პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"
რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"

გლ­და­ნი, ქერ­ჩის ქუჩა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც წლე­ბია უკვე "რო­ე­ნას სა­უ­ნად" იც­ნო­ბენ... 2006 წლის 12 თე­ბერ­ვალს ორი ახალ­გაზ­რდა - თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძე და ლე­ვან ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი - "რო­ე­ნას სა­უ­ნას" ერ­თად ტო­ვე­ბენ, ტაქ­სი­ში სხდე­ბი­ან, რის შემ­დე­გაც თა­მა­ზის კვა­ლი ქრე­ბა...

უკვე რვა წე­ლია, თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძის შე­სა­ხებ მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა არა­ფე­რი იცი­ან. საქ­მე გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ამ აღ­ძრა, იყ­ვნენ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბიც, დაჰ­კი­თხეს მოწ­მე­ე­ბიც, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. სად გაქ­რა 29 წლის ახალ­გაზ­რდა და რა­ტომ არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბით? რა­ტომ ცვლიდ­ნენ გა­მომ­ძი­ებ­ლებს კვი­რა­ში ერთხელ და ვინ მფარ­ვე­ლობს სა­უ­ნას? - ეს კი­თხვე­ბი დღე­საც პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.

ნა­თე­ლა ლუ­ცუ­ფი­ძე, თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძის დედა: - იმ დღეს, 12 თე­ბერ­ვალს, ჩემი რძლის და­ბა­დე­ბის დღე იყო. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნეთ. სა­ღა­მოს თა­მა­ზი სახ­ლი­დან გა­ვი­და: სი­გა­რეტს ვი­ყი­დიო და მას შემ­დეგ აღარ გვი­ნა­ხავს. იმ ღა­მეს შინ რომ არ მო­ვი­და, ავ­ნერ­ვი­ულ­დი, მაგ­რამ ჩემს მე­უღ­ლეს მა­ინც არ გა­ვა­გე­ბი­ნე. ჩემს შვილს სი­მამ­რი ჰყავ­და ცუ­დად და ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა მის სა­ნა­ხა­ვად წა­ვი­და და იქ დარ­ჩა-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს შე­ვი­ტყვე, რომ თა­მაზს მისი მე­გო­ბა­რი თე­მუ­რიც ეძებ­და. ის და თე­მუ­რი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და იმა­ნაც რომ არ იცო­და ჩემი შვი­ლის ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი, ამან სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­მაგ­დო. მა­შინ­ვე ჩემს მე­უღ­ლეს და­ვუ­რე­კე და თა­მა­ზის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი გა­ვა­გე­ბი­ნე. და­მამ­შვი­და: რა მოხ­და, კა­ცია, მოვა, სად წა­ვაო.

სა­ღა­მო­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ძებ­ნა და­ვი­წყეთ. კი­თხვა-კი­თხვით გა­ვი­გეთ, რომ იმ სა­ღა­მოს თა­მა­ზი "რო­ე­ნას სა­უ­ნად" ცნო­ბილ სა­როს­კი­პო­ში მი­სუ­ლა. ჩემს შვილს შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოს­ვლია ვინ­მე ლე­ვან ყარ­ყა­რაშ­ვილ­თან. მას შემ­დეგ ჩემი შვი­ლის კვა­ლი იკარ­გე­ბა.

მი­ხე­ილ ლუ­ცუ­ფი­ძე, თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძის მამა: "რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გეთ, ლე­ვან ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი სუ­ტე­ნი­ო­რი ყო­ფი­ლა. იქვე "რო­ე­ნას სა­უ­ნას­თან" ახ­ლოს, ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ქი­რით. ეს ქალი სა­უ­ნა­ში მიჰ­ყავ­და, ამუ­შა­ვებ­და და ამით ირ­ჩენ­და თავს. იმ სა­ღა­მო­საც იქ ყო­ფი­ლან ორი­ვე­ნი. როცა ლე­ვანს ამ ქა­ლის სა­უ­ნი­დან წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რე­ბია, ჩემს შვილს მისი და­ტო­ვე­ბა უთხო­ვია. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ამ ქალს ჩემი შვი­ლი სხვა სა­როს­კი­პო­დან იც­ნობ­და. ყარ­ყა­რაშ­ვილ­მა კი ქალი მა­ინც წა­იყ­ვა­ნა. რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, სა­უ­ნი­დან ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი და ის ქალი ტაქ­სით წა­ვიდ­ნენ. ეს ტაქ­სის მძღო­ლი თურ­მე ხში­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­უ­ნის თა­ნამ­შრომ­ლებს. ყარ­ყა­რაშ­ვილ­მა ის ქალი სახ­ლში ჩა­კე­ტა და ისევ სა­უ­ნა­ში დაბ­რუნ­და. რო­გორც მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი რომ დაბ­რუნ­და სა­უ­ნა­ში, ჩემი შვი­ლი იქა­ურ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად შამ­პა­ნურს სვამ­და. სწო­რედ ამ დროს სახ­ლში ჩა­კე­ტილ­მა ქალ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა მე­გო­ბარ ქალს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­უ­ნა­ში მუ­შა­ობ­და: ლე­ვა­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, ჩამ­კე­ტა, მიდი ტაქ­სის მძღოლ­თან და გა­მი­გე, ხომ მშვი­დო­ბა­აო. რო­გორც გა­ირ­კვა, ყარ­ყა­რაშ­ვილს ორი ბოთ­ლი ლუდი უყი­დია და ჩემს შვილ­თან ერ­თად სა­უ­ნა და­უ­ტო­ვე­ბია. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ტაქ­სი­ში ჩას­ხდნენ. მას შემ­დეგ არა­ფე­რი ვი­ცით".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"

რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"

გლდანი, ქერჩის ქუჩა, დაწესებულება, რომელსაც წლებია უკვე "როენას საუნად" იცნობენ... 2006 წლის 12 თებერვალს ორი ახალგაზრდა - თამაზ ლუცუფიძე და ლევან ყარყარაშვილი - "როენას საუნას" ერთად ტოვებენ, ტაქსიში სხდებიან, რის შემდეგაც თამაზის კვალი ქრება...

უკვე რვა წელია, თამაზ ლუცუფიძის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. საქმე გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ აღძრა, იყვნენ ეჭვმიტანილებიც, დაჰკითხეს მოწმეებიც, თუმცა სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. სად გაქრა 29 წლის ახალგაზრდა და რატომ არავინ ინტერესდება მისი გაუჩინარებით? რატომ ცვლიდნენ გამომძიებლებს კვირაში ერთხელ და ვინ მფარველობს საუნას? - ეს კითხვები დღესაც პასუხგაუცემელია.

ნათელა ლუცუფიძე, თამაზ ლუცუფიძის დედა: - იმ დღეს, 12 თებერვალს, ჩემი რძლის დაბადების დღე იყო. მოკრძალებულად აღვნიშნეთ. საღამოს თამაზი სახლიდან გავიდა: სიგარეტს ვიყიდიო და მას შემდეგ აღარ გვინახავს. იმ ღამეს შინ რომ არ მოვიდა, ავნერვიულდი, მაგრამ ჩემს მეუღლეს მაინც არ გავაგებინე. ჩემს შვილს სიმამრი ჰყავდა ცუდად და ვიფიქრე, შეიძლება მის სანახავად წავიდა და იქ დარჩა-მეთქი. მეორე დღეს შევიტყვე, რომ თამაზს მისი მეგობარი თემურიც ეძებდა. ის და თემური განუყრელი მეგობრები იყვნენ და იმანაც რომ არ იცოდა ჩემი შვილის ასავალ-დასავალი, ამან საგონებელში ჩამაგდო. მაშინვე ჩემს მეუღლეს დავურეკე და თამაზის გაუჩინარების ამბავი გავაგებინე. დამამშვიდა: რა მოხდა, კაცია, მოვა, სად წავაო.

საღამოსაც რომ არ გამოჩნდა, მეზობლებთან ერთად ძებნა დავიწყეთ. კითხვა-კითხვით გავიგეთ, რომ იმ საღამოს თამაზი "როენას საუნად" ცნობილ საროსკიპოში მისულა. ჩემს შვილს შელაპარაკება მოსვლია ვინმე ლევან ყარყარაშვილთან. მას შემდეგ ჩემი შვილის კვალი იკარგება.

მიხეილ ლუცუფიძე, თამაზ ლუცუფიძის მამა: "როგორც შემდეგ გავიგეთ, ლევან ყარყარაშვილი სუტენიორი ყოფილა. იქვე "როენას საუნასთან" ახლოს, ქალთან ერთად ცხოვრობდა ქირით. ეს ქალი საუნაში მიჰყავდა, ამუშავებდა და ამით ირჩენდა თავს. იმ საღამოსაც იქ ყოფილან ორივენი. როცა ლევანს ამ ქალის საუნიდან წაყვანა დაუპირებია, ჩემს შვილს მისი დატოვება უთხოვია. როგორც გავარკვიეთ, ამ ქალს ჩემი შვილი სხვა საროსკიპოდან იცნობდა. ყარყარაშვილმა კი ქალი მაინც წაიყვანა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საუნიდან ნაქირავებ ბინაში ყარყარაშვილი და ის ქალი ტაქსით წავიდნენ. ეს ტაქსის მძღოლი თურმე ხშირად ემსახურებოდა საუნის თანამშრომლებს. ყარყარაშვილმა ის ქალი სახლში ჩაკეტა და ისევ საუნაში დაბრუნდა. როგორც მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, ყარყარაშვილი რომ დაბრუნდა საუნაში, ჩემი შვილი იქაურ თანამშრომლებთან ერთად შამპანურს სვამდა. სწორედ ამ დროს სახლში ჩაკეტილმა ქალმა მობილური ტელეფონით მესიჯი გაუგზავნა მეგობარ ქალს, რომელიც ასევე საუნაში მუშაობდა: ლევანი გაბრაზებული გამოვიდა, ჩამკეტა, მიდი ტაქსის მძღოლთან და გამიგე, ხომ მშვიდობააო. როგორც გაირკვა, ყარყარაშვილს ორი ბოთლი ლუდი უყიდია და ჩემს შვილთან ერთად საუნა დაუტოვებია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი ტაქსიში ჩასხდნენ. მას შემდეგ არაფერი ვიცით".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"