პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდე­ბა აკრძალული ნივთების შეგ­ზავ­ნა ცი­ხე­ში
რა ჯდე­ბა აკრძალული ნივთების შეგ­ზავ­ნა ცი­ხე­ში

ამას წი­ნათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნაცხ­ა­და: "მიმ­დი­ნა­რე წელს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში 34-მდე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი პა­ტიმ­რებს უკა­ნა ტან­ში ჰქონ­დათ და­მა­ლუ­ლი. მა­ლე გვექ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­ა­ად­ვი­ლებს კონ­ტროლს სის­ტე­მა­ში". სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა გზით აღ­წევს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი და რა­ტომ მო­ეთხ­ო­ვე­ბა ამ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი მხო­ლოდ პა­ტიმ­რებს? - გვე­სა­უბ­რე­ბა ად­ვო­კა­ტი და ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი თა­მი­ლა ქუ­თა­თე­ლა­ძე:

- აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე ვე­რაფ­რით მოხ­ვდე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად საქ­მის კურ­სში არი­ან ზო­ნის უფ­რო­სი, დი­რექ­ტო­რი და ე.წ. დე­პენ­კე­ბი, ანუ მო­რი­გე­ე­ბი. მა­თი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ცი­ხე­ში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს შე­ი­ტანს. პა­ტიმ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა კი, რო­გორც წე­სი, კვი­რა­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა.

- რო­გორ ის­ჯე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის მფლო­ბე­ლი პა­ტი­მა­რი?

- და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩე­მი ყოფ­ნი­სას აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი ნამ­დვი­ლად არ ამო­ღე­ბუ­ლა, გარ­და ერ­თი შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც პა­ტი­მარ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ა­ბა­რა ნივ­თი. მან ამი­სათ­ვის მი­ი­ღო საყ­ვე­დუ­რი და ათ­დღი­ა­ნი კარ­ცე­რი, ანუ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით შე­მო­ი­ფარ­გლა.

- თუ იცით, რა თან­ხა უჯ­დე­ბა პა­ტიმ­რის ახ­ლო­ბელს ცი­ხე­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შეგ­ზავ­ნა?

- რო­გორც მახ­სოვს, მო­ბი­ლუ­რის შეგ­ზავ­ნა 500, 700 და 800 ლა­რი ჯდე­ბო­და, გა­აჩ­ნი­ა, ტე­ლე­ფო­ნის მო­დელს, რაც უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, მით ძვი­რი უჯ­დე­ბა მი­სი შეგ­ზავ­ნა პა­ტიმ­რის პატ­რონს.

- კი­დევ რა ით­ვლე­ბა აკ­რძა­ლულ ნივ­თად?

- და­ნა და ნარ­კო­ტი­კი. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ქალ­თა კო­ლო­ნია მატ­რო­სოვ­ზე იყო, მა­შინ იქ ნარ­კო­ტი­კიც შე­დი­ო­და, რუს­თავ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ კი ასე­თი შემ­თხვე­ვა აღარ ყო­ფი­ლა.

- თუ­კი მთე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია საქ­მის კურ­სში­ა, ნივ­თის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რა­ტომ ის­ჯე­ბა მხო­ლოდ პა­ტი­მა­რი? ან იქ­ნებ დამ­დგა­რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრომ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და არ ვი­ცით?

- ეს სა­კი­თხი არა­ერ­თხელ გა­მიპ­რო­ტეს­ტე­ბი­ა. გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ პა­ტიმ­რის დას­ჯით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ხო­ლო იმას, სა­ი­დან მოხ­ვდა ეს ნივ­თი მის ხელ­ში­ა, არც ად­რე იძი­ებ­დნენ და არც ახ­ლა. მი­ნის­ტრმა რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა ეს ნივ­თე­ბი, დად­გა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი, თუ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­ვდა ის ნივ­თე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? მათ რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნონ არა მარ­ტო პა­ტიმ­რებ­ზე, არა­მედ დი­რექ­ტორ­ზე, ზო­ნის უფ­როს­ზე, მო­რი­გე­ებ­ზე და ამას ვე­ღა­რა­ვინ გა­ბე­დავს. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იყოს სა­მა­გა­ლი­თო. ად­რე ვინ­მეს თუ აღ­მო­უ­ჩენ­დნენ მო­ბი­ლურს, ის პა­ტი­მა­რი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კარ­ცერ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, უა­რეს­ში კი - 2 ან 3 წელს უმა­ტებ­დნენ სას­ჯელს. უფ­რო­სო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით თუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ეს არც ხმა­ურ­დე­ბო­და. ისე მო­აწყ­ობ­დნენ, თით­ქოს პა­ტი­მა­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აბა­რებ­და ტე­ლე­ფონს. იმას არა­ვინ იკ­ვლევ­და, სა­ი­დან მოხ­ვდა პა­ტი­მარ­თან აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სხვა აკ­რძა­ლულ ნივ­თებ­თან ერ­თად ნარ­კო­ტი­კე­ბიც შე­დის ცი­ხე­ებ­ში, და რომ ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას კვლავ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ...

- სამ­წუ­ხა­როდ, ნამ­დვი­ლად გამ­წვავ­და ეს თე­მა. გარ­და ამი­სა, კვლავ ხდე­ბა "ობ­ში­ა­კე­ბის" აკ­რე­ბაც. უსაფ­რთხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის უსაფ­რთხო­ე­ბა, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა და აღ­კვე­თოს და­ნა­შა­უ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში, მე რომ და­მა­კა­ვეს, ცი­ხე­ში ნარ­კო­ტი­კე­ბი ნამ­დვი­ლად აღარ შე­დი­ო­და, მაგ­რამ ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ითხ­ო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, ახ­ლებ­მა კი არ იცი­ან პა­ტიმ­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია და ის, თუ რო­გორ მარ­თონ ზო­ნებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ა.

ესა­უბ­რა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რა ჯდე­ბა აკრძალული ნივთების შეგ­ზავ­ნა ცი­ხე­ში

რა ჯდე­ბა აკრძალული ნივთების შეგ­ზავ­ნა ცი­ხე­ში

ამას წი­ნათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნაცხ­ა­და: "მიმ­დი­ნა­რე წელს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში 34-მდე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი პა­ტიმ­რებს უკა­ნა ტან­ში ჰქონ­დათ და­მა­ლუ­ლი. მა­ლე გვექ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­ა­ად­ვი­ლებს კონ­ტროლს სის­ტე­მა­ში". სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა გზით აღ­წევს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი და რა­ტომ მო­ეთხ­ო­ვე­ბა ამ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი მხო­ლოდ პა­ტიმ­რებს? - გვე­სა­უბ­რე­ბა ად­ვო­კა­ტი და ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი თა­მი­ლა ქუ­თა­თე­ლა­ძე:

- აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე ვე­რაფ­რით მოხ­ვდე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად საქ­მის კურ­სში არი­ან ზო­ნის უფ­რო­სი, დი­რექ­ტო­რი და ე.წ. დე­პენ­კე­ბი, ანუ მო­რი­გე­ე­ბი. მა­თი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ცი­ხე­ში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს შე­ი­ტანს. პა­ტიმ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა კი, რო­გორც წე­სი, კვი­რა­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა.

- რო­გორ ის­ჯე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის მფლო­ბე­ლი პა­ტი­მა­რი?

- და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩე­მი ყოფ­ნი­სას აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი ნამ­დვი­ლად არ ამო­ღე­ბუ­ლა, გარ­და ერ­თი შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც პა­ტი­მარ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ა­ბა­რა ნივ­თი. მან ამი­სათ­ვის მი­ი­ღო საყ­ვე­დუ­რი და ათ­დღი­ა­ნი კარ­ცე­რი, ანუ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით შე­მო­ი­ფარ­გლა.

- თუ იცით, რა თან­ხა უჯ­დე­ბა პა­ტიმ­რის ახ­ლო­ბელს ცი­ხე­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შეგ­ზავ­ნა?

- რო­გორც მახ­სოვს, მო­ბი­ლუ­რის შეგ­ზავ­ნა 500, 700 და 800 ლა­რი ჯდე­ბო­და, გა­აჩ­ნი­ა, ტე­ლე­ფო­ნის მო­დელს, რაც უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, მით ძვი­რი უჯ­დე­ბა მი­სი შეგ­ზავ­ნა პა­ტიმ­რის პატ­რონს.

- კი­დევ რა ით­ვლე­ბა აკ­რძა­ლულ ნივ­თად?

- და­ნა და ნარ­კო­ტი­კი. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ქალ­თა კო­ლო­ნია მატ­რო­სოვ­ზე იყო, მა­შინ იქ ნარ­კო­ტი­კიც შე­დი­ო­და, რუს­თავ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ კი ასე­თი შემ­თხვე­ვა აღარ ყო­ფი­ლა.

- თუ­კი მთე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია საქ­მის კურ­სში­ა, ნივ­თის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რა­ტომ ის­ჯე­ბა მხო­ლოდ პა­ტი­მა­რი? ან იქ­ნებ დამ­დგა­რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრომ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი და არ ვი­ცით?

- ეს სა­კითხი არა­ერ­თხელ გა­მიპ­რო­ტეს­ტე­ბი­ა. გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ პა­ტიმ­რის დას­ჯით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ხო­ლო იმას, სა­ი­დან მოხ­ვდა ეს ნივ­თი მის ხელ­ში­ა, არც ად­რე იძი­ებ­დნენ და არც ახ­ლა. მი­ნის­ტრმა რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა ეს ნივ­თე­ბი, დად­გა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი, თუ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­ვდა ის ნივ­თე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? მათ რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნონ არა მარ­ტო პა­ტიმ­რებ­ზე, არა­მედ დი­რექ­ტორ­ზე, ზო­ნის უფ­როს­ზე, მო­რი­გე­ებ­ზე და ამას ვე­ღა­რა­ვინ გა­ბე­დავს. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იყოს სა­მა­გა­ლი­თო. ად­რე ვინ­მეს თუ აღ­მო­უ­ჩენ­დნენ მო­ბი­ლურს, ის პა­ტი­მა­რი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კარ­ცერ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, უა­რეს­ში კი - 2 ან 3 წელს უმა­ტებ­დნენ სას­ჯელს. უფ­რო­სო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით თუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ეს არც ხმა­ურ­დე­ბო­და. ისე მო­აწყ­ობ­დნენ, თით­ქოს პა­ტი­მა­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აბა­რებ­და ტე­ლე­ფონს. იმას არა­ვინ იკ­ვლევ­და, სა­ი­დან მოხ­ვდა პა­ტი­მარ­თან აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სხვა აკ­რძა­ლულ ნივ­თებ­თან ერ­თად ნარ­კო­ტი­კე­ბიც შე­დის ცი­ხე­ებ­ში, და რომ ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას კვლავ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ...

- სამ­წუ­ხა­როდ, ნამ­დვი­ლად გამ­წვავ­და ეს თე­მა. გარ­და ამი­სა, კვლავ ხდე­ბა "ობ­ში­ა­კე­ბის" აკ­რე­ბაც. უსაფ­რთხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის უსაფ­რთხო­ე­ბა, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა და აღ­კვე­თოს და­ნა­შა­უ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში, მე რომ და­მა­კა­ვეს, ცი­ხე­ში ნარ­კო­ტი­კე­ბი ნამ­დვი­ლად აღარ შე­დი­ო­და, მაგ­რამ ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ითხ­ო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, ახ­ლებ­მა კი არ იცი­ან პა­ტიმ­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია და ის, თუ რო­გორ მარ­თონ ზო­ნებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ა.

ესაუბრა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ