მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი პატიმრის მამიდა - "ლევანის მოშორების დამკვეთი ადმინისტრაცია იყო"
გარდაცვლილი პატიმრის მამიდა - "ლევანის მოშორების დამკვეთი ადმინისტრაცია იყო"

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, ლე­ვან კორ­ტა­ვასმა­მი­და ხა­თუ­ნა კორ­ტა­ვას­თან.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, ლე­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თემა უკვე იქცა დიდი გან­სჯის საგ­ნად. უკვე გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ვი­და. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, ახა­ლი რა გა­მო­იკ­ვე­თა, ენ­დო­ბით თუ არა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს სა­ერ­თოდ არ ვენ­დო­ბი, ეს არის ისე­თი აბ­სურ­დი, რო­მე­ლიც არა­ფერს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტყუ­ილ­ზე აგე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა ცი­ხე­ში. რო­გორც მათ აწყობთ, ყო­ველ სა­ათ­ში ცვლი­ან ჩვე­ნე­ბებს და იც­ვლი­ან ვერ­სი­ებს. 12 დღეა უკვე გა­სუ­ლი, ბავ­შვი და­ვა­საფ­ლა­ვე და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ერ­თა­დერ­თი პა­ტი­მა­რი საქ­მე­ში, დღეს მე­ო­რე პა­ტი­მა­რი გა­მო­ჩე­კა გე­გუ­თის სა­პა­ტიმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ. არ არ­სე­ბობს, რომ ჩემს შვილს პა­ტიმ­რებ­თან ჰქო­ნო­და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. რომც ჰქო­ნო­და, არ არ­სე­ბობს, რომ პა­ტი­მარს ასე გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ჩემი შვი­ლი. ეს არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­კე­თე­ბუ­ლი.

- რა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ჰქო­ნო­და შეხ­ლა- შე­მოხ­ლა, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, ასე­თი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ლე­ვა­ნის ცი­ხე­ში ყოფ­ნის დრო­ი­დან იცო­დით.

- ძა­ლი­ან ხში­რად იყო და ახ­ლაც არის, ყვე­ლა პა­ტი­მარს აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ცი­ხე­ებ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მერ­წმუ­ნეთ. არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პა­ტიმ­რო, სა­დაც დი­ლით, შუ­ა­დღი­სას, სა­ღა­მოს პა­ტი­მა­რი ცემა- ტყე­პა­ში არ იყოს. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია თვი­თონ პა­ტიმ­რე­ბის­გან, რომ ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხე­ბი არ­სე­ბობს. ციხე ჩა­კე­ტილ ად­გი­ლად რჩე­ბა, სა­დაც ვე­რა­ვინ ვერ შე­დის და მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ იცის ასე­თი ად­გი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. ისი­ნი ჯა­ლა­თე­ბი არი­ან.

- ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კონ­კრე­ტუ­ლად რაში ადა­ნა­შა­უ­ლებთ?

- დღეს, როცა პრო­კუ­რორ­თან ვი­ყა­ვი, მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ვამ­ტკი­ცებ და ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ლე­ვა­ნის მო­შო­რე­ბის დამ­კვე­თი იყო ად­მი­ნის­ტრა­ცია, რად­გან მათ არ აწყობ­დათ ასე­თი პა­ტი­მა­რი.

- რა­ტომ არ აწყობ­დათ?

- რა­ტომ არ აწყობ­დათ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი და ამა­საც გა­ვი­გებ, უთ­ქმე­ლი არა­ფე­რი რჩე­ბა, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ჰყავთ შე­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც ლე­ვან­ზე უნდა ეძა­ლა­და. პა­ტიმ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა, კა­ნო­ნით დამ­ხდუ­რებს არ აქვთ, რად­გან კა­რან­ტი­ნის დროს ცალ­კე საკ­ნებ­ში სხე­დან ახალ­მიყ­ვა­ნი­ლე­ბი. მე ვე­კი­თხე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს - აქვთ უფ­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ პა­ტიმ­რებს შე­ვიდ­ნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და ეურ­თი­ერ­თონ ახალ პა­ტიმ­რებს?! მაგ­რამ, შიგ­ნით, ად­მი­ნის­ტრა­ცია არის ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი, რაც უნ­დათ, იმას აკე­თე­ბენ. წა­მა­ლი შიგ­ნი­თაა, ლო­თო­ბა შიგ­ნი­თაა. კა­ნო­ნი არის ყვე­ლას­თვის კა­ნო­ნი, რა­ტომ არ­სე­ბობს მა­შინ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი?!

- თქვენ ამ დრომ­დე ამ­ტკი­ცებთ, რომ თქვე­ნი ძმის­შვი­ლი არის ნა­წა­მე­ბი...

- ნა­წა­მე­ბია...დი­ლით, რო­დე­საც ტან­საც­მე­ლი უნდა ჩაგ­ვეც­ვა შვი­ლის­თვის, და­საფ­ლა­ვე­ბის დი­ლას, მე თვი­თონ, ჩემი ხე­ლით, ჩემი თვა­ლით, სხე­უ­ლის ყვე­ლა დე­ტა­ლი შე­ვუ­მოწ­მე. წელს ზე­მოთ ბავ­შვს არ აქვს ერთი სან­ტი­მეტ­რიც და­ტო­ვე­ბუ­ლი. ის არის ტრო­სით ნა­ცე­მი. პა­ტი­მარ­მა ტრო­სი სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა ცი­ხე­ში? ჩემი შვი­ლი იყო ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და მას ერთი პა­ტი­მა­რი ვერ სცემ­და. ეს არის შეკ­ვე­თი­ლი, არ ვიცი, სხვა რა ვთქვა. ეს არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და გა­კე­თე­ბუ­ლი. მო­ფიქ­რე­ბუ­ლად, სა­დის­ტუ­რად ნა­წა­მე­ბი.

ბავ­შვს უკა­ნა ფუძე აქვს გა­და­ტე­ხი­ლი. თუ კი­ბე­ზე და­გო­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, კი ბა­ტო­ნო, ის ვერ­სი­აც მაქვს, რომ და­ა­გო­რეს. როცა ადა­მი­ა­ნი კი­ბე­ზე და­გორ­დე­ბა, მეს­მის, გა­და­ტყდე­ბა ფუძე. ფუძე არის ფქვი­ლი­ვით, ქვა­სა­ვით იყო ქცე­უ­ლი, როცა ჩემი ხე­ლით შე­ვა­მოწ­მე. მარ­ჯვე­ნა ლა­ვი­წის კე­დე­ლი არის დამ­სხვრე­უ­ლი. ჩემი ხე­ლით შე­ვუ­მოწ­მე სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა ნეკ­ნი, არ­ცერ­თი არ აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი და­უმ­სხვრევ­ლად. ნეკ­ნე­ბის ნა­წი­ლი არის შიგ­ნით ორ­გა­ნიზ­მში შე­სუ­ლი, ნა­წი­ლი კი გა­რეთ გა­მო­სუ­ლი, მუც­ლის არეს­თან. მარ­ჯვე­ნა ლა­ვი­წზე ისე­თი ბლაგ­ვი სა­გა­ნია ჩარ­ტყმუ­ლი, არ ვიცი რა ჩა­არ­ტყეს, სამი შტრი­ხია წინ გა­მო­სუ­ლი. რაც სუ­რათ­ზე­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია. ეს არის პა­ტიმ­რის გა­კე­თე­ბუ­ლი?! მე ამას ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს.

- თა­ვად პა­ტიმ­რე­ბის ვერ­სია თუ იცით, რა მოხ­და?

- პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში შე­მეხ­მი­ა­ნენ, ვიდ­რე ეს ამ­ბა­ვი ასე მწვა­ვედ აგორ­დე­ბო­და. მათ­გან ასე­თი პა­სუ­ხი მაქვს, რომ პა­ტი­მა­რი შე­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რად, რო­მე­ლიც ლე­ვანს უნდა გას­წო­რე­ბო­და. მარ­თლა არის შეყ­ვა­ნი­ლი ვი­ღაც, ოღონ­დაც, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის "ნა­სედ­კა", ასე თქვეს პა­ტიმ­რებ­მა. მი­თხრეს - პი­რო­ბას გაძ­ლევ­თო, არ დავ­თმობ­თო არა­ფერს. ეს არ არის პა­ტიმ­რის გა­კე­თე­ბუ­ლი და ბად­რა­გის მოკ­ლუ­ლი­აო, რად­გან ის ბად­რა­გია გე­გუ­თის იზო­ლა­ტორ­ში გად­მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­საც ლე­ვან­თან ხო­ნის კო­ლო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას ჰქონ­და შე­ხე­ბა.

პა­ტიმ­რე­ბი გვი­რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პირს ამო­ი­კე­რა­ვენ, შიმ­ში­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ. ერ­თმა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნობ­მა პა­ტი­მარ­მა და­მი­რე­კა დ მი­თხრა - ლე­ვანს სა­ხე­ლი და გვა­რით ვიც­ნობ მხო­ლოდ, მაგ­რამ მას არას­დროს არ ექ­ნე­ბო­და პა­ტი­მარ­თან კონ­ფლიქ­ტი, რად­გან კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­დაო.

- სა­მი­ნის­ტროს­თან რა პრე­ტენ­ზია გაქვთ, რო­გორც იქ აცხა­დე­ბენ, ისი­ნიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით.

- მი­ნის­ტრთან ის პრე­ტენ­ზია მაქვს, რომ არის გულ­გრი­ლი, არ აინ­ტე­რე­სებს ეს სის­ტე­მა და სა­ქარ­თვე­ლოს იზო­ლა­ტო­რებ­ში ამის გამო ოც­ნე­ბის სა­საკ­ლა­ო­ე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ახა­ლა­ი­ებ­ზე უა­რე­სი, ოც­ნე­ბის სა­საკ­ლაო აქვს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და ვი­თხოვ მის დას­ჯას. გუ­შინ ქუ­თა­ი­სი­დან პა­ტიმ­რე­ბის დე­დებ­მა და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს, გვერ­დში დაგ­ვი­დე­ქიო, მა­გი­და­ზე და­უ­ჭე­დი­ათ მათ შვი­ლებს ხე­ლე­ბი.

- რა შე­იძ­ლე­ბა ასეთ დროს თქვენ გა­ა­კე­თოთ, რო­გორც მშო­ბელ­მა?

- ამ ეტაპ­ზე, ისევ ექ­სპერ­ტი­ზის ცნო­ბის მო­ლო­დინ­ში ვარ, მა­გი­ტო­მაც ვარ გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ვნა­ხოთ, რა ცნო­ბას და­დებს ექ­სპერ­ტი. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ჩემი ხე­ლით შე­ვა­მოწ­მე ლე­ვა­ნის და­ლე­წი­ლი სხე­უ­ლი და იმას ვი­ზამ, რომ ჩე­მი­ვე ხე­ლით ამოვ­თხრი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პა­ტიმ­რის მშო­ბე­ლი და მთე­ლი ფოთი მომ­ყვე­ბა უკან. თუ მე ამ დო­ნემ­დე მი­მიყ­ვა­ნეს, პა­ტიმ­რე­ბი მა­შინ და­ი­წყე­ბენ პრო­ტესტს და შიმ­ში­ლო­ბას. სა­ერ­თოდ უც­ნო­ბი პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ არას­წო­რი დას­კვნა დადო ექ­სპერ­ტმა, ოღონ­დაც სა­მარ­თალს მი­ვაღ­წი­ო­თო და ყვე­ლა­ნი შე­მო­გი­ერ­თდე­ბი­თო. ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ამ­დე ვივ­ლი ცხედ­რით და იქ და­ვას­ვე­ნებ ჩემს ნა­წა­მებ ძმიშ­ვილს. რად­გა­ნაც, ერთხელ დ სა­მუ­და­მოდ ნა­ხოს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მის სა­ხელ­მწი­ფო­ში რა ხდე­ბა.

- თქვენ დაკ­რძალ­ვის დღემ­დე ითხოვ­დით და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას.

- ვი­თხოვ­დი და ახ­ლაც ვი­თხოვ. ჩემი შვი­ლი იმ დო­ნემ­დე არის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, ერთი წე­ლიც რომ იწ­ვეს სა­მა­რე­ში, ის და­სა­ხიჩ­რე­ბა მას არ მო­შორ­დე­ბა. არ­ცერ­თი ძვა­ლი მთე­ლი არ აქვს.

ლაშა ზარ­გი­ნა­ვა

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა - "ლევანის მოშორების დამკვეთი ადმინისტრაცია იყო"

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა - "ლევანის მოშორების დამკვეთი ადმინისტრაცია იყო"

ექსკლუზიური ინტერვიუ გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა ხათუნა კორტავასთან.

- ქალბატონო ხათუნა, ლევანის გარდაცვალების თემა უკვე იქცა დიდი განსჯის საგნად. უკვე გარკვეული დრო გავიდა. ამ გადასახედიდან, ახალი რა გამოიკვეთა, ენდობით თუ არა ოფიციალურად გავრცელებულ ვერსიებს?

- ოფიციალურად გავრცელებულ ვერსიებს საერთოდ არ ვენდობი, ეს არის ისეთი აბსურდი, რომელიც არაფერს არ შეესაბამება. საქართველოში არის აბსოლუტურად ტყუილზე აგებული ყველაფერი, რაც ხდება ციხეში. როგორც მათ აწყობთ, ყოველ საათში ცვლიან ჩვენებებს და იცვლიან ვერსიებს. 12 დღეა უკვე გასული, ბავშვი დავასაფლავე და ამ ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი პატიმარი საქმეში, დღეს მეორე პატიმარი გამოჩეკა გეგუთის საპატიმროს ადმინისტრაციამ. არ არსებობს, რომ ჩემს შვილს პატიმრებთან ჰქონოდა შეხლა-შემოხლა. რომც ჰქონოდა, არ არსებობს, რომ პატიმარს ასე გაემეტებინა ჩემი შვილი. ეს არის ადმინისტრაციის გაკეთებული.

- რა მიზეზით შეიძლებოდა ადმინისტრაციასთან ჰქონოდა შეხლა- შემოხლა, როგორც თქვენ ამბობთ, ასეთი ფაქტების შესახებ ლევანის ციხეში ყოფნის დროიდან იცოდით.

- ძალიან ხშირად იყო და ახლაც არის, ყველა პატიმარს აქვს ადმინისტრაციასთან დაპირისპირება, ციხეებში არაფერი შეცვლილა, მერწმუნეთ. არ არსებობს საქართველოში საპატიმრო, სადაც დილით, შუადღისას, საღამოს პატიმარი ცემა- ტყეპაში არ იყოს. მაქვს ინფორმაცია თვითონ პატიმრებისგან, რომ ამისთვის სპეციალური ოთახები არსებობს. ციხე ჩაკეტილ ადგილად რჩება, სადაც ვერავინ ვერ შედის და მხოლოდ ადმინისტრაციამ იცის ასეთი ადგილების არსებობა. ისინი ჯალათები არიან.

- ადმინისტრაციას კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ?

- დღეს, როცა პროკურორთან ვიყავი, მათთან გასაუბრების შემდეგ ვამტკიცებ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ლევანის მოშორების დამკვეთი იყო ადმინისტრაცია, რადგან მათ არ აწყობდათ ასეთი პატიმარი.

- რატომ არ აწყობდათ?

- რატომ არ აწყობდათ, ჯერჯერობით არ ვიცი და ამასაც გავიგებ, უთქმელი არაფერი რჩება, მაგრამ ზუსტად ვიცი, სპეციალურად ჰყავთ შემოყვანილი პატიმარი, რომელსაც ლევანზე უნდა ეძალადა. პატიმრებთან, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან, ურთიერთობის უფლება, კანონით დამხდურებს არ აქვთ, რადგან კარანტინის დროს ცალკე საკნებში სხედან ახალმიყვანილები. მე ვეკითხები სასჯელაღსრულების სამინისტროს - აქვთ უფლება ადგილობრივ პატიმრებს შევიდნენ ადმინისტრაციაში და ეურთიერთონ ახალ პატიმრებს?! მაგრამ, შიგნით, ადმინისტრაცია არის ქურდული მენტალიტეტის მატარებელი, რაც უნდათ, იმას აკეთებენ. წამალი შიგნითაა, ლოთობა შიგნითაა. კანონი არის ყველასთვის კანონი, რატომ არსებობს მაშინ გამონაკლისები?!

- თქვენ ამ დრომდე ამტკიცებთ, რომ თქვენი ძმისშვილი არის ნაწამები...

- ნაწამებია...დილით, როდესაც ტანსაცმელი უნდა ჩაგვეცვა შვილისთვის, დასაფლავების დილას, მე თვითონ, ჩემი ხელით, ჩემი თვალით, სხეულის ყველა დეტალი შევუმოწმე. წელს ზემოთ ბავშვს არ აქვს ერთი სანტიმეტრიც დატოვებული. ის არის ტროსით ნაცემი. პატიმარმა ტროსი საიდან მოიტანა ციხეში? ჩემი შვილი იყო ძალიან ძლიერი და მას ერთი პატიმარი ვერ სცემდა. ეს არის შეკვეთილი, არ ვიცი, სხვა რა ვთქვა. ეს არის ადმინისტრაციის მოფიქრებული და გაკეთებული. მოფიქრებულად, სადისტურად ნაწამები.

ბავშვს უკანა ფუძე აქვს გადატეხილი. თუ კიბეზე დაგორებაზე საუბრობენ, კი ბატონო, ის ვერსიაც მაქვს, რომ დააგორეს. როცა ადამიანი კიბეზე დაგორდება, მესმის, გადატყდება ფუძე. ფუძე არის ფქვილივით, ქვასავით იყო ქცეული, როცა ჩემი ხელით შევამოწმე. მარჯვენა ლავიწის კედელი არის დამსხვრეული. ჩემი ხელით შევუმოწმე სათითაოდ ყველა ნეკნი, არცერთი არ აქვს დატოვებული დაუმსხვრევლად. ნეკნების ნაწილი არის შიგნით ორგანიზმში შესული, ნაწილი კი გარეთ გამოსული, მუცლის არესთან. მარჯვენა ლავიწზე ისეთი ბლაგვი საგანია ჩარტყმული, არ ვიცი რა ჩაარტყეს, სამი შტრიხია წინ გამოსული. რაც სურათზედაც აღბეჭდილია. ეს არის პატიმრის გაკეთებული?! მე ამას ვერავინ დამაჯერებს.

- თავად პატიმრების ვერსია თუ იცით, რა მოხდა?

- პირველივე დღეებში შემეხმიანენ, ვიდრე ეს ამბავი ასე მწვავედ აგორდებოდა. მათგან ასეთი პასუხი მაქვს, რომ პატიმარი შეიყვანეს სპეციალურად, რომელიც ლევანს უნდა გასწორებოდა. მართლა არის შეყვანილი ვიღაც, ოღონდაც, ადმინისტრაციის "ნასედკა", ასე თქვეს პატიმრებმა. მითხრეს - პირობას გაძლევთო, არ დავთმობთო არაფერს. ეს არ არის პატიმრის გაკეთებული და ბადრაგის მოკლულიაო, რადგან ის ბადრაგია გეგუთის იზოლატორში გადმოყვანილი, რომელსაც ლევანთან ხონის კოლონიაში ყოფნისას ჰქონდა შეხება.

პატიმრები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ პირს ამოიკერავენ, შიმშილობას დაიწყებენ. ერთმა, აბსოლუტურად უცნობმა პატიმარმა დამირეკა დ მითხრა - ლევანს სახელი და გვარით ვიცნობ მხოლოდ, მაგრამ მას არასდროს არ ექნებოდა პატიმართან კონფლიქტი, რადგან კარგი რეპუტაციით სარგებლობდაო.

- სამინისტროსთან რა პრეტენზია გაქვთ, როგორც იქ აცხადებენ, ისინიც განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით.

- მინისტრთან ის პრეტენზია მაქვს, რომ არის გულგრილი, არ აინტერესებს ეს სისტემა და საქართველოს იზოლატორებში ამის გამო ოცნების სასაკლაოებია გაჩაღებული. ახალაიებზე უარესი, ოცნების სასაკლაო აქვს გაჩაღებული და ვითხოვ მის დასჯას. გუშინ ქუთაისიდან პატიმრების დედებმა დამირეკეს და მთხოვეს, გვერდში დაგვიდექიო, მაგიდაზე დაუჭედიათ მათ შვილებს ხელები.

- რა შეიძლება ასეთ დროს თქვენ გააკეთოთ, როგორც მშობელმა?

- ამ ეტაპზე, ისევ ექსპერტიზის ცნობის მოლოდინში ვარ, მაგიტომაც ვარ გაჩერებული. ვნახოთ, რა ცნობას დადებს ექსპერტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი ხელით შევამოწმე ლევანის დალეწილი სხეული და იმას ვიზამ, რომ ჩემივე ხელით ამოვთხრი და აბსოლუტურად ყველა პატიმრის მშობელი და მთელი ფოთი მომყვება უკან. თუ მე ამ დონემდე მიმიყვანეს, პატიმრები მაშინ დაიწყებენ პროტესტს და შიმშილობას. საერთოდ უცნობი პატიმრების მშობლები მირეკავენ და მეუბნებიან, თუ არასწორი დასკვნა დადო ექსპერტმა, ოღონდაც სამართალს მივაღწიოთო და ყველანი შემოგიერთდებითო. ივანიშვილის რეზიდენციამდე ვივლი ცხედრით და იქ დავასვენებ ჩემს ნაწამებ ძმიშვილს. რადგანაც, ერთხელ დ სამუდამოდ ნახოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მის სახელმწიფოში რა ხდება.

- თქვენ დაკრძალვის დღემდე ითხოვდით დამოუკიდებელ ექსპერტიზას.

- ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ. ჩემი შვილი იმ დონემდე არის დასახიჩრებული, ერთი წელიც რომ იწვეს სამარეში, ის დასახიჩრება მას არ მოშორდება. არცერთი ძვალი მთელი არ აქვს.

ლაშა ზარგინავა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ