მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს
ბიძინა ივანიშვილი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე რუ­სე­თის მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

რო­გორც სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ რთულ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, რაც ქვე­ყა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს.

"2008 წელს მიღ­წე­ულ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას რუ­სე­თის მხა­რე კვლავ არ ას­რუ­ლებს. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, ჩვენს წი­ნა­შე გლო­ბა­ლი­ზე­ბუ­ლი და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვა დგას, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი მა­ინც არის ის, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კარ­გად იცის, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა ია­როს, იგი გა­ნუხ­რე­ლად და მტკი­ცედ ად­გას ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას. ამ მხრივ უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლია. სწო­რედ ამა­ზე დგას ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სწო­რედ ეს არის მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი, რა­ზეც, ნა­ტოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა და­ე­ფუძ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ვი­ნა­ი­დან ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა.

"ჩვენ მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი გა­კეთ­და ეკო­ნო­მი­კის ფეხ­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად, მა­ღა­ლია უმუ­შევ­რო­ბის დონე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვა­ლი რე­ფორ­მა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და ეს მუდ­მი­ვი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ბიძინა ივანიშვილი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს

ბიძინა ივანიშვილი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს, რაც ქვეყანას სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

"2008 წელს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთის მხარე კვლავ არ ასრულებს. ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, ჩვენს წინაშე გლობალიზებული და სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს მრავალი გამოწვევა დგას, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინაშე. მაგრამ უმთავრესი მაინც არის ის, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა მიმართულებით უნდა იაროს, იგი განუხრელად და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკური ღირებულებების ერთგულია. სწორედ ამაზე დგას ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. სწორედ ეს არის მყარი ფუნდამენტი, რაზეც, ნატოსკენ მიმავალ გზაზე ჩვენი წარმატება დაეფუძნება", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ეს იყო ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი შემთხვევა.

"ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად, მაღალია უმუშევრობის დონე, ხორციელდება მრავალი რეფორმა სხვადასხვა სფეროში და ეს მუდმივი და ხანგრძლივი პროცესია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა