მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტომაგისტრალები, "წართმეული" მიწების კომპენსაციები და "ბრძოლა" 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის
ავტომაგისტრალები, "წართმეული" მიწების კომპენსაციები და "ბრძოლა" 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის

ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ცოტა ხნის წინ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მიმ­დი­ნა­რე წლის ან­გა­რი­ში გა­აც­ნო და რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, მისი მუ­შა­ო­ბა და­დე­ბი­თად შე­ფას­და. იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ვინ­ტე­რეს­დით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა მხო­ლოდ ახლა მო­ვა­ხერ­ხეთ. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ იმ მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე გვი­ამ­ბო, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც მის­მა უწყე­ბამ ივალ­დე­ბუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­ზარ­და და 901 მლნ ლარს შე­ად­გენს.

ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლე­ბი - სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტი

მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ისევ და ისევ ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბაა. ამ ეტაპ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, 3 მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ესე­ნია: ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლი­თი გზა - სამ­ტრე­დი­ის მო­ნაკ­ვე­თი, ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლი­თი გზა და აგა­რა-რუ­ი­სის მო­ნაკ­ვე­თი. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, წელსვე და­ი­წყე­ბა თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­სა და სამ­ტრე­დია-გრი­გო­ლე­თის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა.

და­ვით ნარ­მა­ნია:

- პრო­ექ­ტე­ბის რი­ცხვი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით ახორ­ცი­ე­ლებს, ორას­ზე მე­ტია. უშუ­ა­ლოდ სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას ვახ­დენთ, თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან ერ­თად კი - სოფ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს პრო­ექ­ტე­ბი­დან, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბი - ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაა. გარ­და ამი­სა, გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის კუ­თხით, ასზე მეტი სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვე­თია, სა­დაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მუდ­მი­ვი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა - XXI სა­უ­კუ­ნე­ში ჯერ კი­დევ გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ერ­თი წყა­ლუხ­ვი თუ პა­ტა­რა მდი­ნა­რეა, ბევ­რი ქა­ლა­ქია (სოფ­ლებ­სა და და­ბებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ), რო­მელ­საც სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტი დღემ­დე აწუ­ხებს და წყა­ლი მხო­ლოდ გარ­კვე­ულ სა­ა­თებ­ში, გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა. მარ­თა­ლია, უკა­ნას­კნელ წლებ­ში წყლის მი­წო­დე­ბის სიხ­ში­რე შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია (მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ის­ში, თუ უბ­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილს წყა­ლი 2-3 დღე­ში ერთხელ მი­ე­წო­დე­ბო­და, ახლა - ყო­ველ სა­ღა­მოს აქვს), მაგ­რამ პრობ­ლე­მის სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ფხვრამ­დე კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დაგ­ვა­ი­მე­და, სა­მი­ნის­ტრო ამ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს და 24-სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, ყვე­ლა მსხვილ ქა­ლაქს მო­ი­ცავს.

- წელს 25 ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა და­ვი­წყოთ, რაც ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის კრე­დი­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დაპ­რო­ექ­ტე­ბის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ტენ­დერე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგომ, მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა. ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან, რაც წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბა, გა­მოვ­ყოფ­დი ფოთს, ქუ­თა­ის­სა და ანაკ­ლი­ას, რა­ზეც ტენ­დე­რი უკვე ჩა­ტარ­და და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია გა­მოვ­ლინ­და. იმ 25 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­დაც ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წყა­ლი ისევ გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბათ, რად­გან სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბე­ბი და ბევ­რი სხვა რამ მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. ასე­თია, მა­გა­ლი­თად, ზუგ­დი­დი. იქ, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ოს მისი შე­მო­სავ­ლე­ბის (რა­საც ტა­რი­ფი­დან იღებს) ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში

- მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით ცალ­კე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს მსოფ­ლიო ბან­კის პროგ­რა­მაა, მთლი­ა­ნად მის მიერ ფი­ნანსდე­ბა და წელს პრი­ო­რი­ტე­ტად იმე­რე­თის რე­გი­ო­ნია არ­ჩე­უ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, წყალ­ტუ­ბო­ში პარ­კის, ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა ხდე­ბა; რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბაც და­ი­წყე­ბა. გარ­და ამი­სა, იმე­რეთ­ში ცალ­კე­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის სა­ჯა­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა იგეგ­მე­ბა. ქა­ლა­ქე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა უშუ­ა­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია, ის არის, რომ მსოფ­ლიო ბან­კის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ცალ­კე­ულ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის - ტრო­ტუ­ა­რე­ბის, ქუ­ჩე­ბის, სკვე­რე­ბი­სა და ა.შ. მო­წეს­რი­გე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ.

სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ფუნ­ქცია - ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა და მარ­თვა

ახა­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ამ სა­კი­თხზე ზრუნ­ვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ე­კის­რა. ნა­გავ­საყ­რე­ლებ­სა და მათ მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ, ამი­ტომ სა­მი­ნის­ტრო, გერ­მა­ნუ­ლი ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის აშე­ნე­ბას იწყებს და და­სა­წყი­სის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტად ამ სა­კი­თხშიც იმე­რე­თის რე­გი­ო­ნია არ­ჩე­უ­ლი.

- ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად ავა­მუ­შა­ვეთ, რე­გი­ო­ნუ­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის მარ­თვაა. პირ­ველ ეტაპ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია მოხ­და. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი შე­მო­ღობ­ვა, მი­წის შე­ტა­ნა, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის და­წე­სე­ბა და ა.შ. გერ­მა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კი გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ჩა­ტარ­დეს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ახლა თით­ქმის სა­ბო­ლოო ფა­ზა­შია, და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს გა­და­წყვე­ტის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, მათ შო­რის, რის­კებ­თან - ეპი­დე­მი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან, მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის.

ქუ­თა­ი­სი - ინ­დუსტრი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის შემ­დეგ, რე­გი­ო­ნუ­ლი

ნა­გავ­საყ­რე­ლის "მშე­ნე­ბე­ლი" ქა­ლა­ქი

- ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი - ქუ­თა­ი­სის ნა­გავ­საყ­რე­ლია, ამი­ტო­მაც იგი ნო­მერ პირ­ველ პრი­ო­რი­ტე­ტად მი­ვიჩ­ნი­ეთ. დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან - KFW-სთან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე რე­გი­ო­ნუ­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის მო­წყო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც იმე­რე­თის, ასე­ვე რა­ჭის რე­გი­ონს ერ­თდრო­უ­ლად. ამას და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი დას­ჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ძველ ნა­გავ­საყ­რელს, მისი კონ­სერ­ვა­ცია და ისეთ­ნა­ი­რად მარ­თვა მოხ­დე­ბა, რომ უვ­ნე­ბე­ლი გახ­დეს, ანუ - ავა­შე­ნებთ სპე­ცი­ა­ლურ დამ­ბას იმი­სათ­ვის, რომ ნარ­ჩე­ნე­ბი მდი­ნა­რემ არ ჩა­ი­ტა­ნოს, ამას­თა­ნა­ვე, წვი­სა და აა­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად მი­წას შე­ვი­ტანთ, ასე­ვე, შე­მო­ი­ღო­ბე­ბა და და­წეს­დე­ბა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, რომ ცხო­ვე­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­ვიდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად მო­წეს­რიგ­დე­ბა.

შა­ვი­ზღვის­პი­რა ზოლი და სა­შე­მოდ­გო­მო პრო­ექ­ტი

სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ი­ყო და პრობ­ლე­მა ნა­წი­ლობ­რივ მოგ­ვარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა აჭა­რის მთავ­რო­ბას ჩა­ე­რი­ცხა იმი­სათ­ვის, რომ ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ბა­თუ­მის ბულ­ვა­რი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია სრუ­ლად მო­წეს­რიგ­დეს.

- შე­მოდ­გო­მა­ზე ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო აჭა­რა­ში დიდი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გე­ბა - ეს იქ­ნე­ბა ნა­პირ­დაც­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 7-კი­ლო­მეტ­რი­ან ზოლ­ში, ად­ლი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბა­თუ­მის პორ­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ნა­პირ­დამ­ცა­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით გა­კეთ­დე­ბა და და­მა­ტე­ბით მო­წეს­რიგ­დე­ბა პლა­ჟი იმი­სათ­ვის, რომ მო­იხ­სნას ის საფრ­თხე­ე­ბი, რაც ქა­რიშ­ხალ­თან, ზღვის ღელ­ვა­სა და ნა­პი­რის ჩა­მო­რე­ცხას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მემ­კვიდ­რე­ო­ბა - წინა მთავ­რო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი შეც­დო­მე­ბი

აქ­ტი­უ­რი და სწრა­ფი მშე­ნებ­ლო­ბის მიმ­დე­ვა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" წი­ნა­მორ­ბე­დის­გან სა­მი­ნის­ტროს ბევ­რი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი რამ დახ­ვდა. ნარ­მა­ნია მას ძა­ლი­ა­ნაც არ აკ­რი­ტი­კებს და მთა­ვარ მი­ნუ­სად სის­წრა­ფეს მი­იჩ­ნევს. თუმ­ცა იმ დარ­ღვე­ვებ­ზეც სა­უბ­რობს, რომ­ლებ­საც მშე­ნებ­ლო­ბი­სას სჩა­დი­ოდ­ნენ.

- წინა მთავ­რო­ბის დროს და­დე­ბი­თი ის იყო, რომ ამ სა­მი­ნის­ტროს დიდი ბი­უ­ჯე­ტი ჰქონ­და, ბევ­რი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ბევ­რი რამ წეს­რიგ­დე­ბო­და. ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ხდე­ბო­და, სიჩ­ქა­რე კი ხა­რისხზე აი­სა­ხე­ბო­და და და­გე­ბუ­ლი გზე­ბი თუ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მალე ფუჭ­დე­ბო­და. ამის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი - თე­ლა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტია. უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ცალ­კე­ულ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე არ არ­სე­ბობ­და პრო­ექ­ტე­ბი, ნე­ბარ­თვე­ბი და როცა სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწყე­ბო­და, პრო­ექ­ტე­ბი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი მერე იდე­ბო­და. ისე­თი მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს, როცა სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ იმ ზე­პი­რი მი­თი­თე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტრო კომ­პა­ნი­ებს აძ­ლევ­და და დღეს ისი­ნი მათ მიერ და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას გვთხო­ვენ. ამი­ტო­მაც შევ­ქმე­ნით პრობ­ლე­მუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია, სა­დაც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, არა­მედ - სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­საც. რა­საც გა­დაც­დო­მად მი­ვიჩ­ნევ­დით (რომ დარ­ღვე­უ­ლი იყო წე­სე­ბი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ა.შ.), ამის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ. ამი­ტომ პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დით: პირ­ვე­ლი - პრო­ექ­ტე­ბის გად­მო­ბა­რე­ბის შემ­დგომ არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ან სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში გა­დაგ­ზავ­ნა, მე­ო­რე - ყო­ველ­დღი­უ­რი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რუ­ტი­ნა და, მე­სა­მე - გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­სა და გეგ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ შე­ვი­მუ­შა­ვეთ 2013 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გვაქვს გა­წე­რი­ლი, თუ რას ვა­კე­თებთ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი თქვენც მო­გახ­სე­ნეთ.

სა­მი­ნის­ტროს ხარ­ვე­ზე­ბი

კობი-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვე­თის გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ტრა­ვერ­ტი­ნე­ბის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა და ოპო­ნენ­ტებ­მა ეს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ შავი პი­ა­რის ასა­გო­რებ­ლად, - თუმ­ცა ფაქ­ტია, მი­ზე­ზი ჰქონ­დათ...

- ტრა­ვერ­ტი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა არ არის უზარ­მა­ზა­რი ხარ­ვე­ზი... რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია ამ ამ­ბავს მეტი სიფრ­თხი­ლით მოჰ­კი­დე­ბო­და და ეს არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ რო­დე­საც პრო­ექტს ჩა­ვუღ­რმავ­დით, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს სა­კი­თხი თა­ვი­დან­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ტრა­ვერ­ტი­ნი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი არ იყო. ამი­ტომ ამ სა­კი­თხში მხო­ლოდ ჩვე­ნი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ გახ­ლავთ. მოხ­სნი­ლი ნა­წი­ლის ქვე­მოთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წაა, მისი ფორ­მი­რე­ბა გვი­რა­ბის ბოლო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ მოხ­და, ამას ას­წლე­უ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ დას­ჭირ­ვე­ბია. იქ თა­ნა­მედ­რო­ვე კე­რა­მი­კუ­ლი ნი­მუ­შე­ბი იპო­ვეს, ცე­ლო­ფა­ნის პარ­კე­ბი და ა.შ. გარ­წმუ­ნებთ, რომ მას შემ­დეგ, რაც გვი­რა­ბი გა­კეთ­დე­ბა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ტე­რი­ტო­რია ჩვე­ულ სა­ხეს მი­ი­ღებს, და­ჟან­გვის პრო­ცე­სი ისევ ისე გაგ­რძელ­დე­ბა.

გზის­თვის გა­ყი­დუ­ლი მიწა

ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, მი­წე­ბის გა­მოს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მეტი ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა მოჰ­ყვა. რო­გორც ნარ­მა­ნია აღ­ნიშ­ნავს, ბოლო დროს ეს მხო­ლოდ ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლი­თი გზის მშე­ნებ­ლო­ბას შე­ე­ხო, ამი­ტომ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის შექ­მნა და­ე­ვა­ლა.

- ეს სა­კი­თხი ხე­ლახ­ლა შე­ვის­წავ­ლეთ, გა­კეთ­და აზომ­ვე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მის სა­კი­თხი წყდე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­დი­ო­და და გზას კე­ტავ­და. დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია მზა­დაა, ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია გა­და­ი­ხა­დოს, რაც მი­წის გა­მოს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის პრო­ცე­დუ­რე­ბი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სხვა ხარ­ვე­ზე­ბი არ არის. ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - და­სავ­ლეთ­ში.

80 მლნ დევ­ნი­ლებს

მთავ­რო­ბის მიერ დევ­ნი­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ნა­წი­ლით, სა­მი­ნის­ტროს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ევა­ლე­ბა.

- ბი­უ­ჯე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით იხარ­ჯე­ბა: ერთი გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ნა­წი­ლი - გერ­მა­ნუ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, ზუგ­დიდ­ში დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რა­ზეც ტენ­დე­რი ჩა­ტარ­და და გა­მარ­ჯვე­ბა ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას ერგო. სა­ბან­კო გა­რან­ტი­ის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ ის მშე­ნებ­ლო­ბას და­ი­წყებს. მე­ო­რე ნა­წი­ლია უკვე არ­სე­ბულ ჩა­სახ­ლე­ბებ­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის (წყა­ლი, შიდა გზე­ბი) მო­წეს­რი­გე­ბა, აგ­რეთ­ვე, ძვე­ლი კორ­პუ­სე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მა­გა­ლი­თად, ფოთ­ში - სას­ტუმ­რო "აი­ე­ტის" შე­ნო­ბა და ა.შ. პო­ლი­ტი­კას, ამ თვალ­საზ­რი­სით, დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტრო გან­სა­ზღვრავს, ჩვენ კი უშუ­ა­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

50 მლნ - სო­ფელს

- ჩვენ მხო­ლოდ სოფ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პროგ­რა­მას ვმარ­თავთ ანუ - 50-მი­ლი­ო­ნი­ან პროგ­რა­მას და არ მგო­ნია, აქ ვინ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლო იყოს, რად­გან მო­ნი­ტო­რინ­გი ყველ­გან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ამ პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ სპე­ცი­ა­ლუ­რი წესი და­ვამ­ტკი­ცეთ, შემ­დგომ სოფ­ლის კრე­ბე­ბი ჩა­ტარ­და, სა­დაც სოფ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და, ეს მა­სა­ლე­ბი ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­და, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ა­ზე გა­ა­ნა­ლიზ­და, მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკიც­და და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ე­ყოთ. თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნდე­ბა, ოპე­რა­ტი­უ­ლად მათ გა­და­წყვე­ტა­შიც ვეხ­მა­რე­ბით.

გაზი ყვე­ლა სო­ფელს

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს პრო­ექ­ტია. მას­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს, ყვე­ლა­ზე აუ­ცი­ლე­ბელ, პრი­ო­რი­ტე­ტულ უბ­ნებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებს ვაწ­ვდით და ამ პრო­ცესს ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზეც გვქონ­და და პრო­ექ­ტი ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ გაგ­რძელ­დე­ბა.

"უდა­ნა­შა­უ­ლო დამ­ნა­შა­ვე"

სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ ფა­რულ სა­მა­ლა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას ბი­ძაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უბ­რის ბო­ლოს, ამ სა­კი­თხსაც შე­ვე­ხეთ.

- მას ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია - დე­და­ჩე­მის ძმის­შვი­ლი და ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში 10 წელ­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და და უშუ­ა­ლოდ ენ­გუ­რის­პი­რა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარს იცავ­და. ის ბო­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, წო­დე­ბით პოლ­კოვ­ნი­კია და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სით მი­აღ­წია, ეს გზა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ი­ა­რა. ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­გორც ამ­ბობს, არც სა­მა­ლა­ვებ­თან, არც ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩემს ბი­ძაშ­ვილს ადებს ხელს - თით­ქოს­და ის რა­ღაც­ნა­ი­რად, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ამ საქ­მეს­თან, - თუმ­ცა ეს არ დას­ტურ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით და­კი­თხუ­ლიც არ არის, ისე მის­ცეს წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. ვნა­ხოთ. იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს ობი­ექ­ტუ­რად და­ად­გენს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ავტომაგისტრალები, "წართმეული" მიწების კომპენსაციები და "ბრძოლა" 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის

ავტომაგისტრალები, "წართმეული" მიწების კომპენსაციები და "ბრძოლა" 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმდინარე წლის ანგარიში გააცნო და როგორც აღნიშნავენ, მისი მუშაობა დადებითად შეფასდა. იქ წარმოდგენილი ინფორმაციით გაცილებით ადრე დავინტერესდით, მაგრამ სამწუხაროდ, მინისტრთან შეხვედრა მხოლოდ ახლა მოვახერხეთ. დავით ნარმანიამ იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე გვიამბო, რომლის განხორციელებაც მისმა უწყებამ ივალდებულა. აღსანიშნავია, რომ წელს სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 901 მლნ ლარს შეადგენს.

ავტომაგისტრალები - სამინისტროს პრიორიტეტი

მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე გამორჩეული ისევ და ისევ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაა. ამ ეტაპზე სამუშაოები პარალელურ რეჟიმში, 3 მონაკვეთზე მიმდინარეობს, ესენია: ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა და აგარა-რუისის მონაკვეთი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელსვე დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალისა და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა.

დავით ნარმანია:

- პროექტების რიცხვი, რომელსაც ამჟამად ჩვენი სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ახორციელებს, ორასზე მეტია. უშუალოდ სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების გარდა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ადმინისტრირებას ვახდენთ, თვითმმართველობებთან ერთად კი - სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ადმინისტრირებას. ჩვენი სამინისტროს პროექტებიდან, ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილი პროექტები - ავტომაგისტრალების მშენებლობაა. გარდა ამისა, გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის კუთხით, ასზე მეტი სხვადასხვა მონაკვეთია, სადაც სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

მუდმივი წყალმომარაგება - XXI საუკუნეში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა

ქვეყანაში, სადაც არაერთი წყალუხვი თუ პატარა მდინარეა, ბევრი ქალაქია (სოფლებსა და დაბებზე აღარაფერს ვამბობ), რომელსაც სასმელი წყლის დეფიციტი დღემდე აწუხებს და წყალი მხოლოდ გარკვეულ საათებში, გრაფიკით მიეწოდება. მართალია, უკანასკნელ წლებში წყლის მიწოდების სიხშირე შედარებით გაზრდილია (მაგალითად, ქუთაისში, თუ უბნების უმეტეს ნაწილს წყალი 2-3 დღეში ერთხელ მიეწოდებოდა, ახლა - ყოველ საღამოს აქვს), მაგრამ პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრამდე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც დავით ნარმანიამ დაგვაიმედა, სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად ზრუნავს და 24-საათიანი წყალმომარაგება ეტაპობრივად, ყველა მსხვილ ქალაქს მოიცავს.

- წელს 25 ახალი მუნიციპალიტეტის მშენებლობა უნდა დავიწყოთ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტის ფარგლებში განხორციელდება. დაპროექტების პროცესი დასრულებულია და ტენდერების ჩატარების შემდგომ, მშენებლობა დაიწყება. ყველაზე მსხვილი პროექტებიდან, რაც წყალმომარაგების გაუმჯობესებას ეხება, გამოვყოფდი ფოთს, ქუთაისსა და ანაკლიას, რაზეც ტენდერი უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. იმ 25 მუნიციპალიტეტში, სადაც ახალი პროექტები განხორციელდება, წყალმომარაგება 24-საათიანი იქნება. რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდებათ, რადგან სათავე ნაგებობები და ბევრი სხვა რამ მოსაწესრიგებელია. ასეთია, მაგალითად, ზუგდიდი. იქ, სადაც გადაუდებელი სამუშაოებია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოს მისი შემოსავლების (რასაც ტარიფიდან იღებს) ფარგლებში ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში

- მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ცალკეულ მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს მსოფლიო ბანკის პროგრამაა, მთლიანად მის მიერ ფინანსდება და წელს პრიორიტეტად იმერეთის რეგიონია არჩეული. მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაგალითად, წყალტუბოში პარკის, ტბის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება; რამდენიმე ობიექტის მშენებლობაც დაიწყება. გარდა ამისა, იმერეთში ცალკეული ტურისტული და ისტორიული ადგილების საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. ქალაქების კეთილმოწყობა უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ის არის, რომ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, ცალკეულ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის - ტროტუარების, ქუჩების, სკვერებისა და ა.შ. მოწესრიგებაში დავეხმაროთ.

სამინისტროს ახალი ფუნქცია - ნაგავსაყრელების რისკების შეფასება და მართვა

ახალი წესების თანახმად, ამ საკითხზე ზრუნვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისრა. ნაგავსაყრელებსა და მათ მავნე ზემოქმედებაზე მუდმივად საუბრობენ, ამიტომ სამინისტრო, გერმანული ბანკის დაფინანსებით, ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელების აშენებას იწყებს და დასაწყისისთვის პრიორიტეტად ამ საკითხშიც იმერეთის რეგიონია არჩეული.

- ახალი მიმართულება, რაც პირველი იანვრიდან სერიოზულად ავამუშავეთ, რეგიონული ნაგავსაყრელების მართვაა. პირველ ეტაპზე, რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების რეგისტრაცია მოხდა. ახლა მიმდინარეობს მათი შემოღობვა, მიწის შეტანა, მეთვალყურეობის დაწესება და ა.შ. გერმანული განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი  გვეხმარება იმაში, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც ახლა თითქმის საბოლოო ფაზაშია, და მთლიანად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასება ხდება, რასაც უნდა მოჰყვეს გადაწყვეტის მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, რისკებთან - ეპიდემიების გავრცელებასთან, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების.

ქუთაისი - ინდუსტრიისა და პარლამენტის შემდეგ, რეგიონული

ნაგავსაყრელის "მშენებელი" ქალაქი

- ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური - ქუთაისის ნაგავსაყრელია, ამიტომაც იგი ნომერ პირველ პრიორიტეტად მივიჩნიეთ. დონორ ორგანიზაციასთან - KFW-სთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობაზე, რომელიც მოემსახურება როგორც იმერეთის, ასევე რაჭის რეგიონს ერთდროულად. ამას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. რაც შეეხება ძველ ნაგავსაყრელს, მისი კონსერვაცია და ისეთნაირად მართვა მოხდება, რომ უვნებელი გახდეს, ანუ - ავაშენებთ სპეციალურ დამბას იმისათვის, რომ ნარჩენები მდინარემ არ ჩაიტანოს, ამასთანავე, წვისა და აალების შესამცირებლად მიწას შევიტანთ, ასევე, შემოიღობება და დაწესდება მეთვალყურეობა, რომ ცხოველები და ადამიანები არ შევიდნენ. ყველაფერი ეტაპობრივად მოწესრიგდება.

შავიზღვისპირა ზოლი და საშემოდგომო პროექტი

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოიყო და პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გარკვეული თანხა აჭარის მთავრობას ჩაერიცხა იმისათვის, რომ ზაფხულის სეზონზე ბათუმის ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდეს.

- შემოდგომაზე ჩვენი სამინისტრო აჭარაში დიდი პროექტის განხორციელებას შეუდგება - ეს იქნება ნაპირდაცვითი სამუშაოები 7-კილომეტრიან ზოლში, ადლიიდან დაწყებული, ბათუმის პორტით დამთავრებული. ნაპირდამცავი მოწყობილობა თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდება და დამატებით მოწესრიგდება პლაჟი იმისათვის, რომ მოიხსნას ის საფრთხეები, რაც ქარიშხალთან, ზღვის ღელვასა და ნაპირის ჩამორეცხასთანაა დაკავშირებული.

"ნაციონალური" მემკვიდრეობა - წინა მთავრობის ინფრასტრუქტურული შეცდომები

აქტიური და სწრაფი მშენებლობის მიმდევარი "ნაციონალი" წინამორბედისგან სამინისტროს ბევრი დადებითი და უარყოფითი რამ დახვდა. ნარმანია მას ძალიანაც არ აკრიტიკებს და მთავარ მინუსად სისწრაფეს მიიჩნევს. თუმცა იმ დარღვევებზეც საუბრობს, რომლებსაც მშენებლობისას სჩადიოდნენ.

- წინა მთავრობის დროს დადებითი ის იყო, რომ ამ სამინისტროს დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ბევრი პროექტი ხორციელდებოდა და ბევრი რამ წესრიგდებოდა. ოღონდ ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით ხდებოდა, სიჩქარე კი ხარისხზე აისახებოდა და დაგებული გზები თუ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მალე ფუჭდებოდა. ამის კლასიკური მაგალითი - თელავის რეაბილიტაციის პროექტია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცალკეულ მშენებლობებზე არ არსებობდა პროექტები, ნებართვები და როცა სამუშაოები იწყებოდა, პროექტები და ხელშეკრულებები მერე იდებოდა. ისეთი მაგალითებიც გვაქვს, როცა სამუშაოები მხოლოდ იმ ზეპირი მითითებების საფუძველზეა შესრულებული, რომელსაც სამინისტრო კომპანიებს აძლევდა და დღეს ისინი მათ მიერ დახარჯული თანხების ანაზღაურებას გვთხოვენ. ამიტომაც შევქმენით პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, სადაც არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სისტემაში არსებული ხარვეზიანი პროექტები განიხილება, არამედ - სხვა სამინისტროებისაც. რასაც გადაცდომად მივიჩნევდით (რომ დარღვეული იყო წესები, კანონმდებლობა და ა.შ.), ამის ამსახველი მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადავუგზავნეთ. ამიტომ პირველი რამდენიმე თვე, ფაქტობრივად, სამ რეჟიმში ვმუშაობდით: პირველი - პროექტების გადმობარების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოსწორება ან საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნა, მეორე - ყოველდღიური, საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი რუტინა და, მესამე - განვითარების საკითხებსა და გეგმებზე მუშაობა. ამიტომ შევიმუშავეთ 2013 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ რას ვაკეთებთ წლის განმავლობაში და ძირითადი ნაწილი თქვენც მოგახსენეთ.

სამინისტროს ხარვეზები

კობი-გუდაურის მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებული უნიკალური ტრავერტინების ამბავს საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ოპონენტებმა ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გამოიყენეს სამინისტროს წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, - თუმცა ფაქტია, მიზეზი ჰქონდათ...

- ტრავერტინის დაზიანება არ არის უზარმაზარი ხარვეზი... რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, კონტრაქტორი კომპანია ამ ამბავს მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდა და ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როდესაც პროექტს ჩავუღრმავდით, აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი თავიდანვე გათვალისწინებული იყო. გარდა ამისა, ტრავერტინი დაცული ტერიტორიების ნუსხაში შეტანილი არ იყო. ამიტომ ამ საკითხში მხოლოდ ჩვენი ბრალეულობა არ გახლავთ. მოხსნილი ნაწილის ქვემოთ ჩვეულებრივი მიწაა, მისი ფორმირება გვირაბის ბოლო რეაბილიტაციის შემდეგ მოხდა, ამას ასწლეულები ნამდვილად არ დასჭირვებია. იქ თანამედროვე კერამიკული ნიმუშები იპოვეს, ცელოფანის პარკები და ა.შ. გარწმუნებთ, რომ მას შემდეგ, რაც გვირაბი გაკეთდება, დროთა განმავლობაში ეს ტერიტორია ჩვეულ სახეს მიიღებს, დაჟანგვის პროცესი ისევ ისე გაგრძელდება.

გზისთვის გაყიდული მიწა

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დროს, მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები თავიდანვე არსებობდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მეტი ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა მოჰყვა. როგორც ნარმანია აღნიშნავს, ბოლო დროს ეს მხოლოდ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას შეეხო, ამიტომ მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სპეციალური კომისიის შექმნა დაევალა.

- ეს საკითხი ხელახლა შევისწავლეთ, გაკეთდა აზომვები და დამატებითი კომპენსაციების გაცემის საკითხი წყდება. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო, პერიოდულად გამოდიოდა და გზას კეტავდა. დონორი ორგანიზაცია მზადაა, ფულადი კომპენსაცია გადაიხადოს, რაც მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, აზიის განვითარების ბანკის პროცედურებითაა გათვალისწინებული. ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სხვა ხარვეზები არ არის. ეს სამუშაოები ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე - დასავლეთში.

80 მლნ დევნილებს

მთავრობის მიერ დევნილებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილით, სამინისტროს სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ევალება.

- ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ორი მიმართულებით იხარჯება: ერთი გახლავთ ყველაზე მსხვილი ნაწილი - გერმანული რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რაზეც ტენდერი ჩატარდა და გამარჯვება ქართულ კომპანიას ერგო. საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ ის მშენებლობას დაიწყებს. მეორე ნაწილია უკვე არსებულ ჩასახლებებში კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალი, შიდა გზები) მოწესრიგება, აგრეთვე, ძველი კორპუსების რეაბილიტაცია, მაგალითად, ფოთში - სასტუმრო "აიეტის" შენობა და ა.შ. პოლიტიკას, ამ თვალსაზრისით, დევნილთა სამინისტრო განსაზღვრავს, ჩვენ კი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს ვახორციელებთ.

50 მლნ - სოფელს

- ჩვენ მხოლოდ სოფლის ინფრასტრუქტურულ პროგრამას ვმართავთ ანუ - 50-მილიონიან პროგრამას და არ მგონია, აქ ვინმე უკმაყოფილო იყოს, რადგან მონიტორინგი ყველგან განვახორციელეთ. ამ პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ჯერ სპეციალური წესი დავამტკიცეთ, შემდგომ სოფლის კრებები ჩატარდა, სადაც სოფლის პრიორიტეტები გამოვლინდა, ეს მასალები ჩვენთან ჩამოვიდა, რეგიონული განვითარების სახელმწიფო კომისიაზე გაანალიზდა, მთავრობის მიერ დამტკიცდა და ადგილობრივ თვითმმართველობებს დაფინანსება გამოეყოთ. თუ რაიმე პრობლემები გაჩნდება, ოპერატიულად მათ გადაწყვეტაშიც ვეხმარებით.

გაზი ყველა სოფელს

- მოგეხსენებათ, ეს ენერგეტიკის სამინისტროს პროექტია. მასთან მუდმივი კავშირი გვაქვს, ყველაზე აუცილებელ, პრიორიტეტულ უბნებსა და მიმართულებებს ვაწვდით და ამ პროცესს ისინი ჩვეულებრივად განახორციელებენ. ამ საკითხზე საუბარი მთავრობის სხდომაზეც გვქონდა და პროექტი ენერგეტიკის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება.

"უდანაშაულო დამნაშავე"

სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ სამალავებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებული პიროვნება დავით ნარმანიას ბიძაშვილი გახლავთ. ბუნებრივია, საუბრის ბოლოს, ამ საკითხსაც შევეხეთ.

- მას ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ბიძაშვილია - დედაჩემის ძმისშვილი და ერთად ვიზრდებოდით. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 10 წელზე მეტხანს მუშაობდა და უშუალოდ ენგურისპირა ადმინისტრაციულ საზღვარს იცავდა. ის ბოლოს თავდაცვის სამინისტროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, წოდებით პოლკოვნიკია და ყველაფერს თავისით მიაღწია, ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა. ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. როგორც ამბობს, არც სამალავებთან, არც ვიდეომასალებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოფილი თანამშრომელი ჩემს ბიძაშვილს ადებს ხელს - თითქოსდა ის რაღაცნაირად, დაკავშირებული იყო ამ საქმესთან, - თუმცა ეს არ დასტურდება. ჯერჯერობით დაკითხულიც არ არის, ისე მისცეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ვნახოთ. იმედია, გამოძიება ყველაფერს ობიექტურად დაადგენს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ