სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეზელის როლის შემსრულებელმა უამრავი ქალის გული დაიპყრო
ეზელის როლის შემსრულებელმა უამრავი ქალის გული დაიპყრო

"პა­ლიტ­რა ტვ "-ს მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 19:30-ზე თურ­ქულ სე­რი­ალს "ეზელს" უკვე მე-2 თვეა უყუ­რებს. სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბის, ღა­ლა­ტის და შუ­რის­ძი­ე­ბის ის­ტო­რია, და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი და თურ­ქე­თის ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი - ვინც სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბას იწყებს, მას ბოლო სე­რი­ამ­დე ვერ სწყდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა მი­იქ­ცი­ეს. ვინ არი­ან ეზე­ლი და ეი­შა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში.

ეზე­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია კე­ნან იმირ­ზა­ლი ოღლუ. მას თურ­ქეთ­ში იც­ნო­ბენ, რო­გორც თა­ვი­დან­ვე ვარ­სკვლა­ვად და­ბა­დე­ბულს. თუმ­ცა, კი­ნო­ვარ­სკვლა­ვად აღი­ა­რე­ბამ­დე დიდი გზა და ბევ­რი შრო­მა დას­ჭირ­და. 1974 წლის 18 ივ­ნისს ან­კა­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი "ეზე­ლამ­დე" ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც მო­დე­ლი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო უამ­რავ რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს და პო­დი­უ­მის"თურ­ქულ სა­ზღვრებ­საც" მალე გას­ცდა სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის სტა­ტუ­სით. 1999 წელს პირ­ველ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს, რა­საც სრულ­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში მიწ­ვე­ვე­ბიც მოჰ­ყვა, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბის პიკი "ეზე­ლი" აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ამ სე­რი­ალ­მა მო­უ­ტა­ნა სა­ბო­ლოო აღი­ა­რე­ბა. კე­ნა­ნი "ეზელ­მა" კი­ნო­ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. არა­და ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბიჭი თა­ვის დრო­ზე ოც­ნე­ბობ­და, რომ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­საც იმის იმე­დით მი­მარ­თა, რომ ასე უფრო იო­ლად შეძ­ლებ­და სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბას და სა­სურ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სწავ­ლის ფუ­ლის გა­დახ­დას.

ფილმში მთა­ვა­რი გმი­რის, ომე­რის, იგი­ვე ეზე­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას ეი­შა­ნის როლს მშვე­ნი­ე­რი ჯან­სუ დერე ას­რუ­ლებს. კე­ნა­ნის და მისი კა­რი­ე­რა ერ­თმა­ნე­თი­სას ჰგავს და გან­სხვავ­დე­ბა კი­დეც. ჯან­სუ უკვე 33 წლის ხდე­ბა. პრო­ფე­სი­ით არ­ქე­ო­ლო­გია, რა­საც წარ­მა­ტე­ბით და­ე­უფ­ლა სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მო­დე­ლო­ბა­ზე არც უფიქ­რია, მაგ­რამ მშვე­ნი­ერ სტუ­დენტს ჯერ კი­დევ სწავ­ლის დროს და­ად­გეს თვა­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა, რო­დე­საც უნი­ვერ­სტე­ტის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. ამას მოჰ­ყვა 2000 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა და გზაც გა­იხ­სნა თურ­ქე­თის, პა­რი­ზი­სა და მი­ლა­ნის პო­დი­უ­მებ­ზე. "ეზე­ლი" ჯან­სუს­თვი­საც ტრი­უმ­ფის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

სე­რი­ა­ლის გან­მე­ო­რე­ბით ნახ­ვა 00:00 სა­ათ­ზე შე­გიძ­ლი­ათ.

ეზელის როლის შემსრულებელმა უამრავი ქალის გული დაიპყრო

ეზელის როლის შემსრულებელმა უამრავი ქალის გული დაიპყრო

"პალიტრა ტვ "-ს მაყურებელი ყოველ სამუშაო დღეს 19:30-ზე თურქულ სერიალს "ეზელს" უკვე მე-2 თვეა უყურებს. სიყვარულის, მეგობრობის, ღალატის და შურისძიების ისტორია, დაძაბული სიუჟეტი და თურქეთის ულამაზესი კადრები - ვინც სერიალის ყურებას იწყებს, მას ბოლო სერიამდე ვერ სწყდება. განსაკუთრებული ყურადღება მთავარი როლების შემსრულებლებმა მიიქციეს. ვინ არიან ეზელი და ეიშანი ცხოვრებაში.

ეზელის როლის შემსრულებელია კენან იმირზალი ოღლუ. მას თურქეთში იცნობენ, როგორც თავიდანვე ვარსკვლავად დაბადებულს. თუმცა, კინოვარსკვლავად აღიარებამდე დიდი გზა და ბევრი შრომა დასჭირდა. 1974 წლის 18 ივნისს ანკარაში დაბადებული მსახიობი "ეზელამდე" ცნობილი იყო როგორც მოდელი. შესანიშნავი გარეგნული მონაცემების გამო უამრავ რეკლამაში გადაიღეს და პოდიუმის"თურქულ საზღვრებსაც" მალე გასცდა საუკეთესო მოდელის სტატუსით. 1999 წელს პირველ სერიალში გადაიღეს, რასაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში მიწვევებიც მოჰყვა, მაგრამ გამარჯვების პიკი "ეზელი" აღმოჩნდა, სწორედ ამ სერიალმა მოუტანა საბოლოო აღიარება. კენანი "ეზელმა" კინოვარსკვლავად აქცია. არადა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი თავის დროზე ოცნებობდა, რომ მათემატიკის მასწავლებელი გამხდარიყო და სამოდელო სააგენტოებსაც იმის იმედით მიმართა, რომ ასე უფრო იოლად შეძლებდა სამსახურის მოძიებას და სასურველი უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლის ფულის გადახდას.

ფილმში მთავარი გმირის, ომერის, იგივე ეზელის მეგობარი გოგონას ეიშანის როლს მშვენიერი ჯანსუ დერე ასრულებს. კენანის და მისი კარიერა ერთმანეთისას ჰგავს და განსხვავდება კიდეც. ჯანსუ უკვე 33 წლის ხდება. პროფესიით არქეოლოგია, რასაც წარმატებით დაეუფლა სტამბოლის უნივერსიტეტში. მოდელობაზე არც უფიქრია, მაგრამ მშვენიერ სტუდენტს ჯერ კიდევ სწავლის დროს დაადგეს თვალი სამოდელო სააგენტოებმა, როდესაც უნივერსტეტის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა 2000 წელს საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე წარმატებული გამოსვლა და გზაც გაიხსნა თურქეთის, პარიზისა და მილანის პოდიუმებზე. "ეზელი" ჯანსუსთვისაც ტრიუმფის მომტანი აღმოჩნდა.

სერიალის განმეორებით ნახვა 00:00 საათზე შეგიძლიათ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები