პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"
"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 16 პირი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სხდო­მე­ბი და­ხუ­რუ­ლი იყო. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე გა­მო­ძი­ე­ბას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის: მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძის, მა­ნუ­ჩარ ლომ­თა­ძის, კობა ჩიკ­ვა­ტი­ას, გუ­რამ ცო­მა­ი­ას, ლე­ვან ფხა­ლა­ძის, ბო­რის ფა­რუ­ლა­ვას, ალექ­სან­დრე ჯან­ჯღა­ვას და და­ვით მე­ცხოვ­რიშ­ვი­ლის მი­მართ სხვა­დას­ხვა პი­რო­ბით, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა დამ­ტკიც­და, ხოლო გაგა მკურ­ნა­ლი­ძის, და­ვით ხუ­ჭუ­ას, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლის, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას, გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის, მათე ელ­ბა­ქი­ძის, თე­მურ ჭა­ჭი­ას მი­მართ საქ­მე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვით დას­რულ­და...

გა­სა­მარ­თლე­ბულ­თა შო­რის არ აღ­მოჩ­ნდა გლ­და­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი, არა­და, მას არა­ერ­თი პა­ტი­მა­რი ამ­ხელს გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კე­ში. ე.წ. ცი­ხის სკან­და­ლურ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, სხვა­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს, თუმ­ცა, მათ შო­რის იქ­ნე­ბა თუ არა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლის მი­მართ პა­ტიმ­რებს მა­ში­ნაც ჰქონ­დათ პრე­ტენ­ზი­ე­ბი, როცა ის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი იყო. უშუ­ა­ლოდ მას ამ­ხელ­დნენ ცემა-წა­მე­ბა­ში. კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი მა­შინ უცხო­ელ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მაც შე­ის­წავ­ლეს და დას­კვნაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ამის გამო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს(?!). შემ­დეგ ლა­გო­დე­ხის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო. ცი­ხის სკან­და­ლურ კად­რებ­ში ბუ­თლი­აშ­ვი­ლი ამო­იც­ნეს და მისი დას­ჯის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ლა­გო­დეხ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ცი­ხის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მტკი­ცე­ბით, ის ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ერთ-ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლია(?!). სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­ვა­ზუს­ტეთ, კერ­ძოდ რო­მელ სას­წავ­ლე­ბელ­ში მუ­შა­ობს გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი. მას წლე­ბის წინ, პა­ტიმ­რო­ბი­სას ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­აც ამ­ხელ­და და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით ჰყვე­ბო­და მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ზე.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია: - რო­დე­საც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მიყ­ვა­ნეს, გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი იქ დი­რექ­ტო­რი იყო. მახ­სოვს, ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი პა­ტი­მა­რი წე­რე­თე­ლი წა­მალს ითხოვ­და, რის­თვი­საც ცხვე­დი­ან­მა და ბუ­თლი­აშ­ვილ­მა სას­ტი­კად სცე­მეს...

ვა­ცხა­დებ, პი­რა­დად ბუ­თლი­აშ­ვი­ლი ღა­მით სას­ტი­კად გა­უს­წორ­და სუ­ლით ავად­მყოფ ტა­რი­ელ საყ­ვა­რე­ლი­ძეს წამ­ლის მო­თხოვ­ნის გამო. გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ტიმ­რე­ბის მორ­გში ჩაყ­ვა­ნა­ში, ჩა­კეტ­ვა­სა და წა­მე­ბა­ში...

მა­შინ სწო­რედ ამ ფაქ­ტე­ბის გამო და­ვი­წყე შიმ­ში­ლო­ბა. ბუ­თლი­აშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გლ­დან­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს. სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სად კი არა­ნაკ­ლე­ბი ჯა­ლა­თი ვაჟა ცხვე­დი­ა­ნი მო­იყ­ვა­ნეს. ცხვე­დი­ა­ნი დღეს და­კა­ვე­ბუ­ლია, ბუ­თლი­აშ­ვი­ლი - თა­ვი­სუ­ფა­ლი. მერ­წმუ­ნეთ, ცხვე­დი­ან­ზე უა­რესს სჩა­დი­ო­და ბუ­თლი­აშ­ვი­ლი. ის იყო ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ჯა­ლა­თი. გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არის დღეს და­უს­ჯე­ლი. ის იყო პირ­წა­ვარ­დნი­ლი გა­რე­წა­რი, კბი­ლაშ­ვი­ლი კი ამ­ბობს, - პა­ტიმ­რის მო­ნა­თხრო­ბი არ და­ი­ჯე­რე­ბა, მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბაო... რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, როცა ამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი ჰყვე­ბა, რა სა­ში­ნე­ლე­ბა­საც აკე­თებ­და? პა­ტი­მარს წა­მე­ბი­სას რო­გორ უნდა გა­და­ე­ღო კად­რე­ბი?

ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი: - 2011 წლის აპ­რი­ლი იყო. გა­მო­მიყ­ვა­ნეს საკ­ნი­დან და შე­მიყ­ვა­ნეს ბუ­თლი­აშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში. მო­მე­სალ­მა და მკი­თხა, - ეტა­პით ზო­ნა­ში გა­დას­ვლა ხომ არ გინ­დაო. ეს ყვე­ლა პა­ტიმ­რის ოც­ნე­ბა იყო, რად­გან იქ რე­ჟი­მი უკე­თე­სია და ჰა­ერ­ზე გას­ვლა შე­გიძ­ლია. მინ­და-მეთ­ქი. მა­შინ ხელი უნდა და­ა­დო რო­მე­ლი­მე ოფი­ცერს და თქვა, რომ ზო­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­ნაც­ვლოდ ფულს სთა­ვა­ზობ­დიო. ეს რო­გორ ვქნა, როცა მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა-მეთ­ქი. შენ ხელი და­ა­დე და და­ნარ­ჩენს ჩვენ მივ­ხე­დავ­თო. სხვამ რომ მი­თხრას, თქვენ და­გა­დოთ ხელი, რას იტყვით-მეთ­ქი, ჩემ გარ­და ნე­ბის­მი­ერს და­ა­დე ხელი, თუ არა­და, და­ი­ლე­წე­ბიო. ტყუ­ი­ლად ხელს ვერ და­ვა­დებ-მეთ­ქი. ოფი­ცერს და­უ­ძა­ხა, - კა­რან­ტინ­ში წა­იყ­ვა­ნეო. პირ­ველ დაშ­ლა­ზე არ ამიყ­ვა­ნეს,

სა­კან­ში 200 კა­ცამ­დე იყო დაშ­ლის დროს, აქე­დან მი­ნი­უმ 150-ის ცე­მას პი­რა­დად ვუ­ყუ­რე. დავ­თვა­ლე ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ უცე­მი­ათ - მათ ახ­ლო­ბელს ჰქონ­და და­რე­კი­ლი და იმი­ტომ. ერ­თმა თქვა, ჩემ გამო და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა და­რე­კაო. ერთი პა­ტი­მა­რი, 18 წლის ბიჭი, ისეთ დღე­ში ჩა­ვარ­და, ში­შით ჩა­ის­ვე­ლა.

150-ლა­რი­ა­ნი ნივ­თის ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ და 5.000 ლარს სთხოვ­დნენ საპ­რო­ცე­სო­ში. იქვე იდგა მუ­ხა­ძე. მე­ო­რე პა­ტი­მარ­მა უთხრა, - პა­ტი­მარ­მა ჩა­იფ­საო.

მუ­ხა­ძე მოგ­ვიბ­რუნ­და და - ვინც ჩა­იფ­სამთ, იმათ არ გცემ­თო. ის ბიჭი არ უცე­მი­ათ, ისე გა­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­ხედ­ვა­რე ერთ-ერ­თმა 50-ოდე წლის პა­ტი­მარ­მა მათ შე­ა­გი­ნა და არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი უწო­და. ის კაცი სას­ტი­კად სცე­მეს. მოტ­რი­ალ­და ბუ­თლი­აშ­ვი­ლი და ამ ნა­წა­მებ კაცს ფე­ხე­ბი გა­და­ა­ლა­ჯა და ზე­მო­დან და­აფ­სა. მის ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

ციხის სკანდალური კადრების საქმეზე ბრალდებული 16 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. დაზარალებულთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით, სხდომები დახურული იყო. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა. ბრალდებულების: მამუკა ჩხიტუნიძის, მანუჩარ ლომთაძის, კობა ჩიკვატიას, გურამ ცომაიას, ლევან ფხალაძის, ბორის ფარულავას, ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილის მიმართ სხვადასხვა პირობით, საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, ხოლო გაგა მკურნალიძის, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, მათე ელბაქიძის, თემურ ჭაჭიას მიმართ საქმე არსებითი განხილვით დასრულდა...

გასამართლებულთა შორის არ აღმოჩნდა გლდანის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი გოგა ბუთლიაშვილი, არადა, მას არაერთი პატიმარი ამხელს განსაკუთრებულ სისასტიკეში. ე.წ. ციხის სკანდალურ საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვათა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, თუმცა, მათ შორის იქნება თუ არა ბუთლიაშვილი, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

გოგა ბუთლიაშვილის მიმართ პატიმრებს მაშინაც ჰქონდათ პრეტენზიები, როცა ის ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორი იყო. უშუალოდ მას ამხელდნენ ცემა-წამებაში. კონკრეტული ფაქტები მაშინ უცხოელმა დამკვირვებლებმაც შეისწავლეს და დასკვნაც გამოაქვეყნეს. ამის გამო სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იძულებული გახდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ბუთლიაშვილი. თუმცა მოგვიანებით გლდანის მე-8 საპყრობილეში სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს(?!). შემდეგ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ციხის სკანდალურ კადრებში ბუთლიაშვილი ამოიცნეს და მისი დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა ლაგოდეხში. საბოლოოდ, ის თანამდებობიდან გადადგა. ციხის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის მტკიცებით, ის ამჟამად თბილისის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელია(?!). სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დავაზუსტეთ, კერძოდ რომელ სასწავლებელში მუშაობს გოგა ბუთლიაშვილი. მას წლების წინ, პატიმრობისას ცოტნე გამსახურდიაც ამხელდა და სასამართლო პროცესებზე დაწვრილებით ჰყვებოდა მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

ცოტნე გამსახურდია: - როდესაც ციხის საავადმყოფოში მიმიყვანეს, გოგა ბუთლიაშვილი იქ დირექტორი იყო. მახსოვს, ახალი ნაოპერაციევი პატიმარი წერეთელი წამალს ითხოვდა, რისთვისაც ცხვედიანმა და ბუთლიაშვილმა სასტიკად სცემეს...

ვაცხადებ, პირადად ბუთლიაშვილი ღამით სასტიკად გაუსწორდა სულით ავადმყოფ ტარიელ საყვარელიძეს წამლის მოთხოვნის გამო. გოგა ბუთლიაშვილი პირადად მონაწილეობდა პატიმრების მორგში ჩაყვანაში, ჩაკეტვასა და წამებაში...

მაშინ სწორედ ამ ფაქტების გამო დავიწყე შიმშილობა. ბუთლიაშვილი თანამდებობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გლდანში სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს. სამკურნალო დაწესებულების უფროსად კი არანაკლები ჯალათი ვაჟა ცხვედიანი მოიყვანეს. ცხვედიანი დღეს დაკავებულია, ბუთლიაშვილი - თავისუფალი. მერწმუნეთ, ცხვედიანზე უარესს სჩადიოდა ბუთლიაშვილი. ის იყო ყველაზე სასტიკი ჯალათი. გაუგებარია, რატომ არის დღეს დაუსჯელი. ის იყო პირწავარდნილი გარეწარი, კბილაშვილი კი ამბობს, - პატიმრის მონათხრობი არ დაიჯერება, მეტი მტკიცებულება გვჭირდებაო... რა მტკიცებულება სჭირდება, როცა ამდენი პატიმარი ჰყვება, რა საშინელებასაც აკეთებდა? პატიმარს წამებისას როგორ უნდა გადაეღო კადრები?

ყოფილი პატიმარი არმაზ ხარძიანი: - 2011 წლის აპრილი იყო. გამომიყვანეს საკნიდან და შემიყვანეს ბუთლიაშვილის კაბინეტში. მომესალმა და მკითხა, - ეტაპით ზონაში გადასვლა ხომ არ გინდაო. ეს ყველა პატიმრის ოცნება იყო, რადგან იქ რეჟიმი უკეთესია და ჰაერზე გასვლა შეგიძლია. მინდა-მეთქი. მაშინ ხელი უნდა დაადო რომელიმე ოფიცერს და თქვა, რომ ზონაში გადაყვანის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდიო. ეს როგორ ვქნა, როცა მსგავსი რამ არ მომხდარა-მეთქი. შენ ხელი დაადე და დანარჩენს ჩვენ მივხედავთო. სხვამ რომ მითხრას, თქვენ დაგადოთ ხელი, რას იტყვით-მეთქი, ჩემ გარდა ნებისმიერს დაადე ხელი, თუ არადა, დაილეწებიო. ტყუილად ხელს ვერ დავადებ-მეთქი. ოფიცერს დაუძახა, - კარანტინში წაიყვანეო. პირველ დაშლაზე არ ამიყვანეს,

საკანში 200 კაცამდე იყო დაშლის დროს, აქედან მინიუმ 150-ის ცემას პირადად ვუყურე. დავთვალე ისეთებიც, რომლებიც არ უცემიათ - მათ ახლობელს ჰქონდა დარეკილი და იმიტომ. ერთმა თქვა, ჩემ გამო დავით დარჩიაშვილმა დარეკაო. ერთი პატიმარი, 18 წლის ბიჭი, ისეთ დღეში ჩავარდა, შიშით ჩაისველა.

150-ლარიანი ნივთის ქურდობას ედავებოდნენ და 5.000 ლარს სთხოვდნენ საპროცესოში. იქვე იდგა მუხაძე. მეორე პატიმარმა უთხრა, - პატიმარმა ჩაიფსაო.

მუხაძე მოგვიბრუნდა და - ვინც ჩაიფსამთ, იმათ არ გცემთო. ის ბიჭი არ უცემიათ, ისე გაიყვანეს. ამის შემხედვარე ერთ-ერთმა 50-ოდე წლის პატიმარმა მათ შეაგინა და არაადამიანები უწოდა. ის კაცი სასტიკად სცემეს. მოტრიალდა ბუთლიაშვილი და ამ ნაწამებ კაცს ფეხები გადაალაჯა და ზემოდან დააფსა. მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ