პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინე მიზანდარი - ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვეტილია
მარინე მიზანდარი - ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვეტილია

გე­ლა­თის გამო ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი საფრ­თხე­ში მყოფ ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში იუ­ნეს­კომ დრო­ე­ბით და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე მა­რი­ნე მი­ზან­დარ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც კამ­ბო­ჯა­ში მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის 37-ე სე­სი­ა­ში ღე­ბუ­ლობს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია იუ­ნეს­კოს კო­მი­ტე­ტის სე­სი­ა­ზე დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, იუ­ნეს­კომ გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება და დრო­ე­ბით, ბაგ­რა­ტი საფრ­თხე­ში მყო­ფი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში და­ტო­ვა, რად­გან ამ სი­ი­დან გე­ლა­თი არ ამო­ვარ­დნი­ლი­ყო.

"ფორ­მა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ბაგ­რა­ტი საფრ­თხე­ში მყოფ ძეგლ­თა ნუს­ხა­ში ერთი წელი იქ­ნე­ბა თუ მეტი იქ­ნე­ბა. ბაგ­რა­ტის მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბის სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში ერთი წლის მერე შევა, თუ ორის, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. იუ­ნეს­კომ გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება და ნუს­ხი­დან ბაგ­რა­ტი ახლა არ ამო­ი­ღო, რად­გან ბაგ­რა­ტი და გე­ლა­თი ერთი ნო­მი­ნა­ცი­ის ორი კომ­პო­ნენ­ტია. მოგ­ვცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ბაგ­რა­ტი გე­ლა­თით ჩა­ვა­ნაც­ვლოთ და იგი და­მო­უ­კი­დებ­ლად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - დას­ძი­ნა მა­რი­ნა მი­ზან­დარ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ნო­მი­ნა­ცი­ის სა­ზღვრე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ. შექ­მნი­ან სა­მუ­შაო ჯგუფს, რო­მე­ლიც გე­ლა­თის გა­მორ­ჩე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად და და­სა­დას­ტუ­რებ­ლად იმუ­შა­ვებს. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ იუ­ნეს­კო გე­ლათს ცალ­კე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­იყ­ვანს.

"ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი არი­ან ბაგ­რა­ტის პრე­ცე­დენ­ტით და ეს ყოყ­მა­ნი მათ სა­უ­ბარ­ში იგ­რძნო­ბა. უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა, რომ ერთი ნო­მი­ნა­ცი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ორი კომ­პო­ნენ­ტი­დან ერთი ამო­ვარ­დეს და მე­ო­რე დარ­ჩეს. იუ­ნეს­კოს­თვი­საც საფრ­თხი­ლოა, რო­გორც პრე­ცე­დენ­ტი. გე­ლათ­ზეც ფრთხი­ლად სა­უბ­რო­ბენ და გვთხო­ვეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია იყოს", - აღ­ნიშ­ნა მი­ზან­დარ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იმე­დოვ­ნებს, რომ გე­ლა­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა და ცალ­კე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მოხ­ვდე­ბა.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მცხე­თის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც იუ­ნეს­კოს კო­მი­ტე­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით საფრ­თხე­ში მყოფ ძეგლ­თა ნუს­ხა­ში დარ­ჩა.

"მცხე­თა­ზე არა­ნა­რი საფრ­თხი­ლო ჩა­ნა­წე­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. პი­რი­ქით, და­დე­ბი­თად შე­ფას­და ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის, ასე­ვე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და მცხე­თის გამ­გე­ო­ბის მიერ კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის გამ­წო­ვი სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბა. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში მკაც­რი მი­თი­თე­ბე­ბია, რომ შე­იქ­მნას მცხე­თის ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი. იმე­დი მაქვს, რომ მცხე­თის ძეგ­ლე­ბი, მო­მა­ვალ­ში, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ნუს­ხას და­უბ­რუნ­დე­ბა", - დას­ძი­ნა მა­რი­ნა მი­ზან­დარ­მა.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ნიკა ვა­ჩე­იშ­ვილ­მა კი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ჯერ ამო­ღე­ბუ­ლია არ არის. იუ­ნეს­კოს კო­მი­ტე­ტის 37-ე სე­სი­ამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

მარინე მიზანდარი - ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვეტილია

მარინე მიზანდარი - ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვეტილია

გელათის გამო ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ ძეგლების ნუსხაში იუნესკომ დროებით დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მარინე მიზანდარმა განუცხადა, რომელიც კამბოჯაში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიაში ღებულობს მონაწილეობას.

ქართული დელეგაცია იუნესკოს კომიტეტის სესიაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება.

მინისტრის მოადგილის თქმით, იუნესკომ გამოიჩინა კეთილი ნება და დროებით, ბაგრატი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში დატოვა, რადგან ამ სიიდან გელათი არ ამოვარდნილიყო.

"ფორმალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბაგრატი საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში ერთი წელი იქნება თუ მეტი იქნება. ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხი გადაწყვეტილია. ეს გადაწყვეტილება ძალაში ერთი წლის მერე შევა, თუ ორის, მნიშვნელობა არ აქვს. იუნესკომ გამოიჩინა კეთილი ნება და ნუსხიდან ბაგრატი ახლა არ ამოიღო, რადგან ბაგრატი და გელათი ერთი ნომინაციის ორი კომპონენტია. მოგვცეს საშუალება ბაგრატი გელათით ჩავანაცვლოთ და იგი დამოუკიდებლად იყოს წარმოდგენილი", - დასძინა მარინა მიზანდარმა.

მისივე განმარტებით, ნომინაციის საზღვრების ცვლილებაზე იმუშავებენ. შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც გელათის გამორჩეული ღირებულების წარმოსაჩენად და დასადასტურებლად იმუშავებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იუნესკო გელათს ცალკე ნომინაციაში აუცილებლად შეიყვანს.

"ძალიან შეწუხებული არიან ბაგრატის პრეცედენტით და ეს ყოყმანი მათ საუბარში იგრძნობა. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ერთი ნომინაციის შემადგენელი ორი კომპონენტიდან ერთი ამოვარდეს და მეორე დარჩეს. იუნესკოსთვისაც საფრთხილოა, როგორც პრეცედენტი. გელათზეც ფრთხილად საუბრობენ და გვთხოვეს, რომ რაც შეიძლება დასაბუთებული არგუმენტაცია იყოს", - აღნიშნა მიზანდარმა.

მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ გელათი უნივერსალური ღირებულებისაა და ცალკე ნომინაციაში მოხვდება.

კულტურის მინისტრის მოადგილემ მცხეთის ძეგლების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც იუნესკოს კომიტეტის რეზოლუციით საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დარჩა.

"მცხეთაზე არანარი საფრთხილო ჩანაწერი არ გაკეთებულა. პირიქით, დადებითად შეფასდა ახალი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მიერ იუსტიციის სახლის, ასევე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მცხეთის გამგეობის მიერ კანალიზაციის გამწოვი სისტემის მშენებლობის პროექტის შეჩერება. რეზოლუციაში მკაცრი მითითებებია, რომ შეიქმნას მცხეთის ქალაქგეგმარებითი პროექტები. იმედი მაქვს, რომ მცხეთის ძეგლები, მომავალში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხას დაუბრუნდება", - დასძინა მარინა მიზანდარმა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხიდან ჯერ ამოღებულია არ არის. იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ რეზოლუცია მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

"გელათის მხატვრობის განადგურება ჩემი ბრალი ყოფილა" - "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეო და საპასუხო ბრალდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან