პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"დასაქმება დასჯადი ქმედება ხდება"
"დასაქმება დასჯადი ქმედება ხდება"

პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი ნა­თია სა­მუ­შია მი­იჩ­ნევს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი ძალ­ზე გა­არ­თუ­ლებს დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას და და­საქ­მე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა, რად­გან, დამ­საქ­მე­ბე­ლი თუ აიყ­ვანს და­საქ­მე­ბულს სამ­სა­ხურ­ში, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა მისი სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა. ამი­ტომ დამ­საქ­მე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ეც­დე­ბა, რა­ღაც­ნა­ი­რად და­ი­ზღვი­ოს თავი და მხო­ლოდ მას შემ­დეგ აიყ­ვა­ნოს სამ­სა­ხურ­ში, ვიდ­რე მის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ბო­ლომ­დე არ დარ­წმუნ­დე­ბა.

"მგო­ნი, ამ კა­ნონს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი წერ­დნენ, რომ­ლე­ბიც იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში მთლად ვერ ერ­კვე­ვი­ან, იმი­ტომ რომ გა­მო­ვი­და ასე­თი რამ - დამ­საქ­მე­ბე­ლი თუ ეტყვის და­საქ­მე­ბულს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, და­საქ­მე­ბულს შე­უძ­ლია გა­ი­ფი­ცოს და გა­ფიც­ვის დროს შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­წყვე­ტა და­უშ­ვე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ ჰყავ­დეს და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გა­ფი­ცუ­ლი და ვე­რა­სო­დეს გა­უშ­ვებს სამ­სა­ხუ­რი­დან. ვი­მე­დოვ­ნებ, ეს ხარ­ვე­ზი გა­მოს­წორ­დე­ბა, ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და არც ერთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი რამ არ ხდე­ბა.

ვინ არი­ან დამ­საქ­მებ­ლე­ბი? მა­გა­ლი­თად, ჩემი მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ტა­ნა კრე­დი­ტი, გახ­სნა პა­ტა­რა მა­ღა­ზია ჩემს ეზო­ში, ჩადო ბინა უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და იხ­დის სესხში 800 ლარს. ეს ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ჰყავ­დეს ერთი და­საქ­მე­ბუ­ლის მა­გივ­რად ორი და­საქ­მე­ბუ­ლი, რად­გან სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. გა­მო­დის, რომ ან მა­ღა­ზია უნდა და­კე­ტოს შა­ბათ-კვი­რას და შე­მო­სა­ვა­ლი შე­იმ­ცი­როს, ან უნდა ამუ­შა­ოს 10-დან 6-სა­ა­თამ­დე, ან უნდა აიყ­ვა­ნოს 2 ადა­მი­ა­ნი და უფრო მეტი გა­და­ი­ხა­დოს. დამ­საქ­მებ­ლი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დამ­საქ­მე­ბე­ლი მე­ტად რის­კავს. შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ხარ­ჯე­ბი ისე არ უნდა გა­ვუ­ზარ­დოთ, რომ იმ ადა­მი­ან­მა სეს­ხი ვერ გა­და­ი­ხა­დოს და ჩა­დე­ბუ­ლი ბინა და­კარ­გოს. არა­და, თუ იარ­სე­ბებს, კარ­გი იქ­ნე­ბა, რად­გან ერთ ადა­მი­ანს მა­ინც და­ა­საქ­მებს და თა­ვის ოჯახ­საც არ­ჩენს.

ჩვე­ნი პროფ­კავ­ში­რი, რო­მე­ლიც მოთ­ქვამს, რომ ხალ­ხი მო­ნო­ბა­შია, და­დის ისე­თი მან­ქა­ნით, რომ­ლის შე­სა­ძე­ნად მე დიდი სეს­ხის გა­მო­ტა­ნა მო­მი­წევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ფა­რი­სევ­ლო­ბაა. ისი­ნი მა­გო­ნე­ბენ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან რა­ღაც ჯგუფს და, უკაც­რა­ვად ამ სი­ტყვის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, "ობშ­ჩი­აკს" აგ­რო­ვე­ბენ, ანუ ერთ პრო­ცენტს თუ გა­და­უხ­დი, მო­გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ვფიქ­რობ, რომ შრო­მის ახა­ლი კო­დექ­სი და­ა­ზი­ა­ნებს შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებს და შე­ამ­ცი­რებს და­საქ­მე­ბას. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ეს რა­ღაც ლუქ­სემ­ბურ­გის დრო­ინ­დე­ლია და გა­მო­ვა, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბით ჩვენ ხელს ვუშ­ლით და­საქ­მე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­საც მო­ვუ­წო­დებ, გა­ი­აზ­რონ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნონ შრო­მის ბა­ზა­რი ამ ცვლი­ლე­ბე­ბით", - ამ­ბობს ნა­თია სა­მუ­შია.

მერი ნა­მო­რა­ძე

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

"დასაქმება დასჯადი ქმედება ხდება"

"დასაქმება დასჯადი ქმედება ხდება"

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი ნათია სამუშია მიიჩნევს, რომ ცვლილებები ძალზე გაართულებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას და დასაქმება დასჯადი ქმედება ხდება, რადგან, დამსაქმებელი თუ აიყვანს დასაქმებულს სამსახურში, ძალიან რთული იქნება მისი სამსახურიდან გაშვება. ამიტომ დამსაქმებელი ყოველთვის ეცდება, რაღაცნაირად დაიზღვიოს თავი და მხოლოდ მას შემდეგ აიყვანოს სამსახურში, ვიდრე მის სრულყოფილებასა და პროფესიონალიზმში ბოლომდე არ დარწმუნდება.

"მგონი, ამ კანონს ისეთი ადამიანები წერდნენ, რომლებიც იურიდიულ საკითხებში მთლად ვერ ერკვევიან, იმიტომ რომ გამოვიდა ასეთი რამ - დამსაქმებელი თუ ეტყვის დასაქმებულს სამსახურიდან გათავისუფლებაზე, დასაქმებულს შეუძლია გაიფიცოს და გაფიცვის დროს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დაუშვებელია. შესაბამისად, დამსაქმებელს შეიძლება სამუდამოდ ჰყავდეს დასაქმებული, რომელიც იქნება გაფიცული და ვერასოდეს გაუშვებს სამსახურიდან. ვიმედოვნებ, ეს ხარვეზი გამოსწორდება, ასეთი რამ წარმოუდგენელია და არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება.

ვინ არიან დამსაქმებლები? მაგალითად, ჩემი მეზობელი, რომელმაც გამოიტანა კრედიტი, გახსნა პატარა მაღაზია ჩემს ეზოში, ჩადო ბინა უზრუნველსაყოფად და იხდის სესხში 800 ლარს. ეს ადამიანი იძულებული იქნება, ჰყავდეს ერთი დასაქმებულის მაგივრად ორი დასაქმებული, რადგან სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა. გამოდის, რომ ან მაღაზია უნდა დაკეტოს შაბათ-კვირას და შემოსავალი შეიმციროს, ან უნდა ამუშაოს 10-დან 6-საათამდე, ან უნდა აიყვანოს 2 ადამიანი და უფრო მეტი გადაიხადოს. დამსაქმებლისა და დასაქმებულის შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი მეტად რისკავს. შესაბამისად, შრომით ურთიერთობებში ხარჯები ისე არ უნდა გავუზარდოთ, რომ იმ ადამიანმა სესხი ვერ გადაიხადოს და ჩადებული ბინა დაკარგოს. არადა, თუ იარსებებს, კარგი იქნება, რადგან ერთ ადამიანს მაინც დაასაქმებს და თავის ოჯახსაც არჩენს.

ჩვენი პროფკავშირი, რომელიც მოთქვამს, რომ ხალხი მონობაშია, დადის ისეთი მანქანით, რომლის შესაძენად მე დიდი სესხის გამოტანა მომიწევს. ეს ყველაფერი ცოტა ფარისევლობაა. ისინი მაგონებენ კანონიერ ქურდებს, რომლებიც ემსახურებიან რაღაც ჯგუფს და, უკაცრავად ამ სიტყვის გამოყენებისთვის, "ობშჩიაკს" აგროვებენ, ანუ ერთ პროცენტს თუ გადაუხდი, მოგემსახურებიან.

ვფიქრობ, რომ შრომის ახალი კოდექსი დააზიანებს შრომით ურთიერთობებს და შეამცირებს დასაქმებას. მარგველაშვილის განცხადებას, რომ ეს რაღაც ლუქსემბურგის დროინდელია და გამოვა, რომ ამ ცვლილებებით ჩვენ ხელს ვუშლით დასაქმებას, აბსოლუტურად ვეთანხმები და მთავრობის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ, გაიაზრონ, თუ როგორ შეიძლება დააზიანონ შრომის ბაზარი ამ ცვლილებებით", - ამბობს ნათია სამუშია.

მერი ნამორაძე

გაზეთი "ახალი თაობა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"