კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი მეოთხე კვარტლის დაფინანსებასაც ითხოვს
პრეზიდენტი მეოთხე კვარტლის დაფინანსებასაც ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბი­უ­ჯე­ტი­დან მე­ო­თხე კვარტლის და­ფი­ნან­სე­ბის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში გად­მო­ტა­ნა ითხო­ვა, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ს გა­და­ცე­მა "ემას შოუს" გა­ნუ­ცხა­და. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა და სა­მი­ნის­ტრომ მისი თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა გვთხო­ვა, მე­ო­თხე კვარტლი­დან მო­ვაკ­ლოთ და­ფი­ნან­სე­ბა და გად­მო­ვი­ტა­ნოთ მე­ო­რე კვარ­ტალ­ში. მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში, ცხა­დია, სხვა იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. ამი­ტომ ჩვენ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დეთ", - აღ­ნიშ­ნა ნო­დარ ხა­დურ­მა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით შე­ვი­და.

ხა­დუ­რის გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის­თვის 10 მი­ლი­ო­ნი ლარი, მისი ფუნ­ქცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბი­უ­ჯე­ტი 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. შარ­შან კი, პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის ფონ­დი ერ­თად 120 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და.

ნო­დარ ხა­დუ­რი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას სტუ­დენ­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ფონ­დი­დან და­ფი­ნან­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს არც ერთი სტუ­დენ­ტი პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან არ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლა.

"პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­მე სა­კუ­თა­რი ფონ­დი­დან აფი­ნან­სებს სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლას სა­ზღვარ­გა­რეთ. მე სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე ეს თემა და არც ერთი სტუ­დენ­ტი წელს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დით", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

გა­და­ცე­მა "ემას შოუ", რომ­ლის სტუ­მა­რიც ნო­დარ ხა­დუ­რი იქ­ნე­ბა, ეთერ­ში გავა შა­ბათს, 19:30 სა­ათ­ზე, "პა­ლიტ­რა ტვ"-ს ეთერ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტი მეოთხე კვარტლის დაფინანსებასაც ითხოვს

პრეზიდენტი მეოთხე კვარტლის დაფინანსებასაც ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტიდან მეოთხე კვარტლის დაფინანსების მეორე კვარტალში გადმოტანა ითხოვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "ემას შოუს" განუცხადა. მინისტრის განმარტებით, მეოთხე კვარტალში მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და სამინისტრომ მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსება მთელი წლის განმავლობაში ხდება. პრეზიდენტმა გვთხოვა, მეოთხე კვარტლიდან მოვაკლოთ დაფინანსება და გადმოვიტანოთ მეორე კვარტალში. მეოთხე კვარტალში, ცხადია, სხვა იქნება პრეზიდენტი. ამიტომ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებაზე უარი განვაცხადეთ", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტის აღნიშნული თხოვნა ფინანსთა სამინისტროში ოფიციალურად, წერილობითი სახით შევიდა.

ხადურის განმარტებით, პრეზიდენტისთვის 10 მილიონი ლარი, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, სრულიად საკმარისია. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. შარშან კი, პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდი ერთად 120 მილიონ ლარს შეადგენდა.

ნოდარ ხადური ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას სტუდენტების საკუთარი ფონდიდან დაფინანსების თაობაზე. მინისტრის ინფორმაციით, წელს არც ერთი სტუდენტი პრეზიდენტის ფონდიდან არ დაფინანსებულა.

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურმე საკუთარი ფონდიდან აფინანსებს სტუდენტების სწავლას საზღვარგარეთ. მე სპეციალურად შევისწავლე ეს თემა და არც ერთი სტუდენტი წელს დაფინანსებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ფონდით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

გადაცემა "ემას შოუ", რომლის სტუმარიც ნოდარ ხადური იქნება, ეთერში გავა შაბათს, 19:30 საათზე, "პალიტრა ტვ"-ს ეთერში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა