პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს
ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი სამი წლის წინ ბა­თუ­მელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა თენ­გიზ ბა­კუ­რი­ძემ იყი­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სტა­ლი­ნის მუ­ზე­უმს ბევ­რი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ბოლო წლებ­ში აღარ ჰყო­ლია, თუმ­ცა მა­ინც გული დას­წყდათ, მუ­ზე­უ­მის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გეს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ბა­თუ­მე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, სტა­ლი­ნის ჩი­ბუ­ხი და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, ასე­ვე კო­მუ­ნის­ტუ­რი ატ­რი­ბუ­ტი­კა შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ ბა­თუ­მის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მუ­ზე­უ­მი მდე­ბა­რე­ობ­და, ძი­რი­თა­დად, სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბია გახ­სნი­ლი. ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნის თქმით, ბიზ­ნეს­მენ­მა ბა­კუ­რი­ძემ შე­ნო­ბა სწო­რედ მა­ღა­ზი­ე­ბის გა­კე­თე­ბის მიზ­ნით იყი­და.უკვე ყო­ფი­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია. ეზოს მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში მუ­ზე­უ­მის შე­სას­ვლელს სტა­ლი­ნის ობე­ლის­კი ჯე­რაც ამ­შვე­ნებს. კი­დევ ერთი ობე­ლის­კი სა­ხელ­წო­დე­ბით, "სტა­ლი­ნი 21 წლის ასაკ­ში" შე­ნო­ბის ერთ-ერთ ოთახ­ში სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის გვერ­დი­თაა მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ძეგლს მუხ­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. სწო­რედ ამ წუ­ნის გამო, მისი მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ტა­ნა გა­და­ი­ფიქ­რეს.რა ბედი ელის ამ ორ ობე­ლისკს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიზ­ნეს­მე­ნის თენ­გიზ ბა­კუ­რი­ძის გა­და­სა­წყვე­ტია. შე­ნო­ბა­ში ამ­ჟა­მად ბიზ­ნეს­მე­ნის მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის ბა­ლანსზე ირი­ცხე­ბო­და. შე­ნო­ბის გას­ხვი­სე­ბას სამი წლის წინ ბა­თუმ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. "ერ­თი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი და "ქარ­თველ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა კავ­ში­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ რე­გი­ონ­ში სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის და­ხურ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბას მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი 1936 წლი­დან ჰქონ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბა­თუმ­ში სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი გა­ა­უქ­მეს

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ბათუმში მდებარე სტალინის სახლ-მუზეუმი სამი წლის წინ ბათუმელმა ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ იყიდა. ადგილობრივების თქმით, სტალინის მუზეუმს ბევრი დამთვალიერებელი ბოლო წლებში აღარ ჰყოლია, თუმცა მაინც გული დასწყდათ, მუზეუმის გაყიდვის შესახებ რომ გაიგეს.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ბათუმელებმა აღნიშნეს, სტალინის ჩიბუხი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე კომუნისტური ატრიბუტიკა შენობის გაყიდვის შემდეგ ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს. პუშკინის ქუჩაზე, სადაც მუზეუმი მდებარეობდა, ძირითადად, სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებია გახსნილი. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის თქმით, ბიზნესმენმა ბაკურიძემ შენობა სწორედ მაღაზიების გაკეთების მიზნით იყიდა. უკვე ყოფილი მუზეუმის ეზოში სამუშაოები დაწყებულია. ეზოს მარჯვენა კუთხეში მუზეუმის შესასვლელს სტალინის ობელისკი ჯერაც ამშვენებს. კიდევ ერთი ობელისკი სახელწოდებით, "სტალინი 21 წლის ასაკში" შენობის ერთ-ერთ ოთახში სარემონტო მასალების გვერდითაა მოთავსებული. ამ ძეგლს მუხლის არეში დაზიანებები აქვს. სწორედ ამ წუნის გამო, მისი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა გადაიფიქრეს. რა ბედი ელის ამ ორ ობელისკს, სავარაუდოდ, ბიზნესმენის თენგიზ ბაკურიძის გადასაწყვეტია. შენობაში ამჟამად ბიზნესმენის მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ.

სტალინის სახლ-მუზეუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზე ირიცხებოდა. შენობის გასხვისებას სამი წლის წინ ბათუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა. "ერთიანი კომუნისტური პარტიის" აჭარის ორგანიზაციის წევრები და "ქართველ მამულიშვილთა კავშირის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რეგიონში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვა დაუშვებელი იყო. აღნიშნულ შენობას მუზეუმის სტატუსი 1936 წლიდან ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ნინო ხოზრევანიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია