პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობდნენ ავღანეთში დაღუპული მებრძოლები
რაზე ოცნებობდნენ ავღანეთში დაღუპული მებრძოლები

ერთი თვის წინ ავ­ღა­ნეთ­ში მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ახა­ლი ნა­კა­დი წა­ვი­და. თვალ­ცრემ­ლი­ან­მა ახ­ლობ­ლებ­მა ბი­ჭე­ბი ცხელ წერ­ტილ­ში იმ იმე­დით გა­ა­ცი­ლეს, რომ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შინ მშვი­დო­ბით, უვ­ნებ­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და...

13 მა­ისს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი ამ­ცნო: დღემ­დე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ავ­ღა­ნეთ­ში ნა­ტოს ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბა­ზა­ზე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ბაზა "შირ­გაზ­ზე", სა­დაც ჩვე­ნი 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნია დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი, 16 სა­ათ­სა და 17 წუთ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა და მე­ამ­ბო­ხე­თა ჯგუფ­მა. ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ტე­რო­რის­ტთა 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ბა­ზა­ში შე­იჭ­რა. ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ეს და ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი ად­გილ­ზე გა­ა­ნად­გუ­რეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ თავ­დას­ხმას სამი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი შე­ე­წი­რა. ასე­ვე და­იჭ­რა რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც ამ დრო­ის­თვის ბაზა "ბას­ტი­ონ­ზე", მთა­ვარ ჰოს­პი­ტალ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მკურ­ნა­ლო­ბენ. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და არც ერთი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მომ­ხდარ­მა შეძ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვის გამო მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა:

"მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ამ გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხებს აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი და­ნაკ­ლი­სი და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს - დიდი ტრა­გე­დია. ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას გან­ვიც­დით ისე, რო­გორც ამ გმი­რი მებ­რძო­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­და­დე­ბას და გმი­რო­ბას. სწო­რედ ამ თავ­და­დე­ბამ და სამ­ხედ­რო­ე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა მოქ­მე­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა".

და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 42-ე მსუ­ბუქ ქვე­ით ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. მათ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ. 34 წლის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი ზვი­ად და­ვი­თა­ძე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2005 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და. იგი გა­მორ­ჩე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო და ამი­ტო­მაც და­ა­ჯილ­დო­ეს III ხა­რის­ხის მედ­ლით - "უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რის­თვის".

"ზვი­ად, ჩვე­ნო დიდო ტკი­ვი­ლო, ეს რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დე, აღარ გვინ­და სი­ცო­ცხლე", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა მის სიკ­ვდილს ახ­ლო­ბე­ლი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მომ­ხდა­რის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

27 წლის კაპ­რა­ლი ალექ­სან­დრე კვი­წი­ნა­ძე კი 6 წე­ლია, ქარ­თულ არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და მე­და­ლი - "ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი".

24 წლის ვლა­დი­მერ შა­ნა­ვაც კაპ­რა­ლი იყო და 2007 წლი­დან იყო ჯარ­ში. ავ­ღა­ნეთ­ში მი­სი­ით უკვე მე­ო­რედ წა­ვი­და. ცხელ წერ­ტილ­ში ყოფ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბაც ჰქონ­და და საკ­მა­ოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლიც იყო. მას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და მე­და­ლი "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის".

შე­ვე­ცა­დეთ, და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, მომ­ხდარ­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო მათი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ვაჟ­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირთ.

ვლა­დი­მერ შა­ნა­ვა წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი 24 წლის ბი­ჭის და­ღუპ­ვას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. "ჩვე­ნი უბ­ნის უპა­ტი­ოს­ნე­სი და ყვე­ლა­ზე თბი­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. ყვე­ლას უხა­რო­და მისი ნახ­ვა, სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი და­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და და აღარ ვი­ცით, რითი ვა­ნუ­გე­შოთ რე­ვაზ შა­ნა­ვას ოჯა­ხი. ჩვენ ვა­მა­ყობთ მი­სით, ის გმი­რია", - ამ­ბობს და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭის მე­ზო­ბე­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­ტა­რა ვი­დეო რგო­ლი და­დეს ვლა­დი­მე­რის მე­გობ­რებ­მა. "ბაკა, ჩვენს გუ­ლებ­ში იქ­ნე­ბი მუ­დამ. შენ­თვის ვი­ლო­ცებთ. ოჯახს ენატ­რე­ბი. გვტკი­ვა, ბაკა, გვტკი­ვა, შენს ძმებს ენატ­რე­ბი. იცო­დე, ბევ­რი სან­თე­ლი და­ინ­თე­ბა შენი ხსოვ­ნის­თვის. ალ­ბათ ღმერ­თის ნება იყო ეს, მას ხომ კარ­გე­ბი თა­ვის­თან მიჰ­ყავს. მუ­დამ მო­გი­გო­ნებთ, არა­სო­დეს და­ი­კარ­გე­ბა შენი სა­ხე­ლი".

მის უფ­როს ძმას, ბა­ჩა­ნა შა­ნა­ვას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ძმა­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი.

ბა­ჩა­ნა შა­ნა­ვა:

- სა­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე დაგ­ვი­რე­კეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან და გვაც­ნო­ბეს ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი. ბა­ზა­ზე მე­ამ­ბო­ხე­თა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მომ­ხდა­რა, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა... მე­ო­მა­რი სუ­ლის ბიჭი იყო. ვლა­დი­მე­რი ერ­ქვა, მაგ­რამ ყვე­ლა ბა­კას ვე­ძახ­დით. სამი ძმა ვართ. ის შუ­ა­თა­ნა იყო. 18 წლის რომ გახ­და, 2007 წელს ჯარ­ში წა­ვი­და. მას შემ­დეგ ორ­ჯერ იყო ავ­ღა­ნეთ­ში. წელს, 1-ელ აპ­რილს, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს გაფ­რინ­და ავ­ღა­ნეთ­ში და მი­თხრა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე თვითმფრი­ნავ­ში აღ­ვნიშ­ნეო. მე გა­ვა­ცი­ლე. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი იყო. პირ­ვე­ლი წას­ვლის დროს იცი­ნო­და, მაგ­რამ ახლა რომ წა­ვი­და, იტი­რა. სახ­ლში 85 წლის ბა­ბუა გვყავს და თქვა, ალ­ბათ ცო­ცხალს ვერ ჩა­მო­ვუს­წრე­ბო და ამი­ტომ იტი­რა. და­მი­ბა­რა, სახ­ლი გა­ა­რე­მონ­ტე და რომ ჩა­მო­ვალ, ცოლი უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო. ამ გან­წყო­ბით წა­ვი­და აქე­დან ჩემი ძმა. მის შეყ­ვა­რე­ბულს არ ვიც­ნობ­დი, ამ თე­მა­ზე ჩემ­თან არ სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ ვიცი, რომ უყ­ვარ­და. ჯარ­ში წას­ვლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო არ გა­და­უ­წყვე­ტია. ძა­ლი­ან მდიდ­რე­ბი არ ვართ, მაგ­რამ თა­ვის გა­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. ბავ­შვო­ბი­დან ამ­ბობ­და, - ჯა­რის­კა­ცი უნდა გა­მო­ვი­დეო. 2008 წელს აგ­ვის­ტოს ომ­შიც იბ­რძო­და. ამის შე­სა­ხებ ჩემ გარ­და სახ­ლში არა­ვინ იცო­და. მე გა­ვა­ცი­ლე და ამა­ყად მი­დი­ო­და. ომში არ და­შა­ვე­ბუ­ლა, მაგ­რამ მახ­სოვს, ენერ­გი­ა­გა­მოც­ლი­ლი დაბ­რუნ­და, მომ­ხდარს გა­ნიც­დი­და, ომის წა­გე­ბის გამო თავს ცუ­დად გრძნობ­და, მთე­ლი გუ­ლით წუხ­და. ისე, ჯა­რის თე­მა­ზე სახ­ლში სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარ­და.

- ავ­ღა­ნეთ­ში ად­რეც იყო, არა?

- პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­და, მთე­ლი ოჯა­ხი ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დით. ოჯა­ხის რო­მელ წევ­რს უხა­რია, როცა შვი­ლი ავ­ღა­ნეთ­ში მი­დის?! ვღე­ლავ­დით, მაგ­რამ მა­შინ ჯან­მრთე­ლი დაგ­ვიბ­რუნ­და. მე­ო­რედ წას­ვლას რომ აპი­რებ­და, ეს არც კი გაგ­ვი­გია - ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და მო­სამ­ზა­დებ­ლად და მერე გვი­თხრა, რომ მი­დი­ო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ახ­ლაც ვღე­ლავ­დით, მაგ­რამ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დით, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს დე­დას სა­ო­ცა­რი წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და. მთე­ლი დღე გა­ი­ძა­ხო­და, - მიდი, ნახე, კომ­პი­უ­ტერ­თან ხომ არ არი­სო? არა­და, ბო­ლოს შა­ბათს, 11 მა­ისს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ლა­პა­რა­კეთ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს გვე­სა­უბ­რა, კარგ გან­წყო­ბა­ზე იყო. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ იმ დღეს სო­ფელ­ში ყვე­ლა ნაც­ნო­ბი მო­ი­კი­თხა. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­იხ­სე­ნა, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან. გვი­თხრა, - აქ სიმ­შვი­დეა და ნუ ნერ­ვი­უ­ლობ­თო. ად­რეც ასე ამ­ბობ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი წას­ვლის შემ­დეგ რომ ჩა­მო­ვი­და, მის ვი­დე­ო­ში ისე­თი კად­რე­ბი ვნა­ხე, მივ­ხვდი, იქ რაც ხდე­ბო­და. მა­შინ რომ დაბ­რუნ­და, სულ იხ­სე­ნებ­და იქ და­ღუ­პულ მებ­რძო­ლებს, თა­ვის მე­გობ­რებს, და მათ ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. ისე, მო­ყო­ლით ამ­ბებს არ მიყ­ვე­ბო­და, ალ­ბათ არ უნ­დო­და, გვე­ნერ­ვი­უ­ლა. ყო­ველ მე­სა­მე დღეს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით და მშვი­დად ვი­ყა­ვით. შა­ბათს რომ და­ვემ­შვი­დო­ბეთ, მი­თხრა, - კომ­პი­უ­ტერს ნუ გა­თი­შავ, რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, მა­შინ­ვე შე­მო­ვა­ლო. ამას რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით?! ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ა­საც ესა­უბ­რა. თურ­მე მა­მი­და­ჩემ­საც სა­ში­ნე­ლი სიზ­მა­რი უნა­ხავს და მას შემ­დეგ აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო. რო­გორც ვიცი, აფეთ­ქე­ბის დროს პირ­ვე­ლი ბაკა და­ი­ღუ­პა. დე­ტა­ლებს ალ­ბათ ბი­ჭე­ბის­გან გა­ვი­გებთ. ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ...

რაც შე­ე­ხე­ბა კაპ­რალ ალექ­სან­დრე კვი­წი­ნა­ძეს, იგი გორ­ში ცხოვ­რობ­და.

გი­ორ­გი მა­ნა­გა­ძე:

- კაპ­რა­ლი ალექ­სან­დრე კვი­წი­ნა­ძე ჩემი ნა­თე­სა­ვი ანუ ჩემი სიძე იყო. ის 32 წლის გახ­ლდათ, გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ნი­ქოზ­ში ცხოვ­რობ­და. ძა­ლი­ან კარ­გი, თბი­ლი და თავ­მდა­ბა­ლი ბიჭი იყო. ისე­თი კე­თი­ლი და უწყი­ნა­რი გახ­ლდათ, იფიქ­რებ­დი, რომ ჭი­ან­ჭვე­ლა­საც კი ვერ და­ად­გამ­და ფეხს. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო. იუ­მო­რის სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა ჰქონ­და, სუფ­რას­თან მას­თან ერ­თად მოხ­ვედ­რა ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ჩემი ნა­თე­სა­ვი, ჯუნა ედი­ვაშ­ვი­ლი ცო­ლად ორი წლის წინ შე­ირ­თო. ერთი ბიჭი, წლი­ნა­ხევ­რის გი­ორ­გი დარ­ჩა... გი­ორ­გი რომ და­ი­ბა­და, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. არ უნ­დო­და ცოლ-შვილ­თან და­შო­რე­ბა და გა­მუდ­მე­ბით მათ გვერ­დით ყოფ­ნა­ზე ისე ოც­ნე­ბობ­და, რომ ერთხანს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს თა­ვიც კი და­ა­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა სამ­სა­ხუ­რი ვე­ღარ ნახა და ისევ არ­მი­ა­ში დაბ­რუნ­და. ავ­ღა­ნეთ­ში 6 თვის წინ წა­ვი­და, ოჯახ­ში მის გა­სა­ცი­ლებ­ლად დიდი სუფ­რა გა­შა­ლეს. გი­ორ­გი ცოტა სევ­დი­ა­ნი, მაგ­რამ ლაღი იყო. მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლის ნახ­ვას მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებ­და. ახლა მის ოჯახ­ში სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი სო­ფელ­ში და მისი მე­უღ­ლე, ჯუნა ვნა­ხე. მე­უბ­ნე­ბო­და, - ალექ­სან­დრე ისე მე­ნატ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გავ­გიჟ­დე, თი­თებ­ზე ვით­ვლი დღე­ებს, ერთი სული მაქვს, რო­დის ჩა­მო­ვაო.

- ოჯა­ხის­თვის თუ არის ცნო­ბი­ლი, რა მოხ­და იქ?

- ჯერ ეს არც კი აინ­ტე­რე­სებთ, სა­ში­ნელ დღე­ში არი­ან. არც კი ვიცი, ჯუნა მის და­კარ­გვას რო­გორ გა­და­ი­ტანს. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ზვი­ად და­ვი­თა­ძის ოჯახ­შიც.

ზვი­ად და­ვი­თა­ძე ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში ცხოვ­რობ­და. იგი ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და. პა­ტა­რა იყო, როცა მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. დე­დამ ორი ვაჟ­კა­ცი გა­ზარ­და. ორი­ვემ სამ­ხედ­რო გზა აირ­ჩია. ზვი­ა­დი ჯარ­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე მსა­ხუ­რობ­და. მას მე­უღ­ლე და 5 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ცოლი და შვი­ლე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში, ცო­ლის სახ­ლში იყ­ვნენ და იქ შე­ი­ტყვეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ... ზვი­ადს სო­ფელ­ში ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. მისი და­ღუპ­ვა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს და­ვი­თა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­თვის პირ­ვე­ლი უბე­დუ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა: ზვი­ა­დის ძმა, ზა­ზაც თურ­მე ერაყ­ში მსა­ხუ­რობ­და, იქი­დან მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ 28 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­დაც­ვლი­ლა... თა­ვის დრო­ზე ძმებ­მა ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი უმუ­შევ­რო­ბის გამო გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ ზვი­ადს ისე მო­ე­წო­ნა ჯა­რის­კა­ცო­ბა, რომ შემ­დგომ, ოფიც­რის კურ­სე­ბიც გა­ი­ა­რა. ავ­ღა­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე გერ­მა­ნი­ა­ში სა­ო­ფიც­რო კურ­სებ­ზე სწავ­ლობ­და. "დე­დამ პა­ტი­ოს­ნად, ობ­ლო­ბა­ში გა­ზარ­და ორი­ვე შვი­ლი. მათ სამ­შობ­ლო უყ­ვარ­დათ... ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ მომ­ხდა­რის გამო", - ამ­ბობს მისი ნა­თე­სა­ვი.

P.S. ავ­ღა­ნეთ­ში, ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი პოლ­კოვ­ნიკ­მა კობა ახვლე­დი­ან­მა გა­მო­ი­ჩი­ნა, მე­ამ­ბო­ხე­თა გა­ნად­გუ­რე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში მთა­ვა­რი როლი იკის­რა, მის­მა გმი­რულ­მა მოქ­მე­დე­ბამ ბევ­რი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა და ქვე­ყა­ნას უფრო დიდი მსხვერ­პლი აა­ცი­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მო­პო­ვე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, პოლ­კოვ­ნი­კი კობა ახვლე­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, წარ­დგე­ნი­ლია წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დენ­ზე. პოლ­კოვ­ნიკ კობა ახვლე­დი­ანს სხვა­დას­ხვა დროს მი­ღე­ბუ­ლი აქვს: ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I ხა­რის­ხის ორ­დე­ნი, მე­და­ლი "მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის", III ხა­რის­ხის მე­და­ლი "უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რის­თვის", ასე­ვე, მედ­ლე­ბი: "გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­კა­ძე", "გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი", "სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი"; ორ­ჯერ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი. კობა ახვლე­დი­ა­ნი ამ წუ­თებ­შიც რჩე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში და პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რაზე ოცნებობდნენ ავღანეთში დაღუპული მებრძოლები

რაზე ოცნებობდნენ ავღანეთში დაღუპული მებრძოლები

ერთი თვის წინ ავღანეთში მისიის შესასრულებლად, ქართველი ჯარისკაცების ახალი ნაკადი წავიდა. თვალცრემლიანმა ახლობლებმა ბიჭები ცხელ წერტილში იმ იმედით გააცილეს, რომ მოვალეობის შესრულების შემდეგ შინ მშვიდობით, უვნებლები დაბრუნდებოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...

13 მაისს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას შემზარავი ამბავი ამცნო: დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე. მოულოდნელად, ჰილმენდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე", სადაც ჩვენი 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, 16 საათსა და 17 წუთზე იერიში მიიტანა თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა. ძლიერი აფეთქების შემდეგ ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაში შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს, თუმცა სამწუხაროდ, ამ თავდასხმას სამი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა. ასევე დაიჭრა რამდენიმე ჯარისკაცი, რომლებიც ამ დროისთვის ბაზა "ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მკურნალობენ. სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარმა შეძრა საზოგადოება. თავდაცვის მინისტრმა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა:

"მინდა, მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს - დიდი ტრაგედია. ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნავს ქართველი სამხედროების თავდადებას და გმირობას. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ განაპირობა გაცილებით დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება".

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. მათ სამხედრო სამსახურში ყოფნის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. 34 წლის უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. იგი გამორჩეული ჯარისკაცი იყო და ამიტომაც დააჯილდოეს III ხარისხის მედლით - "უმწიკვლო სამსახურისთვის".

"ზვიად, ჩვენო დიდო ტკივილო, ეს რა დღეში ჩაგვაგდე, აღარ გვინდა სიცოცხლე", - ასე ეხმაურება მის სიკვდილს ახლობელი გოგონა სოციალურ ქსელში და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

27 წლის კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე კი 6 წელია, ქართულ არმიაში მსახურობდა და მიღებული ჰქონდა მედალი - "ქაქუცა ჩოლოყაშვილი".

24 წლის ვლადიმერ შანავაც კაპრალი იყო და 2007 წლიდან იყო ჯარში. ავღანეთში მისიით უკვე მეორედ წავიდა. ცხელ წერტილში ყოფნის გამოცდილებაც ჰქონდა და საკმაოდ მომზადებულიც იყო. მას მიღებული ჰქონდა მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

შევეცადეთ, დაღუპული ბიჭების შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა. ბუნებრივია, მომხდარმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო მათი ოჯახები, რომლებსაც ამ ვაჟკაცების შესახებ წარსულ დროში საუბარი ძალიან უჭირთ.

ვლადიმერ შანავა წალენჯიხის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. თანასოფლელები 24 წლის ბიჭის დაღუპვას ძალიან განიცდიან. "ჩვენი უბნის უპატიოსნესი და ყველაზე თბილი ახალგაზრდა იყო. ყველას უხაროდა მისი ნახვა, სულ გაღიმებული დადიოდა. საშინელი ამბავი მოხდა და აღარ ვიცით, რითი ვანუგეშოთ რევაზ შანავას ოჯახი. ჩვენ ვამაყობთ მისით, ის გმირია", - ამბობს დაღუპული ბიჭის მეზობელი. სოციალურ ქსელში პატარა ვიდეო რგოლი დადეს ვლადიმერის მეგობრებმა. "ბაკა, ჩვენს გულებში იქნები მუდამ. შენთვის ვილოცებთ. ოჯახს ენატრები. გვტკივა, ბაკა, გვტკივა, შენს ძმებს ენატრები. იცოდე, ბევრი სანთელი დაინთება შენი ხსოვნისთვის. ალბათ ღმერთის ნება იყო ეს, მას ხომ კარგები თავისთან მიჰყავს. მუდამ მოგიგონებთ, არასოდეს დაიკარგება შენი სახელი".

მის უფროს ძმას, ბაჩანა შანავას ძალიან გაუჭირდა ძმაზე წარსულ დროში საუბარი.

ბაჩანა შანავა:

- სანამ ტელევიზიით გამოაცხადებდნენ, ნახევარი საათით ადრე დაგვირეკეს თავდაცვის სამინისტროდან და გვაცნობეს ეს თავზარდამცემი ამბავი. ბაზაზე მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა მომხდარა, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა... მეომარი სულის ბიჭი იყო. ვლადიმერი ერქვა, მაგრამ ყველა ბაკას ვეძახდით. სამი ძმა ვართ. ის შუათანა იყო. 18 წლის რომ გახდა, 2007 წელს ჯარში წავიდა. მას შემდეგ ორჯერ იყო ავღანეთში. წელს, 1-ელ აპრილს, თავის დაბადების დღეს გაფრინდა ავღანეთში და მითხრა, ჩემი დაბადების დღე თვითმფრინავში აღვნიშნეო. მე გავაცილე. ძალიან მხიარული, ხალისიანი იყო. პირველი წასვლის დროს იცინოდა, მაგრამ ახლა რომ წავიდა, იტირა. სახლში 85 წლის ბაბუა გვყავს და თქვა, ალბათ ცოცხალს ვერ ჩამოვუსწრებო და ამიტომ იტირა. დამიბარა, სახლი გაარემონტე და რომ ჩამოვალ, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ამ განწყობით წავიდა აქედან ჩემი ძმა. მის შეყვარებულს არ ვიცნობდი, ამ თემაზე ჩემთან არ საუბრობდა, მაგრამ ვიცი, რომ უყვარდა. ჯარში წასვლა მატერიალური სიდუხჭირის გამო არ გადაუწყვეტია. ძალიან მდიდრები არ ვართ, მაგრამ თავის გატანის საშუალება გვაქვს. ბავშვობიდან ამბობდა, - ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო. 2008 წელს აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ამის შესახებ ჩემ გარდა სახლში არავინ იცოდა. მე გავაცილე და ამაყად მიდიოდა. ომში არ დაშავებულა, მაგრამ მახსოვს, ენერგიაგამოცლილი დაბრუნდა, მომხდარს განიცდიდა, ომის წაგების გამო თავს ცუდად გრძნობდა, მთელი გულით წუხდა. ისე, ჯარის თემაზე სახლში საუბარი არ უყვარდა.

- ავღანეთში ადრეც იყო, არა?

- პირველად რომ წავიდა, მთელი ოჯახი ძალიან განვიცდიდით. ოჯახის რომელ წევრს უხარია, როცა შვილი ავღანეთში მიდის?! ვღელავდით, მაგრამ მაშინ ჯანმრთელი დაგვიბრუნდა. მეორედ წასვლას რომ აპირებდა, ეს არც კი გაგვიგია - ფაქტის წინაშე დაგვაყენა. გერმანიაში წავიდა მოსამზადებლად და მერე გვითხრა, რომ მიდიოდა. ბუნებრივია, ახლაც ვღელავდით, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდით, ეს მისი არჩევანი იყო. მისი გარდაცვალების დღეს დედას საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა. მთელი დღე გაიძახოდა, - მიდი, ნახე, კომპიუტერთან ხომ არ არისო? არადა, ბოლოს შაბათს, 11 მაისს, ძალიან დიდხანს ველაპარაკეთ. ოჯახის ყველა წევრს გვესაუბრა, კარგ განწყობაზე იყო. უცნაური ის იყო, რომ იმ დღეს სოფელში ყველა ნაცნობი მოიკითხა. ისეთი ადამიანებიც გაიხსენა, რომლებიც გარდაცვლილები არიან. გვითხრა, - აქ სიმშვიდეა და ნუ ნერვიულობთო. ადრეც ასე ამბობდა, მაგრამ პირველი წასვლის შემდეგ რომ ჩამოვიდა, მის ვიდეოში ისეთი კადრები ვნახე, მივხვდი, იქ რაც ხდებოდა. მაშინ რომ დაბრუნდა, სულ იხსენებდა იქ დაღუპულ მებრძოლებს, თავის მეგობრებს, და მათ ფოტოებს ათვალიერებდა. ისე, მოყოლით ამბებს არ მიყვებოდა, ალბათ არ უნდოდა, გვენერვიულა. ყოველ მესამე დღეს ვეკონტაქტებოდით და მშვიდად ვიყავით. შაბათს რომ დავემშვიდობეთ, მითხრა, - კომპიუტერს ნუ გათიშავ, როგორც კი საშუალება მექნება, მაშინვე შემოვალო. ამას რას წარმოვიდგენდით?! ბებიასა და ბაბუასაც ესაუბრა. თურმე მამიდაჩემსაც საშინელი სიზმარი უნახავს და მას შემდეგ აფორიაქებული იყო. როგორც ვიცი, აფეთქების დროს პირველი ბაკა დაიღუპა. დეტალებს ალბათ ბიჭებისგან გავიგებთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ...

რაც შეეხება კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძეს, იგი გორში ცხოვრობდა.

გიორგი მანაგაძე:

- კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე ჩემი ნათესავი ანუ ჩემი სიძე იყო. ის 32 წლის გახლდათ, გორის რაიონში, სოფელ ნიქოზში ცხოვრობდა. ძალიან კარგი, თბილი და თავმდაბალი ბიჭი იყო. ისეთი კეთილი და უწყინარი გახლდათ, იფიქრებდი, რომ ჭიანჭველასაც კი ვერ დაადგამდა ფეხს. ფიზიკურად ძლიერი იყო. იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა, სუფრასთან მასთან ერთად მოხვედრა ყოველთვის მიხაროდა. განსაკუთრებული, კოლორიტული პიროვნება იყო. ჩემი ნათესავი, ჯუნა ედივაშვილი ცოლად ორი წლის წინ შეირთო. ერთი ბიჭი, წლინახევრის გიორგი დარჩა... გიორგი რომ დაიბადა, ძალიან ბედნიერი იყო. არ უნდოდა ცოლ-შვილთან დაშორება და გამუდმებით მათ გვერდით ყოფნაზე ისე ოცნებობდა, რომ ერთხანს სამხედრო სამსახურს თავიც კი დაანება. სამწუხაროდ, სხვა სამსახური ვეღარ ნახა და ისევ არმიაში დაბრუნდა. ავღანეთში 6 თვის წინ წავიდა, ოჯახში მის გასაცილებლად დიდი სუფრა გაშალეს. გიორგი ცოტა სევდიანი, მაგრამ ლაღი იყო. მონატრებული შვილის ნახვას მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ახერხებდა. ახლა მის ოჯახში საშინელი მდგომარეობაა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩასული ვიყავი სოფელში და მისი მეუღლე, ჯუნა ვნახე. მეუბნებოდა, - ალექსანდრე ისე მენატრება, შეიძლება გავგიჟდე, თითებზე ვითვლი დღეებს, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვაო.

- ოჯახისთვის თუ არის ცნობილი, რა მოხდა იქ?

- ჯერ ეს არც კი აინტერესებთ, საშინელ დღეში არიან. არც კი ვიცი, ჯუნა მის დაკარგვას როგორ გადაიტანს. მძიმე მდგომარეობაა.

ბუნებრივია, ანალოგიური მდგომარეობაა ზვიად დავითაძის ოჯახშიც.

ზვიად დავითაძე ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ცხოვრობდა. იგი ობლობაში გაიზარდა. პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ორი ვაჟკაცი გაზარდა. ორივემ სამხედრო გზა აირჩია. ზვიადი ჯარში წლების მანძილზე მსახურობდა. მას მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი დარჩა. ცოლი და შვილები სამტრედიაში, ცოლის სახლში იყვნენ და იქ შეიტყვეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ... ზვიადს სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს. მისი დაღუპვა ახლობლებისთვის უდიდესი ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ეს დავითაძეების ოჯახისთვის პირველი უბედურება არ ყოფილა: ზვიადის ძმა, ზაზაც თურმე ერაყში მსახურობდა, იქიდან მშვიდობით დაბრუნებულა, მაგრამ 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილა... თავის დროზე ძმებმა ჯარში სამსახური უმუშევრობის გამო გადაწყვიტეს, მაგრამ ზვიადს ისე მოეწონა ჯარისკაცობა, რომ შემდგომ, ოფიცრის კურსებიც გაიარა. ავღანეთში გამგზავრებამდე გერმანიაში საოფიცრო კურსებზე სწავლობდა. "დედამ პატიოსნად, ობლობაში გაზარდა ორივე შვილი. მათ სამშობლო უყვარდათ... ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო", - ამბობს მისი ნათესავი.

P.S. ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად თავდასხმის მოგერიებაში განსაკუთრებული მხედრული მამაცობა და პროფესიონალიზმი პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა გამოიჩინა, მეამბოხეთა განადგურების ოპერაციაში მთავარი როლი იკისრა, მისმა გმირულმა მოქმედებამ ბევრი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე გადაარჩინა და ქვეყანას უფრო დიდი მსხვერპლი ააცილა. საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წარდგენილია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი "მხედრული მამაცობისთვის", III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის", ასევე, მედლები: "გენერალი კვინიკაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", "სამშობლოსთვის თავდადებული"; ორჯერ აქვს მიღებული ღირსების ორდენი. კობა ახვლედიანი ამ წუთებშიც რჩება ავღანეთში და პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე