სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ამერიკის ფლოტი 3D პრინტერებს გამოიყენებს
კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ამერიკის ფლოტი 3D პრინტერებს გამოიყენებს

ამე­რი­კის ფლო­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 2013 წელს ნორ­ფოლ­კის ბა­ზა­ზე სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ბეჭდ­ვის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა. ახალ­მა ტე­ნო­ლო­გი­ებ­მა სამ­ხედ­რო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სა­გა­მოც­დო მო­დე­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის სი­მარ­ტი­ვით მი­ი­პყრო. ფლო­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია ახა­ლი ხო­მალ­დე­ბის სა­მა­კე­ტო მო­დე­ლებს 3D პრინ­ტე­რებ­ზე ბეჭ­და­ვენ.

მსგავ­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არა მხო­ლოდ ფლოტ­მა გა­მო­ხა­ტა. 3D პრინ­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წარ­მო­ე­ბი­დან დიდი ხნის წინ მოხ­სნი­ლი დე­ტა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბას გეგ­მა­ვენ. სამ­ხედ­რო ავი­ა­ტო­რე­ბი სივ­რცუ­ლი ბეჭდ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჩა­მო­სას­ხმე­ლი დე­ტა­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ყა­ლი­ბებ­საც ამ­ზა­დე­ბენ.

3D პრინ­ტე­რე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე ამე­რი­კუ­ლი თავ­დაც­ვის უწყე­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დე­ტა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს საგ­რძნობ­ლად აია­ფებს და ამარ­ტი­ვებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დე­ტალ­ში მცი­რე კო­რექ­ცი­ის შე­ტა­ნა მისი 3D პრინ­ტერ­ზე ბეჭდ­ვის პრო­ცეს­შიც შე­იძ­ლე­ბა.

ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლი გა­მოვ­ლე­ნის­თვის შე­სა­ბა­მის ექ­სპე­რი­მენ­ტებს ამე­რი­კის ფლო­ტი ნორ­ფოლ­კი­სა და სან-დი­ე­გოს ბა­ზებ­ზე ჩა­ა­ტა­რებს. წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დებ­ზეც და­ი­ნერ­გე­ბა და ინ­ჟინ­რე­ბი სა­ჭი­რო დე­ტა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბას გე­მის ბორტზე, ღია ზღვა­ში შეძ­ლე­ბენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ამერიკის ფლოტი 3D პრინტერებს გამოიყენებს

კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ამერიკის ფლოტი 3D პრინტერებს გამოიყენებს

ამერიკის ფლოტის წარმომადგენლების განცხადებით, 2013 წელს ნორფოლკის ბაზაზე სამგანზომილებიანი ბეჭდვის ექსპერიმენტული ცენტრი გაიხსნება. ახალმა ტენოლოგიებმა სამხედროების ყურადღება საგამოცდო მოდელების დამზადების სიმარტივით მიიპყრო. ფლოტის წარმომადგენლები უკვე წელიწადზე მეტია ახალი ხომალდების სამაკეტო მოდელებს 3D პრინტერებზე ბეჭდავენ.

მსგავსი დაინტერესება არა მხოლოდ ფლოტმა გამოხატა. 3D პრინტერების გამოყენებით სამხედრო ავიაციის წარმომადგენლები წარმოებიდან დიდი ხნის წინ მოხსნილი დეტალების დამზადებას გეგმავენ. სამხედრო ავიატორები სივრცული ბეჭდვის გამოყენებით, ჩამოსასხმელი დეტალების მისაღებად საჭირო ყალიბებსაც ამზადებენ.

3D პრინტერების თემატიკაზე ამერიკული თავდაცვის უწყება უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. პროგრამის ხელმძღვანელობის თქმით, მსგავსი ტექნოლოგიები დეტალების დამზადების პროცესს საგრძნობლად აიაფებს და ამარტივებს. საჭიროების შემთხვევაში, დეტალში მცირე კორექციის შეტანა მისი 3D პრინტერზე ბეჭდვის პროცესშიც შეიძლება.

ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების სრული გამოვლენისთვის შესაბამის ექსპერიმენტებს ამერიკის ფლოტი ნორფოლკისა და სან-დიეგოს ბაზებზე ჩაატარებს. წარმატების შემთხვევაში, მომავალში მსგავსი ტექნოლოგიები სამხედრო ხომალდებზეც დაინერგება და ინჟინრები საჭირო დეტალების დამზადებას გემის ბორტზე, ღია ზღვაში შეძლებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე