საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
რა არის სიყვარული?
რა არის სიყვარული?

მკვლე­ვა­რებ­მა 4-დან 8 წლამ­დე ბავ­შვებს ჰკი­თხეს, რა არის სიყ­ვა­რუ­ლიო. აი რას ამ­ბო­ბენ პა­ტა­რე­ბი:

6 წლის რე­ბე­კა: როცა ჩემი ბებო ართრი­ტით და­ა­ვად­და, ვე­ღარ იხ­რე­ბო­და და ვე­ღარც ფე­ხის ფრჩხი­ლებ­ზე ის­ვამ­და ლაქს და ყო­ველ­თვის ჩემი ბაბუ უს­ვამ­და, მა­ში­ნაც კი, როცა თვი­თო­ნაც და­უ­ა­ვად­და ხე­ლე­ბი ართრი­ტით. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი.

6 წლის კრი­სი: სიყ­ვა­რუ­ლია, როცა შენი შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლის უმე­ტეს ნა­წილს ვინ­მეს აძ­ლევ და სა­მა­გი­ე­როდ არა­ფერს თხოვ.

5 წლის ერი­კი: სიყ­ვა­რუ­ლი გა­ი­ძუ­ლებს გა­ი­ღი­მო, როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ხარ.

7 წლის დენი: სიყ­ვა­რუ­ლია, როცა დედა ყა­ვას უმ­ზა­დებს მა­მას და მი­ტა­ნამ­დე მოს­ვამს, რათა დარ­წმუნ­დეს, გემ­რი­ე­ლია თუ არა.

7 წლის ნო­ე­ლი: სიყ­ვა­რუ­ლია, როცა ბიჭს ეუბ­ნე­ბი შენი პე­რან­გი მომ­წონ­სო და იგი ყო­ველ­დღე იც­ვამს ამ პე­რანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყ­ვა­რუ­ლია, როცა შენი ლეკ­ვი სა­ხეს გი­ლო­კავს მა­ში­ნაც, როცა მთე­ლი დღით შინ მარ­ტო და­ტო­ვე.

7 წლის ბილი: როცა ვინ­მეს უყ­ვარ­ხარ, შენს სა­ხელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მოთ­ქვამს და იცი, რომ შენი სა­ხე­ლი სა­მუ­და­მო­დაა და­ცუ­ლი.

6 წლის კა­რე­ნი: როცა ვინ­მე გიყ­ვარს, შენი წამ­წა­მე­ბი მუ­დამ მაღ­ლა მიფ­რი­ნა­ვენ და დაბ­ლა ეშ­ვე­ბი­ან, ზე­მოთ, ქვე­მოთ, იქი­დან კი ვარ­სკვლა­ვე­ბი იფ­რქვე­ვა.

8 წლის ჯე­სი­კა: თუ არ გიყ­ვარს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა თქვა მიყ­ვარ­სო, და თუ გიყ­ვარს, ეს გა­უ­თა­ვებ­ლად უნდა იმე­ო­რო, თო­რემ ადა­მი­ა­ნებს ავი­წყდე­ბათ სიყ­ვა­რუ­ლი.

წყა­რო: ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს

რუბრიკის სხვა სიახლეები

რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული?

მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო