პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ბესარიონის 5 საყვარელი ნივთი
ბესარიონის 5 საყვარელი ნივთი

ბე­სა­რი­ო­ნი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის სა­მოსს რუ­სუ­ლი ესტრა­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ქმნის, რო­მელ­თა შო­რის არი­ან ჯგუ­ფი "ა სტუ­დიო", სერ­გეი ლა­ზა­რე­ვი და მი­უ­ზიკ­ლი "მეტ­რო".

მას შემ­დეგ, რაც კი­ევ­ში ანუ­კი არე­ში­ძის და ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მა­ღა­ზია concept store ANOUKI BICHOLLA გა­იხ­სნა, ბე­სა­რი­ო­ნის სა­მო­სის შე­ძე­ნა უკვე უკ­რა­ი­ნა­შიც შე­იძ­ლე­ბა.

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ჩემი ბრენ­დის სა­მო­სი გა­ი­ყი­დე­ბა, ჩემს მე­გობ­რებს ეკუთ­ვნით. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რომ ანუ­კიმ და ბი­ჭო­ლამ იმ დი­ზა­ი­ნერ­თა სი­ა­ში ჩამ­რთეს, რო­მელ­თა სა­მო­სი მათ მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს დი­ზა­ი­ნე­რი.

ბე­სა­რი­ო­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დუ­რი გა­მო­ცე­მა bestin-ს ტრა­დი­ცი­უ­ლი რუბ­რი­კის "5 საყ­ვა­რე­ლი ნივ­თი" სტუ­მა­რი გახ­და.

1. სათ­ვა­ლე Ray-Ban

"სათ­ვა­ლე ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნივ­თია. არ მაქვს სათ­ვა­ლე­ე­ბის დიდი კო­ლექ­ცია, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა მწარ­მო­ე­ბელს შო­რის კლა­სი­კურ მო­დელს Ray-Ban-ის "ავი­ა­ტო­რებს" ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. მაქვს ორი ასე­თი სათ­ვა­ლე, შავი და ოქ­როს­ფე­რი შუ­შე­ბით. ისი­ნი ყვე­ლა­ფერს უხ­დე­ბა, ამი­ტომ ვერ ვხე­დავ აზრს, სათ­ვა­ლე­ე­ბის დიდი კო­ლექ­ცია მქონ­დეს."

2. კლატ­ჩი Comme des Garsons

"ეს კლატ­ჩი-მა­ტყუ­ა­რაა, ერთი მხრი­დან სტა­ფი­ლოს­ფე­რია, მე­ო­რე მხრი­დან ლურ­ჯი. ყვე­ლა ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს შე­უც­ვლე­ლი ნივ­თია. იდე­ა­ლუ­რი ზო­მის გამო ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. მას­ში ზუს­ტად ეტე­ვა ის ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია - გა­სა­ღე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი, ფული და სი­გა­რე­ტი"

3. Givenchy-ს მა­ი­სუ­რი

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს Givenchy-ს მა­ი­სუ­რე­ბი. ყვე­ლა­ზე მო­დუ­რად და აქ­ტუ­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია. მუდ­მი­ვად ვა­ნახ­ლებ ამ მა­ი­სუ­რე­ბის მა­რაგს - პრაქ­ტი­კუ­ლად ბრენ­დის ყო­ველ ახალ კო­ლექ­ცი­ა­ში ვპო­უ­ლობ ჩემ­თვის რა­ღაც ახალს. ჩემი აზ­რით, Givenchy-ის ნივ­თე­ბის ძალა მის ცნო­ბილ პრინ­ტებ­შია - პი­რა­დად მე ისი­ნი შთა­მა­გო­ნე­ბენ".

4. სა­ა­თი Invicta

"ეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თი და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემ­მა ერ­თმა ძა­ლი­ან მდი­დარ­მა მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა. ეს კომ­პა­ნია სა­ა­თებს ძა­ლი­ან ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლად აწარ­მო­ებს - 1 მო­დე­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 10 ეგ­ზემპლა­რი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. მარ­თლაც გა­მი­მარ­თლა, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნის მფლო­ბე­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან თა­ვად ასე­თი ფა­სის მქო­ნე აქ­სე­სუ­არს ვერ შე­ვი­ძენ­დი. და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც ხში­რად მჩუქ­ნი­ან ორი­გი­ნა­ლურ და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ სა­ჩუქ­რებს. მეც იგი­ვე­თი ვპა­სუ­ხობ."

5. ყელ­სა­ბა­მი ჯვრე­ბით

"ჯვა­რი ერ­თგვა­რი თი­ლის­მაა, რო­მე­ლიც ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას მიყ­ვე­ბა. ყო­ველ ჩემს ჩვე­ნე­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ემა­ტე­ბა ამ ყელ­სა­ბამს ერთი ჯვა­რი. რო­გორც წესი, ჯვრებს მჩუქ­ნი­ან, ყო­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ჯვა­რი მო­აქვთ."

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bestin.ua-ს მი­ხედ­ვით.

ბესარიონის 5 საყვარელი ნივთი

ბესარიონის 5 საყვარელი ნივთი

ბესარიონი ქართველი დიზაინერია, რომელიც რამდენიმე წელია, მოსკოვში მოღვაწეობს. ის სამოსს რუსული ესტრადის წარმომადგენლებისთვის ქმნის, რომელთა შორის არიან ჯგუფი "ა სტუდიო", სერგეი ლაზარევი და მიუზიკლი "მეტრო".

მას შემდეგ, რაც კიევში ანუკი არეშიძის და ბიჭოლა თეთრაძის კონცეპტუალური მაღაზია concept store ANOUKI BICHOLLA გაიხსნა, ბესარიონის სამოსის შეძენა უკვე უკრაინაშიც შეიძლება.

"ძალიან მიხარია, რომ პირველი მაღაზია უკრაინაში, სადაც ჩემი ბრენდის სამოსი გაიყიდება, ჩემს მეგობრებს ეკუთვნით. ძალიან მსიამოვნებს, რომ ანუკიმ და ბიჭოლამ იმ დიზაინერთა სიაში ჩამრთეს, რომელთა სამოსი მათ მაღაზიაში იყიდება", - აღნიშნავს დიზაინერი.

ბესარიონი უკრაინული მოდური გამოცემა bestin-ს ტრადიციული რუბრიკის "5 საყვარელი ნივთი" სტუმარი გახდა.

1. სათვალე Ray-Ban

"სათვალე ჩემი საყვარელი ნივთია. არ მაქვს სათვალეების დიდი კოლექცია, ვინაიდან ყველა მწარმოებელს შორის კლასიკურ მოდელს Ray-Ban-ის "ავიატორებს" ვანიჭებ უპირატესობას. მაქვს ორი ასეთი სათვალე, შავი და ოქროსფერი შუშებით. ისინი ყველაფერს უხდება, ამიტომ ვერ ვხედავ აზრს, სათვალეების დიდი კოლექცია მქონდეს."

2. კლატჩი Comme des Garsons

"ეს კლატჩი-მატყუარაა, ერთი მხრიდან სტაფილოსფერია, მეორე მხრიდან ლურჯი. ყველა ჩემი მოგზაურობის დროს შეუცვლელი ნივთია. იდეალური ზომის გამო ძალიან მოსახერხებელია. მასში ზუსტად ეტევა ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის აუცილებელია - გასაღები, დოკუმენტები, ტელეფონი, ფული და სიგარეტი"

3. Givenchy-ს მაისური

"ძალიან მიყვარს Givenchy-ს მაისურები. ყველაზე მოდურად და აქტუალურად მიმაჩნია. მუდმივად ვანახლებ ამ მაისურების მარაგს - პრაქტიკულად ბრენდის ყოველ ახალ კოლექციაში ვპოულობ ჩემთვის რაღაც ახალს. ჩემი აზრით, Givenchy-ის ნივთების ძალა მის ცნობილ პრინტებშია - პირადად მე ისინი შთამაგონებენ".

4. საათი Invicta

"ეს ძვირადღირებული საათი დაბადების დღეზე ჩემმა ერთმა ძალიან მდიდარმა მეგობარმა მაჩუქა. ეს კომპანია საათებს ძალიან ლიმიტირებულად აწარმოებს - 1 მოდელის დაახლოებით 10 ეგზემპლარი მთელს მსოფლიოში. მართლაც გამიმართლა, რომ ერთ-ერთი მათგანის მფლობელი ვარ, ვინაიდან თავად ასეთი ფასის მქონე აქსესუარს ვერ შევიძენდი. და მადლობა ღმერთს, რომ ბევრი წარმატებული მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად მჩუქნიან ორიგინალურ და განუმეორებელ საჩუქრებს. მეც იგივეთი ვპასუხობ."

5. ყელსაბამი ჯვრებით

"ჯვარი ერთგვარი თილისმაა, რომელიც ჩემს შემოქმედებას მიყვება. ყოველ ჩემს ჩვენებაზე აუცილებლად ემატება ამ ყელსაბამს ერთი ჯვარი. როგორც წესი, ჯვრებს მჩუქნიან, ყოველ ჩვენებაზე ახალი, საინტერესო ჯვარი მოაქვთ."

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება