პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"მაიმუნისსახიანი" ორქიდეა
"მაიმუნისსახიანი" ორქიდეა

ორ­ქი­დე­ე­ბის ოჯა­ხი ძა­ლი­ან დი­დია. ის და­ახ­ლო­ე­ბით 2500 სა­ხე­ო­ბას ით­ვლის. ზოგ­ჯერ ყვა­ვი­ლე­ბის ასეთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში მარ­თლაც ორი­გი­ნა­ლუ­რი და გა­სა­ო­ცა­რი ორ­ქი­დე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

მა­გა­ლი­თის­თვის არ­სე­ბობს უც­ნა­უ­რი ყვა­ვი­ლი Dracula simia, ანუ იგი­ვე "მა­ი­მუ­ნი­სებ­რი" დრა­კუ­ლა. ამ ყვავ­ლის თხელ ფოთ­ლებ­ზე საკ­მა­ოდ მკვთრა­დაა გა­მო­სა­ხუ­ლი პა­ტა­რა მა­ი­მუ­ნის სახე. მცე­ნა­რეს დრა­კუ­ლა იმი­ტომ და­არ­ქვეს, რომ კი­დე­ებ­ში მას ორი ბას­რი ფურ­ცე­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც დრა­კუ­ლას ეშ­ვებს მო­გა­გო­ნებთ.

"მა­ი­მუ­ნი­სებ­რი" ორ­ქი­დე­ის ნახ­ვა გაშ­ლილ მდე­ლო­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე რომ მისი ხილ­ვის­თვის კო­ლუმ­ბი­ის, პე­რუ­სა და ეკ­ვა­დო­რის ხში­რი ტყე­ე­ბის ნეს­ტი­ან ად­გი­ლებ­ში გამ­გზავ­რე­ბა მო­გი­წევთ. ამას­თან, ორ­ქი­დე­ის ეს სა­ხე­ო­ბა მთა­ში, ზღვის დო­ნი­დან 1000-2000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ხა­რობს.

კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­მა მისი ორან­ჟე­რე­ა­ში გა­ხა­რე­ბა შეძ­ლეს. დრა­კუ­ლას ყა­ვი­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი აქვს, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, შე­საძ­ლოა, მთე­ლი წე­ლიც კი იყ­ვა­ვი­ლოს.

ამ უც­ნა­ურ ორ­ქი­დე­ას გარ­და "მა­ი­მუ­ნის სა­ხი­სა", კი­დევ ერთი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აქვს - ყვა­ვილს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მწი­ფე ფორ­თოხ­ლის სუნი აქვს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია drunov.ru-ს მი­ხედ­ვით.

"მაიმუნისსახიანი" ორქიდეა

"მაიმუნისსახიანი" ორქიდეა

ორქიდეების ოჯახი ძალიან დიდია. ის დაახლოებით 2500 სახეობას ითვლის. ზოგჯერ ყვავილების ასეთ მრავალფეროვნებაში მართლაც ორიგინალური და გასაოცარი ორქიდეების აღმოჩენა შეიძლება.

მაგალითისთვის არსებობს უცნაური ყვავილი Dracula simia, ანუ იგივე "მაიმუნისებრი" დრაკულა. ამ ყვავლის თხელ ფოთლებზე საკმაოდ მკვთრადაა გამოსახული პატარა მაიმუნის სახე. მცენარეს დრაკულა იმიტომ დაარქვეს, რომ კიდეებში მას ორი ბასრი ფურცელი აქვს, რომლებიც დრაკულას ეშვებს მოგაგონებთ.

"მაიმუნისებრი" ორქიდეის ნახვა გაშლილ მდელოზე შეუძლებელია, ასე რომ მისი ხილვისთვის კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორის ხშირი ტყეების ნესტიან ადგილებში გამგზავრება მოგიწევთ. ამასთან, ორქიდეის ეს სახეობა მთაში, ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრის სიმაღლეზე ხარობს.

კოლექციონერებმა მისი ორანჟერეაში გახარება შეძლეს. დრაკულას ყავილობის რამდენიმე სეზონი აქვს, თუმცა ბუნებრივი პირობების ფარგლებში, შესაძლოა, მთელი წელიც კი იყვავილოს.

ამ უცნაურ ორქიდეას გარდა "მაიმუნის სახისა", კიდევ ერთი თავისებურება აქვს - ყვავილს ძალიან სასიამოვნო მწიფე ფორთოხლის სუნი აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს