Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ საჯაია - "ღარიბაშვილის პირადი შურისძიება"
მარიამ საჯაია - "ღარიბაშვილის პირადი შურისძიება"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე პოსტს უძღვნის.

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა

და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობ­დნენ ე.წ. თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­კა­ვე­ბუ­ლია 10 ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი. მათ ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან იყო იძუ­ლე­ბა, უა­რე­ყოთ თა­მა­ზაშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბა და ია­რა­ღის ჩა­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აე­ღოთ.

ეს გახ­ლავთ თა­მა­ზაშ­ვი­ლის პი­რა­დი ვენ­დე­ტა! და­ა­ჭე­რი­ნა ის ხალ­ხი, ვინც ის და­ი­ჭი­რა!

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი:

გოჩა ჩი­ტა­ია, გი­ორ­გი კი­კა­ლიშ­ვი­ლი, ლაშა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი, მი­ხე­ილ შვე­ლი­ძე, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძე, ირაკ­ლი ქო­პი­ლაშ­ვი­ლი, გივი კრავ­ჩენ­კო, პა­ა­ტა ხე­ჩი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, გია გო­რო­ზია, რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი, გოჩა ბა­ღათ­რიშ­ვი­ლი, ზაზა ჭაია, ვლა­დი­მერ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი.

თენ­გიზ გუ­ნა­ვას­თვის (და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად) ჩა­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის გამო არა­ვინ და­უ­ჭე­რი­ათ და თა­მა­ზაშ­ვი­ლის ვი­თომ-ჩა­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის­თვის 6 კაცს იჭე­რენ და სა­ვა­რა­უ­დოდ ეს რი­ცხვი 15-მდე გა­იზ­რდე­ბა.

ამას ჰქვია შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი და არა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა!

გუ­ნა­ვას ჩა­უ­დეს ია­რა­ღი და ნარ­კო­ტი­კი.ეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და შსს-მ და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ ია­რა­ღის და ნარ­კო­ტი­კის "ჩამ­დე­ბი" ანუ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არ და­უ­ჭე­რი­ათ.

თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თვის ვი­თომ-ია­რა­ღის ჩამ­დე­ბებს კი იჭე­რენ, ჯერ 12 სა­ა­თი­ან ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნე­ბენ, ვინ­მემ აი­ღეთ თქვენ თავ­ზეო! ამ ბი­ჭებ­მა უარი თქვეს, ნამ­დვი­ლად იყო იმ მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი, ჩვენ არა­ფე­რი ჩაგ­ვი­დია და ვერ და­ვიბ­რა­ლებ­თო. ამის მერე კი და­ი­ჭი­რეს. აქ მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი წე­რია, მაგ­რამ და­ი­ჯე­რებთ თუ არა ეს თქვე­ნი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და უფ­ლე­ბაა, ცხა­დია", - წერს სა­ჯა­ია.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­სა და ჩხრე­კის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გუ­შინ­წინ და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: შსს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: გოჩა ბა­ღათ­რიშ­ვი­ლი, გოჩა ჩი­ტა­ია, ზაზა ჭაია, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძე, ვლა­დი­მერ გამ­რეკ­ლიშ­ვი­ლი და გივი გრავ­ჩენ­კო.

იხი­ლეთ ასე­ვე: "გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძეს, შე­საძ­ლოა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს"

მარიამ საჯაია - "ღარიბაშვილის პირადი შურისძიება"

მარიამ საჯაია - "ღარიბაშვილის პირადი შურისძიება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ყოფილი სამართალდამცველების დაკავებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"ღარიბაშვილის პირადი შურისძიება

დაკავებული არიან ყოფილი პოლიციელები, რომლებიც დღეს პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ ე.წ. თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

დაკავებულია 10 ყოფილი პოლიციელი. მათ ხმამაღლა განაცხადეს, რომ პროკურატურის მხრიდან იყო იძულება, უარეყოთ თამაზაშვილის მანქანაში იარაღის არსებობა და იარაღის ჩადება საკუთარ თავზე აეღოთ.

ეს გახლავთ თამაზაშვილის პირადი ვენდეტა! დააჭერინა ის ხალხი, ვინც ის დაიჭირა!

დაკავებული პირები:

გოჩა ჩიტაია, გიორგი კიკალიშვილი, ლაშა გოშხეთელიანი, მიხეილ შველიძე, გრიგოლ კვინიკაძე, ირაკლი ქოპილაშვილი, გივი კრავჩენკო, პაატა ხეჩიაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, გია გოროზია, რევაზ კალომლეწავი, გოჩა ბაღათრიშვილი, ზაზა ჭაია, ვლადიმერ გამრეკელაშვილი.

თენგიზ გუნავასთვის (დადასტურებულად) ჩადებული იარაღის გამო არავინ დაუჭერიათ და თამაზაშვილის ვითომ-ჩადებული იარაღისთვის 6 კაცს იჭერენ და სავარაუდოდ ეს რიცხვი 15-მდე გაიზრდება.

ამას ჰქვია შერჩევითი სამართალი და არა სამართლიანობის აღდგენა!

გუნავას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი.ეს პროკურატურამ და შსს-მ დაადასტურა, მაგრამ იარაღის და ნარკოტიკის "ჩამდები" ანუ დანაშაულის ჩამდენი არ დაუჭერიათ.

თამაზაშვილისთვის ვითომ-იარაღის ჩამდებებს კი იჭერენ, ჯერ 12 საათიან ულტიმატუმს უყენებენ, ვინმემ აიღეთ თქვენ თავზეო! ამ ბიჭებმა უარი თქვეს, ნამდვილად იყო იმ მანქანაში იარაღი, ჩვენ არაფერი ჩაგვიდია და ვერ დავიბრალებთო. ამის მერე კი დაიჭირეს. აქ მხოლოდ ფაქტები წერია, მაგრამ დაიჯერებთ თუ არა ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ცხადია", - წერს საჯაია.

მთავარმა პროკურატურამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები გუშინწინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო.

იხილეთ ასევე: "გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს