პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ალასანია საქართველოშია?
თემურ ალასანია საქართველოშია?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა, თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წერს.

"თურ­მე, პა­გო­ნე­ბი­ა­ნი ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია ჩა­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში... ეს ან იმას ნიშ­ნავს, რომ მი­შას გა­უ­ჭირ­და, ან იმას, რომ მთე­ლი ოჯა­ხი ძა­ლი­ან არ­ხე­ი­ნად გრძნობს თავს!... და­კი­თხვა­ზე არ უნდა იყოს და­ბა­რე­ბუ­ლი, ნე­ტავ????? და თბი­ლი­სის მა­გივ­რად მოს­კოვს არ უნდა უბ­რუნ­დე­ბო­დეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ეფექ­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რის და­სას­რულს?", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი იქვე 1911 წლის 21 ივ­ლისს თე­ლავ­ში, პოეტ აკა­კი წე­რეთ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ნა­დიმ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის გა­რე­მოც­ვას იმ სის­ტე­მის მემ­კვიდ­რე­ებს უწო­დებს, რომ­ლის მსხვერ­პლიც, თა­ვის დრო­ზე, ეს ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო წი­ნაპ­რე­ბი გახ­დნენ.

"ესე­ნი არ ვიცი წა­ვიდ­ნენ ემიგ­რა­ცი­ა­ში თუ დარ­ჩნენ, მაგ­რამ გაქ­რნენ კი, უფრო სწო­რედ გა­აქ­რეს! და არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ რა მსხვერ­პლი და ფასი გა­და­ი­ხა­და სა­ქარ­თვე­ლომ ამ ერ­თსა­უ­კუ­ნო­ვან საბ­ჭო­თა და პოსტ საბ­ჭო­თა წყო­ბის გამო და მისი "სიმ­შვი­დი­სათ­ვის"! ეს მათ­თვი­საა ნათ­ქვა­მი, პირ­ველ რიგ­ში, ვინც დღეს მის­ტი­რის საბ­ჭო­თა წყო­ბას: იმ­დრო­ინ­დე­ლი სი­წყნა­რე, და­საქ­მე­ბა და უდარ­დო ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის გა­წყვე­ტის ხარ­ჯზე იყო და ქვეყ­ნის გა­დაგ­ვა­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა, რა­საც დღეს ვიმ­კით... მეტი და­ფიქ­რე­ბა გვე­ვა­ლე­ბა როცა წარ­სულს ვარ­დის­ფერ ფე­რებ­ში ვი­გო­ნებთ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ­წყო ასე­ვე გა­უ­საძ­ლი­სია! ისიც ხომ ნა­თე­ლია, რომ მუ­შა­ობს ჯერ კი­დევ ერთი დიდი სის­ტე­მა და­წყე­ბუ­ლი ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ბე­რი­ე­ბით, შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი­თა და მისი დღეს კი­დევ მოქ­მე­დი ლა­ქი­ე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი პა­გო­ნე­ბი­ა­ნი ბი­ძით და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გა­რე­მოც­ვით... ეს სის­ტე­მა ერთი რო­მაა, იმი­ტომ არც არის გა­საკ­ვი­რი ერ­თნა­ირ მე­თო­დებს ხმა­რობ­დეს: და­ბე­ზღე­ბა, და­ში­ნე­ბა, წა­მე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის გაქ­რო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბა და ტყუ­ი­ლი, ტყუ­ი­ლი, უსას­რუ­ლო ტყუ­ი­ლი.... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდეთ და გა­ვი­გოთ, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბა ეს არის იგი­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის გაგ­რძე­ლე­ბა, შე­ვარ­დნა­ძის გა­ცო­ცხლე­ბა... ესე­ნი ხომ ერთი ბო­რო­ტე­ბის სხვა და სხვა გან­სა­ხი­ე­რე­ბე­ბი არი­ან! ამ შავი ხვრე­ლი­დან ან გა­მოს­ვლა გვინ­და ან ჩა­ჭირ­ვა... მე­სა­მე გზა არ არ­სე­ბობს!", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

თემურ ალასანია საქართველოშია?

თემურ ალასანია საქართველოშია?

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"თურმე, პაგონებიანი ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა საქართველოში... ეს ან იმას ნიშნავს, რომ მიშას გაუჭირდა, ან იმას, რომ მთელი ოჯახი ძალიან არხეინად გრძნობს თავს!... დაკითხვაზე არ უნდა იყოს დაბარებული, ნეტავ????? და თბილისის მაგივრად მოსკოვს არ უნდა უბრუნდებოდეს მრავალწლიანი ეფექტური სამსახურის დასასრულს?", - წერს ზურაბიშვილი.

ყოფილი მინისტრი იქვე 1911 წლის 21 ივლისს თელავში, პოეტ აკაკი წერეთლის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას იმ სისტემის მემკვიდრეებს უწოდებს, რომლის მსხვერპლიც, თავის დროზე, ეს ჩვენი საამაყო წინაპრები გახდნენ.

"ესენი არ ვიცი წავიდნენ ემიგრაციაში თუ დარჩნენ, მაგრამ გაქრნენ კი, უფრო სწორედ გააქრეს! და არ უნდა დავივიწყოთ რა მსხვერპლი და ფასი გადაიხადა საქართველომ ამ ერთსაუკუნოვან საბჭოთა და პოსტ საბჭოთა წყობის გამო და მისი "სიმშვიდისათვის"! ეს მათთვისაა ნათქვამი, პირველ რიგში, ვინც დღეს მისტირის საბჭოთა წყობას: იმდროინდელი სიწყნარე, დასაქმება და უდარდო ცხოვრება ჩვენი წინაპრების გაწყვეტის ხარჯზე იყო და ქვეყნის გადაგვარების განადგურებისა, რასაც დღეს ვიმკით... მეტი დაფიქრება გვევალება როცა წარსულს ვარდისფერ ფერებში ვიგონებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამწყო ასევე გაუსაძლისია! ისიც ხომ ნათელია, რომ მუშაობს ჯერ კიდევ ერთი დიდი სისტემა დაწყებული ორჯონიკიძეებით, გაგრძელებული ბერიებით, შევარდნაძეებითა და მისი დღეს კიდევ მოქმედი ლაქიებით, სააკაშვილი მისი პაგონებიანი ბიძით და დაავადებული გარემოცვით... ეს სისტემა ერთი რომაა, იმიტომ არც არის გასაკვირი ერთნაირ მეთოდებს ხმარობდეს: დაბეზღება, დაშინება, წამება, ადამიანების გაქრობა განადგურება და ტყუილი, ტყუილი, უსასრულო ტყუილი.... ამ ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავიგოთ, რომ უკან დაბრუნება ეს არის იგივე სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელება, შევარდნაძის გაცოცხლება... ესენი ხომ ერთი ბოროტების სხვა და სხვა განსახიერებები არიან! ამ შავი ხვრელიდან ან გამოსვლა გვინდა ან ჩაჭირვა... მესამე გზა არ არსებობს!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს