პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი - გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული
შალვა რამიშვილი - გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული

ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი თა­მა­მი და ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი პერ­სო­ნა ზოგ­ჯერ აღი­ზი­ა­ნებს კი­დეც, მაგ­რამ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მას სრუ­ლე­ბით არ ადარ­დებს, თუ ვინ­მეს მისი აზ­რე­ბი არ მოს­წონს... ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ცი­ხე­ში მოქ­ცე­ვის რჩე­ვებს აძ­ლევს, თუმ­ცა ვა­რა­უ­დობს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ტყდე­ბა. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა აზრი, რომ სა­მარ­თა­ლი მო­დის, ოღონდ ურ­მით და მხო­ლოდ მათ­თვის, ვინც კო­ა­ლი­ცი­ას­თან არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი... იცით, მე კო­ა­ლი­ცი­ის­გან შორს არ ვარ, მაგ­რამ ჩემი საქ­მე, ბე­ქა­უ­რის აღი­ა­რე­ბა­სა და ჩემს და­კა­ვე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, არ მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რო­გორც მე მინ­და. ვი­ღა­ცე­ბი და­ი­კი­თხნენ, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. ამის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა და ძა­ლი­ან ცოტა პრო­კუ­რო­რი.

- ობი­ექ­ტურ პრო­კუ­რო­რებს გუ­ლის­ხმობთ, თუ მათ რა­ო­დე­ნო­ბას?

- ზო­გა­დად მათ რა­ო­დე­ნო­ბას, ცო­ტა­ნი არი­ან და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რი სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი. პრო­კუ­რორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია და მათი გაზ­რდა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, ერთ პრო­კუ­რორ­ზე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი, ან შე­საძ­ლოა, ასე­უ­ლიც საქ­მეც კი მო­დი­ო­დეს.

- ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­კა­ვე­ბას ელო­დით?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­ლო­დი, რად­გან მას ძა­ლი­ან ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. მისი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. ის აუ­ცი­ლებ­ლად მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბით გა­სა­მარ­თლდე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იცით, რამ გა­და­ი­ყო­ლა? მი­შას სურ­ვილ­მა, ორი ბა­ტო­ნის მსა­ხუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში აშე­ნებ­და აზი­უ­რი ტი­პის ავ­ტოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს, სა­დაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის ხელ­ში იქ­ნე­ბო­და, სრუ­ლად და­ი­მორ­ჩი­ლებ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სა­სა­მარ­თლოს. ამ ყვე­ლა­ფერს რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ფუ­თავ­და და და­სავ­ლე­თის თვალ­ში ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, თით­ქოს დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა იყო. მის­მა ში­ნა­გან­მა, გა­და­უ­ლა­ხავ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ და­ღუ­პა ეს ქვე­ყა­ნა. სა­ა­კაშ­ვილს არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ან რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა, ან აზი­უ­რი ავ­ტოკ­რა­ტია ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა, მაგ­რამ ასე მოქ­ცე­ვაც ვერ გა­ბე­და.

- რა­ტომ, და­სავ­ლეთს გა­უ­წია ან­გა­რი­ში?

- და­სავ­ლე­თის ფაქ­ტო­რიც იყო და პი­რა­დი გამ­ბე­და­ო­ბაც არ ეყო. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ამის მი­ზე­ზებს არ ჩავღრმა­ვე­ბი­ვარ... მთა­ვა­რია, რომ ვერ შეძ­ლო. სა­ბო­ლო­ოდ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ცი­ხის კად­რებ­მაც. ტაქ­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ "ახერ­მო­ძე­ლებ­ში" (ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა) ისე­თი შოკი გა­მო­იწ­ვია, რომ წა­მო­სად­გო­მად და ძა­ლე­ბის მო­საკ­რე­ბად არც ძალა ეყოთ და არც დრო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე იყო.

- რო­გო­რი ოპო­ზი­ცი­აა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა?"

- ფარ­ჩა­კი. დღემ­დე ყურ­ში მაქვს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რო­გორ უწო­და რამ­დე­ნი­მე წლის ოპო­ზი­ცი­ას ფარ­ჩა­კი, ახლა მისი გუნ­დი სწო­რედ ასეთ გან­სა­ზღვრე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ფარ­ჩა­კი ოპო­ზი­ცია.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და "ინ­სტრუქ­ცია", რო­მელ­შიც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს უხ­სნით, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ცი­ხე­ში: - "პა­რას­კე­ვო­ბით ცი­ხე­ზე ლო­ბი­ოს დღეა. მა­გას აჯი­კა უხ­დე­ბა (იყი­დე­ბა ლა­რი­ოკ­ში). ბა­ლან­დი­ორს სთხო­ვე და და­გი­მა­ტებს ლურჯ მის­კა­ში"...

- დიახ, ასეთ სა­კი­თხზე ვა­ნოს­თვის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­ცე­მა არ და­მე­ზა­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა იმ ცი­ხე­სა და იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც მე ვი­ყა­ვი. ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ერ­თო სა­კან­ში იქ­ნე­ბა. ნუ, ახლა თუ უგუ­ლა­ვა­საც და­ი­ჭე­რენ, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერ­თად ჩას­ვან და შე­და­რე­ბით დიდ სა­კან­ში მო­ა­თავ­სონ ერ­თად.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

შალვა რამიშვილი - გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული

შალვა რამიშვილი - გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი თამამი და ორიგინალური აზრებით გამოირჩევა. ამის გამო საზოგადოებას მისი პერსონა ზოგჯერ აღიზიანებს კიდეც, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მას სრულებით არ ადარდებს, თუ ვინმეს მისი აზრები არ მოსწონს... ცნობილი ჟურნალისტი პატიმრობაში მყოფ პრემიერ-მინისტრს ციხეში მოქცევის რჩევებს აძლევს, თუმცა ვარაუდობს, რომ მერაბიშვილი ციხეში ფსიქოლოგიურად გატყდება. მას საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ვესაუბრეთ...

- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის, ოღონდ ურმით და მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული... იცით, მე კოალიციისგან შორს არ ვარ, მაგრამ ჩემი საქმე, ბექაურის აღიარებასა და ჩემს დაკავებას ვგულისხმობ, არ მიმდინარეობს იმ ინტენსივობით, როგორც მე მინდა. ვიღაცები დაიკითხნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი საქმეა და ძალიან ცოტა პროკურორი.

- ობიექტურ პროკურორებს გუ­ლისხმობთ, თუ მათ რაოდენობას?

- ზოგადად მათ რაოდენობას, ცოტანი არიან და უპრეცედენტოდ ბევრი საჩივარია შესული. პროკურორთა რაოდენობა ლიმიტირებულია და მათი გაზრდა არ შეიძლება. საშუალოდ, ერთ პროკურორზე რამდენიმე ათეული, ან შესაძლოა, ასეულიც საქმეც კი მოდიოდეს.

- ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას ელოდით?

- ბუნებრივია, ველოდი, რადგან მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მისი საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ის აუცილებლად მძიმე ბრალდებებით გასამართლდება. სააკაშვილის ხელისუფლება იცით, რამ გადაიყოლა? მიშას სურვილმა, ორი ბატონის მსახური ყოფილიყო. ის საქართველოში აშენებდა აზიური ტიპის ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება მის ხელში იქნებოდა, სრულად დაიმორჩილებდა მედიასაშუალებებსა და სასამართლოს. ამ ყველაფერს რის ვაი-ვაგლახით ფუთავდა და დასავლეთის თვალში ისე წარმოაჩენდა, თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მისმა შინაგანმა, გადაულახავმა წინააღმდეგობამ დაღუპა ეს ქვეყანა. სააკაშვილს არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ან რეალური დემოკრატია უნდა აეშენებინა, ან აზიური ავტოკრატია ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ასე მოქცევაც ვერ გაბედა.

- რატომ, დასავლეთს გაუწია ანგარიში?

- დასავლეთის ფაქტორიც იყო და პირადი გამბედაობაც არ ეყო. მართალი გითხრათ, ამის მიზეზებს არ ჩავღრმავებივარ... მთავარია, რომ ვერ შეძლო. საბოლოოდ, ამ ხელისუფლების მოცილებაში უდიდესი როლი ითამაშა ციხის კადრებმაც. ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ კადრების გავრცელებამ "ახერმოძელებში" (ახალი ეროვნული მოძრაობა) ისეთი შოკი გამოიწვია, რომ წამოსადგომად და ძალების მოსაკრებად არც ძალა ეყოთ და არც დრო. საბედნიეროდ, ასე იყო.

- როგორი ოპოზიციაა "ნაციონალური მოძრაობა?"

- ფარჩაკი. დღემდე ყურში მაქვს, მიხეილ სააკაშვილმა როგორ უწოდა რამდენიმე წლის ოპოზიციას ფარჩაკი, ახლა მისი გუნდი სწორედ ასეთ განსაზღვრებას იმსახურებს, "ნაციონალური მოძრაობა" არის ფარჩაკი ოპოზიცია.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა "ინსტრუქცია", რომელშიც ვანო მერაბიშვილს უხსნით, როგორ უნდა მოიქცეს ციხეში: - "პარასკევობით ციხეზე ლობიოს დღეა. მაგას აჯიკა უხდება (იყიდება ლარიოკში). ბალანდიორს სთხოვე და დაგიმატებს ლურჯ მისკაში"...

- დიახ, ასეთ საკითხზე ვანოსთვის ინსტრუქციების მიცემა არ დამეზარება, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი არ იქნება იმ ციხესა და იმ რეალობაში, სადაც მე ვიყავი. ის ყოფილი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი დაწესებულების საერთო საკანში იქნება. ნუ, ახლა თუ უგულავასაც დაიჭერენ, ადვილი შესაძლებელია, ერთად ჩასვან და შედარებით დიდ საკანში მოათავსონ ერთად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები