პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველი: "ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები"
მერაბ მეტრეველი: "ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები"

"მე­დია პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი დღეს მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მა­ს­მე­დი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე მა­ს­მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უწყე­ბამ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კად­რე­ბი უჩ­ვე­ნა, რომ­ლებ­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

"ამის ნახ­ვის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა არა­ვის მი­უ­ღია და აქ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად არა­ვინ მოვ­სულ­ვართ,- გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­რაბ მეტ­რე­ველ­მა, - მე იმი­ტომ არ დავ­რჩი, რომ ამის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო, მე უბ­რა­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ვი­ცო­დე სი­მარ­თლე, რა რო­გორ იყო, რაც არ უნდა მძი­მე იყოს ეს სი­მარ­თლე. იმი­ტომ დავ­რჩი და ვნა­ხე ეს ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს გა­ცი­ლე­ბით მძი­მე კად­რე­ბი იყო, ვიდ­რე ცი­ხის კად­რე­ბი, პირ­და­პირ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მა­გი­და­ზე სკო­ჩით დაბ­მუ­ლი და რო­გორ აუ­პა­ტი­უ­რებს მას ვი­ღა­ცა, ვინც პო­ლი­ცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჰყავთ, იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­პა­ტი­უ­რონ.

შემ­დეგ იყო დის­კუ­სია, უნდა გა­ნად­გურ­დეს, არ უნდა გა­ნად­გურ­დეს, თუ რა უნდა ვუქ­ნათ ამ კად­რებს, სის­ტე­მუ­რია, თუ კონ­კრე­ტუ­ლი მა­ნი­ა­კე­ბის ჩა­დე­ნი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე კონ­კრე­ტუ­ლად მი­ჭირს ახლა ვთქვა, ეს სის­ტე­მუ­რია თუ არა, თუმ­ცა, თუ ჩვენ შე­ვა­ჯა­მებთ - სა­მეგ­რე­ლო­ში ასე­თი რამ ხდე­ბო­და, ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ას კი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სკა­მის ფე­ხით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს.

ბორ­ჯომ­ში ასე ხდე­ბო­და, სა­მეგ­რე­ლო­ში, ცი­ხე­ებ­ში ასე ხდე­ბო­და. ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა დაგ­რჩეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სის­ტე­მა იდგა ამა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ მეტვრე­ველ­მა "პა­ლიტ­რა TV"-თან სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ეს სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბია" - რას ყვე­ბი­ან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შსს-ში შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ

მერაბ მეტრეველი: "ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები"

მერაბ მეტრეველი: "ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები"

"მედია პალიტრის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მასმედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწყებამ სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები უჩვენა, რომლებზეც ადამიანების წამება და გაუპატიურებაა აღბეჭდილი.

"ამის ნახვისგან სიამოვნება არავის მიუღია და აქ სიამოვნების მისაღებად არავინ მოვსულვართ,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ მეტრეველმა, - მე იმიტომ არ დავრჩი, რომ ამისგან სიამოვნება მიმეღო, მე უბრალოდ ჟურნალისტი ვარ და ვალდებული ვარ, ვიცოდე სიმართლე, რა როგორ იყო, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს სიმართლე. იმიტომ დავრჩი და ვნახე ეს ყველაფერი. შეიძლება ითქვას, რომ ეს გაცილებით მძიმე კადრები იყო, ვიდრე ციხის კადრები, პირდაპირ იყო გადაღებული ადამიანი მაგიდაზე სკოჩით დაბმული და როგორ აუპატიურებს მას ვიღაცა, ვინც პოლიციაში სპეციალურად ჰყავთ, იმისთვის, რომ ადამიანები აუპატიურონ.

შემდეგ იყო დისკუსია, უნდა განადგურდეს, არ უნდა განადგურდეს, თუ რა უნდა ვუქნათ ამ კადრებს, სისტემურია, თუ კონკრეტული მანიაკების ჩადენილია ეს ყველაფერი. მე კონკრეტულად მიჭირს ახლა ვთქვა, ეს სისტემურია თუ არა, თუმცა, თუ ჩვენ შევაჯამებთ - სამეგრელოში ასეთი რამ ხდებოდა, ბორჯომის პოლიციას კი მაღალჩინოსნები ჰყავდა დაკავებული რამდენიმე თვის წინ, სკამის ფეხით აუპატიურებდნენ ადამიანებს.

ბორჯომში ასე ხდებოდა, სამეგრელოში, ციხეებში ასე ხდებოდა. ბოლოს შეიძლება დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ სისტემა იდგა ამაზე", - განაცხადა მერაბ მეტვრეველმა "პალიტრა TV"-თან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: "ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები