კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დელფინა ლა ლორი - ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან
დელფინა ლა ლორი - ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან

სა­ხე­ლი დელ­ფი­ნა ლა ლორი ის­ტო­რი­ა­ში მისი გლე­ხე­ბი­სად­მი სას­ტი­კად მოქ­ცე­ვის გამო დარ­ჩა. იგი კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო და ახა­ლი ორ­ლე­ა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­დაც ამ ქალ­მა თა­ვი­სი ბო­რო­ტი საქ­მე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, დღემ­დე ახ­სოვს იგი.

შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ზე­ზი

ცნო­ბი­ლია, რომ დელ­ფი­ნა ქვე­ყა­ნას 1775 წელს მა­კარტნე­ბის მდი­დარ­სა და სა­ხელ­გან­თქმულ ოჯახ­ში მო­ევ­ლი­ნა. გო­გო­ნა ბავ­შვო­ბი­დან ფუ­ფუ­ნე­ბა­ში იზ­რდე­ბო­და. მისი მშობ­ლე­ბი ჰა­ი­ტი­ზე მო­ნა­თა აჯან­ყე­ბის დროს და­ი­ღუპ­ნენ - შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ეს გახ­და დელ­ფი­ნას შავ­კა­ნი­ა­ნე­ბი­სად­მი ზი­ზღი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია.

მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ორი მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა და თი­თო­ე­ულ­თან თითო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. უც­ნო­ბია ქმრებ­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის წვრილ­მა­ნე­ბი. დელ­ფი­ნას მე­სა­მე რჩე­უ­ლი დან­ტის­ტი ლე­ო­ნარდ ლუი ლა ლორი იყო. 1832 წელს წყვილ­მა ახალ ორ­ლე­ან­ში რო­ი­ალ სტრიტ­ზე სახ­ლი შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­საც შემ­დგომ­ში "ლა ლო­რის მა­მულს" უწო­დებ­დნენ. ექი­მი და ქალ­ბა­ტო­ნი ლორი ქა­ლაქ­ში პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი იყ­ვნენ, მათ სახ­ლში ხში­რად ეწყო­ბო­და მდიდ­რუ­ლი მი­ღე­ბე­ბი, სა­დაც ახა­ლი ორ­ლე­ა­ნის ყვე­ლა დიდ­გვა­რო­ვა­ნი იკ­რი­ბე­ბო­და...

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ­ბა­ვი

ნაც­ნო­ბე­ბი დელ­ფი­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­დნენ. იგი იყო კარ­გად აღ­ზრდი­ლი, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი... მაგ­რამ გა­ვი­და დრო და ლა ლო­რის მე­ზობ­ლებ­მა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ­ბე­ბი შე­ი­ტყვეს. უნდა ით­ქვას, რომ იმ­დრო­ინ­დე­ლი ახა­ლი ორ­ლე­ა­ნი მო­ნათ­მფლო­ბე­ლუ­რი სამ­ხრე­თის ცენ­ტრი იყო. ქა­ლაქს გარს პლან­ტა­ცი­ე­ბი ერტყა, სა­დაც მო­ნებს ამუ­შა­ვებ­დნენ. ყვე­ლა მე­პატ­რო­ნე კარ­გად როდი ექ­ცე­ო­და თა­ვის მო­ნებს. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც ჰა­რი­ეტ ბი­ჩერ­სტო­უს "ბი­ძია თო­მას ქოხი" ... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დელ­ფი­ნა ლა ლო­რის ამ­ბა­ვი მა­ინც გნ­სა­კუთ­რე­ბე­ლია: რო­გორც ჩანს, მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს იმ­დე­ნად სას­ტი­კი­ად ეპყრო­ბო­და, რომ ეს ფაქ­ტი მე­ზობ­ლებ­სა და ნაც­ნო­ბებს აღაშ­ფო­თებ­და, ისე­თი­ვე მო­ნათ­მფლო­ბე­ლებს, რო­გო­რიც თა­ვად გახ­ლდათ. ერთხელ, მცი­რე­წლო­ვან­მა მო­სამ­სა­ხუ­რე გო­გო­ნამ და­ვარ­ცხნის დროს შემ­თხვე­ვით თმა მო­ქა­ჩა. გან­რის­ხე­ბულ­მა დელ­ფი­ნამ მათ­რახს ხელი წა­მო­ავ­ლო, ამის და­ნახ­ვა­ზე გო­გო­ნამ მო­კურ­ცხლა. მე­ზობ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რო­გორ მის­დევ­და ლა ლორი მო­სამ­სა­ხუ­რეს. ყვე­ლას თვალ­წინ მან გო­გო­ნა აი­ვან­ზე მი­იმ­წყვდია, შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი აივ­ნი­დან გა­დახ­ტა. ეტყო­ბა, კარ­გად უწყო­და, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და ქალ­ბა­ტო­ნი და რო­გო­რი სას­ჯე­ლი ელო­დე­ბო­და, რად­გა­ნაც დელ­ფი­ნას ხელ­ში ჩა­ვარ­დნას სიკ­ვდი­ლი ან და­სა­ხიჩ­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დელფინა ლა ლორი - ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან

დელფინა ლა ლორი - ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან

სახელი დელფინა ლა ლორი ისტორიაში მისი გლეხებისადმი სასტიკად მოქცევის გამო დარჩა. იგი კოლორიტული პიროვნება იყო და ახალი ორლეანის მოსახლეობას, სადაც ამ ქალმა თავისი ბოროტი საქმეები განახორციელა, დღემდე ახსოვს იგი.

შურისძიების მიზეზი

ცნობილია, რომ დელფინა ქვეყანას 1775 წელს მაკარტნების მდიდარსა და სახელგანთქმულ ოჯახში მოევლინა. გოგონა ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდებოდა. მისი მშობლები ჰაიტიზე მონათა აჯანყების დროს დაიღუპნენ - შეიძლება, სწორედ ეს გახდა დელფინას შავკანიანებისადმი ზიზღისა და შურისძიების მიზეზი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

მდიდარი ქალბატონი სამჯერ იყო დაქორწინებული. ორი მეუღლე გარდაეცვალა და თითოეულთან თითო ქალიშვილი ჰყავდა. უცნობია ქმრებთან მისი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრების წვრილმანები. დელფინას მესამე რჩეული დანტისტი ლეონარდ ლუი ლა ლორი იყო. 1832 წელს წყვილმა ახალ ორლეანში როიალ სტრიტზე სახლი შეიძინა, რომელსაც შემდგომში ''ლა ლორის მამულს'' უწოდებდნენ. ექიმი და ქალბატონი ლორი ქალაქში პატივსაცემი ადამიანი იყვნენ, მათ სახლში ხშირად ეწყობოდა მდიდრული მიღებები, სადაც ახალი ორლეანის ყველა დიდგვაროვანი იკრიბებოდა...

შემაშფოთებელი ამბავი

ნაცნობები დელფინას ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანად მიიჩნევდნენ. იგი იყო კარგად აღზრდილი, გონებამახვილი, გემოვნებიანი... მაგრამ გავიდა დრო და ლა ლორის მეზობლებმა შემაშფოთებელი ამბები შეიტყვეს. უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი ახალი ორლეანი მონათმფლობელური სამხრეთის ცენტრი იყო. ქალაქს გარს პლანტაციები ერტყა, სადაც მონებს ამუშავებდნენ. ყველა მეპატრონე კარგად როდი ექცეოდა თავის მონებს. გავიხსენოთ თუნდაც ჰარიეტ ბიჩერსტოუს ''ბიძია თომას ქოხი'' ... მიუხედავად ამისა, დელფინა ლა ლორის ამბავი მაინც გნსაკუთრებელია: როგორც ჩანს, მოსამსახურეებს იმდენად სასტიკიად ეპყრობოდა, რომ ეს ფაქტი მეზობლებსა და ნაცნობებს აღაშფოთებდა, ისეთივე მონათმფლობელებს, როგორიც თავად გახლდათ. ერთხელ, მცირეწლოვანმა მოსამსახურე გოგონამ დავარცხნის დროს შემთხვევით თმა მოქაჩა. განრისხებულმა დელფინამ მათრახს ხელი წამოავლო, ამის დანახვაზე გოგონამ მოკურცხლა. მეზობლებმა დაინახეს, როგორ მისდევდა ლა ლორი მოსამსახურეს. ყველას თვალწინ მან გოგონა აივანზე მიიმწყვდია, შეშინებული ბავშვი აივნიდან გადახტა. ეტყობა, კარგად უწყოდა, რას მოიმოქმედებდა ქალბატონი და როგორი სასჯელი ელოდებოდა, რადგანაც დელფინას ხელში ჩავარდნას სიკვდილი ან დასახიჩრება ამჯობინა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს