პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...
ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...

მხო­ლოდ ზღა­პარ­ში თუ ხდე­ბა ხოლ­მე ისე, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა გან­ვი­თარ­და. სულ ორი წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას იც­ნობ­და რო­გორც ჭკვი­ან ფი­ლო­სო­ფოსს, რო­მე­ლიც შორს იდგა პო­ლი­ტი­კის­გან. თუმ­ცა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო - ყო­ველ­თვის სა­ღად და ობი­ექ­ტუ­რად აფა­სებ­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. დღეს კი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტზე. მოვ­ლე­ნებს წინ არ ვუს­წრებთ, მაგ­რამ მომ­ხრე­ე­ბიც და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც აღი­ა­რე­ბენ - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატ­თან ჭი­დი­ლი (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ვინ იქ­ნე­ბო­და), ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გა­უ­ჭირ­დე­ბა. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩე­ვან­ში არ შემ­ცდა­რა.

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კან­დი­და­ტია. უპირ­ვე­ლე­სად კი ბრწყინ­ვა­ლე პი­როვ­ნე­ბაა და ფი­ლო­სო­ფო­სი. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ სა­კითხს პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბით გა­და­წყვეტს. ის არ არის პო­ლი­ტი­კო­სი იმ გა­გე­ბით, რომ სკა­მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იკად­როს. თუმ­ცა, თა­ვი­სი მტკი­ცე პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის ჰქონ­და. გარ­და ამი­სა, მარ­გვე­ლაშ­ვილს აქვს მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვა ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მი­სა, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას აქვს. რაც მთა­ვა­რია, მას არ უყ­ვარს ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ასე რომ, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი და საქ­მი­ა­ნი თვი­სე­ბე­ბი მის კან­დი­და­ტუ­რას შე­სა­ნიშ­ნავ ფონს უქ­მნის.

- თუმ­ცა, პრე­ზი­დენტს სხვა თვი­სე­ბე­ბიც უნდა ჰქონ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, ის არის ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თქვე­ნი აზ­რით, და­სავ­ლე­თი მარ­გვე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს?

- ეს მზამ­ზა­რე­უ­ლად არ მო­დის. თუ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს, რა თქმა უნდა, და­სავ­ლე­თი ხალ­ხის არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცემს. და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამომ­რჩე­ველს მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი ინ­ტე­რე­სი ვერ შე­ვამ­ჩნიე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, პეტ­რე თუ პავ­ლე. მათ სწო­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე აქვთ. ისე­ვე რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი არ­ჩევ­ნე­ბი­სას, ამომ­რჩე­ვე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­დატს აძ­ლევ­და ხმას და ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და მათ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე ან პროგ­რა­მა­ზე.

- რა თქმა უნდა,ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ჩევ­ნე­ბია და რე­ა­ლუ­რად, ხალ­ხი ისევ მას ირ­ჩევს. პრე­მი­ე­რი კვლავ ას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­თქლმავ­ლის როლს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ვა­გო­ნე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძნე­ლი არ არის.

სა­კი­თხა­ვი ის არის, მო­ე­მა­ტე­ბა თუ და­აკ­ლდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ჯერ კი­დევ საკ­მა­რი­სი დროა ოქ­ტომ­ბრამ­დე და შე­საძ­ლოა, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი მოხ­დეს. მა­გა­ლი­თად, უკვე ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა იგ­ვი­ა­ნებს. თუ ასე­თი ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­უმ­ცირ­დეს.

- ვის მის­ცემს ხმას ის ხალ­ხი, რო­მელ­თა აზ­რი­თაც, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა იგ­ვი­ა­ნებს?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ნამ­დვი­ლად არ მის­ცე­მენ ხმას და, ალ­ბათ, ეს ელექ­ტო­რა­ტი არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

- ალ­ბათ, ჯერ ნა­ად­რე­ვია მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის რო­მე­ლი­მე კან­დი­დატს წარ­მა­ტე­ბის შან­სი აქვს.

- რა თქმა უნდა, და სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა ეს არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი.

- პრე­ზი­დენ­ტი 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დე­გაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ბერ­კე­ტებს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც შე­უძ­ლია პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას პრე­მი­ერ­სა და მთავ­რო­ბას. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა გა­ი­მარ­ჯვა, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კონ­ფლიქ­ტის რის­კის გა­მო­რი­ცხვა?

- არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. ისე კი, რო­მე­ლი­მე პირ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი რომ არ ვი­ყოთ, ყვე­ლა­ფერს კონ­სტი­ტუ­ცია უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს. ჩვე­ნი ყვე­ლა კონ­სტი­ტუ­ცია კი ერ­თმა­ნეთ­ზე უა­რე­სი იყო და დღე­საც ასე­თი­ვეა. გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენ­თან ჯერ არ არის მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა და არც კონ­სტი­ტუ­ცი­ის და­წე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. სწო­რედ ამი­ტო­მაა ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თო აშშ - თა­ვის დრო­ზე, ფარ­თო ფე­ნებ­ში არც იქ იყო მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა და არც გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა შექ­მნეს ისე­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც ყვე­ლა ქა­რიშ­ხალს გა­უძ­ლო.

- დღე­ვან­დე­ლო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თით­ქმის ყვე­ლა ფლანგს თა­ვი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ჰყავ­და. ალ­ბათ, ამ ფლან­გე­ბის ლი­დე­რებს წყე­ნა ჩარ­ჩე­ბო­დათ გულ­ში, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა მათ­გან არ აარ­ჩია ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი პირი. ეს ხომ არ გახ­დე­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ან და­პი­რის­პი­რე­ბის წინა პი­რო­ბა?

- მა­გა­ლითს ცხოვ­რე­ბი­დან მო­ვიყ­ვან. მა­გა­ლი­თად, სა­ნამ შვი­ლი მშობ­ლე­ბის კმა­ყო­ფა­ზეა, ის მათ ბევრ რა­მეს უთ­მენს, ხოლო როცა თა­ვი­სი შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ეც­დე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­ჭი­როს თავი. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ი­ტინგზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ნამ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რე­ი­ტინ­გი არ ექ­ნე­ბათ, ისი­ნი პრე­მი­ე­რის რე­ი­ტინგზე იქ­ნე­ბი­ან მიბ­მუ­ლი. მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გმა და­ი­წია, რა თქმა უნდა, ეს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა. ასე

რომ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოვ­ლე­ნე­ბის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბას არ ვვა­რა­უ­დობ, მცი­რე გა­უ­გებ­რო­ბებს თუ არ ჩავ­თვლით.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...

ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...

მხოლოდ ზღაპარში თუ ხდება ხოლმე ისე, როგორც გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური კარიერა განვითარდა. სულ ორი წლის წინ საზოგადოების დიდი ნაწილი მას იცნობდა როგორც ჭკვიან ფილოსოფოსს, რომელიც შორს იდგა პოლიტიკისგან. თუმცა მარგველაშვილი ჟურნალისტების საყვარელი რესპონდენტი იყო - ყოველთვის საღად და ობიექტურად აფასებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დღეს კი გიორგი მარგველაშვილზე შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე. მოვლენებს წინ არ ვუსწრებთ, მაგრამ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აღიარებენ - ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან ჭიდილი (მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა), ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევანში არ შემცდარა.

- გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის შესანიშნავი კანდიდატია. უპირველესად კი ბრწყინვალე პიროვნებაა და ფილოსოფოსი. მარგველაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ საკითხს პარტიული კუთვნილებით გადაწყვეტს. ის არ არის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ სკამისთვის ყველაფერი იკადროს. თუმცა, თავისი მტკიცე პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის ჰქონდა. გარდა ამისა, მარგველაშვილს აქვს მასშტაბური ხედვა ყველა იმ პრობლემისა, რომლებიც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია, მას არ უყვარს ძალაუფლება. ასე რომ, მარგველაშვილის პიროვნული და საქმიანი თვისებები მის კანდიდატურას შესანიშნავ ფონს უქმნის.

- თუმცა, პრეზიდენტს სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ის არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში. თქვენი აზრით, დასავლეთი მარგველაშვილს რამდენად სერიოზულად აღიქვამს?

- ეს მზამზარეულად არ მოდის. თუ მარგველაშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი ხალხის არჩევანს პატივს სცემს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- სიმართლე გითხრათ, ამომრჩეველს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ვერ შევამჩნიე, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი მარგველაშვილი იქნებოდა, პეტრე თუ პავლე. მათ სწორება ბიძინა ივანიშვილზე აქვთ. ისევე როგორც მაჟორიტარი არჩევნებისას, ამომრჩეველი ივანიშვილის კანდიდატს აძლევდა ხმას და ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა მათ ბიოგრაფიაზე ან პროგრამაზე.

- რა თქმა უნდა,ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებია და რეალურად, ხალხი ისევ მას ირჩევს. პრემიერი კვლავ ასრულებს პოლიტიკური ორთქლმავლის როლს, დანარჩენები ვაგონები არიან. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის პროგნოზირება ძნელი არ არის.

საკითხავი ის არის, მოემატება თუ დააკლდება "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები. ჯერ კიდევ საკმარისი დროა ოქტომბრამდე და შესაძლოა, რაღაც-რაღაცები მოხდეს. მაგალითად, უკვე ხშირად ამბობენ, რომ სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, არჩევნებამდე "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები შეუმცირდეს.

- ვის მისცემს ხმას ის ხალხი, რომელთა აზრითაც, სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს?

- "ნაციონალებს" ნამდვილად არ მისცემენ ხმას და, ალბათ, ეს ელექტორატი არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებზე გადანაწილდება.

- ალბათ, ჯერ ნაადრევია მსჯელობა იმაზე, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის რომელიმე კანდიდატს წარმატების შანსი აქვს.

- რა თქმა უნდა, და სწორედ ამიტომაცაა ეს არჩევნები ყველაზე პროგნოზირებადი.

- პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრის შემდეგაც შეინარჩუნებს ბერკეტებს, რომელთა გამოყენებითაც შეუძლია პრობლემები შეუქმნას პრემიერსა და მთავრობას. თუ "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, შეიძლება ასეთი კონფლიქტის რისკის გამორიცხვა?

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ისე კი, რომელიმე პირზე დამოკიდებული რომ არ ვიყოთ, ყველაფერს კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს. ჩვენი ყველა კონსტიტუცია კი ერთმანეთზე უარესი იყო და დღესაც ასეთივეა. გასაგებია, რომ ჩვენთან ჯერ არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც კონსტიტუციის დაწერის გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამიტომაა ჩემთვის სამაგალითო აშშ - თავის დროზე, ფართო ფენებში არც იქ იყო მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა შექმნეს ისეთი დოკუმენტი, რომელმაც ყველა ქარიშხალს გაუძლო.

- დღევანდელობას დავუბრუნდეთ. "ქართული ოცნების" თითქმის ყველა ფლანგს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა. ალბათ, ამ ფლანგების ლიდერებს წყენა ჩარჩებოდათ გულში, რომ ივანიშვილმა მათგან არ აარჩია ქვეყნის მომავალი პირველი პირი. ეს ხომ არ გახდება განხეთქილების ან დაპირისპირების წინა პირობა?

- მაგალითს ცხოვრებიდან მოვიყვან. მაგალითად, სანამ შვილი მშობლების კმაყოფაზეა, ის მათ ბევრ რამეს უთმენს, ხოლო როცა თავისი შემოსავალი გაუჩნდება, ეცდება, დამოუკიდებლად დაიჭიროს თავი. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ივანიშვილის რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. სანამ "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დამოუკიდებელი რეიტინგი არ ექნებათ, ისინი პრემიერის რეიტინგზე იქნებიან მიბმული. მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ ხელისუფლების რეიტინგმა დაიწია, რა თქმა უნდა, ეს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ხარჯზე მოხდება. ასე

რომ, უახლოეს მომავალში მოვლენების ზემოხსენებული სცენარით განვითარებას არ ვვარაუდობ, მცირე გაუგებრობებს თუ არ ჩავთვლით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა