პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვეფხვაძე: "ივანიშვილი "დროების" სიუჟეტების გამო დაგვიპირისპირდა"
ლევან ვეფხვაძე: "ივანიშვილი "დროების" სიუჟეტების გამო დაგვიპირისპირდა"

ოთხწ­ლი­ა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბი­სა და 2010 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, რას აპი­რებს ახლა და მი­ი­ღებს თუ არა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პარ­ტია, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ნო­მერ მე­ო­რე, ოპო­ზი­ცი­ა­ში კი ნო­მერ პირ­ველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად სა­ხელ­დე­ბო­და? - გვე­სა­უბ­რე­ბა პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე:

- რა თქმა უნდა, ჩვენ ნე­ბის­მი­ერ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მით უფრო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცი­ე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მას მა­ინც რჩე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი: კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა, სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვერ და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან და ა.შ. მიგ­ვაჩ­ნდა და დღე­საც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა უნდა წარ­მარ­თოს შე­და­რე­ბით მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ­მა ადა­მი­ან­მა. მე ვამ­ბობ­დი და ვთა­ვა­ზობ­დი პო­ლი­ტი­კურ სპექტრს, არ დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა პარ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, პლა­ტო­ნის "სა­ხელ­მწი­ფოს" მიხ­დე­ვით შე­არ­ჩია: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ლო­სო­ფო­სია და რო­გორც ჩანს, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მიდ­გო­მა ექ­ნე­ბა ქვეყ­ნის მარ­თვი­სად­მი. ფაქ­ტი ერ­თია, ნა­ძა­ლა­დე­ვის არ­ჩევ­ნებ­მა დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს გა­უ­ჭირ­და იმ მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", უფრო სწო­რად კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. ეს გა­ნა­პი­რო­ბა, ძი­რი­თა­დად, ამ კან­დი­და­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბით­მა სის­ტე­მამ, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც სწო­რედ ამ ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი და მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ნა­ძა­ლა­დე­ვის ვა­რი­ან­ტი გა­მე­ორ­დეს და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თოს. თუ ივა­ნიშ­ვილს ამ­გვა­რი გათ­ვლა ჰქონ­და, ისე­თი კან­დი­და­ტი შე­ერ­ჩია, რომ მე­ო­რე ტური გარ­და­უ­ვა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი. მა­შინ მო­სა­წო­ნია მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად ისე­თი კან­დი­და­ტია, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე ტური გახ­დეს სა­ჭი­რო.

- მარ­ტო მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ ალი­ან­სის შექ­მნას გეგ­მავთ და ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი კან­დი­და­ტი?

- ვცდი­ლობთ, გარ­კვე­ულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით შევ­ქმნათ ფარ­თო კო­ა­ლი­ცია, რო­მელ­საც სა­ერ­თო კან­დი­და­ტი ეყო­ლე­ბა, თუ ეს არ მო­ხერ­ხდა, მა­შინ ჩვე­ნი პარ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტი გვე­ყო­ლე­ბა. თუმ­ცა ჯერ და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, რო­მელ­საც ბრა­ლად სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

- ეს მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტია. არ მახ­სოვს, ასე­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი აქამ­დე და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, რაც ნამ­დვი­ლად მო­სა­წო­ნია. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მსგავს წმენ­დას ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს. ის მცი­რე შანსსაც კი გა­მო­ი­ყე­ნებს იმის­თვის, რომ ის კად­რე­ბი მო­ი­შო­როს, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე თავს მო­ახ­ვი­ეს. ხომ ვი­ცით, რომ გელა ხვე­დე­ლი­ძე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის წევ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. ისე კი ცხად­ზე ცხა­დია, რომ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით მა­ინ­ცდა­მა­ინც სიმ­შვი­დე არ აქვთ. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი ამ ნა­ბი­ჯით თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იმ­ყა­რა.

- რაზე მი­ა­ნიშ­ნებთ?

- მეტი რა მი­ნიშ­ნე­ბა გინ­დათ? ივა­ნიშ­ვილ­მა ახ­ლა­ხან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პირ­დაპ­ირ თქვა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თუ არ იქ­ნე­ბა, ჩვენ შიგ­ნით "გა­ვიშ­ლე­ბი­თო". აი, ასე­თი ტერ­მი­ნი იხ­მა­რა მან, ანუ ოპო­ზი­ცი­აც ჩვენ ვიქ­ნე­ბით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ცო. რო­გორც ჩანს, შიგ­ნით მარ­თლაც არის და­ძა­ბუ­ლო­ბა, თუმ­ცა ეს და­პი­რის­პი­რე­ბა და კა­მა­თი ზე­და­პირ­ზე რომ არ ამო­დის, იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა ყო­ფი­ლა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ჯერ კი­დევ რომ ინარ­ჩუ­ნებს გარ­კვე­ულ პო­ზი­ცი­ებს. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღარ იარ­სე­ბებს, რად­გან მათ რაც აერ­თი­ა­ნებთ, პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტია, რომ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ ნაც­მოძ­რა­ო­ბაც აორ­თქლდე­ბა. ვფიქ­რობ, ამის შემ­დეგ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც". ალ­ბათ ერთი წლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რომ არა თა­ვის დრო­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის მძაფ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა თქვენ­თან, რო­გორ ფიქ­რობთ, ასე და­ე­ცე­მო­და თქვე­ნი რე­ი­ტინ­გი?

- არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი ივა­ნიშ­ვი­ლის კვლე­ვებ­შიც კი 6%-მდე იყო. მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ად­რე, იმ ცნო­ბი­ლი ცი­ხის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. მარ­თლაც მოხ­და ისე, რომ "შუა გა­იკ­რი­ფა" და ჩვე­ნი ელექ­ტო­რა­ტიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­კენ" წა­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ჩვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, მი­მაჩ­ნია, რომ ამას გა­ცი­ლე­ბით ღრმა ფეს­ვე­ბი აქვს. რო­გორც ჩანს, ჩვენ მი­მართ წყე­ნა გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­უჩ­ნდა, ვიდ­რე სა­ერ­თოდ გა­და­წყვეტ­და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას. კერ­ძოდ, ამის მი­ზე­ზი "დრო­ე­ბა­ში" მის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბია, საქ­მე ეხე­ბო­და ე.წ. ამე­რი­კულ სო­ფელს: ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შემ­დეგ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დიდი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი გა­და­ე­ხა­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის, რა­საც არ აპი­რებ­და. მა­შინ მას აქ­ტი­უ­რად უპი­რის­პირ­დე­ბოდა ერთ-ერთი გა­მო­ცე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეგო­ნა, რომ ჩვენ ერთი თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით. მინ­და და­ვარ­წმუ­ნო, რომ ეს სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­ვა­კე­თეთ ისე­ვე, რო­გორც გა­და­ცე­მე­ბი გირ­გვლი­ა­ნის, რო­ბა­ქი­ძი­სა და სხვა­თა შე­სა­ხებ, ანუ ჩვენ ვცდ­ილობ­დით წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა იმ ად­ამი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ­ე­ლთაც უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ლევან ვეფხვაძე: "ივანიშვილი "დროების" სიუჟეტების გამო დაგვიპირისპირდა"

ლევან ვეფხვაძე: "ივანიშვილი "დროების" სიუჟეტების გამო დაგვიპირისპირდა"

ოთხწლიანი საპარლამენტო მუშაობისა და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა, რას აპირებს ახლა და მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ნომერ მეორე, ოპოზიციაში კი ნომერ პირველ პოლიტიკურ ძალად სახელდებოდა? - გვესაუბრება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე:

- რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მით უფრო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეზიდენტის ფუნქციები შემცირებული იქნება, მას მაინც რჩება უმნიშვნელოვანესი მოვალეობები: კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება, საგარეო პოლიტიკის წარმოება, საკადრო გადაწყვეტილებების მიღება - მოგეხსენებათ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ადამიანები მისი თანხმობის გარეშე ვერ დაინიშნებიან და ა.შ. მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საქმიანობა უნდა წარმართოს შედარებით მიუკერძოებელმა ადამიანმა. მე ვამბობდი და ვთავაზობდი პოლიტიკურ სპექტრს, არ დაგვეყენებინა პარტიული კანდიდატები, თუმცა ივანიშვილმა წარმოადგინა გიორგი მარგველაშვილი, რო­მელიც, ალბათ, პლატონის "სახელმწიფოს" მიხდევით შეარჩია: მოგეხსენებათ, ფილოსოფოსია და როგორც ჩანს, ფილოსოფიური მიდგომა ექნება ქვეყნის მართვისადმი. ფაქტი ერთია, ნაძალადევის არჩევნებმა დაგვანახვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს გაუჭირდა იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ", უფრო სწორად კი, ბიძინა ივანიშვილმა. ეს განაპირობა, ძირითადად, ამ კანდიდატის ღირებულებითმა სისტემამ, მარგველაშვილიც სწორედ ამ ლიბერალური ღირებულებების ერთგული და მასზე დამოკიდებული იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ნაძალადევის ვარიანტი გამეორდეს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს. თუ ივანიშვილს ამგვარი გათვლა ჰქონდა, ისეთი კანდიდატი შეერჩია, რომ მეორე ტური გარდაუვალი ყოფილიყო, როგორც დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპი. მაშინ მოსაწონია მისი გადაწყვეტილება - მარგველაშვილი ნამდვილად ისეთი კანდიდატია, რომ შეიძლება მეორე ტური გახდეს საჭირო.

- მარტო მიიღებთ მონაწილეობას თუ ალიანსის შექმნას გეგმავთ და ვინ იქნება თქვენი კანდიდატი?

- ვცდილობთ, გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნებით შევ­ქმნათ ფართო კოალიცია, რომელსაც საერთო კანდიდატი ეყოლება, თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ ჩვენი პარტიული კანდიდატი გვეყოლება. თუმცა ჯერ დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- რამდენიმე დღის წინ დააკავეს შს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც ბრალად სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება წაუყენეს.

- ეს მართლაც უპრეცედენტო ფაქტია. არ მახსოვს, ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აქამდე დაეკავებინათ, რაც ნამდვილად მოსაწონია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავს წმენდას ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც გააგრძელებს. ის მცირე შანსსაც კი გამოიყენებს იმისთვის, რომ ის კადრები მოიშოროს, რომლებიც თავის დროზე თავს მოახვიეს. ხომ ვიცით, რომ გელა ხვედელიძე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი არასდროს ყოფილა. ისე კი ცხადზე ცხადია, რომ კოალიციის შიგნით მაინცდამაინც სიმშვიდე არ აქვთ. ღარიბაშვილმა კი ამ ნაბიჯით თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა.

- რაზე მიანიშნებთ?

- მეტი რა მინიშნება გინდათ? ივანიშვილმა ახლახან პრესკონფერენციაზე პირდაპ­ირ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თუ არ იქნება, ჩვენ შიგნით "გავიშლებითო". აი, ასეთი ტერმინი იხმარა მან, ანუ ოპოზიციაც ჩვენ ვიქნებით და ხელისუფლებაცო. როგორც ჩანს, შიგნით მართლაც არის დაძაბულობა, თუმცა ეს დაპირისპირება და კამათი ზედაპირზე რომ არ ამოდის, იმის დამსახურება ყოფილა, "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ რომ ინარჩუნებს გარკვეულ პოზიციებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, მიმაჩნია, რომ ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ფაქტორი, სავარაუდოდ, აღარ იარსებებს, რადგან მათ რაც აერთიანებთ, პრეზიდენტის პოსტია, რომლის დაკარგვის შემდეგ ნაცმოძრაობაც აორთქლდება. ვფიქრობ, ამის შემდეგ საინტერესო პროცესები დაიწყება "ქართულ ოცნებაშიც". ალბათ ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში სრულიად სხვა პოლიტიკური ვითარება იქნება.

- ბატონო ლევან, რომ არა თავის დროზე ივანიშვილის მძაფრი დაპირისპირება თქვენთან, როგორ ფიქრობთ, ასე დაეცემოდა თქვენი რეიტინგი?

- არჩევნებამდე ჩვენი რეიტინგი ივანიშვილის კვლევებშიც კი 6%-მდე იყო. მაგრამ არჩევნებამდე ორი კვირით ად­რე, იმ ცნობილი ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ყველაფერი აირია. მართლაც მოხდა ისე, რომ "შუა გაიკრიფა" და ჩვენი ელექტორატიც "ქართული ოცნებისკენ" წავიდა. რაც შეეხება ივანიშვილის ჩვენთან დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ ამას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. როგორც ჩანს, ჩვენ მიმართ წყენა გაცილებით ადრე გაუჩნდა, ვიდრე საერთოდ გადაწყვეტდა პოლიტიკაში მოსვლას. კერძოდ, ამის მიზეზი "დროებაში" მის შესახებ მომზადებული სიუჟეტებია, საქმე ეხებოდა ე.წ. ამერიკულ სოფელს: ჩვენ მიერ მომზადებული მასალების შემდეგ ის იძულებული გახდა, დიდი კომპენსაციები გადაეხადა დაზარალებულებისთვის, რასაც არ აპირებდა. მაშინ მას აქტიურად უპირისპირდე­ბოდა ერთ-ერთი გამოცემა, სავარაუდოდ, ეგონა, რომ ჩვენ ერთი თამაშის მონაწილეები ვიყავით. მინდა დავარწმუნო, რომ ეს სიუჟეტები გავაკეთეთ ისევე, როგორც გადაცემები გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა შესახებ, ანუ ჩვენ ვცდ­ილობდით წარმოგვეჩინა იმ ად­ამიანების ინტერესები, რომ­ე­ლთაც უსამართლოდ მოექცნენ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები