სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი: "მი­ი­ღებთ პა­სუხს - მოკ­ლეს თუ არა ზურაბ ჟვანია"

სა­მარ­თა­ლი ზოგ­ჯერ ურ­მით კი და­დის, ზოგ­ჯერ მის გამ­რუ­დე­ბას კი ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აღ­სრულ­დე­ბა ხოლ­მე. სწო­რედ ასე მოხ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის შემ­თხვე­ვა­ში - სა­მარ­თალ­მა პუ­რი შვი­დი წლის შემ­დეგ ჭა­მა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ თე­მით და­ვიწყ­ეთ.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს რი­გით მე­ოთხე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა, ამ­ჯე­რად გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც, რო­გორც მი­სი ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ექ­სპრე­მი­ე­რი ღი­მი­ლით შეხ­ვდა, ვი­ნა­ი­დან თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევ­ს ა­მას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე კუდ­-ის კი­დევ ერ­თი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

- გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე 8 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და პირ­ვე­ლი დღი­დან გა­ნი­საზღ­ვრა ეს საქ­მე ჩვე­ნი მო­მე­ტე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბის საგ­ნად. უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და და ახ­ლა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი­ყო და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი­ყო ბრა­ლი, რო­მე­ლიც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის არას­წორ გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­უძღ­ვის ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს. ის მარ­ტო არ არის, ვი­საც ბრალ­დე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნე­ბა, მა­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა იმ ადა­მი­ან­თა ვი­ნა­ო­ბა, ვი­საც ბრა­ლი მი­უძღ­ვის გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის არას­წორ გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

- მათ შო­რის, ალ­ბათ, ცნო­ბი­ლი სუფ­რის წევ­რებ­საც მო­ი­აზ­რებთ, მათ­გან ვის წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში სუფ­რის წევ­რე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი მო­ი­აზ­რე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, და­თა ახა­ლა­ი­ას აუ­ცი­ლებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი. ამავ­დრო­უ­ლად, ვგუ­ლის­ხმობ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის დროს დაშ­ვე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ში. საქ­მე­ში არის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბა აღი­წე­რე­ბა, ვინც გარ­კვე­ულ დარ­ღვე­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა შე­ვი­ტა­ნეთ ამ საქ­მე­ში, გან­ვსა­ზღ­ვრეთ პი­რი, ვი­სი ნე­ბი­თაც წა­რი­მარ­თა შემ­დგო­მი არას­წო­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ანუ მთა­ვა­რი პი­რი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი უმარ­თე­ბუ­ლო ნე­ბის აღ­მსრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე ამ თვალ­საზ­რი­სით გახ­სნი­ლი­ა, გან­საზღ­ვრუ­ლია მთა­ვა­რი პერ­სო­ნა, ვინც და­უშ­ვა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გამ­რუ­დე­ბა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მომ­ზე­ურ­დე­ბი­ან. ასე რომ, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი გახ­სნი­ლი­ა. თუმ­ცა ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა. ეს ეხე­ბა მთა­ვარს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენტს. სა­სა­მარ­თლოს ოთხი პი­რი არ და­უს­ჯია მკვლე­ლო­ბის­თვის, 108-ე მუხ­ლით. ამ ეტაპ­ზე არც ჩვენ ვაცხ­ა­დებთ, რომ იქ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, რად­გან გვაქვს სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი შე­ჯე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას აქ ჯერ კი­დევ აქვს სათ­ქმე­ლი. ჩვენ, ასე ვთქვათ, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი გვაქვს საქ­მის მე­ო­რე ეპი­ზო­დი. გირ­გვლი­ა­ნის დას­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­თა ახა­ლა­ი­ამ მი­ი­ღო და ამი­სათ­ვის მას ბრალს წარ­ვუდ­გენთ, მაგ­რამ მი­სი დას­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­ი­ცავ­და თუ არა მკვლე­ლო­ბას, რამ გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის დო­ნე­ზე, ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლის სა­გა­ნი­ა. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ რა და რო­გორ მოხ­და, ეს უკ­ვე ცნო­ბი­ლი­ა. გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და გახ­სნი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი. ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ჯერ კი­დევ გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია და წი­ნას­წარ ვერ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, ეს მკვლე­ლო­ბა­ა, თუ სხვა რამ.

- ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მყოფ­მა ოთხ­ე­ულ­მა თუ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მათ პი­რა­დად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ 100-100 ათა­სი დო­ლა­რი აი­ღეს?

- იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სან­დროს მო­ტა­ცე­ბა­სა და ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მის­ცეს ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, სინ­ქრო­ნუ­ლი­ა, თუმ­ცა, ალა­ნია არ იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის თან­ხაც მათ და­ა­სა­ხე­ლეს.

- არ გვე­ტყ­ვით, ვინ იყო ის მთა­ვა­რი მოწ­მე, ვინც ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და საქ­მის გახ­სნა­ში მთა­ვა­რი რო­ლი შე­ას­რუ­ლა? მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ვერ­სი­ით, ის ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე იყო.

- ერთ ადა­მი­ან­ზე ვერ ვიტყ­ვი, რომ ის იყო მთა­ვა­რი მოწ­მე. აქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია - ვინც თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სან­დროს მო­ტა­ცე­ბა­სა და ცე­მა­ში. ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი. პი­რი, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო სუფ­რის ინ­ცი­დენტს, სხვა ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ერ­თი ასე­თი მოწ­მე არ გვყავს, რომ ვთქვათ, იმ ერ­თმა გაგ­ვიყ­ვა­ნა სი­ნათ­ლე­ზე.

- ამას წი­ნათ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, შარ­დენ­-ბა­რის სუფ­რის წევ­რებს, კერ­ძოდ, თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას კუდ­-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გირ­გვლი­ა­ნის წა­მე­ბას ას­მე­ნი­ნებ­დნე­ნო. მარ­თა­ლა არ­სე­ბობს ასე­თი ჩა­ნა­წე­რი?

- საქ­მის მა­სა­ლებ­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს.

- ხომ არ დად­გე­ბა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნით, გა­მო­იკ­ვე­თა რო­გორც საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი და ერთ-ერ­თი დამ­კვე­თი.

- ამ ეტაპ­ზე თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დგას. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სუფ­რის ეპი­ზოდ­ში, რაც სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და გირ­გვლი­ა­ნი­სა და მი­სი მე­გობ­რის მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბი­სა, იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თა­კო სა­ლა­ყაია მი­ე­ცე­მა სს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, ფი­გუ­რან­ტო­ბა არ ნიშ­ნავს დამ­ნა­შა­ვე­ო­ბას. მი­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში. გუ­ლის­წყრო­მა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სხვაა და პირ­თა მო­ტა­ცე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სხვა.

- და­თა ახა­ლაია თუ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან? თქვენ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ თუ იგი ითა­ნამ­შრომ­ლებ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ბრა­ლი მო­ეხ­სნე­ბო­და. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე თუ წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი, რო­გორც ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის ბრძა­ნე­ბის გამ­ცემს?

- და­თა ახა­ლა­ი­ას­თან გა­მო­ძი­ე­ბას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ა. მე არ მით­ქვამს, რომ მას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბრა­ლი მო­ეხ­სნე­ბო­და. ვთქვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, რომ თუ ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მას შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­დეს. რო­დე­საც "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა მი­სი წე­რი­ლი, გაჩ­ნდა კითხ­ვა, რა გა­კეთ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის ითა­ნამ­შრომ­ლებ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მა­შინ ვთქვი, რომ არ­სე­ბობს ახა­ლა­ი­ას­თვის ბრა­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ აპი­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას?

- ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­საძ­ლო­ა, ვინ­მე პო­ლი­ტი­კოს­მა თქვას, რომ თუ ასე­თი რამ ხდე­ბო­და (ფი­რებ­ზე რაც იყო ასა­ხუ­ლი), მა­შინ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი­ა. პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა. თუ არ იქ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი კავ­ში­რი, ჯაჭ­ვი და­ნა­შა­ულ­სა და პირს შო­რის, რა თქმა უნ­და, მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ წა­რედ­გი­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ასე­თი კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის და ამი­ტო­მაც ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას. უნ­და არ­სე­ბობ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ესა თუ ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა მოხ­და ამ პი­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით.

- პრე­ზი­დენ­ტმა აღ­მო­ჩე­ნილ ვი­დე­ო­არ­ქივს და­უ­კავ­ში­რა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი - ლე­ვან ქარ­და­ვა და და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი.

- პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, რად­გან ეს სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მე, რო­გორც პრო­კუ­რორს, არ მაქვს უფ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რად შე­ვა­ფა­სო, ცო­ტა შეზღ­უ­დუ­ლი ვარ გა­მო­ხატ­ვა­ში და ამას კა­ნო­ნი მა­ვა­ლებს. თუ იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი იმ ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­სა­ხე­ლა, ვიტყ­ვით ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სხვა მხრივ, ვი­სა­უბ­რო მის როლ­ზე სის­ტე­მა­ში, მის გავ­ლე­ნა­ზე, ეს სცდე­ბა ჩე­მი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის ფარ­გლებს. მე არც მა­თი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ვი­ცი და სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილს.

- პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი თუ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში? გა­სა­გე­ბი­ა, რომ მას იმუ­ნი­ტე­ტი იცავს და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­გან და­ცუ­ლი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც უნ­და აგოს პა­სუ­ხი. ერ­თ-ერთ მა­გა­ლი­თად ასა­ხე­ლე­ბენ აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მეს და იმას, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ გა­ნაცხ­ა­და - მე გა­ვე­ცი სვა­ნეთ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა­ო.

- და­ა­ნონ­სე­ბა იმი­სა, რომ ამა თუ იმ პირს წა­ე­ყე­ნე­ბა ბრა­ლი, ჩე­მი მხრი­დან არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­რიცხ­უ­ლი არა­ფე­რი­ა. მა­გა­ლი­თად, აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რი­ვად იძი­ებს საქ­მეს და არა პო­ლი­ტი­კუ­რად და ინ­ტე­რე­სით და­ვე­ლო­დე­ბით, რა გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად. მიმ­დი­ნა­რე­ობს აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა 4 პი­რის შეწყ­ა­ლე­ბას გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში, ფორ­მა­ლუ­რად პრე­ზი­დენტს ყო­ველ­თვის აქვს ნე­ბის­მი­ე­რი დამ­ნა­შა­ვის შეწყ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა და ეს უფ­ლე­ბა არის ექ­სკლუ­ზი­უ­რი. ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ვინ­მემ პრე­ზი­დენ­ტის შეწყ­ა­ლე­ბა­ში და­ი­ნა­ხოს დარ­ღვე­ვა, მაგ­რამ აქ რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი იყოს, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ სტა­დი­ა­ზე არ ვართ. ასე რომ, კითხ­ვა­ზე, რა მოხ­დე­ბა ხვალ ან ზეგ, პა­სუ­ხი არ მაქვს. იმ თე­მებ­ზე, რომ­ლებ­შიც ვლინ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, კა­ნო­ნი წარ­მო­შობს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ და­ი­კითხ­ოს, მაგ­რამ და­ი­კითხ­ოს თუ არა, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღოს პრო­კუ­რორ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მიგ­ვი­ღი­ა. პრო­კუ­რორს, თა­ვის მხრივ, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ორი რამ კარ­ნა­ხობს - ერ­თი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და მე­ო­რე - მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს უფ­ლე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი და სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის და­კითხ­ვაც აკ­რძა­ლუ­ლი იყოს. ეს არის გან­მარ­ტე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი და არა ის, რომ წი­ნას­წარ და­ვა­ა­ნონ­სოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­კითხ­უ­ლი.

- შსს-მ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­ქი­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­დო. უპ­რი­ა­ნი ხომ არ იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა ფი­რე­ბის გა­მომ­ქვეყ­ნე­ბელ­თა მი­მართ, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში მა­სა­ლე­ბი შსს-დან გა­ზი­დეს.

- შექ­მნი­ლია კო­მი­სია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რა ბე­დი ეწი­ოს ამ ფი­რებს. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი, კო­მი­სიის წევ­რე­ბი, ვგმობთ ამ ვი­დე­ო­ფი­რე­ბის არ­სე­ბო­ბას და მი­ვის­წრა­ფით იქით­კენ, რომ არ მოხ­დეს მა­თი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, არ შე­ი­ლა­ხოს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი. აქ არის ორი ვა­რი­ან­ტი - ერ­თი ის, რომ უპი­რო­ბოდ გა­ნად­გურ­დეს მა­სა­ლე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რეს - რად­გან ასე­თი უკა­ნო­ნო ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა და­ნა­შა­უ­ლი­ა, გა­მო­ვი­ძი­ოთ ეს და­ნა­შა­უ­ლი, და­ვად­გი­ნოთ ვინ გა­და­ი­ღო და მივ­ცეთ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. შემ­დეგ უკ­ვე ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­სა­მარ­თლომ. ანუ ეს ორი მო­საზ­რე­ბაა ამ­ჟა­მად გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ არ არის მი­ღე­ბუ­ლი. დო­მი­ნან­ტუ­რია აზ­რი, რომ გა­ნად­გურ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, არ გა­ნად­გურ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ამ ნა­წილ­ზე იყოს მი­მარ­თუ­ლი. ასე იქ­ნე­ბა თუ ისე, ეს ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის სა­გა­ნი­ა. სა­მარ­თლებ­რი­ვად რომ ვთქვათ, ნე­ბის­მი­ე­რი უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და იყოს და პი­რა­დია თუ არა­პი­რა­დი, ერ­თნა­ი­რად უნ­და იყოს ნივ­თმტკი­ცე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა ერ­თნა­ი­რად უნ­და წა­რი­მარ­თოს. ეს ფი­რე­ბი არ უნ­და გა­ნად­გურ­დეს, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო არ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ვი­ნა­ი­დან ჩვენ ძა­ლი­ან შეგ­ვაშ­ფო­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბამ, ამან წარ­მოშ­ვა ინერ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ დრო­ზე მო­ვი­შო­როთ ისი­ნი. ამ აზ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ ყვე­ლა ვექ­ცე­ვით. პრო­კუ­რო­რიც და შს მი­ნის­ტრიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი მათ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ა, სწრა­ფი გა­ნად­გუ­რე­ბა უფ­რო მე­ტი სი­კე­თის მომ­ტა­ნი­ა, თუ და­ყოვ­ნე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა და შემ­დგო­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­ერ. კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს სა­კითხ­იც დგას, მაგ­რამ ეს ამ სა­კითხ­ის ახ­ლა გა­დაწყ­ვე­ტას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მე თუ მკითხ­ავთ, ეს პრობ­ლე­მა იმან კი არ წარ­მოშ­ვა, რომ კა­ნო­ნი იყო ნაკ­ლე­ბად მკაც­რი, არა­მედ ის სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კად­რებს იღებ­დნენ, სა­ერ­თოდ კა­ნონს მიღ­მა იყ­ვნენ. გუ­შინ­დე­ლი დღის მო­წეს­რი­გე­ბა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბით არ გა­დაწყ­დე­ბა, იმე­დი­ა, მი­ვალთ გო­ნივ­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს არა­ერ­თხელ გა­უვ­რცე­ლე­ბი­ათ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თბი­ლი­სის მე­რის გი­გი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბა იგეგ­მე­ბა. ასე­ვე, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ მერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის ახა­ლი ეპი­ზო­დე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

- არა­ვის და­ჭე­რას არ ვა­პი­რებთ. მიმ­დი­ნა­რე­ობს უგუ­ლა­ვას­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა. თუ სა­სა­მარ­თლო გა­დაწყ­ვეტს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ა, აღ­სრულ­დე­ბა მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და არა პრო­კუ­რა­ტუ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ვი­და, მას მო­ე­ლის პა­ტიმ­რო­ბა, რად­გან ის ბრალ­დე­ბა, რაც უგუ­ლა­ვას წა­რედ­გი­ნა, მო­ითხ­ოვს პა­ტიმ­რო­ბას. მას საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მუხ­ლე­ბი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­სი და­ჭე­რის სურ­ვი­ლი არას­დროს ჰქო­ნი­ა, ბრა­ლი ისე წარ­ვუდ­გი­ნეთ, არ დაგ­ვი­კა­ვე­ბია და არც ერ­თი წუ­თით მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ შეგ­ვიზღ­უ­დავს. გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ა, მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მაგ­რამ ამ სა­კითხ­ის გა­დაწყ­ვე­ტა სა­სა­მარ­თლოს მი­ვან­დეთ. მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბას ვერ და­ვიწყ­ებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ საქ­მე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბის, ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხის გა­მო­ყო­ფის და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ფუ­ლის არას­წო­რად გან­კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბის გარ­და, ახა­ლი არა­ფე­რი­ა.

- დი­დი მით­ქმა-­მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია თქვენ მი­ერ ლა­დო ბე­დუ­კა­ძის­თვის ბრა­ლის მოხ­სნამ. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ ბე­დუ­კა­ძეს, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში, რა­ღა­ცის სა­ნაც­ვლოდ აა­ცი­ლეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

- ამ სა­კითხს აქვს ფორ­მა­ლუ­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე. ფორ­მა­ლუ­რად, მთა­ვარ პრო­კუ­რორს აქვს უფ­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, ანუ ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ დგას. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ ას­პექტს, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას წინ უს­წრებ­და რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი: 1. ამ ადა­მი­ა­ნის მი­ერ მო­ტა­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხი­ლე­ბა არა კონ­კრე­ტუ­ლად იმ ეპი­ზო­დე­ბი­სა, არა­მედ მან უბიძ­გა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ფარ­თო გა­მო­ძი­ე­ბის დაწყ­ე­ბას პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დავ­კითხ­ეთ 2.300 პა­ტი­მა­რი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მათ წა­მე­ბას 18-ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მა­თი ჩვე­ნე­ბე­ბის და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ვე­ცით 39 მო­ხე­ლე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბე­დუ­კა­ძის ვი­დე­ო­მა­სა­ლამ და­სა­ბა­მი მის­ცა არა მარ­ტო ამ ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვა­ლი აუ­ხი­ლა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და­ე­ნა­ხათ, რომ ეს ხდე­ბო­და ამ სის­ტე­მა­ში. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მხი­ლე­ბულ იქ­ნა სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, აღიკ­ვე­თა ის, რაც მო­მა­ვალ­ში ათა­სო­ბით პა­ტი­მარს უქად­და იმა­ვე ბედს, რაც ამ ვი­დე­ო­ში ვნა­ხეთ. ამას­თა­ნა­ვე, ამ კაც­მა ეს მა­სა­ლა თა­ვი­სი ნე­ბით წარ­მო­ად­გი­ნა, თვი­თონ მო­ი­ტა­ნა და გვაჩ­ვე­ნა ის და­ნა­შა­უ­ლიც, რო­მელ­შიც თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს ადა­მი­ა­ნი მო­ვა­ლე იყო შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ის, რა­საც სის­ტე­მა მო­ითხ­ოვ­და. კა­რან­ტი­ნის ეპი­ზოდ­ში და­კითხ­უ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არ უნ­დო­დათ პა­ტიმ­რის ცე­მა, მაგ­რამ ასე­თი წე­სი იყო. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და ამ მე­თო­დე­ბით და ეს არ იყო ბე­დუ­კა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. ის იყო ერ­თ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რი­თაც საფ­რთხე­ში ჩა­იგ­დო სა­კუ­თა­რი თა­ვი და ოჯა­ხი. მან ხომ არ იცო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და, მო­ვი­დო­დი პრო­კუ­რო­რად და გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი. არ ჰქონ­და იმის იმე­დი, რომ ასე­თი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი და ამი­ტო­მაც გა­ი­ხიზ­ნა. თვი­თონ რო­გორ უდ­გე­ბა ამ სა­კითხს, ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი­ა. ზო­გი­ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა მითხ­რა, რომ არ მოს­წონ­დათ მი­სი ქცე­ვა პრო­ცეს­ზე, ქედ­მაღ­ლუ­რია და არ ჰგავს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ინა­ნი­ებს ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­სო. ­კა­რან­ტი­ნის სცე­ნის მო­ნა­წი­ლე­ზე კი მო­მი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ ის თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს, ინა­ნი­ებს. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორ ინა­ნი­ებს ან არ ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. მან შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა და და­დო, ხო­ლო ის, ვინც ინა­ნი­ებს, დღე­საც იმა­ვეს გა­აგ­რძე­ლებ­და, რომ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლი­ყო. ანუ მო­ნა­ნი­ე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი და საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი. მე მის მო­რა­ლურ მხა­რეს არ გან­ვსჯი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თუ არა მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში ჩავ­წე­რეთ, რომ მან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის შე­დე­გია მთა­ვა­რი - მან მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­და­არ­ჩი­ნა მსგავ­სი ხელ­ყო­ფი­სა­გან სხვა პა­ტიმ­რე­ბი. ა­ი, ეს არის ის ხედ­ვა, რაც მე ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ვუ­დე.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ბუ­და­პეშ­ტში იმ­ყო­ფე­ბა და უნ­გრე­თის სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ობს.

- ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი და­სად­გე­ნია და და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ინ­ტერ­პოლ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა პრო­ცე­დუ­რა, რომ ადე­იშ­ვილ­ზე გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი იქ­ნეს ძებ­ნა.

- ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ჟვა­ნი­ას საქ­მე ჩიხ­ში შე­ვი­და და ის არც არას­დროს გა­იხ­სნე­ბა. ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- არა, გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში არ შე­სუ­ლა. პი­რი­ქით, გა­მო­ძი­ე­ბა წინ მი­დის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ზუს­ტად დად­გინ­დეს, რა მოხ­და - ეს ადა­მი­ა­ნი მოკ­ლუ­ლი­ა, თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი. ამის გაცხ­ა­დე­ბა ამ­ჟა­მად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნი­ა, მაგ­რამ ყვე­ლა სა­კითხ­ი, მათ შო­რის ერ­თ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი, პა­სუხ­გა­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა. დღეს რა კითხ­ვაც აფიქ­რებს და აწ­ვა­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ეს იყო მკვლე­ლო­ბა თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, ამ კითხ­ვა­ზე მა­ლე მკა­ფიოდ მი­ი­ღებთ პა­სუხს.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­თა თქმით, კვი­რა­ში 1-2-ჯერ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას­თან მი­დი­ან მნახ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი­ა. თა­ნამ­შრომ­ლებს თურ­მე სა­ა­თო­ბით კე­ტა­ვენ ოთა­ხებ­ში, რა­თა ვი­ზი­ტო­რე­ბის და­ნახ­ვა ვერ შეძ­ლონ. თქვენ თუ ხართ საქ­მის კურ­სში, ვინ უნ­და სტუმ­რობ­დეს ახა­ლა­ი­ას.

- ბა­ჩო ახა­ლაია გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს. თუ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმებთ იმას, რომ პი­რი აძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ნა­შა­უ­ლის ან დამ­ნა­შა­ვე­თა შე­სა­ხებ, მა­შინ ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ცი­ხის ცხოვ­რე­ბის წესს არე­გუ­ლი­რებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და დე­პარ­ტა­მენ­ტი, ჩვენს ფუნ­ქცი­ებ­ში არ შე­დის, მაგ­რამ რა­საც თქვენ ამ­ბობთ, ასე­თი რამ არ გა­მი­გი­ა, პირ­ვე­ლად მეს­მის.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

არჩილ კბილაშვილი: "მი­ი­ღებთ პა­სუხს - მოკ­ლეს თუ არა ზურაბ ჟვანია"

არჩილ კბილაშვილი: "მი­ი­ღებთ პა­სუხს - მოკ­ლეს თუ არა ზურაბ ჟვანია"

სა­მარ­თა­ლი ზოგ­ჯერ ურ­მით კი და­დის, ზოგ­ჯერ მის გამ­რუ­დე­ბას კი ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აღ­სრულ­დე­ბა ხოლ­მე. სწო­რედ ასე მოხ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის შემ­თხვე­ვა­ში - სა­მარ­თალ­მა პუ­რი შვი­დი წლის შემ­დეგ ჭა­მა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ თე­მით და­ვიწყ­ეთ.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს რი­გით მე­ოთხე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა, ამ­ჯე­რად გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც, რო­გორც მი­სი ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ექ­სპრე­მი­ე­რი ღი­მი­ლით შეხ­ვდა, ვი­ნა­ი­დან თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევ­ს ა­მას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე კუდ­-ის კი­დევ ერ­თი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

- გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე 8 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და პირ­ვე­ლი დღი­დან გა­ნი­საზღ­ვრა ეს საქ­მე ჩვე­ნი მო­მე­ტე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბის საგ­ნად. უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და და ახ­ლა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი­ყო და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი­ყო ბრა­ლი, რო­მე­ლიც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის არას­წორ გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­უძღ­ვის ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს. ის მარ­ტო არ არის, ვი­საც ბრალ­დე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნე­ბა, მა­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა იმ ადა­მი­ან­თა ვი­ნა­ო­ბა, ვი­საც ბრა­ლი მი­უძღ­ვის გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის არას­წორ გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

- მათ შო­რის, ალ­ბათ, ცნო­ბი­ლი სუფ­რის წევ­რებ­საც მო­ი­აზ­რებთ, მათ­გან ვის წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში სუფ­რის წევ­რე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი მო­ი­აზ­რე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, და­თა ახა­ლა­ი­ას აუ­ცი­ლებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი. ამავ­დრო­უ­ლად, ვგუ­ლის­ხმობ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის დროს დაშ­ვე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ში. საქ­მე­ში არის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბა აღი­წე­რე­ბა, ვინც გარ­კვე­ულ დარ­ღვე­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა შე­ვი­ტა­ნეთ ამ საქ­მე­ში, გან­ვსაზღ­ვრეთ პი­რი, ვი­სი ნე­ბი­თაც წა­რი­მარ­თა შემ­დგო­მი არას­წო­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ანუ მთა­ვა­რი პი­რი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი უმარ­თე­ბუ­ლო ნე­ბის აღ­მსრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე ამ თვალ­საზ­რი­სით გახ­სნი­ლი­ა, გან­საზღ­ვრუ­ლია მთა­ვა­რი პერ­სო­ნა, ვინც და­უშ­ვა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გამ­რუ­დე­ბა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მომ­ზე­ურ­დე­ბი­ან. ასე რომ, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი გახ­სნი­ლი­ა. თუმ­ცა ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა. ეს ეხე­ბა მთა­ვარს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენტს. სა­სა­მარ­თლოს ოთხი პი­რი არ და­უს­ჯია მკვლე­ლო­ბის­თვის, 108-ე მუხ­ლით. ამ ეტაპ­ზე არც ჩვენ ვაცხ­ა­დებთ, რომ იქ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, რად­გან გვაქვს სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი შე­ჯე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას აქ ჯერ კი­დევ აქვს სათ­ქმე­ლი. ჩვენ, ასე ვთქვათ, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი გვაქვს საქ­მის მე­ო­რე ეპი­ზო­დი. გირ­გვლი­ა­ნის დას­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­თა ახა­ლა­ი­ამ მი­ი­ღო და ამი­სათ­ვის მას ბრალს წარ­ვუდ­გენთ, მაგ­რამ მი­სი დას­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­ი­ცავ­და თუ არა მკვლე­ლო­ბას, რამ გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის დო­ნე­ზე, ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლის სა­გა­ნი­ა. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ რა და რო­გორ მოხ­და, ეს უკ­ვე ცნო­ბი­ლი­ა. გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და გახ­სნი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი. ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ჯერ კი­დევ გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია და წი­ნას­წარ ვერ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, ეს მკვლე­ლო­ბა­ა, თუ სხვა რამ.

- ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მყოფ­მა ოთხ­ე­ულ­მა თუ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მათ პი­რა­დად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ 100-100 ათა­სი დო­ლა­რი აი­ღეს?

- იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სან­დროს მო­ტა­ცე­ბა­სა და ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მის­ცეს ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, სინ­ქრო­ნუ­ლი­ა, თუმ­ცა, ალა­ნია არ იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის თან­ხაც მათ და­ა­სა­ხე­ლეს.

- არ გვეტყ­ვით, ვინ იყო ის მთა­ვა­რი მოწ­მე, ვინც ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და საქ­მის გახ­სნა­ში მთა­ვა­რი რო­ლი შე­ას­რუ­ლა? მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ვერ­სი­ით, ის ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე იყო.

- ერთ ადა­მი­ან­ზე ვერ ვიტყ­ვი, რომ ის იყო მთა­ვა­რი მოწ­მე. აქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია - ვინც თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სან­დროს მო­ტა­ცე­ბა­სა და ცე­მა­ში. ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი. პი­რი, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო სუფ­რის ინ­ცი­დენტს, სხვა ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ერ­თი ასე­თი მოწ­მე არ გვყავს, რომ ვთქვათ, იმ ერ­თმა გაგ­ვიყ­ვა­ნა სი­ნათ­ლე­ზე.

- ამას წი­ნათ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, შარ­დენ­-ბა­რის სუფ­რის წევ­რებს, კერ­ძოდ, თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას კუდ­-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გირ­გვლი­ა­ნის წა­მე­ბას ას­მე­ნი­ნებ­დნე­ნო. მარ­თა­ლა არ­სე­ბობს ასე­თი ჩა­ნა­წე­რი?

- საქ­მის მა­სა­ლებ­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს.

- ხომ არ დად­გე­ბა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნით, გა­მო­იკ­ვე­თა რო­გორც საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი და ერთ-ერ­თი დამ­კვე­თი.

- ამ ეტაპ­ზე თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი არ დგას. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სუფ­რის ეპი­ზოდ­ში, რაც სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და გირ­გვლი­ა­ნი­სა და მი­სი მე­გობ­რის მი­მართ შუ­რის­ძი­ე­ბი­სა, იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თა­კო სა­ლა­ყაია მი­ე­ცე­მა სს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, ფი­გუ­რან­ტო­ბა არ ნიშ­ნავს დამ­ნა­შა­ვე­ო­ბას. მი­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში. გუ­ლის­წყრო­მა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სხვაა და პირ­თა მო­ტა­ცე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სხვა.

- და­თა ახა­ლაია თუ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან? თქვენ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ თუ იგი ითა­ნამ­შრომ­ლებ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ბრა­ლი მო­ეხ­სნე­ბო­და. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე თუ წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი, რო­გორც ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის ბრძა­ნე­ბის გამ­ცემს?

- და­თა ახა­ლა­ი­ას­თან გა­მო­ძი­ე­ბას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ა. მე არ მით­ქვამს, რომ მას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბრა­ლი მო­ეხ­სნე­ბო­და. ვთქვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, რომ თუ ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მას შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­დეს. რო­დე­საც "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა მი­სი წე­რი­ლი, გაჩ­ნდა კითხ­ვა, რა გა­კეთ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის ითა­ნამ­შრომ­ლებ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მა­შინ ვთქვი, რომ არ­სე­ბობს ახა­ლა­ი­ას­თვის ბრა­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ აპი­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას?

- ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­საძ­ლო­ა, ვინ­მე პო­ლი­ტი­კოს­მა თქვას, რომ თუ ასე­თი რამ ხდე­ბო­და (ფი­რებ­ზე რაც იყო ასა­ხუ­ლი), მა­შინ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი­ა. პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა. თუ არ იქ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი კავ­ში­რი, ჯაჭ­ვი და­ნა­შა­ულ­სა და პირს შო­რის, რა თქმა უნ­და, მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ წა­რედ­გი­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ასე­თი კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის და ამი­ტო­მაც ეს სა­კითხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას. უნ­და არ­სე­ბობ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ესა თუ ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა მოხ­და ამ პი­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით.

- პრე­ზი­დენ­ტმა აღ­მო­ჩე­ნილ ვი­დე­ო­არ­ქივს და­უ­კავ­ში­რა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი - ლე­ვან ქარ­და­ვა და და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი.

- პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, რად­გან ეს სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მე, რო­გორც პრო­კუ­რორს, არ მაქვს უფ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რად შე­ვა­ფა­სო, ცო­ტა შეზღ­უ­დუ­ლი ვარ გა­მო­ხატ­ვა­ში და ამას კა­ნო­ნი მა­ვა­ლებს. თუ იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი იმ ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­სა­ხე­ლა, ვიტყ­ვით ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სხვა მხრივ, ვი­სა­უბ­რო მის როლ­ზე სის­ტე­მა­ში, მის გავ­ლე­ნა­ზე, ეს სცდე­ბა ჩე­მი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის ფარ­გლებს. მე არც მა­თი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ვი­ცი და სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილს.

- პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი თუ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში? გა­სა­გე­ბი­ა, რომ მას იმუ­ნი­ტე­ტი იცავს და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­გან და­ცუ­ლი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც უნ­და აგოს პა­სუ­ხი. ერ­თ-ერთ მა­გა­ლი­თად ასა­ხე­ლე­ბენ აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მეს და იმას, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ გა­ნაცხ­ა­და - მე გა­ვე­ცი სვა­ნეთ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა­ო.

- და­ა­ნონ­სე­ბა იმი­სა, რომ ამა თუ იმ პირს წა­ე­ყე­ნე­ბა ბრა­ლი, ჩე­მი მხრი­დან არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­რიცხ­უ­ლი არა­ფე­რი­ა. მა­გა­ლი­თად, აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რი­ვად იძი­ებს საქ­მეს და არა პო­ლი­ტი­კუ­რად და ინ­ტე­რე­სით და­ვე­ლო­დე­ბით, რა გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად. მიმ­დი­ნა­რე­ობს აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა 4 პი­რის შეწყ­ა­ლე­ბას გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში, ფორ­მა­ლუ­რად პრე­ზი­დენტს ყო­ველ­თვის აქვს ნე­ბის­მი­ე­რი დამ­ნა­შა­ვის შეწყ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა და ეს უფ­ლე­ბა არის ექ­სკლუ­ზი­უ­რი. ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ვინ­მემ პრე­ზი­დენ­ტის შეწყ­ა­ლე­ბა­ში და­ი­ნა­ხოს დარ­ღვე­ვა, მაგ­რამ აქ რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი იყოს, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ სტა­დი­ა­ზე არ ვართ. ასე რომ, კითხ­ვა­ზე, რა მოხ­დე­ბა ხვალ ან ზეგ, პა­სუ­ხი არ მაქვს. იმ თე­მებ­ზე, რომ­ლებ­შიც ვლინ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, კა­ნო­ნი წარ­მო­შობს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ და­ი­კითხ­ოს, მაგ­რამ და­ი­კითხ­ოს თუ არა, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღოს პრო­კუ­რორ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მიგ­ვი­ღი­ა. პრო­კუ­რორს, თა­ვის მხრივ, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ორი რამ კარ­ნა­ხობს - ერ­თი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და მე­ო­რე - მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს უფ­ლე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი და სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის და­კითხ­ვაც აკ­რძა­ლუ­ლი იყოს. ეს არის გან­მარ­ტე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი და არა ის, რომ წი­ნას­წარ და­ვა­ა­ნონ­სოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­კითხ­უ­ლი.

- შსს-მ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­ქი­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­დო. უპ­რი­ა­ნი ხომ არ იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა ფი­რე­ბის გა­მომ­ქვეყ­ნე­ბელ­თა მი­მართ, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში მა­სა­ლე­ბი შსს-დან გა­ზი­დეს.

- შექ­მნი­ლია კო­მი­სია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რა ბე­დი ეწი­ოს ამ ფი­რებს. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი, კო­მი­სიის წევ­რე­ბი, ვგმობთ ამ ვი­დე­ო­ფი­რე­ბის არ­სე­ბო­ბას და მი­ვის­წრა­ფით იქით­კენ, რომ არ მოხ­დეს მა­თი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, არ შე­ი­ლა­ხოს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი. აქ არის ორი ვა­რი­ან­ტი - ერ­თი ის, რომ უპი­რო­ბოდ გა­ნად­გურ­დეს მა­სა­ლე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რეს - რად­გან ასე­თი უკა­ნო­ნო ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა და­ნა­შა­უ­ლი­ა, გა­მო­ვი­ძი­ოთ ეს და­ნა­შა­უ­ლი, და­ვად­გი­ნოთ ვინ გა­და­ი­ღო და მივ­ცეთ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. შემ­დეგ უკ­ვე ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­სა­მარ­თლომ. ანუ ეს ორი მო­საზ­რე­ბაა ამ­ჟა­მად გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ არ არის მი­ღე­ბუ­ლი. დო­მი­ნან­ტუ­რია აზ­რი, რომ გა­ნად­გურ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, არ გა­ნად­გურ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ამ ნა­წილ­ზე იყოს მი­მარ­თუ­ლი. ასე იქ­ნე­ბა თუ ისე, ეს ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის სა­გა­ნი­ა. სა­მარ­თლებ­რი­ვად რომ ვთქვათ, ნე­ბის­მი­ე­რი უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და იყოს და პი­რა­დია თუ არა­პი­რა­დი, ერ­თნა­ი­რად უნ­და იყოს ნივ­თმტკი­ცე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა ერ­თნა­ი­რად უნ­და წა­რი­მარ­თოს. ეს ფი­რე­ბი არ უნ­და გა­ნად­გურ­დეს, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო არ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ვი­ნა­ი­დან ჩვენ ძა­ლი­ან შეგ­ვაშ­ფო­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბამ, ამან წარ­მოშ­ვა ინერ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ დრო­ზე მო­ვი­შო­როთ ისი­ნი. ამ აზ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ ყვე­ლა ვექ­ცე­ვით. პრო­კუ­რო­რიც და შს მი­ნის­ტრიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი მათ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ა, სწრა­ფი გა­ნად­გუ­რე­ბა უფ­რო მე­ტი სი­კე­თის მომ­ტა­ნი­ა, თუ და­ყოვ­ნე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა და შემ­დგო­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­ერ. კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს სა­კითხ­იც დგას, მაგ­რამ ეს ამ სა­კითხ­ის ახ­ლა გა­დაწყ­ვე­ტას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მე თუ მკითხ­ავთ, ეს პრობ­ლე­მა იმან კი არ წარ­მოშ­ვა, რომ კა­ნო­ნი იყო ნაკ­ლე­ბად მკაც­რი, არა­მედ ის სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კად­რებს იღებ­დნენ, სა­ერ­თოდ კა­ნონს მიღ­მა იყ­ვნენ. გუ­შინ­დე­ლი დღის მო­წეს­რი­გე­ბა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბით არ გა­დაწყ­დე­ბა, იმე­დი­ა, მი­ვალთ გო­ნივ­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს არა­ერ­თხელ გა­უვ­რცე­ლე­ბი­ათ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თბი­ლი­სის მე­რის გი­გი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბა იგეგ­მე­ბა. ასე­ვე, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ მერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის ახა­ლი ეპი­ზო­დე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

- არა­ვის და­ჭე­რას არ ვა­პი­რებთ. მიმ­დი­ნა­რე­ობს უგუ­ლა­ვას­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა. თუ სა­სა­მარ­თლო გა­დაწყ­ვეტს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ა, აღ­სრულ­დე­ბა მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და არა პრო­კუ­რა­ტუ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ვი­და, მას მო­ე­ლის პა­ტიმ­რო­ბა, რად­გან ის ბრალ­დე­ბა, რაც უგუ­ლა­ვას წა­რედ­გი­ნა, მო­ითხ­ოვს პა­ტიმ­რო­ბას. მას საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მუხ­ლე­ბი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­სი და­ჭე­რის სურ­ვი­ლი არას­დროს ჰქო­ნი­ა, ბრა­ლი ისე წარ­ვუდ­გი­ნეთ, არ დაგ­ვი­კა­ვე­ბია და არც ერ­თი წუ­თით მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ შეგ­ვიზღ­უ­დავს. გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვენი პო­ზი­ცი­ა, მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მაგ­რამ ამ სა­კითხ­ის გა­დაწყ­ვე­ტა სა­სა­მარ­თლოს მი­ვან­დეთ. მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბას ვერ და­ვიწყ­ებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ საქ­მე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბის, ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხის გა­მო­ყო­ფის და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ფუ­ლის არას­წო­რად გან­კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბის გარ­და, ახა­ლი არა­ფე­რი­ა.

- დი­დი მით­ქმა-­მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია თქვენ მი­ერ ლა­დო ბე­დუ­კა­ძის­თვის ბრა­ლის მოხ­სნამ. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ ბე­დუ­კა­ძეს, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში, რა­ღა­ცის სა­ნაც­ვლოდ აა­ცი­ლეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

- ამ სა­კითხს აქვს ფორ­მა­ლუ­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე. ფორ­მა­ლუ­რად, მთა­ვარ პრო­კუ­რორს აქვს უფ­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, ანუ ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ დგას. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ ას­პექტს, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას წინ უს­წრებ­და რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი: 1. ამ ადა­მი­ა­ნის მი­ერ მო­ტა­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხი­ლე­ბა არა კონ­კრე­ტუ­ლად იმ ეპი­ზო­დე­ბი­სა, არა­მედ მან უბიძ­გა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ფარ­თო გა­მო­ძი­ე­ბის დაწყ­ე­ბას პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დავ­კითხ­ეთ 2.300 პა­ტი­მა­რი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მათ წა­მე­ბას 18-ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მა­თი ჩვე­ნე­ბე­ბის და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ვე­ცით 39 მო­ხე­ლე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბე­დუ­კა­ძის ვი­დე­ო­მა­სა­ლამ და­სა­ბა­მი მის­ცა არა მარ­ტო ამ ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვა­ლი აუ­ხი­ლა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და­ე­ნა­ხათ, რომ ეს ხდე­ბო­და ამ სის­ტე­მა­ში. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მხი­ლე­ბულ იქ­ნა სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, აღიკ­ვე­თა ის, რაც მო­მა­ვალ­ში ათა­სო­ბით პა­ტი­მარს უქად­და იმა­ვე ბედს, რაც ამ ვი­დე­ო­ში ვნა­ხეთ. ამას­თა­ნა­ვე, ამ კაც­მა ეს მა­სა­ლა თა­ვი­სი ნე­ბით წარ­მო­ად­გი­ნა, თვი­თონ მო­ი­ტა­ნა და გვაჩ­ვე­ნა ის და­ნა­შა­უ­ლიც, რო­მელ­შიც თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს ადა­მი­ა­ნი მო­ვა­ლე იყო შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ის, რა­საც სის­ტე­მა მო­ითხ­ოვ­და. კა­რან­ტი­ნის ეპი­ზოდ­ში და­კითხ­უ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არ უნ­დო­დათ პა­ტიმ­რის ცე­მა, მაგ­რამ ასე­თი წე­სი იყო. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და ამ მე­თო­დე­ბით და ეს არ იყო ბე­დუ­კა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. ის იყო ერ­თ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რი­თაც საფ­რთხე­ში ჩა­იგ­დო სა­კუ­თა­რი თა­ვი და ოჯა­ხი. მან ხომ არ იცო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და, მო­ვი­დო­დი პრო­კუ­რო­რად და გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი. არ ჰქონ­და იმის იმე­დი, რომ ასე­თი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი და ამი­ტო­მაც გა­ი­ხიზ­ნა. თვი­თონ რო­გორ უდ­გე­ბა ამ სა­კითხს, ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი­ა. ზო­გი­ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა მითხ­რა, რომ არ მოს­წონ­დათ მი­სი ქცე­ვა პრო­ცეს­ზე, ქედ­მაღ­ლუ­რია და არ ჰგავს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ინა­ნი­ებს ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­სო. ­კა­რან­ტი­ნის სცე­ნის მო­ნა­წი­ლე­ზე კი მო­მი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ ის თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს, ინა­ნი­ებს. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორ ინა­ნი­ებს ან არ ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. მან შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა და და­დო, ხო­ლო ის, ვინც ინა­ნი­ებს, დღე­საც იმა­ვეს გა­აგ­რძე­ლებ­და, რომ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლი­ყო. ანუ მო­ნა­ნი­ე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი და საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი. მე მის მო­რა­ლურ მხა­რეს არ გან­ვსჯი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თუ არა მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში ჩავ­წე­რეთ, რომ მან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის შე­დე­გია მთა­ვა­რი - მან მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­და­არ­ჩი­ნა მსგავ­სი ხელ­ყო­ფი­სა­გან სხვა პა­ტიმ­რე­ბი. ა­ი, ეს არის ის ხედ­ვა, რაც მე ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ვუ­დე.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ბუ­და­პეშ­ტში იმ­ყო­ფე­ბა და უნ­გრე­თის სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ობს.

- ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი და­სად­გე­ნია და და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ინ­ტერ­პოლ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა პრო­ცე­დუ­რა, რომ ადე­იშ­ვილ­ზე გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი იქ­ნეს ძებ­ნა.

- ერთ-ერთი ვერსიით, ჟვა­ნი­ას საქ­მე ჩიხ­ში შე­ვი­და და ის არც არას­დროს გა­იხ­სნე­ბა. ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- არა, გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში არ შე­სუ­ლა. პი­რი­ქით, გა­მო­ძი­ე­ბა წინ მი­დის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ზუს­ტად დად­გინ­დეს, რა მოხ­და - ეს ადა­მი­ა­ნი მოკ­ლუ­ლი­ა, თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი. ამის გაცხ­ა­დე­ბა ამ­ჟა­მად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნი­ა, მაგ­რამ ყვე­ლა სა­კითხ­ი, მათ შო­რის ერ­თ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი, პა­სუხ­გა­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა. დღეს რა კითხ­ვაც აფიქ­რებს და აწ­ვა­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ეს იყო მკვლე­ლო­ბა თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, ამ კითხ­ვა­ზე მა­ლე მკა­ფიოდ მი­ი­ღებთ პა­სუხს.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­თა თქმით, კვი­რა­ში 1-2-ჯერ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას­თან მი­დი­ან მნახ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი­ა. თა­ნამ­შრომ­ლებს თურ­მე სა­ა­თო­ბით კე­ტა­ვენ ოთა­ხებ­ში, რა­თა ვი­ზი­ტო­რე­ბის და­ნახ­ვა ვერ შეძ­ლონ. თქვენ თუ ხართ საქ­მის კურ­სში, ვინ უნ­და სტუმ­რობ­დეს ახა­ლა­ი­ას.

- ბა­ჩო ახა­ლაია გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს. თუ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმებთ იმას, რომ პი­რი აძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ნა­შა­უ­ლის ან დამ­ნა­შა­ვე­თა შე­სა­ხებ, მა­შინ ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ცი­ხის ცხოვ­რე­ბის წესს არე­გუ­ლი­რებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და დე­პარ­ტა­მენ­ტი, ჩვენს ფუნ­ქცი­ებ­ში არ შე­დის, მაგ­რამ რა­საც თქვენ ამ­ბობთ, ასე­თი რამ არ გა­მი­გი­ა, პირ­ვე­ლად მეს­მის.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა