მონიკა ბელუჩიმ Cartier-ის სამკაულების სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სარეკლამო ფოტოსესია სამკაულების ახალ კოლექციას Paris Nouvelle Vague-ს მიეძღვნა.
სესიის დროს მონიკამ რამდენიმე სამკაული და კაბა მოირგო. ვარსკვლავი ფოტოებში როგორც მკაცრ, ისე დახვეწილ, ელეგანტურ სტილშია.
დასავლურ მედიაში სარეკლამო ფოტოსესია შეფასდა, როგორც "საიუველირო ბრენდის სიყვარულის ახსნა პარიზისათვის".
მონიკა ბელუჩი უკვე დიდი ხანია Cartier-თან თანამშრომლობს. მსახიობი ბრენდის სამკაულებს არა მხოლოდ ფოტოსესიებში, არამედ წითელ ხალიჩებზეც ატარებს.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.