პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება
ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არხზე" სა­კად­რო წმენ­და იწყე­ბა. ამ დრო­ის­თვის უკვე არ­სე­ბობს თა­ნამ­შრო­მელ­თა სია, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ტო­ვე­ბენ არხს.

სა­კად­რო წმენ­და უკავ­შირ­დე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ახა­ლი სტუ­დი­ი­დან ეთერ­ში გას­ვლას, რო­მე­ლიც, რო­გორც იქნა, მო­ა­ხერ­ხა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "მე­ცხრე არ­ხის" ახა­ლი სტუ­დი­ი­დან ეთერ­ში გას­ვლა რემ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­დო, რის გა­მოც ივა­ნიშ­ვილ­მა საყ­ვე­დუ­რი უთხრა ელი­აშ­ვილს. ტე­ლე­კომ­პა­ნია დი­ღომ­ში მდე­ბა­რე ახა­ლი სტუ­დი­ი­დან ეთერ­ში ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში უნდა გა­სუ­ლი­ყო, შემ­დეგ პირ­ველ აპ­რილს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს თა­რი­ღი 20 აპ­რი­ლის­თვის გა­და­ი­დო, სა­ბო­ლო­ოდ კი, ეთერ­ში გას­ვლა ახა­ლი სტუ­დი­ი­დან აპ­რი­ლის ბო­ლოს გა­და­წყდა და რამ­დე­ნი­მე დღეა, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზია ახა­ლი სტუ­დი­ი­დან მა­უ­წყებ­ლობს.

შე­იც­ვა­ლა "მე­ცხრე არ­ხის" და­ფი­ნან­სე­ბა და გრა­ფი­კიც.

თუ ამ დრომ­დე არხს რამ­დე­ნი­მე თვის ბი­უ­ჯე­ტი ერ­თად ერი­ცხე­ბო­და, ამ დრო­ის­თვის ტე­ლე­ვი­ზია ყო­ველ­თვი­ურ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­და­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ლუბა ელი­აშ­ვი­ლის მუ­შა­ო­ბით, რის გა­მოც რამ­დენ­ჯერ­მე შე­ნიშ­ვნაც მის­ცა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, "მე­ცხრე არ­ხის" და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა არ­ხის და­ბალ რე­ი­ტინგს უკავ­შირ­დე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით "მე­ცხრე არ­ხის" რე­ი­ტინ­გი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 2%-ია, როცა 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის რე­ი­ტინ­გი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით პირ­ველ, ხოლო ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო.

არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრე­მი­ერ­მა ლუბა ელი­აშ­ვილს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა მოს­თხო­ვა, სა­ბო­ლო­ოდ კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ელი­აშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, თუ ის ახა­ლი სტუ­დი­ი­დან ვერ გა­ვი­დო­და ეთერ­ში და არ­ხის რე­ი­ტინგს ვერ გაზ­რდი­და, და­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა მა­სობ­რივ და­თხოვ­ნას, ელი­აშ­ვი­ლი ამას მის ცუდ ხა­სი­ათს უკავ­ში­რებს: "არა­ნა­ი­რი მა­სობ­რი­ვი და­თხოვ­ნა არ იწყე­ბა. ჩემს ცუდ ხა­სი­ათ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­საც მინ­და და­ვი­თხოვ სამ­სა­ხუ­რი­დან, შენ ვინ გკი­თხავს მა­გას?"- გან­გვი­მარ­ტა ელი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ პრე­ტენ­ზი­ებს, ელი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არის ეკა ხვე­დე­ლი­ძე და მის­გან საყ­ვე­დუ­რი არ მი­უ­ღია. მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "მე­ცხრე არ­ხის­თვის" არ სცა­ლია.

"ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­საშ­ვებ თა­ნამ­შრო­მელ­თა სი­ა­ში ნი­უ­სის 15 ჟურ­ნა­ლის­ტი, მხო­ლოდ 40-მდე ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლია. არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სია სა­ბო­ლოო არ არის და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­საშ­ვებ­თა რი­ცხვი კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ხის და­ბალ რე­ი­ტინგს, ლუბა ელი­აშ­ვილს დღემ­დე ვერ აუხ­სნია, რა­ტომ აქვს არხს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი და ამ დრომ­დე უმი­სა­მარ­თოდ სვამს კი­თხვებს: "ნუთუ ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი დებ­და რე­ი­ტინგს"? მაგ­რამ იმას არ უყუ­რებს, რომ არ­ხის რე­ი­ტინ­გის და­ცე­მა პოსტზე მის და­ნიშ­ვნას სინ­ქრო­ნუ­ლად ემ­თხვე­ვა.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება

ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება

ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" საკადრო წმენდა იწყება. ამ დროისთვის უკვე არსებობს თანამშრომელთა სია, რომლებიც უახლოეს მომავალში დატოვებენ არხს.

საკადრო წმენდა უკავშირდება ტელეკომპანიის ახალი სტუდიიდან ეთერში გასვლას, რომელიც, როგორც იქნა, მოახერხა ლუბა ელიაშვილმა და მისმა გუნდმა.

შეგახსენებთ, რომ "მეცხრე არხის" ახალი სტუდიიდან ეთერში გასვლა რემდენჯერმე გადაიდო, რის გამოც ივანიშვილმა საყვედური უთხრა ელიაშვილს. ტელეკომპანია დიღომში მდებარე ახალი სტუდიიდან ეთერში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში უნდა გასულიყო, შემდეგ პირველ აპრილს. მოგვიანებით ეს თარიღი 20 აპრილისთვის გადაიდო, საბოლოოდ კი, ეთერში გასვლა ახალი სტუდიიდან აპრილის ბოლოს გადაწყდა და რამდენიმე დღეა, ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილი ტელევიზია ახალი სტუდიიდან მაუწყებლობს.

შეიცვალა "მეცხრე არხის" დაფინანსება და გრაფიკიც.

თუ ამ დრომდე არხს რამდენიმე თვის ბიუჯეტი ერთად ერიცხებოდა, ამ დროისთვის ტელევიზია ყოველთვიურ დაფინანსებაზე გადავიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა არხის გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის მუშაობით, რის გამოც რამდენჯერმე შენიშვნაც მისცა.

როგორც ირკვევა, "მეცხრე არხის" დაფინანსების შემცირება არხის დაბალ რეიტინგს უკავშირდება. ბოლო მონაცემებით "მეცხრე არხის" რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 2%-ია, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიის რეიტინგი თბილისის მასშტაბით პირველ, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე იყო.

არხის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ პრემიერმა ლუბა ელიაშვილს სიტუაციის გამოსწორება მოსთხოვა, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილმა ელიაშვილს განუცხადა, თუ ის ახალი სტუდიიდან ვერ გავიდოდა ეთერში და არხის რეიტინგს ვერ გაზრდიდა, დაემშვიდობებოდა დაკავებულ თანამდებობას.

რაც შეეხება თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას, ელიაშვილი ამას მის ცუდ ხასიათს უკავშირებს: "არანაირი მასობრივი დათხოვნა არ იწყება. ჩემს ცუდ ხასიათთან დაკავშირებით, ვისაც მინდა დავითხოვ სამსახურიდან, შენ ვინ გკითხავს მაგას?"- განგვიმარტა ელიაშვილმა.

რაც შეეხება ივანიშვილის მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, ელიაშვილი აცხადებს, რომ მისი ტელევიზიის დამფუძნებელი არის ეკა ხვედელიძე და მისგან საყვედური არ მიუღია. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს "მეცხრე არხისთვის" არ სცალია.

"ქრონიკის" ინფორმაციით, გასაშვებ თანამშრომელთა სიაში ნიუსის 15 ჟურნალისტი, მხოლოდ 40-მდე ტექნიკური თანამშრომელია. არხის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სია საბოლოო არ არის და უახლოეს მომავალში ტელევიზიიდან გასაშვებთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება არხის დაბალ რეიტინგს, ლუბა ელიაშვილს დღემდე ვერ აუხსნია, რატომ აქვს არხს დაბალი რეიტინგი და ამ დრომდე უმისამართოდ სვამს კითხვებს: "ნუთუ ნათია ლაზაშვილი დებდა რეიტინგს"? მაგრამ იმას არ უყურებს, რომ არხის რეიტინგის დაცემა პოსტზე მის დანიშვნას სინქრონულად ემთხვევა.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები