მომღერალი ალა პუგაჩოვა მემუარებს დაწერს.
"ხანდახან პროექტებში ვმონაწილეობ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკონცერტო მოღვაწეობა მიზიდავს, რადგან ეს ჩემთვის საკმაოდ რთულია. მათალია, საბედნიეროდ, ხმა მეტნაკლებად დამიბრუნდა. მაგრამ რადგან ვთქვი, რომ მივდივარ, ე.ი წავედი",- განაცხადა მან რადიო Коммерсант FM-თან ინტერვიუში.
ადრე პუგაჩოვამ განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიის დაწერას არ აპირებდა, მაგრამ ახლა შვილიშვილების გამო ამაზე დაფიქრდა.
"მე ოდესღაც ვთქვი, რომ ცხოვრებაში არასდროს დავწერდი. წარსულით არასდროს მიცხოვრია, მხოლოდ აწმყოთი ვცხოვრობ, ახლა კი ისეთი პერიოდი მაქვს, რომ მომავალზე ვფიქრობ. შესაძლოა, ასაკთან ერთად დგება მომენტი, როდესაც იწყებ ფიქრს: "შენს შესახებ რამდენი სიცრუე დაიწერა და ეს ასე დარჩება?",- ამბობს პუგაჩოვა.
მისი თქმით, მას არა იმდენად დიდი აუდიტორიის აზრი, არამედ ის აინტერესებს, რა ეცოდინებათ ბებიაზე მის შვილიშვილებს.
"ვფიქრობ მათთვის რაღაც დავწერო, მოვუყვები თუ როგორი ბავშვობა მქონდა, ჩემს ნამღერ კომპოზიციებს მაინც ჩამოვუთვლი. ამაზე ვფიქრობ და ეს ძალიან არ მომწონს - ამაში არის რაღაც სევდიანი",- აღიარა მომღერალმა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.