მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შემიძლია, ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება..."
"არ შემიძლია, ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება..."

9 წლის ასაკ­ში მიხ­ვდა, რომ მულ­ტფილ­მე­ბით ვე­რა­ფერს ის­წავ­ლი­და და მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებს მი­უბ­რუნ­და. არ­ქე­ო­ლო­გო­ბაც უნ­დო­და, ისე­თი ნივ­თის პოვ­ნა, რაც სხვას არ ჰქონ­და. შემ­დეგ ეს ნივ­თი აბ­სტრაქ­ტუ­ლი გახ­და, მუ­სი­კის სახე მი­ი­ღო და კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა. დღეს სწო­რედ ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარ­გში გრძნობს თავს კომ­ფორ­ტუ­ლად. მისი ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბაც მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა - "მაგ­თი­ფანს".

მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ეზო­ში ფი­ჩხზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დი­ლი, ლა­ტა­რი­ა­ში მო­გე­ბუ­ლი არა­ერ­თი 5 მა­ნე­თი, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი, პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დია... ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებ­ზე ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე თა­ვად გი­ამ­ბობთ. მას დღეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბა მქონ­და და გუ­შინ ვამ­ბობ­დი ზუს­ტად, ნე­ტავ ახალ­გაზ­რდო­ბაც ასე­თი მქონ­დეს-მეთ­ქი. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ბავ­შვი ვი­ყა­ვი. დედა მა­თე­მა­ტი­კო­სია, უმაღ­ლეს მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მამა მე­ტყე­ვეა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტყეო სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია.

- რომ­ლის სამ­სა­ხუ­რი უფრო გა­ინ­ტე­რე­სებ­და ბავ­შვო­ბა­ში?

- მა­თე­მა­ტი­კა მიყ­ვარს. ბუ­ნე­ბა ახლა უფრო შე­მიყ­ვარ­და. ჩვენს ეზო­ში ნუ­შის ხე­ე­ბი დავრგე. პიტ­ნას ვუვ­ლი და "მო­ჰი­ტოს" კოქ­ტე­ი­ლის­თვის ჩემი ხე­ლით ვკრეფ ხოლ­მე სახ­ლის პიტ­ნას. მა­მის მხრი­დან მაქვს სო­ფე­ლი, ტე­ზე­რი. ბავ­შვო­ბა­ში სკო­ლის არ­და­დე­გებ­ზე სა­ჩხე­რე­ში ვის­ვე­ნებ­დი, ნა­თე­სა­ვებ­თან. ვთა­მა­შობ­დი ფეხ­ბურთს, ტყემ­ლის ხე­ებ­ზე ავ­დი­ო­დი. ერთი სი­ტყვით, ემო­ცი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვო­ბა მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ში ექვს სა­ათს ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან ვა­ტა­რებ­დი და სკო­ლა­შიც მა­ღალ ნიშ­ნებ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მა­ინც მრჩე­ბო­და დრო გარ­თო­ბის­თვის.

- თუ გქო­ნია პე­რი­ო­დი, როცა მშობ­ლე­ბი შენი მტრე­ბი გე­გო­ნა?

- არა, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ყვე­ლა ვაფ­რენთ და პე­რი­ო­დუ­ლად გარ­კვე­უ­ლი ტი­კე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მი­თი­თე­ბე­ბი, აკ­რძალ­ვა, რო­გორც ასე­თი, მშობ­ლე­ბის მხრი­დან არ მახ­სენ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­ზე გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვი­თხოვ­დი.

- ვის ჰგავ­ხარ ხა­სი­ა­თით?

- ბე­ბი­ას, დე­და­ჩე­მის დე­დას. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბე­ბია. რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, დედა გიყ­ვარს თუ მა­მაო, ბე­ბია-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლია. მა­მა­ჩე­მი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მის­გან, მშვი­დი, წყნა­რი, შე­უძ­ლია 24 სა­ა­თი ჩუ­მად იყოს. მე სა­დღაც შუ­ა­ში ვარ აქ­ტი­უ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამით ვგა­ვარ ბე­ბი­ას. თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ დე­და­ჩე­მის ხა­სი­ა­თი ბევ­რად მომ­გე­ბი­ა­ნია დღეს, აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რს აღ­წე­ვენ. მე ზოგ­ჯერ ორი დღე და ღამე მძი­ნე­ბია... ბე­ბი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თით­ქოს არ არ­სე­ბობ­და ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი ჩვენ შო­რის. ჩემს მე­გობ­რებ­თა­ნაც ბევრ სა­ერ­თოს პო­უ­ლობ­და. ის იჯდა შუ­ა­გულ­ში, ჩვენ გარ­შე­მო და ჰყვე­ბო­და ომის ამ­ბებს. სულ­გა­ნა­ბულ­ნი ვუს­მენ­დით. ბე­ბი­ას სა­ი­დუმ­ლო სა­ბუ­თე­ბი ება­რა, იბ­რძო­და კი­დეც. თა­ვი­დან მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და და დარ­ჩა. ორ­ჯერ სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. ერთხელ გემ­ზე და­აგ­ვი­ან­და, რო­მე­ლიც აფეთ­ქდა. ბე­ბი­ას თვალ­წინ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­კუ­თა­რი თვა­ლით უყუ­რებ­და შუ­ა­ზე გა­პო­ბილ გემს... რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მუ­შა­კი, ბე­ბია ომში 6 ნა­ჭე­რი სა­რე­ცხი საპ­ნი­თა და ორ­ნა­ი­რი ჩი­თის ნაჭ­რით და­ა­სა­ჩუქ­რეს. იმ დროს ერთი ქარ­თვე­ლი მო­დი­ო­და თბი­ლის­ში, ბე­ბი­ა­ჩემს ეს სა­ჩუქ­რე­ბი თა­ვი­სი წე­რი­ლით გა­მო­უ­ტა­ნე­ბია ოჯახ­ში, იმის ნიშ­ნად, რომ ცო­ცხა­ლი იყო. 1941 წლის ამ­ბავს ვყვე­ბი. შემ­დეგ მა­ლა­რია შეჰყრია ბე­ბი­ა­ჩემს, სა­წყლე­ბი, წყალს ძრო­ხის ნა­ფე­ხუ­რებ­ში ჩამ­დგა­რი წვი­მის გუ­ბე­ე­ბი­დან სვამ­დნენ თურ­მე, აბა რა და­ე­მარ­თე­ბო­და. წი­თე­ლი ჯვრის სამ­ხედ­რო ეშე­ლო­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში. რად­გან სამ­კურ­ნა­ლო იყო, ბე­ბი­ა­ჩე­მი და­ტო­ვეს თბი­ლის­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი უკან გაბ­რუნ­დნენ. იმ ეშე­ლო­ნი­დან ერ­თა­დერ­თი კაცი გა­დარ­ჩა, ტუ­აფ­სეს­თან მთე­ლი ეშე­ლო­ნი და­ბომ­ბეს. ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მშობ­ლებს ჰკი­თხა, ჩემი სა­ჩუქ­რე­ბი თუ მი­ი­ღე­თო. აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ვის არა­ფე­რი მი­უ­ტა­ნია და ოჯახს ბე­ბია მკვდა­რი ეგო­ნა. ამ ამ­ბის მერე 30 წელი გა­ვი­და. ბე­ბი­ამ სა­მი­ნის­ტრო­ში კა­თედ­რის სპე­ცგან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მის თა­ნამ­შრო­მელ­თან "ნაფ­რონ­ტა­ლი" ძმა­კა­ცი მი­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს კაცი იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ბე­ბი­ამ ჩი­თის ნაჭ­რე­ბი და სა­პო­ნი გა­მო­ა­ტა­ნა. ოფლი წა­მო­უ­ვი­და თურ­მე შუბ­ლი­დან იმ კაცს ბე­ბი­ა­ჩე­მის და­ნახ­ვა­ზე, გატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა და გა­სუ­ლა კა­ბი­ნე­ტი­დან. თა­ნამ­შრო­მელს უკი­თხავს, რა და­ე­მარ­თაო, არა­ფე­რი, ეტყო­ბა, კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დაო, უთ­ქვამს ბე­ბი­ას. ომში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გა, შე­იძ­ლე­ბა მოჰ­პა­რეს, მაგ­რამ იმ ოჯახ­ში მა­ინც ხომ უნდა მი­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რი ცო­ცხა­ლი იყო. ბე­ბი­ის ის­ტო­რი­ე­ბი დღემ­დე ზედ­მი­წევ­ნით მახ­სოვს. მგო­ნია, რომ მისი და ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თმა­ნეთს ჰგავს, უბ­რა­ლოდ, ჩვენ ომში არ ვართ, ესაა გან­სხვა­ვე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"არ შემიძლია, ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება..."

"არ შემიძლია, ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება..."

9 წლის ასაკში მიხვდა, რომ მულტფილმებით ვერაფერს ისწავლიდა და მუსიკის გაკვეთილებს მიუბრუნდა. არქეოლოგობაც უნდოდა, ისეთი ნივთის პოვნა, რაც სხვას არ ჰქონდა. შემდეგ ეს ნივთი აბსტრაქტული გახდა, მუსიკის სახე მიიღო და კომფორტი შეუქმნა. დღეს სწორედ ხელოვნების ამ დარგში გრძნობს თავს კომფორტულად. მისი ახალი საქმიანობა, ტელეწამყვანობაც მუსიკალურ პროექტს უკავშირდება - "მაგთიფანს".

მძიმე სოციალური ფონი, ეზოში ფიჩხზე მომზადებული სადილი, ლატარიაში მოგებული არაერთი 5 მანეთი, პირველი ჰონორარი, პრეზიდენტის სტიპენდია... ამ და სხვა საინტერესო ეპიზოდებზე ქეთი ორჯონიკიძე თავად გიამბობთ. მას დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და გუშინ ვამბობდი ზუსტად, ნეტავ ახალგაზრდობაც ასეთი მქონდეს-მეთქი. ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი. დედა მათემატიკოსია, უმაღლეს მათემატიკას ასწავლის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მამა მეტყევეა, წლების განმავლობაში სატყეო სამინისტროში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარია.

- რომლის სამსახური უფრო გაინტერესებდა ბავშვობაში?

- მათემატიკა მიყვარს. ბუნება ახლა უფრო შემიყვარდა. ჩვენს ეზოში ნუშის ხეები დავრგე. პიტნას ვუვლი და "მოჰიტოს" კოქტეილისთვის ჩემი ხელით ვკრეფ ხოლმე სახლის პიტნას. მამის მხრიდან მაქვს სოფელი, ტეზერი. ბავშვობაში სკოლის არდადეგებზე საჩხერეში ვისვენებდი, ნათესავებთან. ვთამაშობდი ფეხბურთს, ტყემლის ხეებზე ავდიოდი. ერთი სიტყვით, ემოციური და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ექვს საათს ფორტეპიანოსთან ვატარებდი და სკოლაშიც მაღალ ნიშნებზე ვსწავლობდი, მაინც მრჩებოდა დრო გართობისთვის.

- თუ გქონია პერიოდი, როცა მშობლები შენი მტრები გეგონა?

- არა, გარდატეხის ასაკში ყველა ვაფრენთ და პერიოდულად გარკვეული ტიკები გვაქვს, მაგრამ მითითებები, აკრძალვა, როგორც ასეთი, მშობლების მხრიდან არ მახსენდება. შესაბამისად, მათზე გულაცრუებული არასდროს ვყოფილვარ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდი.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- ბებიას, დედაჩემის დედას. ძალიან მიყვარდა ბებია. რომ მეკითხებოდნენ, დედა გიყვარს თუ მამაო, ბებია-მეთქი, ვპასუხობდი. დედაჩემი ძალიან აქტიური და ენერგიულია. მამაჩემი რადიკალურად განსხვავებულია მისგან, მშვიდი, წყნარი, შეუძლია 24 საათი ჩუმად იყოს. მე სადღაც შუაში ვარ აქტიურობის თვალსაზრისით. ამით ვგავარ ბებიას. თუმცა ვფიქრობ, რომ დედაჩემის ხასიათი ბევრად მომგებიანია დღეს, აქტიური ადამიანები ბევრს აღწევენ. მე ზოგჯერ ორი დღე და ღამე მძინებია... ბებიას რაც შეეხება, ძალიან მაგარი ადამიანი იყო, თითქოს არ არსებობდა ასაკობრივი ზღვარი ჩვენ შორის. ჩემს მეგობრებთანაც ბევრ საერთოს პოულობდა. ის იჯდა შუაგულში, ჩვენ გარშემო და ჰყვებოდა ომის ამბებს. სულგანაბულნი ვუსმენდით. ბებიას საიდუმლო საბუთები ებარა, იბრძოდა კიდეც. თავიდან მოხალისედ წავიდა და დარჩა. ორჯერ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ერთხელ გემზე დააგვიანდა, რომელიც აფეთქდა. ბებიას თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. საკუთარი თვალით უყურებდა შუაზე გაპობილ გემს... როგორც საუკეთესო მუშაკი, ბებია ომში 6 ნაჭერი სარეცხი საპნითა და ორნაირი ჩითის ნაჭრით დაასაჩუქრეს. იმ დროს ერთი ქართველი მოდიოდა თბილისში, ბებიაჩემს ეს საჩუქრები თავისი წერილით გამოუტანებია ოჯახში, იმის ნიშნად, რომ ცოცხალი იყო. 1941 წლის ამბავს ვყვები. შემდეგ მალარია შეჰყრია ბებიაჩემს, საწყლები, წყალს ძროხის ნაფეხურებში ჩამდგარი წვიმის გუბეებიდან სვამდნენ თურმე, აბა რა დაემართებოდა. წითელი ჯვრის სამხედრო ეშელონით ჩამოიყვანეს თბილისში. რადგან სამკურნალო იყო, ბებიაჩემი დატოვეს თბილისში, დანარჩენები უკან გაბრუნდნენ. იმ ეშელონიდან ერთადერთი კაცი გადარჩა, ტუაფსესთან მთელი ეშელონი დაბომბეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თბილისში დაბრუნებულმა მშობლებს ჰკითხა, ჩემი საჩუქრები თუ მიიღეთო. აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი მიუტანია და ოჯახს ბებია მკვდარი ეგონა. ამ ამბის მერე 30 წელი გავიდა. ბებიამ სამინისტროში კათედრის სპეცგანყოფილების უფროსის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მის თანამშრომელთან "ნაფრონტალი" ძმაკაცი მივიდა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ის ადამიანი, ვისაც ბებიამ ჩითის ნაჭრები და საპონი გამოატანა. ოფლი წამოუვიდა თურმე შუბლიდან იმ კაცს ბებიაჩემის დანახვაზე, გატრიალებულა და გასულა კაბინეტიდან. თანამშრომელს უკითხავს, რა დაემართაო, არაფერი, ეტყობა, კუჭის პრობლემები ჰქონდაო, უთქვამს ბებიას. ომში ყველაფერი ხდება, შეიძლება დაკარგა, შეიძლება მოჰპარეს, მაგრამ იმ ოჯახში მაინც ხომ უნდა მისულიყო და ეთქვა, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალი იყო. ბებიის ისტორიები დღემდე ზედმიწევნით მახსოვს. მგონია, რომ მისი და ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ, ჩვენ ომში არ ვართ, ესაა განსხვავება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება