პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შერონ სტოუნმა ნაშვილები ბავშვი გამოაჩინა
შერონ სტოუნმა ნაშვილები ბავშვი გამოაჩინა

90-იანი წლე­ბის სექს-სიმ­ბო­ლო, 55 წლის შე­რონ სტო­უ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ყო­ველ­თვის საყ­ვარ­ლებ­თან ერ­თად და­დის, თუმ­ცა ამ­ჯე­რად პა­რიზ­ში მისი თან­მხლე­ბი, ნაშ­ვი­ლე­ბი ვაჟი - 13 წლის რო­ა­ნი ჩა­იყ­ვა­ნა.

ვარ­სკვლავ­მა შვი­ლი სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად გა­მო­ა­ჩი­ნა - ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ მოს­წონ­და და ამი­ტომ მთე­ლი სა­ღა­მო დე­დის კალ­თას არ მო­შო­რე­ბია. ფო­ტოგ­რა­ფებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს დედა-შვი­ლის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ, რად­გა­ნაც მსა­ხი­ო­ბი არას­დროს თან­ხმდე­ბო­და ოჯა­ხურ ოფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­სე­სი­ებს.

მსა­ხი­ო­ბი პა­რიზ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი იტა­ლი­უ­რი მო­დის სახ­ლის "ფენ­დის" (Fendi) მა­ღა­ზი­ის გახ­სნას და­ეს­წრო. შე­რო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის მსა­ხი­ობ­მა ელე­გან­ტუ­რი შავი კაბა და დახ­ვე­წი­ლი ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი შე­არ­ჩია. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა, თუმ­ცა ავ­ტოგ­რა­ფე­ბი გუ­ლუხ­ვად და­ა­რი­გა.

შე­გახ­სე­ნებთ, მსა­ხი­ობ­მა რო­ა­ნი 2000 წელს მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, რე­დაქ­ტორ­სა და ჟურ­ნა­ლისტ ფილ ბრონ­სტე­ინ­თან ერ­თად იშ­ვი­ლა. რო­ა­ნი მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მაგ­რამ გან­ქორ­წი­ნე­ბი­სას სა­სა­მარ­თლომ შე­რონს ფარ­თო უფ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნი­ჭა და ვარ­სკვლა­ვი ვაჟს ხში­რად სტუმ­რობს, დრო­გა­მოშ­ვე­ბით ერ­თა­დაც ცხოვ­რო­ბენ. შე­რონს რო­ა­ნის გარ­და, კი­დევ 2 ნაშ­ვი­ლე­ბი ვა­ჟე­ბი - ლა­ირ­დი და ქუ­ი­ნი ჰყავს.

მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბი იმი­ტომ იშ­ვი­ლა, რომ ფეხ­მძი­მო­ბი­სას მუ­ცე­ლი ეშ­ლე­ბო­და. ვარ­სკვლავ მუ­ცე­ლი ორ­ჯერ მო­ე­შა­ლა.

"ბოლო ფეხ­მძი­მო­ბი­სას, რო­დე­საც მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ არ­სე­ბობ­და პა­ტა­რა, რომ­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნაც შე­მეძ­ლო. იმ მძი­მე წუ­თებ­ში ეს ზარი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო", - გა­ნუ­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნალ The Magazine-ს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

შერონ სტოუნმა ნაშვილები ბავშვი გამოაჩინა

შერონ სტოუნმა ნაშვილები ბავშვი გამოაჩინა

90-იანი წლების სექს-სიმბოლო, 55 წლის შერონ სტოუნი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ყოველთვის საყვარლებთან ერთად დადის, თუმცა ამჯერად პარიზში მისი თანმხლები, ნაშვილები ვაჟი - 13 წლის როანი ჩაიყვანა.

ვარსკვლავმა შვილი საჯაროდ პირველად გამოაჩინა - ბავშვს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონდა და ამიტომ მთელი საღამო დედის კალთას არ მოშორებია. ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს დედა-შვილის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა ძალიან გაუკვირდათ, რადგანაც მსახიობი არასდროს თანხმდებოდა ოჯახურ ოფიციალურ ფოტოსესიებს.

მსახიობი პარიზში გავლენიანი იტალიური მოდის სახლის "ფენდის" (Fendi) მაღაზიის გახსნას დაესწრო. შერონი ტრადიციულად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ღონისძიებისთვის მსახიობმა ელეგანტური შავი კაბა და დახვეწილი ოქროს სამკაულები შეარჩია. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ავტოგრაფები გულუხვად დაარიგა.

შეგახსენებთ, მსახიობმა როანი 2000 წელს მეორე მეუღლესთან, რედაქტორსა და ჟურნალისტ ფილ ბრონსტეინთან ერთად იშვილა. როანი მამასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ განქორწინებისას სასამართლომ შერონს ფართო უფლებები მიანიჭა და ვარსკვლავი ვაჟს ხშირად სტუმრობს, დროგამოშვებით ერთადაც ცხოვრობენ. შერონს როანის გარდა, კიდევ 2 ნაშვილები ვაჟები - ლაირდი და ქუინი ჰყავს.

მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვები იმიტომ იშვილა, რომ ფეხმძიმობისას მუცელი ეშლებოდა. ვარსკვლავ მუცელი ორჯერ მოეშალა.

"ბოლო ფეხმძიმობისას, როდესაც მუცელი მომეშალა, საავადმყოფოში დამირეკეს და მითხრეს, რომ არსებობდა პატარა, რომლის შვილად აყვანაც შემეძლო. იმ მძიმე წუთებში ეს ზარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იყო", - განუცხადა მსახიობმა ჟურნალ The Magazine-ს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება