პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადეიშვილის კადრები საბოტაჟს ახორციელებენ"
"ადეიშვილის კადრები საბოტაჟს ახორციელებენ"

"რო­დე­საც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­დი­ო­და, ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ერთ-ერთი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო, რომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­დან საქ­მე­ებს გა­მო­ი­თხოვ­დნენ და სა­მარ­თა­ლი აქვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­სრულ­დე­ბო­და. მას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რან­გში პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში ჰქონ­და, შეხ­ვდა ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს პრე­ზი­დენტს, პა­ლა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს, რა დრო­საც ისა­უბ­რეს სა­ქარ­თვე­ლო­დან გაგ­ზავ­ნი­ლი სა­ჩივ­რე­ბის გან­ტვირ­თვის თა­ო­ბა­ზე. მას შემ­დეგ კი საქ­მე ად­გი­ლი­დან არ დაძ­რუ­ლა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე:

- რამ­დენ­ჯერ მივ­მარ­თე იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს და მო­ვი­თხო­ვე, რომ თუკი მი­სა­ღე­ბი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! იქ­ნე­ბო­და, მზად ვი­ყა­ვით, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, მე­გობ­რუ­ლი მო­რი­გე­ბით დაგ­ვემ­თავ­რე­ბი­ნა ყვე­ლა ის დავა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გვქონ­და წა­მო­წყე­ბუ­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მეს­ხო­რა­ძის­გან მი­ვი­ღე ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის პა­სუ­ხი - მზად ვართ, გან­ვი­ხი­ლოთ წი­ნა­და­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვე­ბის მო­რი­გე­ბით დას­რუ­ლე­ბაო. სტრას­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლია უამ­რა­ვი სა­ჩი­ვა­რი, რო­მელ­თა შო­რის არის ისე­თი საქ­მე­ე­ბი, სა­დაც აშ­კა­რაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა, ანუ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. პი­რა­დად ჩემ­თან ასე­თია პა­ა­ტა როს­ტო­მაშ­ვი­ლი­სა და მალ­ხაზ ბა­დუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თაც 14 და 17 წლის პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ამ­თავ­რა მათი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თა კი­თხვით - რა­ტომ არ გა­და­ა­მოწ­მეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ალი­ბე­ბი? ამ საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა სწო­რედ იმ დრო­ი­სათ­ვის დას­რულ­და, რო­დე­საც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მუ­შა­ობ­და ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. ის უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და გან­ხილ­ვა­ში და კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკა­ნო­ნოდ იხ­დი­ან სას­ჯელს.

- ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში უამ­რა­ვი საქ­მეა წა­სუ­ლი...

- ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში ბევ­რი საქ­მეა წა­სუ­ლი, მაგ­რამ დას­რუ­ლე­ბუ­ლია სა­ჩივ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 მუხ­ლით (არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბა). მე-6 მუხ­ლით - სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, ძალ­ზე ცოტა საქ­მე­ე­ბია გან­ხი­ლუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით - 100-მდე. საქ­მე­ებ­ზე მე­გობ­რუ­ლი მო­რი­გე­ბის მიზ­ნით, მეს­ხო­რა­ძის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი წი­ნა­და­დე­ბა, კერ­ძოდ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით - 5500 ევ­როს გა­დახ­და. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი: უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მათ­თვის თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­მო­ყო­ფა. ისე კი, მი­ლი­ო­ნის კომ­პენ­სა­ცი­აც ვერ აა­ნა­ზღა­უ­რებს იმ მო­რა­ლურ ზა­რალს, რა­საც უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის. იმე­დია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლებს პი­რო­ბას და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- თქვე­ნი აზ­რით, რა ან ვინ აფერ­ხებს ამ პრო­ცესს?

- სა­მი­ნის­ტროს გუნ­დი, კერ­ძოდ, დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან მეს­ხო­რა­ძე არის ადე­იშ­ვი­ლის კად­რი. სწო­რედ ის გა­მო­დი­ო­და გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში და ამ­ტკი­ცებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მოქ­მე­დე­ბას გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს ეს კაცი ისევ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა და ისევ ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის მიწ­ვე­უ­ლი ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში იმ მიზ­ნით, რომ წა­რად­გი­ნოს თა­ვი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი მე­გობ­რულ მო­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ კი მი­იწ­ვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი - მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხე­ბი. ამ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას ისევ ადე­იშ­ვი­ლის კად­რე­ბი უშ­ლი­ან ხელს, სა­ბო­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ უკა­ნო­ნო­ბა­ში.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც თუ იგ­ზავ­ნე­ბა სა­ჩივ­რე­ბი ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში, ანუ სი­მარ­თლის ძი­ე­ბა ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია?

- რა თქმა უნდა. ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში კვლავ იგ­ზავ­ნე­ბა სა­ჩივ­რე­ბი. სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხომ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა? ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც იგი­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან, ისევ ხდე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა და კვლავ არ­სე­ბო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი.

ესა­უბ­რა ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"ადეიშვილის კადრები საბოტაჟს ახორციელებენ"

"ადეიშვილის კადრები საბოტაჟს ახორციელებენ"

"როდესაც ახალი ხელისუფლება მოდიოდა, ქალბატონი თეა წულუკიანის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ევროსასამართლოდან საქმეებს გამოითხოვდნენ და სამართალი აქვე, საქართველოში აღსრულდებოდა. მას იუსტიციის მინისტრის რანგში პირველივე ვიზიტი ევროპულ სასამართლოში ჰქონდა, შეხვდა ევროსასამართლოს პრეზიდენტს, პალატების თავმჯდომარეებს, რა დროსაც ისაუბრეს საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების განტვირთვის თაობაზე. მას შემდეგ კი საქმე ადგილიდან არ დაძრულა", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადვოკატი მამუკა ნოზაძე:

- რამდენჯერ მივმართე იუსტიციის მინისტრს და მოვითხოვე, რომ თუკი მისაღები შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იქნებოდა, მზად ვიყავით, ევროსასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, მეგობრული მორიგებით დაგვემთავრებინა ყველა ის დავა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გვქონდა წამოწყებული. ამის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან მესხორაძისგან მივიღე ზოგადი ხასიათის პასუხი - მზად ვართ, განვიხილოთ წინადადება და, შესაბამისად, ევროსასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი იქნება აღნიშნული დავების მორიგებით დასრულებაო. სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილია უამრავი საჩივარი, რომელთა შორის არის ისეთი საქმეები, სადაც აშკარაა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. პირადად ჩემთან ასეთია პაატა როსტომაშვილისა და მალხაზ ბადუაშვილის საქმეები, რომელთაც 14 და 17 წლის პატიმრობა შეეფარდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა. ევროპულმა სასამართლომ დაამთავრა მათი საქმეების განხილვა და საქართველოს მთავრობას მიმართა კითხვით - რატომ არ გადაამოწმეს ამ ადამიანების ალიბები? ამ საქმეების განხილვა სწორედ იმ დროისათვის დასრულდა, როდესაც თეა წულუკიანი მუშაობდა ევროსასამართლოში. ის უშუალოდ მონაწილეობდა განხილვაში და კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები უკანონოდ იხდიან სასჯელს.

- ევროსასამართლოში უამრავი საქმეა წასული...

- ევროსასამართლოში ბევრი საქმეა წასული, მაგრამ დასრულებულია საჩივრები, ძირითადად ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა). მე-6 მუხლით - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ძალზე ცოტა საქმეებია განხილული, დაახლოებით - 100-მდე. საქმეებზე მეგობრული მორიგების მიზნით, მესხორაძის დეპარტამენტმა შემოგვთავაზა არაადეკვატური წინადადება, კერძოდ კომპენსაციის სახით - 5500 ევროს გადახდა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პირობები: უკანონო პატიმრების გათავისუფლება და მათთვის თუნდაც მინიმალური ოდენობის კომპენსაციის გამოყოფა. ისე კი, მილიონის კომპენსაციაც ვერ აანაზღაურებს იმ მორალურ ზარალს, რასაც უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანი განიცდის. იმედია, ახალი ხელისუფლება შეასრულებს პირობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

- თქვენი აზრით, რა ან ვინ აფერხებს ამ პროცესს?

- სამინისტროს გუნდი, კერძოდ, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე არის ადეიშვილის კადრი. სწორედ ის გამოდიოდა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოში და ამტკიცებდა საქართველოს ხელისუფლების კანონიერ მოქმედებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. დღეს ეს კაცი ისევ ამ თანამდებობაზეა და ისევ ძველებურად განაგრძობს საქმიანობას. ჩვენი ხელისუფლება არის მიწვეული ევროსასამართლოში იმ მიზნით, რომ წარადგინოს თავისი წინადადებები მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ კი მიიწვია ხელისუფლება, მაგრამ თვითონ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არის არაადეკვატური - მხოლოდ მინიმალური თანხები. ამ საქმის მოგვარებას ისევ ადეიშვილის კადრები უშლიან ხელს, საბოტაჟს ახორციელებენ, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ადამიანების მიმართ ჩადენილ უკანონობაში.

- ახალი ხელისუფლების პირობებშიც თუ იგზავნება საჩივრები ევროსასამართლოში, ანუ სიმართლის ძიება ქვეყნის ფარგლებს გარეთ კვლავ აქტუალურია?

- რა თქმა უნდა. ევროსასამართლოში კვლავ იგზავნება საჩივრები. სასამართლო ხელისუფლებაში ხომ არაფერი შეცვლილა? ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე მოსამართლეები არიან, ისევ ხდება მტკიცებულებების გარეშე უკანონო განაჩენების გამოტანა და კვლავ არსებობენ სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობით უკმაყოფილო ადამიანები.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ