მადონა ნიუ-იორკში დოკუმენტურ ფილმ Madonna: The MDNA Tour-ის პრემიერაზე მარლენ დიტრიხის იმიჯით მივიდა. პოპის დედოფალმა ფილმ "მაროკოდან" კინოვარსკვლავის ჩაცმულობა გაიმეორა. მომღერალმა მამაკაცის კოსტუმი და ცილინდრი მოიგო.
კლასიკური ტანსაცმელი მადონამ ასო М-ის ფორმის ბეჭდით და ჯაჭვის ხელთათმანით შეავსო. კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ მომღერალი ხელთათმანებს ასე ხშირად ასაკის შესანიღბად ატარებს, რადგან ქალის ასაკს ხელები და ყელი გასცემს - მადონა კი მათ დამალვას ხშირად ცდილობს.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.