნა­თია მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ვედ­რე­ბო­დით ღმერ­თს შო­თას გა­დარ­ჩე­ნას. მა­შინ გვის­მი­ნა უფალ­მა და ორი თვე გვა­ჩუ­ქა შო­თას სი­ცო­ცხლე. ეს, ჩვენ გვა­ჩუ­ქა, თო­რემ შო­თას­თვის ამას სი­ცო­ცხლე აღარ ერ­ქვა... უკა­ნას­კნელ დღეს მი­თხრა: სახ­ლი და ჩემი სა­წო­ლი მო­მე­ნატ­რაო. რაკი გვი­ა­ნი იყო, ხვალ დი­ლით­ვე წა­ვი­დეთ-მეთ­ქი, დავ­პირ­დი და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. ახლა ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ მე და­მინ­დო, თო­რემ გრძნობ­და აღ­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას... დი­ლამ­დე არ დაგ­ვჭირ­და მოც­და... იმ ღა­მეს­ვე წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­კა­ცით, მაგ­რამ თა­ვის მო­ნატ­რე­ბულ სა­წოლ­ში აღარ და­წო­ლი­ლა... დიდ ოთახ­ში, ტახ­ტზე და­ვაწ­ვი­ნეთ, მშვი­დად და უშფოთვე­ლად, სა­მუ­და­მოდ ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი... შო­თას ცხე­დარ­თან მდგომ­მა ბა­ტონ­მა რაულ მა­ნა­გა­ძემ მი­თხრა: ვი­ცო­დით, ეს რომ მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ასე მალე არ ვე­ლო­დით, გულ­მა უღა­ლა­ტაო. მე კი ვი­ტყვი, რომ გულ­მა კი არ უღა­ლა­ტა, ის სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა-წა­მე­ბა აა­რი­და, რაც ელო­და თურ­მე. "გულო, უნდა მი­ერ­თგუ­ლო, მიმყვე სა­ი­ქი­ომ­დე", - ჯერ კი­დევ რო­დის ითხოვ­და შოთა და მარ­თლა უერ­თგუ­ლა - სა­ა­ქა­ომ­დე მიჰ­ყვა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გა­ა­ტა­ნა თან... წლე­ბით ადრე მის გულს ექი­მებ­მა "მო­ტო­რი უწო­დეს", მაგ­რამ ასეთ­მა გულ­მაც ვერ და­ი­ტია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 1990-იან წლებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, გაცვდა და გა­ი­ლია - შოთა 1999 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ეპი­ლო­გის მა­გი­ერ: "შენ­მა ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლამ სიკ­ვდი­ლი გა­მი­ად­ვი­ლა, შოთა! ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვიცი, შენ შე­მო­მე­გე­ბე­ბი დამფრ­თხალ­სა და შე­ში­ნე­ბულს, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა. შენ რო­გო­რიც აქ გქონ­და, ისე­თი გრძე­ლი და ფარ­თხუ­ნა "პლა­ში" გეც­მე­ვა. კე­ფი­დან შუბ­ლზე ჩა­მო­ი­ფო­ცხავ დას­ვე­ლე­ბულ "ქო­ჩორს" და ვი­თომ არა­ფე­რი, მე­ტყვი: "თამუ! მოხ­ვე­დი?" - თა­მარ ჩი­ჯა­ვა­ძე...

P.S. შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა 1999 წელს. დაკ­რძა­ლუ­ლია მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გულმა მაინც უერთგულა!

გულმა მაინც უერთგულა!

"მე ვარ მისანი ხარი წიქარა,

შენი დვრიტა ვარ,

მამულ-დედულო,

ზღაპრიდან მისთვის

გამოვიპარე,

რომ გემსახურო და

გიერთგულო"...

შოთა ნიშნიანიძე

"პალიტრა L"-ისა და ჟურნალ "გზის" ერთობლივი პროექტი "ჩემი რჩეული" დასასრულს უახლოვდება, ოღონდ მანამდე, ჩვენი ეპოქის კიდევ ორი შესანიშნავი პოეტის - შოთა ნიშნიანიძისა და ანა კალანდაძის თითო ტომები დაამშვენებს თქვენს რჩეულ ქართულ მწერლობას.

"გზის" ამ ნომერთან ერთად XX საუკუნის ბევრისთვის საყვარელი ქართველი პოეტის - შოთა ნიშნიანიძის ერთტომეულს შემოგთავაზებთ.

პოეტი 1929 წლის 18 მარტს თბილისში, ქსენია და გიორგი ნიშნიანიძეების ოჯახში დაიბადა, 8 წლის ასაკიდან კი, ადრიანად დაქვრივებული სამშვილიანი დისთვის შვება რომ მიეცა, უშვილო დეიდა ვერა ზრდიდა.

ძალიან ცელქი ყოფილა და გაკვეთილების მომზადებაც ეზარებოდა, მაგრამ კითხვა უზომოდ უყვარდა და შესაბამისად, ახლომახლო ბიბლიოთეკებსაც თურმე ხშირად სტუმრობდა. პირველი ლექსი მეცხრეკლასელ შოთა ნიშნიანიძეს ტატო ბარათაშვილზე დაუწერია ქართულის მასწავლებლის, იოსებ ჭარელიშვილის წაქეზებით, მეთერთმეტე კლასში ყოფნისას კი უკვე საკმაოდ ბევრი პატარ-პატარა ლირიკული ლექსი ჰქონია დაგროვილი. მის ოჯახში სტუმრად მყოფ ბიძაშვილს, იოსებ ნონეშვილთან მიუყვანია და მასაც, მომავალი პოეტის რამდენიმე ლექსი გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" დაუბეჭდავს...

შოთა ნიშნიანიძის მეუღლეს, ქალბატონ თამარ ჩიჯავაძეს პოეტთან შეხვედრისა და თანაცხოვრების ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ:

- ქალთა სკოლის მოსწავლეები ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში კონცერტს ვესწრებოდით. შოთა დარბაზში ერთ ჩვენს ნაცნობ ბიჭს შემოჰყვა. სკოლის მოსწავლე კი ყოფილა, მაგრამ იმხელა ჩანდა, გამიკვირდა, ნეტავ, ეს კაცი ვინ არის-მეთქი? - გავიფიქრე. შოთას კიდევ ისეთი პატარა მოვჩვენებივარ, ალბათ მეზობლის გოგოა და კონცერტზე უფროსებმა წამოიყვანესო, - უფიქრია. მეორედ ერთი წლის შემდეგ, საახალწლო სუფრასთან შევხვდით, კარგად მოვილხინეთ და დილით სახლამდე გამაცილა - ორთაჭალაში ვცხოვრობდი. რამდენიმე დღის შემდეგ კი სკოლასთან დამხვდა და ლექსებით სავსე თორმეტფურცლიანი რვეული გადმომცა. სამწუხაროდ, რვეული დავკარგე და იმ ლექსებიდან მეხსიერებას მხოლოდ ერთი სტროფი შემორჩა: "ორთაჭალაში მარტო ნუ ივლი, თეთრო თოლია, იყავი ფრთხილი, არვის ეგონო პატარა ანა, არ აგედევნოს ბესიკის ჩრდილი"...

შოთა ხომ დეიდასთან და ბიძასთან იზრდებოდა, ამიტომ ბიძამ თავის გვარზე - მამაგეიშვილზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში მაინც ნიშნიანიძედ იცნობდნენ. ლექსებიც ნიშნიანიძის გვარით გამოაქვეყნა. მეც ნიშნიანიძედ გამაცნო თავი. ერთხელ "ახალგაზრდა კომუნისტმა" არჩევნებში პირველად მონაწილე ახალგაზრდების ფოტოები დაბეჭდა, მათ შორის შოთასიც იყო. სურათს ქვეშ "შოთა მამაგეიშვილი" ეწერა. იმხანად ახალგაზრდებმა გაცნობისას რატომღაც გვარისა და სახელის შეცვლა იცოდნენ. ვიფიქრე, "იმანაც" იცრუა-მეთქი და განაწყენებული დიდხანს ხმას არ ვცემდი (იღიმის).

შოთამ სკოლა 1947 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით კი ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ ასევე ადვილად გაირიცხა ლექციების გაცდენის გამო, პირველი სემესტრის დამთავრებამდე. გაცდენების მიზეზი ომის მონაწილის "ბათინკები" ყოფილა - ეს ოხერი "ბათინკები" მერვე თუ მეცხრე კლასში მიყიდეს, მაგრამ ისეთი გამძლე აღმოჩნდა, საშველი არ დაადგა მის გაცვეთას; არადა, ახალიც არ მიყიდეს, მეც გავბრაზდი და ლექციებზე აღარ დავდიოდიო, - თავს იმართლებდა შოთა. ამის გამო შეწუხებული ვერა დეიდა დეკანის მოადგილესთან მისულა და ტირილით უთხოვია: ნუ დამიღუპავთ, ბატონო, ბაღანასო. გულაჩუყებულ დეკანის მოადგილეს უთქვამს, შემოიყვანეთო... და კარში გახიდული ლამის ორმეტრიანი, ულვაშდამშვენებული "ბაღანა" რომ დაუნახავს, ახარხარებული, კინაღამ სკამიდან გადავარდნილა. ვერა დეიდა კი სასტიკი უარით გაუსტუმრებია. მეორე წელს ახალფეხსაცმლიანმა შოთამ ხელახლა ჩააბარა მისაღები გამოცდები იმავე ფაკულტეტზე. არც რეპეტიტორი დასჭირვებია, არც პროტექცია, არც ქრთამი. ეგაა, გერმანული ენის გამოცდაზე კურიოზი შეემთხვა: გამოცდაზე სულ ბოლოს გასულა. გამომცდელები საშინლად დაღლილები და არაქათგამოცლილები მსხდარან. შოთასთვის პატარა არაკის - "დერ მან უნდ ეზელ"-ის თარგმნა დაუვალებიათ. "დერ მან" კაცს რომ ნიშნავდა, შოთას სცოდნია, - "ეზელ" ქალის მეტი რა უნდა იყოსო, - და დაუფიქრებლად უთარგმნია: "კაცი და ქალი". გამომცდელი, დედით გერმანელი სირაძის ქალი ახარხარებულა: - რა ზუსტად თარგმნა, ქალები ხომ მართლა ვირები ვართო (იცინის)... იჯდა თურმე შოთა დარცხვენილი და ჩაჭრის მოლოდინში, მაგრამ საერთო სიცილ-ხარხარის შემდეგ გამომცდელს უკითხავს: რა ნიშანი გყოფნისო? - ოთხიანიო, ჩაუბურტყუნებია შოთას. - რას იტყვით, ჩვენი გამხიარულებისთვის ოთხიანი ხომ ეკუთვნისო? - კოლეგებისთვის უკითხავს და ყველას ერთსულოვანი თანხმობა რომ მიუღია, შოთასთვის სანუკვარი ოთხიანიც დაუწერია. მე შოთას არც გარიცხვა ვიცოდი, მით უმეტეს - არც ხელახლა ჩარიცხვის ამბავი. უნივერსიტეტის სამდივნოს ფანჯრის წინ ვიდექი სტუდბილეთის ასაღებად. ყვავილებით მოჩითული ლამაზი ახალი კაბა მეცვა, რაც ახალგაზრდა მდივანს არ გამოჰპარვია და, - რა ლამაზი კაბა გაცვიაო, - მითხრა. "რა, გოგო არ არის ლამაზი?" - მომესმა შორიახლოდან. მივიხედე და ბიჭებში მდგარი გაღიმებული შოთა შემრჩა ხელთ. ისე დავიმორცხვე, მისალმებაც ვერ მოვახერხე. მეორე დღეს ამხანაგს ლექსი გამოატანა: "შურთხის ფრთებზე დაკვართული ყვავილების ჩუქურთმა,/ ნაფერები, ზღვაფერები, ვით ღიმილი შუქურთა,/ შენს კაბაზე მოსულან და აკინძულან ვარდებად,/ ყვავილებს თუ გოგო უყვარს, მე არ შემიყვარდება?" ერთხელ, შოთამ დერეფანში რომ გაიარა, ბიჭებმა მე გადმომხედეს და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. ის დღე იყო და ის დღე - მესამე კურსამდე შოთასთვის ხმა არ გამიცია...

- როდის დაქორწინდით?

- უნივერსიტეტი 1953 წელს დავამთავრეთ. კარგა ხანს სამსახური ვერც ერთმა ვერ ვიშოვეთ და შეუღლებას არ ვაპირებდით, ვიდრე დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება არ გვექნებოდა. მთელ დღეებს საჯარო ბიბლიოთეკაში ვატარებდით. გვიანობამდე, ხშირად ბიბლიოთეკის დაკეტვამდე ვისხედით და ვკითხულობდით. 1956 წელს დავქორწინდით და 1957 წელს ნათია შეგვეძინა. 14 კვადრატულ მეტრ ოთახში ვცხოვრობდით და ისე გვქონდა ავეჯით გადაჭედილი, ნათიამ ფეხი საწოლებზე აიდგა და კარგა ხანს ზამბარიანი თოჯინასავით დადიოდა (იცინის). ერთი შეხედვით "გრუბი" შოთა ბავშვთან მშვენივრად ურთიერთობდა. პატარა ნათიასთვის დიდი სიამოვნება მამამისის კისერზე ჯდომა და მისი "ქოჩრის" ვარცხნა იყო. შოთას კი ამ მომენტში თავისუფლად შეეძლო წიგნის კითხვა. იშვიათად, მაგრამ მაინც, თუ ძალიან იცელქებდა და იხმაურებდა ნათია, მაშინ კი უჯავრდებოდა, მაგრამ ეს გაჯავრება უცებ გაქარწყლდებოდა ხოლმე, როგორც კი ნათია ოვანეს შირაზის ერთი ლექსის შოთასეულ თარგმანს იტყოდა ხმამაღლა. ეს ლექსი მე ვასწავლე საგანგებოდ, ასეთი შემთხვევისთვის: "სადაც ბავშვის ხმა არ ისმის,/ იგი სახლი საზარია,/ ზარს რომ ენა ამოართვან,/ აბა, იგი რა ზარია?" (იცინის)... ნათიას დღეს თვითონ ჰყავს შვილები - ლუკა და თამუნა. შვილიშვილები შოთასთან მორიდებულად იყვნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტი ხვევნა-კოცნით არ ანებივრებდა, - მოდით, მოდითო, დაუძახებდა, ორივეს ერთად ჩაისვამდა კალთაში, ერთი-ორჯერ კეფაზე აკოცებდა და მორჩა...

- როგორც ვიცი, ბატონ შოთას სიმსივნე დაუდგინეს და უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა სიმსივნით კი არ დაიღუპა, გულმა უმტყუნა...

- გერმანელი პროფესორი ოპერაციას 10 საათის განმავლობაში უკეთებდა. მესამე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა - სისხლდენა დაეწყო. შეიძლება, კვლავ ოპერაცია დასჭირვებოდა, რომლის კეთილად დასრულების მცირე იმედსაც ვერ გვაძლევდნენ. ხატების წინ დაჩოქილნი, მე და ნათია მთელი ღამის განმავლობაში ვევედრებოდით ღმერთს შოთას გადარჩენას. მაშინ გვისმინა უფალმა და ორი თვე გვაჩუქა შოთას სიცოცხლე. ეს, ჩვენ გვაჩუქა, თორემ შოთასთვის ამას სიცოცხლე აღარ ერქვა... უკანასკნელ დღეს მითხრა: სახლი და ჩემი საწოლი მომენატრაო. რაკი გვიანი იყო, ხვალ დილითვე წავიდეთ-მეთქი, დავპირდი და ძალიან გაუხარდა. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ მე დამინდო, თორემ გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას... დილამდე არ დაგვჭირდა მოცდა... იმ ღამესვე წამოვიყვანეთ საკაცით, მაგრამ თავის მონატრებულ საწოლში აღარ დაწოლილა... დიდ ოთახში, ტახტზე დავაწვინეთ, მშვიდად და უშფოთველად, სამუდამოდ ჩაძინებული... შოთას ცხედართან მდგომმა ბატონმა რაულ მანაგაძემ მითხრა: ვიცოდით, ეს რომ მოხდებოდა, მაგრამ ასე მალე არ ველოდით, გულმა უღალატაო. მე კი ვიტყვი, რომ გულმა კი არ უღალატა, ის საშინელი ტანჯვა-წამება აარიდა, რაც ელოდა თურმე. "გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე", - ჯერ კიდევ როდის ითხოვდა შოთა და მართლა უერთგულა - სააქაომდე მიჰყვა და უკეთესი მომავლის იმედის ნაპერწკალი გაატანა თან... წლებით ადრე მის გულს ექიმებმა "მოტორი უწოდეს", მაგრამ ასეთმა გულმაც ვერ დაიტია ჩვენს ქვეყანაში 1990-იან წლებში დატრიალებული ჯოჯოხეთი, გაცვდა და გაილია - შოთა 1999 წელს გარდაიცვალა.

ეპილოგის მაგიერ: "შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ სიკვდილი გამიადვილა, შოთა! ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, შენ შემომეგებები დამფრთხალსა და შეშინებულს, რატომღაც მგონია, წვიმიანი ამინდი იქნება. შენ როგორიც აქ გქონდა, ისეთი გრძელი და ფართხუნა "პლაში" გეცმევა. კეფიდან შუბლზე ჩამოიფოცხავ დასველებულ "ქოჩორს" და ვითომ არაფერი, მეტყვი: "თამუ! მოხვედი?" - თამარ ჩიჯავაძე...

P.S. შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს