პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"პაოლოს უკანასკნელი დღე"
"პაოლოს უკანასკნელი დღე"

1937 წე­ლი­წა­დი. ეს დღე უნდა გა­ვიხ­სე­ნო. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დაგ­ვი­ძა­ხეს. სა­ღა­მო ხა­ნია. არ­ცთუ ბევ­რნი ვართ. თავ­მჯდო­მა­რე­ობს კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე დე­მეტ­რა­ძე. აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე უნდა გა­ირ­კვეს. ბრალ­დე­ბა აქვს ბე­ლი­აშ­ვილს: სა­დღაც ცუ­დად უხ­სე­ნე­ბია სტა­ლი­ნი. ბე­ლი­აშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

თავ­მჯდო­მა­რემ მოს­თხო­ვა აღი­ა­როს და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და... დარ­ბაზ­ში სი­ჩუ­მეა. მხო­ლოდ ბე­ლი­აშ­ვი­ლის ხმა ის­მის. აკა­კი... არ ცდი­ლობს თა­ვის დაც­ვას... მე­სა­მე თუ მე­ო­თხე რიგ­ში გვერ­დიგ­ვერდ ვზი­ვართ: პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ქუ­თა­თე­ლი და მე. პა­ო­ლო ჩუმი ხმით მი­მარ­თავს ქუ­თა­თელს. სი­გა­რეტს სთხოვს. ქუ­თა­თელ­მა მი­ა­წო­და და... ეუბ­ნე­ბა: რო­დემ­დე უნდა იყო ჩემს ხარ­ჯზე, პა­ო­ლო არა­ფერს პა­სუ­ხობს. პა­პი­როსს მშვი­დად ან­თებს. ბე­ლი­აშ­ვი­ლი ისევ და ისევ უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას, მაგ­რამ თავ­მჯდო­მა­რე არ ეშ­ვე­ბა და ისევ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, აღი­ა­როს, რა თქვა სტა­ლინ­ზე. ისევ და ისევ ნერ­ვი­უ­ლი, გან­წი­რუ­ლი ხმა ბე­ლი­აშ­ვი­ლის. ბე­ლი­აშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს გა­მო­ა­ცხა­დოს თავ­მჯდო­მა­რემ ვინ არის ის, ვის­თა­ნაც (ვი­საც) უთხრა. დარ­ბაზ­ში ისევ სი­ჩუ­მეა. მხო­ლოდ დე­მეტ­რა­ძის მო­თხოვ­ნა ის­მის და ბე­ლი­აშ­ვი­ლის სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ხმა...

მო­ი­თხოვს, მთქმე­ლი ამ­ხი­ლოს დე­მეტ­რა­ძემ.

პა­ო­ლო ადგა, კა­რე­ბის­კენ ნელა მი­ე­მარ­თე­ბა და გა­დის, დარ­ბაზ­ში ისევ დე­მეტ­რა­ძის და ბე­ლი­აშ­ვი­ლის ხმა ის­მის.

"აღი­ა­რე", - მო­ი­თხოვს დე­მეტ­რა­ძე.

- რა ვა­ღი­ა­რო. - ხმას უმა­ტებს ბე­ლი­აშ­ვი­ლი, - არა­ფე­რი მით­ქვამს და რა ვქნა, რა ბრალ­დე­ბა ავი­ღო ჩემს თავ­ზე... დარ­ბაზ­ში ისევ სი­ჩუ­მეა. ასე გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წუთი. უეც­რად თით­ქოს სრო­ლის ძლი­ე­რი ხმა ის­მის...

ვინ გა­ის­რო­ლა, რა მოხ­და?! ორი­ო­დე წუთი და დე­რეფ­ნი­დან კი­ვი­ლი გა­ის­მა. მხო­ლოდ ერთი (არ მინ­და, მისი ვი­ნა­ო­ბა და­ვა­სა­ხე­ლო) ადგა და გა­იჭ­რა გა­სას­ვლე­ლის­კენ. ქა­ლის კი­ვი­ლი შე­წყდა. დარ­ბაზ­ში წა­მოდ­გნენ, მაგ­რამ არა­ვინ მო­ე­ლო­და, რომ ის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­იჭ­რა დარ­ბა­ზი­დან... შეშ­ფო­თე­ბუ­ლი შე­მო­დის, შე­მობ­რუნ­და და ყვი­რის: "თავი მო­იკ­ლა, პა­ო­ლომ თავი მო­იკ­ლა!"ამ­ბა­ვის სა­ნა­ხა­ვად დარ­ბა­ზი­დან გავ­ვარ­დით. სა­ში­ნე­ლე­ბა და­ვი­ნა­ხეთ: მე­ო­რე სარ­თულ­ზე კე­დელ­თან ადა­მი­ა­ნი იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი­ვით...

იმ პა­ტა­რა ოთა­ხი­და­ნაც, მე­მან­ქა­ნე­თა ოთა­ხი­დან, სა­ი­და­ნაც ტი­რი­ლი ის­მო­და, ჩან­და, პა­ო­ლოს თა­ვის ქა­ლის უკა­ნა ნა­წი­ლი ია­ტაკ­ზე ეგდო. სის­ხლი კედ­ლი­დან მოწ­ვე­თავ­და. პა­ო­ლოს თო­ფის ლულა პირ­ში ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი. ზე­ვი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე და­ვი­ნა­ხე. სახე და­ფა­რუ­ლი ჰქონ­და ხე­ლის­გუ­ლე­ბით. დარ­ბაზ­ში მყოფ­ნი ჩუ­მად ის­ხდნენ. ქუ­ჩა­ში გა­სას­ვლე­ლი კა­რე­ბი და­კე­ტი­ლი იყო. გას­ვლა ვე­რა­ვის მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ დე­მეტ­რა­ძე გა­ვი­და.

ტე­ლე­ფო­ნით გა­ე­გო დე­მეტ­რა­ძეს, რომ პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ბე­რია პლე­ხა­ნო­ვის პროს­პექ­ტზე მდე­ბა­რე ბაღ­ში კონ­ცერ­ტზე იყო. იქ, რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გეთ, დე­მეტ­რა­ძე წა­სუ­ლი­ყო ბე­რი­ას სა­ნა­ხა­ვად. დე­მეტ­რა­ძე მი­ვი­და ბე­რი­ას­თან და მო­ახ­სე­ნა პა­ო­ლოს თვით­მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი. ბე­რი­ამ გულ­ცი­ვად უთხრა: - შენ რას ღე­ლავ აგრე, მო­იკ­ლა და მო­იკ­ლა. რა მოხ­და ასე­თი, წა­დით!

გვი­ან გაგ­ვი­ღეს კარი და გაგ­ვიშ­ვეს. ბე­რი­ას­გან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დე­მეტ­რა­ძემ გაგ­ვაფრ­თხი­ლა, არ­სად გვეთ­ქვა პა­ო­ლოს თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე წი­ნა­და­დე­ბა მოგ­ვცა, ხვალ შუ­ა­დღი­სას მივ­სუ­ლი­ყა­ვით. და­ვე­თან­ხმეთ. ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად გა­ვე­შუ­რეთ თავ­თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბის­კენ. არ მახ­სოვს, რო­გორ გა­ვა­თე­ნე ღამე. დი­ლა­ად­რი­ა­ნად ადრე, ისევ მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მო­ვი­ყა­რეთ თავი. პა­ო­ლოს გვა­მი შინ წა­ე­ღოთ... თით­ქმის ყვე­ლა­ნი მო­სუ­ლიყ­ვნენ.

სი­ჩუ­მე იყო...

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"პაოლოს უკანასკნელი დღე"

"პაოლოს უკანასკნელი დღე"

1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არცთუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.

თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული. ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და... დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკი... არ ცდილობს თავის დაცვას... მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ: პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე. პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და... ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა...

მოითხოვს, მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.

პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და ბელიაშვილის ხმა ისმის.

"აღიარე", - მოითხოვს დემეტრაძე.

- რა ვაღიარო. - ხმას უმატებს ბელიაშვილი, - არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე... დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი. უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის...

ვინ გაისროლა, რა მოხდა?! ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა, მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან... შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: "თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!"ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით...

იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარები დაკეტილი იყო. გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა.

ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ, როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად. დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: - შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და მოიკლა. რა მოხდა ასეთი, წადით!

გვიან გაგვიღეს კარი და გაგვიშვეს. ბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე წინადადება მოგვცა, ხვალ შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ. ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ. არ მახსოვს, როგორ გავათენე ღამე. დილაადრიანად ადრე, ისევ მწერალთა კავშირში მოვიყარეთ თავი. პაოლოს გვამი შინ წაეღოთ... თითქმის ყველანი მოსულიყვნენ.

სიჩუმე იყო...

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს