მსოფლიო
მოზაიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება
არჩილ კბილაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ვეც­დე­ბით, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მე­რი­ოტ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მრჩევ­ლის, თო­მას ჰა­მერ­ბერ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ებს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შემ­დე­გაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა. კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ორი აზრი, კერ­ძოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კად­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ნად­გურ­დეს, ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა, დად­გინ­დეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა და კად­რე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნად­გურ­დეს. თუმ­ცა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა მო­პო­ვე­ბუ­ლი იყო უკა­ნო­ნოდ, არის მან­კი­ე­რე­ბა და უნდა გა­ნად­გურ­დეს.

"თო­მას ჰა­მერ­ბერ­გმა გვირ­ჩია, რომ ის ექ­სპერ­ტებ­თან მო­ი­თათ­ბი­რებს ამ სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის კუ­თხით, მოგ­ვა­წდის რე­კო­მენ­და­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში, ამის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დე­ბით ამ სა­კითხს და ინ­ტე­რე­სის კო­ლი­ზი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ვეც­დე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

არჩილ კბილაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება

არჩილ კბილაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება

პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით შევეცდებით, დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ელოდება საქართველოს მთავრობის მრჩევლის, თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება მოხდება. კბილაშვილის განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით არსებობს ორი აზრი, კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ თავდაპირველად უნდა ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ორგანიზატორის ვინაობა და კადრები მოგვიანებით განადგურდეს. თუმცა, მთავარი პროკურორის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებული იყო უკანონოდ, არის მანკიერება და უნდა განადგურდეს.

"თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ ის ექსპერტებთან მოითათბირებს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის კუთხით, მოგვაწდის რეკომენდაციას დაახლოებით ერთ კვირაში, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს და ინტერესის კოლიზიიდან გამომდინარე, შევეცდებით დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ