სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტების ექსკლუზიური აღიარებანი მსოფლიო ვარსკვლავების შესახებ
ჟურნალისტების ექსკლუზიური აღიარებანი მსოფლიო ვარსკვლავების შესახებ

მუდ­მივ­მა ავ­ტო­რებ­მა ვარ­სკვლა­ვებ­თან ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და მკი­თხველს გა­უმ­ხი­ლეს, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან მათი კერ­პე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

სვენ შუ­მა­ნი: "ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის პრო­ცე­დუ­რა სტან­დარ­ტუ­ლია: ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ­სკვლა­ვის აგენ­ტებს უგ­ზავ­ნის წე­რილს და ისი­ნი ან თან­ხმდე­ბი­ან წი­ნა­და­დე­ბას, ან არა. მაგ­რამ მა­დო­ნას შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე სტან­დარ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასამ­დე წე­რი­ლი გავ­გზავ­ნე მხო­ლოდ იმის­თვის, რომ დრო და­მე­ნიშ­ნა. კი­დევ იმ­დე­ნი - რომ დრო და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ. ინ­ტერ­ვი­უმ­დე ერთი კვი­რა რჩე­ბო­და და მე და ჩემი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი კვლავ ვი­ღებ­დით მო­თხოვ­ნებს მომ­ღერ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან. "გა­მოგ­ზავ­ნეთ რე­ზი­უ­მე, რომ მა­დო­ნა მიხ­ვდეს, ვის­თან აქვს საქ­მე". კარ­გი.

"შე­ა­მოწ­მეთ, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყოს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი". აუ­ცი­ლებ­ლად. და სულ ასე­თი რა­მე­ე­ბი. უკვე აღარც გვჯე­რო­და, რომ დად­გე­ნილ დღეს მა­დო­ნა სა­ერ­თოდ გა­მოჩ­ნდე­ბო­და. და აი, კარი გა­ი­ღო და ზღურ­ბლზე გა­მოჩ­ნდა მომ­ღერ­ლის აგენ­ტი. მან პა­უ­ზა აიღო და სა­ზე­ი­მოდ გა­მო­ა­ცხა­და: "ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, გთხოვთ ყუ­რა­დღე­ბას. დე­დო­ფა­ლი!" მე მა­ინ­ტე­რე­სებს, მას მარ­თლა მოს­წონს ეს? ვარ­სკვლა­ვის გა­რე­მოც­ვა ხში­რად არ­თუ­ლებს ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ასე არ იყო - რო­გორც ჩან­და, მა­დო­ნა­საც მოს­წონ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. გა­ი­ღი­მა, ყუ­რა­დღე­ბით შე­მოგ­ვხე­და და წარ­მოთ­ქვა: "შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი მი­სა­მარ­თე­ბი? ვგუ­ლის­ხმობ სახ­ლი­სას და არა ელექტრო­ნულს". რა უნდა მე­პა­სუ­ხა? "რა­საკ­ვირ­ვე­ლია". სა­უბ­რის დროს მან ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­მო­ავ­ლი­ნა. ოღონ­დაც გა­მუდ­მე­ბით მი­ღი­მო­და, რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი­სად­მი სა­კუ­თარ სიმ­პა­თი­ას ავ­ლენ­და".

ტა­ტი­ა­ნა რო­ზენშტა­ი­ნი: "ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი ყო­ველ­თვის გა­ო­ცე­ბენ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბი­თა და თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან და ყო­ველ­თვის მზად, რომ ნე­ბის­მი­ერ, თუნ­დაც უაზ­რო შე­კი­თხვას უპა­სუ­ხონ. მაქ­სი­მა­ლურ მო­წი­წე­ბას იჩე­ნენ ავ­ტო­რი­სად­მი. ევ­რო­პე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი სხვაგ­ვა­რად არი­ან. მათ ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ იმი­ჯი, ამი­ტომ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზეც დი­დად არ იჩე­ნენ თავს. და­მა­მახ­სოვ­რდა შარ­ლო­ტა რემპლინგთან ინ­ტერ­ვიუ. გამ­ჭო­ლი, ცივი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და და ისე ვგრძნობ­დი თავს, რო­გორც სკო­ლის მო­წა­ფე დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში. თით­ქოს ის მარ­თმევ­და ინ­ტერ­ვი­უს, და არა პი­რი­ქით. თვი­თონ მის­ვამ­და შე­კი­თხვებს და მე მი­წევ­და პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. თუმ­ცა ჩანს, ჩემ­მა მორ­ჩი­ლე­ბამ კე­თი­ლად გა­ნა­წყო და თვი­თო­ნაც გა­იხ­სნა.

ძა­ლი­ან თბი­ლი ინ­ტერ­ვიუ მქონ­და პირს ბროს­ნან­თან. ისე მემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რო­გორც მზრუნ­ვე­ლი მამა. წყა­ლი შე­მომ­თა­ვა­ზა, როცა იგ­რძნო, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან ყელი გა­მიშ­რა. თან ისე მე­გობ­რუ­ლად იღი­მო­და, რომ მო­გინ­დე­ბო­და, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ყო­ლა. როცა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ცო­ლის სიკ­ვდი­ლი გა­იხ­სე­ნა, თვა­ლე­ბი აუ­წყლი­ან­და და მას­თან ერ­თად მეც მო­მინ­და ტი­რი­ლი. აი, ბრედ პიტ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე კი გულ­წრფე­ლად ვი­ცი­ნო­დი მას­თან ერ­თად. მსა­ხი­ობ­მა პა­ტა­რა სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა, თით­ქოს მო­დე­ლი იყო პო­დი­უმ­ზე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვე­რი­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ჟურნალისტების ექსკლუზიური აღიარებანი მსოფლიო ვარსკვლავების შესახებ

ჟურნალისტების ექსკლუზიური აღიარებანი მსოფლიო ვარსკვლავების შესახებ

მუდმივმა ავტორებმა ვარსკვლავებთან ყველაზე უჩვეულო შეხვედრების შესახებ ისაუბრეს და მკითხველს გაუმხილეს, როგორ იქცევიან მათი კერპები ინტერვიუზე.

სვენ შუმანი: "ინტერვიუს ჩაწერის პროცედურა სტანდარტულია: ჟურნალისტი ვარსკვლავის აგენტებს უგზავნის წერილს და ისინი ან თანხმდებიან წინადადებას, ან არა. მაგრამ მადონას შემთხვევაში რაიმე სტანდარტებზე ლაპარაკი შეუძლებელია. ასამდე წერილი გავგზავნე მხოლოდ იმისთვის, რომ დრო დამენიშნა. კიდევ იმდენი - რომ დრო დაედასტურებინათ. ინტერვიუმდე ერთი კვირა რჩებოდა და მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი კვლავ ვიღებდით მოთხოვნებს მომღერლის წარმომადგენლებისგან. "გამოგზავნეთ რეზიუმე, რომ მადონა მიხვდეს, ვისთან აქვს საქმე". კარგი.

"შეამოწმეთ, რომ დაწესებულებაში იყოს ოთახის ტემპერატურის წყალი". აუცილებლად. და სულ ასეთი რამეები. უკვე აღარც გვჯეროდა, რომ დადგენილ დღეს მადონა საერთოდ გამოჩნდებოდა. და აი, კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა მომღერლის აგენტი. მან პაუზა აიღო და საზეიმოდ გამოაცხადა: "ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ ყურადღებას. დედოფალი!" მე მაინტერესებს, მას მართლა მოსწონს ეს? ვარსკვლავის გარემოცვა ხშირად ართულებს ყველაფერს, მაგრამ ამჯერად ასე არ იყო - როგორც ჩანდა, მადონასაც მოსწონდა ეს ყველაფერი. გაიღიმა, ყურადღებით შემოგვხედა და წარმოთქვა: "შეიძლება თქვენი მისამართები? ვგულისხმობ სახლისას და არა ელექტრონულს". რა უნდა მეპასუხა? "რასაკვირველია". საუბრის დროს მან ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ოღონდაც გამუდმებით მიღიმოდა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცებისადმი საკუთარ სიმპათიას ავლენდა".

ტატიანა როზენშტაინი: "ჰოლივუდის მსახიობები ყოველთვის გაოცებენ ორგანიზებულობითა და თავაზიანობით. ყურადღებიანები არიან და ყოველთვის მზად, რომ ნებისმიერ, თუნდაც უაზრო შეკითხვას უპასუხონ. მაქსიმალურ მოწიწებას იჩენენ ავტორისადმი. ევროპელი მსახიობები სხვაგვარად არიან. მათ ნაკლებად აინტერესებთ იმიჯი, ამიტომ ინტერვიუებზეც დიდად არ იჩენენ თავს. დამამახსოვრდა შარლოტა რემპლინგთან ინტერვიუ. გამჭოლი, ცივი ცისფერი თვალებით მიყურებდა და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სკოლის მოწაფე დირექტორის კაბინეტში. თითქოს ის მართმევდა ინტერვიუს, და არა პირიქით. თვითონ მისვამდა შეკითხვებს და მე მიწევდა პასუხების გაცემა. თუმცა ჩანს, ჩემმა მორჩილებამ კეთილად განაწყო და თვითონაც გაიხსნა.

ძალიან თბილი ინტერვიუ მქონდა პირს ბროსნანთან. ისე მემსახურებოდა, როგორც მზრუნველი მამა. წყალი შემომთავაზა, როცა იგრძნო, რომ დაძაბულობისგან ყელი გამიშრა. თან ისე მეგობრულად იღიმოდა, რომ მოგინდებოდა, მისთვის ყველაფერი მოგეყოლა. როცა თავისი პირველი ცოლის სიკვდილი გაიხსენა, თვალები აუწყლიანდა და მასთან ერთად მეც მომინდა ტირილი. აი, ბრედ პიტთან ინტერვიუზე კი გულწრფელად ვიცინოდი მასთან ერთად. მსახიობმა პატარა სცენა გაითამაშა, თითქოს მოდელი იყო პოდიუმზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერისია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება