პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძე პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს
 კახი კალაძე პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას სიც­რუ­ეს უწო­დებს . რო­გორც კა­ლა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს ამ­ბობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და იმა­ზე, რომ ამ ქვეყ­ნი­დან იქ­ნას შე­მო­ტა­ნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირი, სრუ­ლი სიც­რუ­ეა.

"ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტად წო­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის სრუ­ლი სიც­რუე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი, ბანკრო­ტად ქცე­უ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი, აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს ჩვენ უარი ვთქვით აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და უარი ვთქვით შე­მო­ვი­ტა­ნოთ გაზი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, რაც სრუ­ლი სიც­რუ­ეა, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ", - გა­ნა­ცხა­და კახი კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ დე­მა­გო­გი­ას და სურთ სიც­რუ­ე­ში ამ­ყო­ფონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, ამ­ჯე­რად ეს არ გა­მო­უ­ვათ. რაც შე­ე­ხე­ბა ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"რა­ტომ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში ერთი შე­მომ­ტა­ნი. მა­გა­ლი­თად ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ სა­მო­მავ­ლოდ გაჩ­ნდეს 2, 3, 4 შე­მომ­ტა­ნი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იყოს დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი. ბა­ზარ­ზე მეტი კონ­კუ­რენ­ტი იქ­ნე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ფა­სე­ბის კუ­თხი­თაც", - აღ­ნიშ­ნა კახი კა­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში შე­მო­აქვს ელექტრო­ე­ნერ­გია რუ­სე­თი­დან, რა­ტომ არ შე­ეძ­ლე­ბა გაზი შე­მო­ი­ტა­ნოს იგი­ვე რუ­სე­თი­დან?!. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლად იქ­ნე­ბა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, თუკი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და სა­სი­კე­თო, გა­კეთ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი - არა.

ამას­თან, კახი კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად რუ­სეთ­თან არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ კუ­თხით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი თქმით, მისი მხრი­დან იყო ზო­გა­დი სა­უ­ბა­რი, რომ სა­მო­მავ­ლოდ მოხ­დეს დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

კახი კალაძე პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს

 კახი კალაძე პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებს . როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სააკაშვილის განცხადება, თითქოს საქართველოში ხელისუფლება უარს ამბობს აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობაზე და იმაზე, რომ ამ ქვეყნიდან იქნას შემოტანილი ბუნებრივი აირი, სრული სიცრუეა.

"ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება არის სრული სიცრუე. მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ბანკროტად ქცეული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, აკეთებენ განცხადებებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილისგან განცხადება, თითქოს ჩვენ უარი ვთქვით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობაზე და უარი ვთქვით შემოვიტანოთ გაზი აზერბაიჯანიდან, რაც სრული სიცრუეა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები აგრძელებენ დემაგოგიას და სურთ სიცრუეში ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა, თუმცა, ამჯერად ეს არ გამოუვათ. რაც შეეხება ენერგოდამოუკიდებლობას, კალაძის განცხადებით, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ერთი შემომტანი. მაგალითად ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ გაჩნდეს 2, 3, 4 შემომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დივერსიფიცირებული წყაროები. ბაზარზე მეტი კონკურენტი იქნება და საინტერესო იქნება ფასების კუთხითაც", - აღნიშნა კახი კალაძემ.

მინისტრის თქმით, თუკი საქართველოს ზამთრის პერიოდში შემოაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან, რატომ არ შეეძლება გაზი შემოიტანოს იგივე რუსეთიდან?!. მისივე განცხადებით, როდესაც კონკრეტულად იქნება ამ თემაზე საუბარი, თუკი იქნება ქვეყნისთვის მისასალმებელი და სასიკეთო, გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა.

ამასთან, კახი კალაძის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები ამ კუთხით არ მიმდინარეობს. მისი თქმით, მისი მხრიდან იყო ზოგადი საუბარი, რომ სამომავლოდ მოხდეს დივერსიფიცირება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა