მსოფლიოს საუკეთესო ტუროპერატორთა სამეულში შემავალი "პეგას ტურისტიკი " საქართველოში იწყებს ოპერირებას.
წამყვანი ტურისტული ოპერატორი "პეგას ტურისტიკი", რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე 19 წელზე მეტია ოპერირებს, თბილისიდან პირველ ჩარტერულ რეისს ანტალიის მიმართულებით "თურქიშ ეიარლაინის" ბორტით 13 ივნისს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, "პეგას ტურისტიკი" მომხმარებელს დასვენების ახალ კონცეფციას სთავაზობს, მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული ტურები მსოფლიოს 23 ქვეყანაში მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
პირველი მიმართულება, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული ტუროპერატორი გათვლას აკეთებს, თურქეთია.
"პეგას ტურისტიკის" ტურების შეძენა მსურველებს ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში 330 აშშ დოლარიდან შეუძლიათ, ფრენებს "თურქიშ ეარლაინის" ბორტი კვირაში ერთხელ 13 ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე განახორციელებს.
"პეგას ტურისტიკი" არაერთხელ გამხდარა მსოფლიოში წამყვანი ტურისტული ჯილდოების მფლობელი, როგორც მომსახურების, ისე საუკეთესო მიმართულებების და ოპტიმალური ფასების შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კუთხით. იგი მსოფლიოს საუკეთესო ტუროპერატორთა სამეულში შედის.
"მოხარულები ვართ, რომ "პეგას ტურისტიკის" მსოფლიო კლასის მომსახურებით საქართველოშიც ისარგებლებენ. ჩვენი ძირითადი ორიენტირი მომხმარებლის კმაყოფილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ტურისტულ ბაზარზე გაჩნდება საერთაშორისო მოთამაშე, რომელიც განსაკუთებულად მაღალ სტანდარტს დააწესებს ამ ბიზნესში",-ამბობს კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბერაია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9