მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ხარჯავენ ფულს "ნაციონალები" უკრაინაში ფარული ვიზიტების დროს და რას ამზადებენ ხელისუფლების წინააღმდეგ?
რაში ხარჯავენ ფულს "ნაციონალები"  უკრაინაში ფარული ვიზიტების დროს და რას ამზადებენ ხელისუფლების წინააღმდეგ?

უკ­რა­ი­ნა და ბე­ლო­რუ­სი - ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბრამ­დე გი­ვია თარ­გა­მა­ძის, გია ბა­რა­მი­ძის, გრი­გოლ ვა­შა­ძი­სა და სხვა ბო­ბო­ლა "ნა­ცის­ტე­ბის" ერ­თგვა­რი სა­ვა­ნე. თუმ­ცა რა­ტომ მხო­ლოდ ოქ­ტომ­ბრამ­დე? რო­გორც "ალი­ას" უყ­ვე­ბი­ან, ახ­ლაც მშვე­ნივ­რად ეწე­ვი­ან ამ ქვეყ­ნებ­ში ან­ტი­ქარ­თულ პრო­პა­გან­დას და თე­სა­ვენ უამ­რავ სი­ბინ­ძუ­რეს.

რა ხდე­ბა ამ მხრივ, "ალი­ას" უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი პრო­ფე­სო­რი, უკ­რა­ი­ნის "ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ის" მრჩე­ვე­ლი, გია სი­გუა ესა­უბ­რე­ბა:

- ბა­ტო­ნო გია, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მიჰ­ყავთ "პა­რა­დი" ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით?

- უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­სო­დეს არ აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. რო­დე­საც ჩა­მო­დი­ო­და დი­ას­პო­რის მი­ნის­ტრი, პა­პუ­ნა და­ვი­თა­ია, მას ახ­ვედ­რებ­დნენ მხო­ლოდ "ნა­ცის­ტებს" და მათ მომ­ხრე­ებს. სხვა­თა შო­რის, ჩვენ მი­მართ არც ახა­ლი მთავ­რო­ბა იჩენს დიდ ყუ­რა­დღე­ბას. ახლა უკვე და­ი­ნიშ­ნა ახა­ლი ელჩი, მი­ხე­ილ უკ­ლე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას და ვნა­ხოთ, რას გა­ა­კე­თებს.

ახლა იმა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რა ხდე­ბო­და და ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში... იხარ­ჯე­ბა ძა­ლი­ან დიდი ფული იმის­თვის, რომ გა­ა­თეთ­რონ "ნა­ცის­ტუ­რი" პო­ლი­ტი­კა და რო­გორ­მე გა­ა­შა­ვონ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. აგერ, ჩემს ხელ­თაა ჟურ­ნა­ლი "კო­რეს­პონ­დენ­ტი", საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი გა­მო­ცე­მაა, სა­დაც თავ­ფურ­ცელ­ზეა გა­მო­ტა­ნი­ლი ასე­თი სა­თა­უ­რი: "სა­ქარ­თვე­ლო უკან ბრუნ­დე­ბა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ფორ­მებს აჩე­რებს". ძა­ლი­ან ცუდი სტა­ტი­აა, თურ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თლა "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" იყო და ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ რე­აქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად მოხ­და კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცია. თურ­მე ან­ტი­ქარ­თულ­მა ძა­ლამ გა­ი­მარ­ჯვა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ გრი­გოლ ქა­თა­მა­ძე იყო ელჩი, უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­ვი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გა­მარ­თა სულ ორი შეხ­ვედ­რა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან, პარ­ლა­მენ­ტთან და მთავ­რო­ბას­თან.

- რა მი­სი­ით იყო ჩა­მო­სუ­ლი?

- ისე ჩა­ა­წყვეს, რომ რო­მე­ლი­ღაც მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვან­მა ჟურ­ნალ­მა მო­იწ­ვია. შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან. პო­ლი­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტი, რომ პრე­ზი­დენ­ტი ჩა­ვი­დეს რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, სა­ერ­თოდ კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან. რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო ლან­ძღვა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა იქამ­დე, რომ ჰკი­თხეს: გა­მო­ი­ყე­ნებთ თქვენს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რომ და­იც­ვათ დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­შიო? ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებ­დნენ ქა­თა­მა­ძე და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­დეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და არა­ვის არ შეხ­ვდეს და რო­მე­ლი­ღაც ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან მი­ვი­დეს?

აი, ასე და­წან­წა­ლებს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ტუ­რის­ტი­ვით, არა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ეგ არ აწარ­მო­ებს, არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ რჩე­ბა, კაც­მა არ იცის, სად რას აკე­თებს. ახლა მო­ი­ფიქ­რა ვერ­სია, თით­ქოს იმი­ტომ და­დის, რომ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს, ესეც ტყუ­ი­ლია. რუ­სეთს რომ უნ­დო­დეს, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას მა­ინც აღი­ა­რე­ბი­ნებ­და, სა­ა­კაშ­ვილს ვინ უს­მენს? ამა­ზე თა­ვად ლა­პა­რა­კო­ბენ რუ­სე­ბი, ჩვენ არ გვა­წყობს, რომ ოსეთ­მა და აფხა­ზეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს, მერე სხვა პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­უჩ­ნდე­ბათ და რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა გა­ჭირ­დე­ბაო. ძა­ლი­ან სო­ლი­დურ გა­ზე­თებ­ში ქვეყ­ნდე­ბა სა­ში­ნე­ლი მა­სა­ლე­ბი, თით­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­გრა... არ­სე­ბობს ასე­თი გა­ზე­თი: "ზერ­კა­ლო ნე­დე­ლი", სა­დაც შა­ვით თეთრზე წე­რენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, "ნა­ცის­ტებს" თურ­მე არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან არის სრუ­ლი დუ­მი­ლი, მე ვიც­ნობ ამ გა­ზე­თის მთა­ვარ რე­დაქ­ტორ­საც და დამ­ფუძ­ნე­ბელ­საც, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, ყვე­ლას პა­სუ­ხი გავ­ცე. ასეთ საქ­მე­ებ­ზე "ნა­ცის­ტე­ბი" ად­რეც ხარ­ჯავ­დნენ უზარ­მა­ზარ ფულს და ახ­ლაც ხარ­ჯა­ვენ.

- ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში რომ ხარ­ჯა­ვენ ასეთ წე­რი­ლებ­ში ფულს, გა­სა­გე­ბია, ცდი­ლო­ბენ, რომ და­სავ­ლე­თი­დან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა შე­სუს­ტდეს. უკ­რა­ი­ნა­ში რაში აწყობთ ფუ­ლის გა­დაყ­რა?

- მარ­ტო და­სავ­ლეთ­ში ხომ არ არის საქ­მე, მე­ზობ­ლებ­თა­ნაც ხომ უნდა და­ა­ლა­გო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი? ასე­თი წე­რი­ლე­ბი უარ­ყო­ფით გან­წყო­ბებს მა­ინც ქმნის.

- ახლა ის მი­თხა­რით, ბა­ტო­ნო გია, გი­ვია თარ­გა­მა­ძე ხში­რად რომ და­დის უკ­რა­ი­ნა­ში, რა უნდა იქ, რას საქ­მი­ა­ნობს?

- ოქ­ტომ­ბრამ­დე თარ­გა­მა­ძე სულ კი­ევ­ში იყო. ჩვენ ვი­ცით, 2010 წლის არ­ჩევ­ნებ­ში რო­გორ ჩა­ე­რივ­ნენ და რა ჩა­ი­დი­ნეს, მაგ­რამ გავ­ლე­ნა შემ­დგომ­შიც ჰქონ­დათ. მა­გა­ლი­თად, მე შარ­შან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე კი­ევ­ში და ოფის­თან 6 და­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნა იდგა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბას ეკუთ­ვნო­და. ჩემი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა სა­ელ­ჩო­ში მი­დი­ო­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ლო­რუს­ში ახ­ლან­დე­ლი ელჩი გივი თარ­გა­მა­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­ნიშ­ნა.

- ეგ რო­მე­ლია?

- დათო პო­ტა­ლია, ადრე უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და.

- და თარ­გა­მა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში რის­თვის და­დის?

- თარ­გა­მა­ძე სულ უკ­რა­ი­ნა­ში იჯდა, მი­ცე­მუ­ლი ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი თან­ხე­ბი... მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნის ქუ­ჩებ­ში ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ბილ­ბორ­დე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გრი­გოლ ვა­შა­ძი­სა და ელ­ჩის, ქა­თა­მა­ძის სუ­რა­თე­ბით. თქვენ თბი­ლის­ში სად­მე გი­ნა­ხავთ, რომ რო­მე­ლი­მე ელჩს თა­ვი­სი სუ­რა­თე­ბი გა­მო­ეკ­რას? მე მგო­ნი, ასე­თი რამ არც რო­მე­ლი­მე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს გე­უ­კე­თე­ბია. აი, ამა­შიც კი დიდი ფული იხარ­ჯე­ბო­და.

- რა ჯან­და­ბად უნ­დო­დათ, ვა­შა­ძე და ქა­თა­მა­ძე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი მყვა­ნან?

- იმ პე­რი­ოდ­ში ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი, კონ­ცერ­ტე­ბი ჰქონ­და და უნ­დო­და, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გო­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ამას აკე­თებ­დნენ ძა­ლი­ან ეშ­მა­კუ­რად, რო­მე­ლი­მე ჟურ­ნალს მის­ცემ­დნენ ფულს, გა­რე­კან­ზე გა­ა­ტა­ნი­ნებ­დნენ სუ­რათს და მერე აკე­თებ­დნენ ბილ­ბორდს, ვი­თომ ჟურ­ნა­ლის რეკ­ლა­მას. არა­და, ჟურ­ნა­ლის და­სა­ხე­ლე­ბა არც კი ჩან­და. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ამე­რი­კულ გა­ზე­თებ­ში რომ წე­რი­ლე­ბი იბეჭ­დე­ბა, დაკ­ვე­თი­ლი არ არის? ამა­შიც მი­ლი­ო­ნე­ბია გა­დახ­დი­ლი. უკ­რა­ი­ნა­ში ისეთ რა­ღა­ცებს აკე­თებ­დნენ, ვერც კი დავ­წერთ, ჯერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა მო­ვი­პო­ვოთ, "და­ვერ­ბოვ­კე­ბა" და გა­და­ღე­ბე­ბი სხვა­გა­ნაც მი­დი­ო­და, უბ­რა­ლოდ, პი­როვ­ნე­ბებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, ვის უკე­თებ­დნენ. არ არ­სე­ბობ­და მე­თო­დი, რო­მელ­საც თარ­გა­მა­ძე და მის­ნა­ი­რე­ბი არ იყე­ნებ­დნენ. დღეს უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლო­რუს­ში მა­ინც პრე­სას აწ­ვე­ბი­ან "ნა­ცის­ტე­ბი", ასე ქმნი­ან თა­ვი­ანთ იდე­ო­ლო­გი­ას და აშა­ვე­ბენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

- თარ­გა­მა­ძის გარ­და, ვინ აქ­ტი­უ­რობს ბე­ლო­რუს­სა და უკ­რა­ი­ნა­ში?

- ახლა "ნა­ცის­ტე­ბი" აშ­კა­რად, ანუ და­უ­ფა­რა­ვად ვე­ღარ მუ­შა­ო­ბენ. უკვე ვთქვი, ახა­ლი ელჩი მო­ვი­და, ჭკვი­ა­ნი კაცი ჩანს და ვფიქ­რობ, სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ას­წო­რებს, ალ­ბათ, სა­მარ­ცხვი­ნო სი­ტუ­ა­ცია დამ­თავ­რდე­ბა... მახ­სოვს, რო­გორ ჩა­მო­ვი­და და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად სა­ა­კაშ­ვი­ლი ია­ნუ­კო­ვი­ჩის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბას, მა­ინც არ მი­იწ­ვი­ეს. ესეც ადგა და ჩა­მო­ვი­და რო­გორც კერ­ძო პირი და და­უ­რე­კა ია­ნუ­კო­ვიჩს, მინ­და, და­ბა­დე­ბის დღე მო­გი­ლო­ცოო. იმა­საც სხვა გზა არ ჰქონ­და, მი­ი­ღო მხო­ლოდ 5 წუ­თით. ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ჩვენ არ მოგ­ვიწ­ვე­ვია, მაგ­რამ, რაკი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ვართ, ვერ გა­ვაგ­დებ­თო.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვე­ბის ჩა­მოს­ვლას, ოქ­ტომ­ბრამ­დე მუდ­მი­ვად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ: გია ბა­რა­მი­ძე, გრი­გოლ ვა­შა­ძე, გივი თარ­გა­მა­ძე და დი­ას­პო­რის მი­ნის­ტრი.

ახლა ერთი რა­მის თქმაც მინ­და, ძა­ლი­ან მიკ­ვირს, როცა პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, ია­რა­ღი ჩემი ბრძა­ნე­ბით იყო გა­და­მა­ლუ­ლიო, რა­ტომ არ იბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში? ეს ია­რა­ღი რომ არა­ლე­გა­ლუ­რია, და­ვი­ჯე­რო, ამა­ში ორი აზრი არ­სე­ბობს? ხომ უნდა გა­ირ­კვას, რის­თვის სჭირ­დე­ბო­და, ვის­თვის უნდა და­ე­რი­გე­ბი­ნა? ეს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ტოლ­ფა­სი და­ნა­შა­უ­ლია. ესე იგი, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი და ამ დროს უშიშ­რო­ე­ბამ არა­ფე­რი იცის?

ეს მა­სა­ლე­ბი უნდა და­უ­დონ ვე­რო­პა­სა და ამე­რი­კას, საკ­მა­რი­სია. რა­ტომ­ღაც ამა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია არ არის, შემ­წყნა­რებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. არა­და, წა­მე­ბის კად­რებ­ზე სა­ში­ში ეს ია­რა­ღია. კი, ბა­ტო­ნო, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ღა­ცებს აკე­თებს, დიდი მად­ლო­ბა, მაგ­რამ ამ სა­კი­თხებ­ზეა სა­ჭი­რო ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ამ­დე­ნი კო­ზი­რის მი­ცე­მა აშ­კა­რა შეც­დო­მაა!

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რაში ხარჯავენ ფულს "ნაციონალები" უკრაინაში ფარული ვიზიტების დროს და რას ამზადებენ ხელისუფლების წინააღმდეგ?

რაში ხარჯავენ ფულს "ნაციონალები"  უკრაინაში ფარული ვიზიტების დროს და რას ამზადებენ ხელისუფლების წინააღმდეგ?

უკრაინა და ბელორუსი - ჯერ კიდევ ოქტომბრამდე გივია თარგამაძის, გია ბარამიძის, გრიგოლ ვაშაძისა და სხვა ბობოლა "ნაცისტების" ერთგვარი სავანე. თუმცა რატომ მხოლოდ ოქტომბრამდე? როგორც "ალიას" უყვებიან, ახლაც მშვენივრად ეწევიან ამ ქვეყნებში ანტიქართულ პროპაგანდას და თესავენ უამრავ სიბინძურეს.

რა ხდება ამ მხრივ, "ალიას" უკრაინიდან თბილისში სტუმრად ჩამოსული პროფესორი, უკრაინის "ბიზნესასოციაციის" მრჩეველი, გია სიგუა ესაუბრება:

- ბატონო გია, რა ხდება უკრაინაში, ისევ "ნაციონალებს" მიჰყავთ "პარადი" ჩვენი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?

- უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს არ აქცევდნენ ყურადღებას. როდესაც ჩამოდიოდა დიასპორის მინისტრი, პაპუნა დავითაია, მას ახვედრებდნენ მხოლოდ "ნაცისტებს" და მათ მომხრეებს. სხვათა შორის, ჩვენ მიმართ არც ახალი მთავრობა იჩენს დიდ ყურადღებას. ახლა უკვე დაინიშნა ახალი ელჩი, მიხეილ უკლება. ფაქტობრივად, შეუდგა მუშაობას და ვნახოთ, რას გააკეთებს.

ახლა იმაზე მოგახსენებთ, რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში... იხარჯება ძალიან დიდი ფული იმისთვის, რომ გაათეთრონ "ნაცისტური" პოლიტიკა და როგორმე გააშავონ ახალი ხელისუფლება. აგერ, ჩემს ხელთაა ჟურნალი "კორესპონდენტი", საკმაოდ სოლიდური გამოცემაა, სადაც თავფურცელზეა გამოტანილი ასეთი სათაური: "საქართველო უკან ბრუნდება, ახალი ხელისუფლება სააკაშვილის რეფორმებს აჩერებს". ძალიან ცუდი სტატიაა, თურმე სააკაშვილი მართლა "დემოკრატიის შუქურა" იყო და ახლა ხელისუფლებაში მოვიდნენ რეაქციული ძალები, ანუ საქართველოში პრაქტიკულად მოხდა კონტრრევოლუცია. თურმე ანტიქართულმა ძალამ გაიმარჯვა.

რამდენიმე თვის წინ, სანამ გრიგოლ ქათამაძე იყო ელჩი, უკრაინაში ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და გამართა სულ ორი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საერთოდ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია უკრაინის პრეზიდენტთან, პარლამენტთან და მთავრობასთან.

- რა მისიით იყო ჩამოსული?

- ისე ჩააწყვეს, რომ რომელიღაც მესამეხარისხოვანმა ჟურნალმა მოიწვია. შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ უკრაინულ ოპოზიციურ პარტიასთან. პოლიტიკაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პრეზიდენტი ჩავიდეს რომელიმე ქვეყანაში, საერთოდ კონტაქტი არ ჰქონდეს ხელისუფლებასთან და ხელშეკრულება გააფორმოს ოპოზიციურ პარტიასთან. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა დაიწყო ლანძღვა ახალი ხელისუფლებისა იქამდე, რომ ჰკითხეს: გამოიყენებთ თქვენს უფლებამოსილებას, რომ დაიცვათ დემოკრატია საქართველოშიო? ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდნენ ქათამაძე და ჩეჩელაშვილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ ჩამოვიდეს უკრაინის პრეზიდენტი და არავის არ შეხვდეს და რომელიღაც ოპოზიციურ პარტიასთან მივიდეს?

აი, ასე დაწანწალებს ჩვენი პრეზიდენტი ტურისტივით, არანაირ მოლაპარაკებებს ეგ არ აწარმოებს, არანაირი დოკუმენტი არ რჩება, კაცმა არ იცის, სად რას აკეთებს. ახლა მოიფიქრა ვერსია, თითქოს იმიტომ დადის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის არაღიარების პოლიტიკა გაატაროს, ესეც ტყუილია. რუსეთს რომ უნდოდეს, რამდენიმე ქვეყანას მაინც აღიარებინებდა, სააკაშვილს ვინ უსმენს? ამაზე თავად ლაპარაკობენ რუსები, ჩვენ არ გვაწყობს, რომ ოსეთმა და აფხაზეთმა საერთაშორისო სამართლის სტატუსი მიიღოს, მერე სხვა პრეტენზიები გაუჩნდებათ და რუსეთთან შეერთება გაჭირდებაო. ძალიან სოლიდურ გაზეთებში ქვეყნდება საშინელი მასალები, თითქოს ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო დაინგრა... არსებობს ასეთი გაზეთი: "ზერკალო ნედელი", სადაც შავით თეთრზე წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა გაჩაღებული, პოლიტიკური ანგარიშსწორება, "ნაცისტებს" თურმე არაფერი დაუშავებიათ. საქართველოს მხრიდან არის სრული დუმილი, მე ვიცნობ ამ გაზეთის მთავარ რედაქტორსაც და დამფუძნებელსაც, მაგრამ არ შემიძლია, ყველას პასუხი გავცე. ასეთ საქმეებზე "ნაცისტები" ადრეც ხარჯავდნენ უზარმაზარ ფულს და ახლაც ხარჯავენ.

- ევროპაში და ამერიკაში რომ ხარჯავენ ასეთ წერილებში ფულს, გასაგებია, ცდილობენ, რომ დასავლეთიდან ახალი ხელისუფლების მხარდაჭერა შესუსტდეს. უკრაინაში რაში აწყობთ ფულის გადაყრა?

- მარტო დასავლეთში ხომ არ არის საქმე, მეზობლებთანაც ხომ უნდა დაალაგო ურთიერთობები? ასეთი წერილები უარყოფით განწყობებს მაინც ქმნის.

- ახლა ის მითხარით, ბატონო გია, გივია თარგამაძე ხშირად რომ დადის უკრაინაში, რა უნდა იქ, რას საქმიანობს?

- ოქტომბრამდე თარგამაძე სულ კიევში იყო. ჩვენ ვიცით, 2010 წლის არჩევნებში როგორ ჩაერივნენ და რა ჩაიდინეს, მაგრამ გავლენა შემდგომშიც ჰქონდათ. მაგალითად, მე შარშან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე კიევში და ოფისთან 6 დაბურულმინებიანი მანქანა იდგა, რომლებიც საქართველოს უშიშროებას ეკუთვნოდა. ჩემი თითოეული სიტყვა საელჩოში მიდიოდა. ჩემი ინფორმაციით, ბელორუსში ახლანდელი ელჩი გივი თარგამაძის რეკომენდაციით დაინიშნა.

- ეგ რომელია?

- დათო პოტალია, ადრე უკრაინის საელჩოში მუშაობდა.

- და თარგამაძე უკრაინაში რისთვის დადის?

- თარგამაძე სულ უკრაინაში იჯდა, მიცემული ჰქონდა ძალიან დიდი თანხები... მაგალითად, უკრაინის ქუჩებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ბილბორდები საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისა და ელჩის, ქათამაძის სურათებით. თქვენ თბილისში სადმე გინახავთ, რომ რომელიმე ელჩს თავისი სურათები გამოეკრას? მე მგონი, ასეთი რამ არც რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს გეუკეთებია. აი, ამაშიც კი დიდი ფული იხარჯებოდა.

- რა ჯანდაბად უნდოდათ, ვაშაძე და ქათამაძე ჰოლივუდის ვარსკვლავები მყვანან?

- იმ პერიოდში ნინო ანანიაშვილი იყო ჩამოსული, კონცერტები ჰქონდა და უნდოდა, ეჩვენებინა, როგორი პოპულარული იყო. ამას აკეთებდნენ ძალიან ეშმაკურად, რომელიმე ჟურნალს მისცემდნენ ფულს, გარეკანზე გაატანინებდნენ სურათს და მერე აკეთებდნენ ბილბორდს, ვითომ ჟურნალის რეკლამას. არადა, ჟურნალის დასახელება არც კი ჩანდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამერიკულ გაზეთებში რომ წერილები იბეჭდება, დაკვეთილი არ არის? ამაშიც მილიონებია გადახდილი. უკრაინაში ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ვერც კი დავწერთ, ჯერ მტკიცებულებები უნდა მოვიპოვოთ, "დავერბოვკება" და გადაღებები სხვაგანაც მიდიოდა, უბრალოდ, პიროვნებებს ვერ დავასახელებ, ვის უკეთებდნენ. არ არსებობდა მეთოდი, რომელსაც თარგამაძე და მისნაირები არ იყენებდნენ. დღეს უკრაინასა და ბელორუსში მაინც პრესას აწვებიან "ნაცისტები", ასე ქმნიან თავიანთ იდეოლოგიას და აშავებენ "ქართულ ოცნებას".

- თარგამაძის გარდა, ვინ აქტიურობს ბელორუსსა და უკრაინაში?

- ახლა "ნაცისტები" აშკარად, ანუ დაუფარავად ვეღარ მუშაობენ. უკვე ვთქვი, ახალი ელჩი მოვიდა, ჭკვიანი კაცი ჩანს და ვფიქრობ, სიტუაციას გამოასწორებს, ალბათ, სამარცხვინო სიტუაცია დამთავრდება... მახსოვს, როგორ ჩამოვიდა დაუპატიჟებლად სააკაშვილი იანუკოვიჩის დაბადების დღეზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა უკრაინის საგარეო უწყებას, მაინც არ მიიწვიეს. ესეც ადგა და ჩამოვიდა როგორც კერძო პირი და დაურეკა იანუკოვიჩს, მინდა, დაბადების დღე მოგილოცოო. იმასაც სხვა გზა არ ჰქონდა, მიიღო მხოლოდ 5 წუთით. ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, ჩვენ არ მოგვიწვევია, მაგრამ, რაკი სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ვერ გავაგდებთო.

რაც შეეხება სხვების ჩამოსვლას, ოქტომბრამდე მუდმივად ჩამოდიოდნენ: გია ბარამიძე, გრიგოლ ვაშაძე, გივი თარგამაძე და დიასპორის მინისტრი.

ახლა ერთი რამის თქმაც მინდა, ძალიან მიკვირს, როცა პრეზიდენტი ამბობს, იარაღი ჩემი ბრძანებით იყო გადამალულიო, რატომ არ იბარებენ პროკურატურაში? ეს იარაღი რომ არალეგალურია, დავიჯერო, ამაში ორი აზრი არსებობს? ხომ უნდა გაირკვას, რისთვის სჭირდებოდა, ვისთვის უნდა დაერიგებინა? ეს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი დანაშაულია. ესე იგი, ქვეყანაში არსებობს იარაღის საწყობები და ამ დროს უშიშროებამ არაფერი იცის?

ეს მასალები უნდა დაუდონ ვეროპასა და ამერიკას, საკმარისია. რატომღაც ამაზე ადეკვატური რეაქცია არ არის, შემწყნარებლური პოლიტიკა ხორციელდება. არადა, წამების კადრებზე საშიში ეს იარაღია. კი, ბატონო, ახალი ხელისუფლება რაღაცებს აკეთებს, დიდი მადლობა, მაგრამ ამ საკითხებზეა საჭირო ძალიან დიდი ყურადღება. სააკაშვილისთვის ამდენი კოზირის მიცემა აშკარა შეცდომაა!

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა