პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია
საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია

"მევ­ლუდ ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი იმ­დე­ნად სა­ში­შია, რომ მისი ექ­სტრა­დი­ცია, ბად­რა­გი­რე­ბა და შემ­დგომ სა­პყრო­ბი­ლე­ში ყოფ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლს მო­ი­თხოვს, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს მისი გაქ­ცე­ვის ან ლიკ­ვი­და­ცი­ის ფაქ­ტი. სა­ჭი­როა მისი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვა".

კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი,

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 2003 წ.

"ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტია".

ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი, 2003 წ.

2013 წლის 3 ივ­ნისს, ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ციხე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა კაც­მა და­ტო­ვა. მათ შო­რის იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად წო­დე­ბუ­ლი ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი 2003-2004 წლებ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ჯილ­დაო ქვა­დაც იქცა. მოს­კოვ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ რუ­სე­თი ქარ­თულ მხა­რეს სთხოვ­და ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, რუს­ლან გე­ლა­ე­ვის გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­კი­სის ხე­ო­ბას აფა­რებ­და თავს.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლამ შე­აშ­ფო­თა ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი (ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი იყო), ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერთხელ გა­ახ­სე­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის პან­კი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი ანკლა­ვი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი.

1994 წლის ნო­ემ­ბერ­ში, იჩ­ქე­რი­ა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის შეს­ვლის შემ­დეგ მოძ­მე ჩეჩ­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გროზ­ნო­ში პან­კი­სი­დან უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი ხე­ო­ბა­ში უამ­რა­ვი ია­რა­ღი გა­მოჩ­ნდა. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია უკვე ვე­ღარ არ­თმევ­და თავს მომძლავ­რე­ბულ კრი­მი­ნალს, ვი­ნა­ი­დან შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გულ­გრი­ლად ადევ­ნებ­და თვალს. ორი­ოდ წე­ლი­წად­ში იქა­უ­რო­ბა სა­ერ­თოდ იზო­ლი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს ძა­ლო­ვან­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა.

90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ქვე­ყა­ნა­ში გახ­შირ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო­სა და კა­ხეთ­ში, თუმ­ცა იმ დრო­ის­თვის კა­ხეთ­ში ჯერ კი­დევ არ მოქ­მე­დებ­დნენ ქარ­თულ-ქის­ტუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და ამ "ბიზ­ნესს" უმ­თავ­რე­სად ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბი ეტა­ნე­ბოდ­ნენ. 1999 წლის 19 იან­ვარს სა­გა­რე­ჯო­ში ჩა­სუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი საქ­მოს­ნის გა­ტა­ცე­ბას გეგ­მავ­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­და­ე­ყა­რა. შე­ტა­კე­ბის დროს მსხვერ­პლი ორი­ვე მხა­რეს იყო, თუმ­ცა ჯგუ­ფის ლი­დე­რი ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ხე­ლი­დან მა­ინც და­უსხლტდა. რო­გორც მა­შინ ამ­ბობ­დნენ, პო­ლი­ცი­ე­ლებს საქ­მე სწო­რედ შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან ჰქო­ნი­ათ.

რო­გორ იქცა ერთ დროს გუ­ლუ­ას სა­ხე­ლო­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დე­რად, არა­ვინ იცის, ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ რა­ტომ გაჟ­ღერ­და ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის გვა­რი 2001 წლის მუხ­რო­ვა­ნის სამ­ხედ­რო ამ­ბოხ­ში.

1999 წელს პან­კის­ში ჩე­ჩე­ნი ლტოლ­ვი­ლე­ბის, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­მო­ჩე­ნამ ხე­ო­ბა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია უფრო და­ძა­ბა. მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო ად­გი­ლობ­რი­ვი და დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბა და ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა გახ­და. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი მოქ­მე­დებ­და, მათ შო­რის შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი­სა (ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი იყო, რო­მელ­საც პან­კის­ში "საქ­მი­ა­ნო­ბის" ნე­ბას აძ­ლევ­დნენ, ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი დე­დით ქის­ტია, სო­ფელ დუ­ი­სი­დან). ამ დრო­ის­თვის გა­ტა­ცე­ბე­ბის "ბიზ­ნეს­ში" ქარ­თულ-ჩეჩ­ნურ-ქის­ტუ­რი 100-კა­ცი­ა­ნი ბან­და ლი­დე­რობ­და. ამ ბან­დის ერთი ჯგუ­ფი - დე­და­ქა­ლაქ­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლე­ბი (რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ხან­და­ხან თა­ვად შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც) აგ­რო­ვებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­სა­ტა­ცე­ბე­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მის სქე­მა­საც ამუ­შა­ვებ­დნენ, მე­ო­რე ჯგუ­ფი კი, უმე­ტე­სად ქის­ტე­ბი (ხში­რად ასე­ვე პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით), იტა­ცებ­დნენ მძე­ვალს და გა­დაჰ­ყავ­დათ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცხვირ­საც ვერ ჰყოფ­დნენ; მე­სა­მე ჯგუ­ფი ჩეჩ­ნე­ბი­სა იყო და მათ ევა­ლე­ბო­დათ მძევ­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა - ისი­ნი აჭ­მევ­დნენ, ას­მევ­დნენ და და­რა­ჯობ­დნენ მათ გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბამ­დე. რო­გორც ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, ამ ბან­დის უკან უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იდგა.

2000 წლის 20 აგ­ვის­ტოს სო­ფელ დუ­ი­სი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა წი­თე­ლი ჯვრის კო­მი­ტე­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი გა­ი­ტა­ცეს და ცოტა ხან­ში 2 მლნ ლარი მო­ი­თხო­ვეს...

რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ტა­ცე­ბა­ში პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ხე­ო­ბა­ში ჩა­ვი­და და სო­ფელ ომა­ლო­ში შეხ­ვდა ად­გი­ლობ­რივ ავ­ტო­რი­ტეტს, ვე­ფხია მარ­გოშ­ვილს, რო­მე­ლიც იმ დროს შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის თა­ნა­მო­აზ­რედ ით­ვლე­ბო­და.

თა­მა­ზაშ­ვილ­მა მარ­გოშ­ვილს მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. მალე პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი (სწო­რედ ის ით­ვლე­ბო­და გა­ტა­ცე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად) გა­მო­სას­ყი­დის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და მძევ­ლებს, ოღონდ ერთი პი­რო­ბით: მის­თვის და ვე­ფხია მარ­გოშ­ვი­ლის­თვის ძებ­ნა უნდა მო­ეხ­სნათ (ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი 1997 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და). ვე­ფხია მარ­გოშ­ვილს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი დაჰ­პირ­დნენ, ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნას შე­ვას­რუ­ლებ­თო. მძევ­ლე­ბი მარ­თლაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს - მარ­გოშ­ვილს და ჭი­ჭი­აშ­ვილს კი პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის ხელ­მო­წე­რი­ლი შე­წყა­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი გა­დას­ცეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, დო­კუ­მენ­ტი ყალ­ბი იყო. მო­ტყუ­ე­ბულ­მა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა ვე­ფხია მარ­გოშ­ვილს მუ­ქა­რა შე­უთ­ვა­ლა და გა­მო­სას­ყი­დის გა­დახ­და მას მოს­თხო­ვა.

არა­ვინ იცის, კონ­ფლიქ­ტი რო­გორ დამ­თავ­რდე­ბო­და, ერთ დღე­საც მარ­გოშ­ვი­ლი ქარ­თველ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სა­კუ­თარ ეზო­ში, სა­პირ­ფა­რე­შო­ში რომ არ აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია

საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია

"მევლუდ ჭიჭიაშვილი იმდენად საშიშია, რომ მისი ექსტრადიცია, ბადრაგირება და შემდგომ საპყრობილეში ყოფნა განსაკუთრებულ კონტროლს მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მისი გაქცევის ან ლიკვიდაციის ფაქტი. საჭიროა მისი გაძლიერებული დაცვა".

კობა ნარჩემაშვილი,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2003 წ.

"ჭიჭიაშვილი საქართველოს ნომერი პირველი ტერორისტია".

ვალერი ხაბურძანია, საქართველოს უშიშროების მინისტრი, 2003 წ.

2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე, ციხე კიდევ რამდენიმე ათეულმა კაცმა დატოვა. მათ შორის იყო კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელსაც ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული ჭიჭიაშვილი 2003-2004 წლებში რუსეთ-საქართველოს შორის საჯილდაო ქვადაც იქცა. მოსკოვში დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში ექსტრადიციის სანაცვლოდ რუსეთი ქართულ მხარეს სთხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის გადაცემას, რომელიც იმ პერიოდში, მათივე ინფორმაციით, პანკისის ხეობას აფარებდა თავს.

ჭიჭიაშვილის ციხიდან გამოსვლამ შეაშფოთა ყოფილი სამართალდამცავები (ისინი ფიქრობენ, რომ მისი გათავისუფლება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო), ხოლო საზოგადოებას ერთხელ გაახსენა 21-ე საუკუნის დასაწყისის პანკისის კრიმინალური ანკლავი და მასთან დაკავშირებული ადამიანთა ყველაზე გახმაურებული გატაცებები.

1994 წლის ნოემბერში, იჩქერიაში რუსეთის სამხედრო ნაწილების შესვლის შემდეგ მოძმე ჩეჩნების დასახმარებლად გროზნოში პანკისიდან უამრავი ახალგაზრდა წავიდა, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ კი ხეობაში უამრავი იარაღი გამოჩნდა. ადგილობრივი პოლიცია უკვე ვეღარ ართმევდა თავს მომძლავრებულ კრიმინალს, ვინაიდან შევარდნაძის ხელისუფლება პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს გულგრილად ადევნებდა თვალს. ორიოდ წელიწადში იქაურობა საერთოდ იზოლირებული აღმოჩნდა დანარჩენი საქართველოსგან, რაც მოგვიანებით კარგად გამოიყენეს ძალოვანმა კრიმინალებმა.

90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში გახშირდა ადამიანების გატაცებები, განსაკუთრებით სამეგრელოსა და კახეთში, თუმცა იმ დროისთვის კახეთში ჯერ კიდევ არ მოქმედებდნენ ქართულ-ქისტური დანაშაულებრივი დაჯგუფებები და ამ "ბიზნესს" უმთავრესად ადგილობრივი კრიმინალები ეტანებოდნენ. 1999 წლის 19 იანვარს საგარეჯოში ჩასული დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი საქმოსნის გატაცებას გეგმავდა, პოლიციელებს გადაეყარა. შეტაკების დროს მსხვერპლი ორივე მხარეს იყო, თუმცა ჯგუფის ლიდერი ჭიჭიაშვილი, თანამზრახველთან ერთად, სამართალდამცავებს ხელიდან მაინც დაუსხლტდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, პოლიციელებს საქმე სწორედ შოთა ჭიჭიაშვილთან ჰქონიათ.

როგორ იქცა ერთ დროს გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერად, არავინ იცის, ასევე უცნობია, თუ რატომ გაჟღერდა ჭიჭიაშვილის გვარი 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამბოხში.

1999 წელს პანკისში ჩეჩენი ლტოლვილების, ხოლო მოგვიანებით სამხედრო დაჯგუფებების გამოჩენამ ხეობაში კრიმინოგენული სიტუაცია უფრო დაძაბა. მძიმე სოციალური პირობების გამო ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ნარკოვაჭრობა და ადამიანის გატაცება გახდა. პანკისის ხეობაში რამდენიმე ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა, მათ შორის შოთა ჭიჭიაშვილისა (ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც პანკისში "საქმიანობის" ნებას აძლევდნენ, ჭიჭიაშვილი დედით ქისტია, სოფელ დუისიდან). ამ დროისთვის გატაცებების "ბიზნესში" ქართულ-ჩეჩნურ-ქისტური 100-კაციანი ბანდა ლიდერობდა. ამ ბანდის ერთი ჯგუფი - დედაქალაქში მყოფი კრიმინალები (როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხანდახან თავად შსს-ს თანამშრომლებიც) აგროვებდნენ ინფორმაციას გასატაცებელი კანდიდატურების შესახებ და შესაბამის სქემასაც ამუშავებდნენ, მეორე ჯგუფი კი, უმეტესად ქისტები (ხშირად ასევე პოლიციის დახმარებით), იტაცებდნენ მძევალს და გადაჰყავდათ პანკისის ხეობაში, სადაც სამართალდამცავები ცხვირსაც ვერ ჰყოფდნენ; მესამე ჯგუფი ჩეჩნებისა იყო და მათ ევალებოდათ მძევლის მოვლა-პატრონობა - ისინი აჭმევდნენ, ასმევდნენ და დარაჯობდნენ მათ გამოსასყიდის მიღებამდე. როგორც ყოფილი სამართალდამცავები პირად საუბრებში აცხადებენ, ამ ბანდის უკან უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობა იდგა.

2000 წლის 20 აგვისტოს სოფელ დუისიდან უცნობმა პირებმა წითელი ჯვრის კომიტეტის ორი თანამშრომელი ქალი გაიტაცეს და ცოტა ხანში 2 მლნ ლარი მოითხოვეს...

როდესაც სამართალდამცავებისთვის ცნობილი გახდა, რომ გატაცებაში პანკისელი ქისტები მონაწილეობდნენ, კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი ხეობაში ჩავიდა და სოფელ ომალოში შეხვდა ადგილობრივ ავტორიტეტს, ვეფხია მარგოშვილს, რომელიც იმ დროს შოთა ჭიჭიაშვილის თანამოაზრედ ითვლებოდა.

თამაზაშვილმა მარგოშვილს მძევლების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. მალე პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილი (სწორედ ის ითვლებოდა გატაცების ორგანიზატორად) გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლებდა მძევლებს, ოღონდ ერთი პირობით: მისთვის და ვეფხია მარგოშვილისთვის ძებნა უნდა მოეხსნათ (ჭიჭიაშვილი 1997 წლიდან იძებნებოდა). ვეფხია მარგოშვილს სამართალდამცავები დაჰპირდნენ, ჭიჭიაშვილის მოთხოვნას შევასრულებთო. მძევლები მართლაც გაათავისუფლეს - მარგოშვილს და ჭიჭიაშვილს კი პრეზიდენტ შევარდნაძის ხელმოწერილი შეწყალების დოკუმენტი გადასცეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დოკუმენტი ყალბი იყო. მოტყუებულმა ჭიჭიაშვილმა ვეფხია მარგოშვილს მუქარა შეუთვალა და გამოსასყიდის გადახდა მას მოსთხოვა.

არავინ იცის, კონფლიქტი როგორ დამთავრდებოდა, ერთ დღესაც მარგოშვილი ქართველ სპეცსამსახურებს საკუთარ ეზოში, საპირფარეშოში რომ არ აეფეთქებინათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ