პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ოდიშარია - ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა
გურამ ოდიშარია - ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია ეროვ­ნულ მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­წავ­ლის სა­გა­ნია. "ჯერ­ჯე­რო­ბით შეს­წავ­ლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კი­დევ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და ვსწავ­ლობთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, რამ­დე­ნად აპი­რებს უწყე­ბა ეროვ­ნულ მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თოს.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან მე­მა­ნიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნულს არ ადას­ტუ­რებს და გან­მარ­ტავს, რომ მათი მი­ზა­ნი არა ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლის მოხ­სნა, არა­მედ მის­თვის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბაა.

"ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი დავ­ტო­ვოთ რა­ი­მე კი­თხვის ქვეშ, შე­ფერ­ხდეს მისი მუ­შა­ო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით. ამი­ტომ მო­ვა­ლე ვართ გა­დავ­დგათ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც ხელს შე­უ­წყობს ორ­კესტს და მის თი­თო­ე­ულ მუ­შაკს, რომ უკე­თე­სი გახ­დეს. სა­კი­თხი არ დგას ისე, რომ ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა ვინ­მეს უნდა. არც სხვა კან­დი­და­ტუ­რის შე­სა­ხებ მსმე­ნია. ერ­თა­დერ­თი, მე­მა­ნიშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წლის და­სა­წყის­ში ჩვენ­თან 33 ადა­მი­ა­ნის სა­ჩი­ვა­რი შე­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რი­დან იქ­ნენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. მე ახ­ლაც მი­მაჩ­ნია, რომ მათი გაშ­ვე­ბა იყო შეც­დო­მა და ნი­კას უნდა სცოდ­ნო­და, რომ 33 ადა­მი­ა­ნის ერ­თბა­შად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პრო­ტესტს გა­მო­იწ­ვევ­და. მას უნდა ჰყო­ლო­და ისე­თი კაცი - ცხოვ­რე­ბა­გა­მოვ­ლი­ლი და მცოდ­ნე, ვინც ურ­ჩევ­და, რომ სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიკა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, არ­სე­ბობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, მარ­თვის სის­ტე­მა, მარ­თვის სტი­ლი, შეც­დო­მე­ბი მარ­თვა­ში. ჩვენ ვცდი­ლობთ სწო­რედ ეს შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რე­ბი­ნოთ მას, ამი­ტო­მაც შე­იქ­მნა სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბაც, ერთი თვის წინ, სწო­რედ ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით და­კომ­პლექტდა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ცენ­ტრის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა არ შე­ფერ­ხდეს", - გა­ნა­ცხად ოდი­შა­რი­ამ.

ამას­თან, მი­ნის­ტრი სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს წევ­რო­ბა­ზე გია ყან­ჩე­ლის­თვის უა­რის თქმა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი გან­მარ­ტა.

"ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვფიქ­რობ­დით ბა­ტონ გი­ა­ზე, მაგ­რამ ერთი მი­ზე­ზით შე­ვი­კა­ვეთ თავი - ის ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დია და ხში­რა­დაა სა­ზღვარ­გა­რეთ, საბ­ჭოს წევ­რებს კი ხში­რად ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი უწევთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ელექტრო­ნუ­ლი კავ­ში­რი არ იქ­ნე­ბო­და ეფექ­ტუ­რი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლის პრო­ცეს­შია და ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რო­გო­რი­ცა­აა გია ყან­ჩე­ლი, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - აღ­ნიშ­ნა კულ­ტუ­რის მი­ნიტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გურამ ოდიშარია - ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა

გურამ ოდიშარია - ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალურად არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული შესწავლის საგანია. "ჯერჯერობით შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ვაანალიზებთ და ვსწავლობთ, აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განუცხადა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას, რამდენად აპირებს უწყება ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე პროკურატურას მიმართოს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცენტრის ხელმძღვანელობიდან მემანიშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილება, კულტურის მინისტრი აღნიშნულს არ ადასტურებს და განმარტავს, რომ მათი მიზანი არა ნიკა მემანიშვილის მოხსნა, არამედ მისთვის ცენტრში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებაა.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთი მნიშვნელობის მუსიკალური ცენტრი დავტოვოთ რაიმე კითხვის ქვეშ, შეფერხდეს მისი მუშაობა ნებისმიერი მიზეზით. ამიტომ მოვალე ვართ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ორკესტს და მის თითოეულ მუშაკს, რომ უკეთესი გახდეს. საკითხი არ დგას ისე, რომ ნიკა მემანიშვილის გადაყენება ვინმეს უნდა. არც სხვა კანდიდატურის შესახებ მსმენია. ერთადერთი, მემანიშვილის საწინააღმდეგოდ წლის დასაწყისში ჩვენთან 33 ადამიანის საჩივარი შემოვიდა, რომლებიც სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მათი გაშვება იყო შეცდომა და ნიკას უნდა სცოდნოდა, რომ 33 ადამიანის ერთბაშად გათავისუფლება პროტესტს გამოიწვევდა. მას უნდა ჰყოლოდა ისეთი კაცი - ცხოვრებაგამოვლილი და მცოდნე, ვინც ურჩევდა, რომ სხვაგვარად მოქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ძალიან ნიჭიერი კაცია, არსებობს ადმინისტრაციული საკითხები, მართვის სისტემა, მართვის სტილი, შეცდომები მართვაში. ჩვენ ვცდილობთ სწორედ ეს შეცდომები გამოვასწორებინოთ მას, ამიტომაც შეიქმნა სამხატვრო საბჭო, რომლის შემადგენლობაც, ერთი თვის წინ, სწორედ ნიკა მემანიშვილთან შეთანხმებით დაკომპლექტდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობა არ შეფერხდეს", - განაცხად ოდიშარიამ.

ამასთან, მინისტრი სამხატვრო საბჭოს წევრობაზე გია ყანჩელისთვის უარის თქმასაც გამოეხმაურა და აღნიშნულის მიზეზი განმარტა.

"ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით ბატონ გიაზე, მაგრამ ერთი მიზეზით შევიკავეთ თავი - ის ჩვენი სახელოვანი შემოქმედია და ხშირადაა საზღვარგარეთ, საბჭოს წევრებს კი ხშირად ინტენსიური შეხვედრები უწევთ. ამ შემთხვევაში ელექტრონული კავშირი არ იქნებოდა ეფექტური, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და ისეთი პიროვნება, როგორიცააა გია ყანჩელი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კულტურის მინიტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია