მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს
ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს

პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა მო­მის­მე­ნია, მათ შო­რის წიგ­ნებ­თან და ზო­გა­დად ლი­ტე­რა­ტუ­სა­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მათ შო­რის ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლის აზრი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად მეჩ­ვე­ნა. ჩვე­ნი სა­სა­უბ­რო თემა პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ზო­გა­დად, ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა იყო...

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი. ყვე­ლა ქვეყ­ნის ზღა­პა­რი ცალ-ცალ­კე წიგ­ნად იბეჭ­დე­ბო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნიც მათ­გან ერთ-ერთი იქ­ნე­ბო­და. ზღაპ­რებს კარ­გა ხანი ვკი­თხუ­ლობ­დი, მგო­ნი, სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მა­ში­ნაც კი. კარგ ზღა­პარს დღე­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კი­თხავ. რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ო­ზულ ნა­წარ­მო­ებს, ეს იყო "ჯეინ ეარი". თუ წიგ­ნი მო­მე­წო­ნა, დღემ­დე ბევ­რჯერ მიყ­ვარს იმ ერთი და იმა­ვე ნა­წარ­მო­ე­ბის კი­თხვა. ბევ­რი წიგ­ნი სამ­ჯერ-ოთხჯერ მაქვს წა­კი­თხუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის ინ­ტერ­ვა­ლით. თუ წიგ­ნი მო­მე­წო­ნა, კარ­გა ხანს არა­ფერს ვკი­თხუ­ლობ, მინ­და მცი­რე ხნით მა­ინც შე­ვი­ნა­ხო მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.

- ამ­გვა­რი და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, დღემ­დე რომ მოგ­ყვე­ბათ, რო­მე­ლია?

- არ მიყ­ვარს რო­მა­ნე­ბი. კი, ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მიყ­ვარს მცი­რე ზო­მის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად ნო­ვე­ლე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი. მარ­კე­სის "პოლ­კოვ­ნიკს არა­ვინ სწერს" დღემ­დე ჩემი საყ­ვა­რე­ლი მო­თხრო­ბაა. და რად­გან დღემ­დე ასეა, ალ­ბათ მუდ­მი­ვად ასე დარ­ჩე­ბა.

- ნო­ვე­ლე­ბი­თა და მო­თხრო­ბე­ბით ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბიც გვა­ნე­ბივ­რე­ბენ...

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ასე­ვე თა­მაზ ჭი­ლა­ძეს. ბო­ლოს წა­ვი­კი­თხე ლე­ვან ორა­ხელშვი­ლის "მის­ტერ მე­მედ ეფენ­დის მის­ტე­რი­ე­ბი", რო­მელ­შიც მცი­რე რო­მა­ნი და რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბაა შე­სუ­ლი.

- ბავ­შვო­ბა­ში, როცა რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვართ, გვინ­და მის რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟს ვგავ­დეთ, ან თავს ვამ­სგავ­სებთ...

- თავი არა­ვის­თვის მი­მიმსგავ­სე­ბია. გა­სა­გე­ბია, რა­საც მე­კი­თხე­ბით, მაგ­რამ ამ­გვა­რი რამ ჩემ­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ლი­ტე­რა­ტუ­რა, ისე­ვე რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გი, ჩემ­თვის ცალ­კე არ­სე­ბობს და არა­ნა­ი­რად არ ვა­კავ­ში­რებ ცხოვ­რე­ბას­თან. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს, როცა ანა­ლო­გი­ებს აკე­თე­ბენ და ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებს, თუ წიგ­ნი­დან ეპი­ზოდს ცხოვ­რე­ბას ადა­რე­ბენ. ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­თვი­საა.

- ანუ არ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლის ასახ­ვაა მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბით?

- არა, ეს არის სხვა სი­ნამ­დვი­ლე, რამ­დე­ნა­დაც ის არ ასა­ხავს ყო­ფით რე­ა­ლო­ბას. ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლის ფურ­ცელ­ზე სი­ტყვე­ბით გა­და­ტა­ნა არა­სო­დეს იქ­ნე­ბა გა­მარ­თუ­ლი და მხო­ლოდ სი­ყალ­ბე დარ­ჩე­ბა. გა­გახ­სე­ნებთ ერთ ეპი­ზოდს "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი­დან". მსა­ხი­ო­ბი ქალი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობს შეყ­ვა­რე­ბუ­ლის როლს, მაგ­რამ როცა მას ნამ­დვი­ლად შე­უყ­ვარ­დე­ბა, ის იმ როლს ვე­ღარ ითა­მა­შებს - გა­ა­ფუ­ჭებს. სა­ერ­თოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რა და მუ­სი­კა ჩემ­თვის ორ ნა­წი­ლად იყო­ფა. პირ­ვე­ლი შენს პი­როვ­ნე­ბას, შენს ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა და გა­და­გიყ­ვანს ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­ღაც ეტაპ­ზე, გა­გახ­სე­ნებს რა­ღაც წუ­თებს, და არ­სე­ბობს მე­ო­რე, რო­მელ­საც არ­სად გა­დაჰ­ყავ­ხარ და თა­ვად ქმნის რა­ღაც ახალს შენ­ში. ჩემი აზ­რით, ეს მე­ო­რე უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და ეხე­ბა რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რას, ასე­ვე მუ­სი­კას.

- ბევ­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ დღეს კლა­სი­კას უბ­რუნ­დე­ბა, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებ­თან ის სი­მაღ­ლე­ე­ბი ვერ იპო­ვა, რაც თა­ვის დრო­ზე კლა­სი­კო­სებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა...

- ეს სა­კა­მა­თო თე­მაა, მე არ ვიცი, რას დე­ბენ ცნე­ბა­ში "კლა­სი­კა". წლე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა კლა­სი­კად ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­წარ­მო­ე­ბი გა­და­იქ­ცეს. თუ ისი­ნი სტილს გუ­ლის­ხმო­ბენ, ის კლა­სი­კა­შიც სხვა­დას­ხვაა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა, ისე­ვე რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გი, თუნ­დაც შენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­საც კი, ზოგ­ჯერ მოგ­წონს. მა­გა­ლი­თად, მე სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს რე­გე­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მუ­სი­კა­ში, მაგ­რამ ბობ მარ­ლე­ის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუს­მენ. ის იმ­დე­ნად გე­ნი­ა­ლუ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბელ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ვუს­მენ და ვერ ვი­ტყვი, რომ ის არ მიყ­ვარს. ასეა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში და მას­ზე ხე­ლა­ღე­ბით სა­უ­ბა­რი ძნე­ლია. ბევ­რად მე­ტია ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა, ტვი­ნის დამხლარ­თვე­ლი, არა­ბუ­ნებ­რი­ვი და ფიქ­რით ნა­წა­მე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, მაგ­რამ ალ­ბათ ასე­თე­ბი გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც იყო, უბ­რა­ლოდ, რაც კარ­გია, ის შე­მოგ­ვრჩა და რაც არა, იმან ჩვე­ნამ­დე ვერ მო­აღ­წია. ასე მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რი­და­ნაც მო­მა­ვალ­ში ის დარ­ჩე­ბა, რაც კარ­გი და ბუ­ნებ­რი­ვია. უვარ­გი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა მო­მა­ვალ თა­ო­ბებს აღარ ემახ­სოვ­რე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია www.reitingi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს

ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს

პროფესიიდან გამომდინარე, არაერთი მოსაზრება მომისმენია, მათ შორის წიგნებთან და ზოგადად ლიტერატუსათან დაკავშირებით, მაგრამ მათ შორის ირინა სარიშვილის აზრი მაინც გამორჩეულად მეჩვენა. ჩვენი სასაუბრო თემა პირველი წიგნები, ლიტერატურისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები და ზოგადად, ამა თუ იმ ნაწარმოების შეფასება იყო...

-  ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. ყველა ქვეყნის ზღაპარი ცალ-ცალკე წიგნად იბეჭდებოდა და სავარაუდოდ, ჩემი პირველი წიგნიც მათგან ერთ-ერთი იქნებოდა. ზღაპრებს კარგა ხანი ვკითხულობდი, მგონი, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინაც კი. კარგ ზღაპარს დღესაც სიამოვნებით წავიკითხავ. რაც შეეხება სერიოზულ ნაწარმოებს, ეს იყო "ჯეინ ეარი". თუ წიგნი მომეწონა, დღემდე ბევრჯერ მიყვარს იმ ერთი და იმავე ნაწარმოების კითხვა. ბევრი წიგნი სამჯერ-ოთხჯერ მაქვს წაკითხული, დაახლოებით ერთი თვის ინტერვალით. თუ წიგნი მომეწონა, კარგა ხანს არაფერს ვკითხულობ, მინდა მცირე ხნით მაინც შევინახო მიღებული შთაბეჭდილება.

-  ამგვარი დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დღემდე რომ მოგყვებათ, რომელია?

-  არ მიყვარს რომანები. კი, ვკითხულობ, მაგრამ გაცილებით მიყვარს მცირე ზომის ნაწარმოებები, მაგალითად ნოველები, მოთხრობები. მარკესის "პოლკოვნიკს არავინ სწერს" დღემდე ჩემი საყვარელი მოთხრობაა. და რადგან დღემდე ასეა, ალბათ მუდმივად ასე დარჩება.

-  ნოველებითა და მოთხრობებით ქართველი ავტორებიც გვანებივრებენ...

-  ამ შემთხვევაში, ტრადიციულად, გურამ დოჩანაშვილს დავასახელებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე თამაზ ჭილაძეს. ბოლოს წავიკითხე ლევან ორახელშვილის "მისტერ მემედ ეფენდის მისტერიები", რომელშიც მცირე რომანი და რამდენიმე მოთხრობაა შესული.

-  ბავშვობაში, როცა რომელიმე ნაწარმოების შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, გვინდა მის რომელიმე პერსონაჟს ვგავდეთ, ან თავს ვამსგავსებთ...

-  თავი არავისთვის მიმიმსგავსებია. გასაგებია, რასაც მეკითხებით, მაგრამ ამგვარი რამ ჩემგან წარმოუდგენელია, რადგან ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი, ჩემთვის ცალკე არსებობს და არანაირად არ ვაკავშირებ ცხოვრებასთან. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ანალოგიებს აკეთებენ და ამა თუ იმ ნაწარმოებს, თუ წიგნიდან ეპიზოდს ცხოვრებას ადარებენ. ჩემთვის ხელოვნება ხელოვნებისთვისაა.

-  ანუ არ მიგაჩნიათ, რომ ხელოვნება სინამდვილის ასახვაა მხატვრული სახეებით?

-  არა, ეს არის სხვა სინამდვილე, რამდენადაც ის არ ასახავს ყოფით რეალობას. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არსებულის ფურცელზე სიტყვებით გადატანა არასოდეს იქნება გამართული და მხოლოდ სიყალბე დარჩება. გაგახსენებთ ერთ ეპიზოდს "დორიან გრეის პორტრეტიდან". მსახიობი ქალი არაჩვეულებრივად თამაშობს შეყვარებულის როლს, მაგრამ როცა მას ნამდვილად შეუყვარდება, ის იმ როლს ვეღარ ითამაშებს - გააფუჭებს. საერთოდ, ლიტერატურა და მუსიკა ჩემთვის ორ ნაწილად იყოფა. პირველი შენს პიროვნებას, შენს ცხოვრებას შეეხება და გადაგიყვანს ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, გაგახსენებს რაღაც წუთებს, და არსებობს მეორე, რომელსაც არსად გადაჰყავხარ და თავად ქმნის რაღაც ახალს შენში. ჩემი აზრით, ეს მეორე უფრო მაღალი ხარისხისაა და ეხება როგორც ლიტერატურას, ასევე მუსიკას.

-  ბევრი გვეუბნება, რომ დღეს კლასიკას უბრუნდება, რადგან თანამედროვე ავტორებთან ის სიმაღლეები ვერ იპოვა, რაც თავის დროზე კლასიკოსებში აღმოაჩინა...

-  ეს საკამათო თემაა, მე არ ვიცი, რას დებენ ცნებაში "კლასიკა". წლების შემდეგ შეიძლება კლასიკად ნებისმიერი თანამედროვე ნაწარმოები გადაიქცეს. თუ ისინი სტილს გულისხმობენ, ის კლასიკაშიც სხვადასხვაა. მაღალი ხარისხის ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი, თუნდაც შენთვის აბსოლუტურად მიუღებელი მიმდინარეობისაც კი, ზოგჯერ მოგწონს. მაგალითად, მე საშინლად არ მიყვარს რეგეის მიმდინარეობა მუსიკაში, მაგრამ ბობ მარლეის დიდი სიამოვნებით ვუსმენ. ის იმდენად გენიალური შემსრულებელია, რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ მიმდინარეობას ვუსმენ და ვერ ვიტყვი, რომ ის არ მიყვარს. ასეა თანამედროვე ლიტერატურის შემთხვევაში და მასზე ხელაღებით საუბარი ძნელია. ბევრად მეტია ხელოვნურობა, ტვინის დამხლართველი, არაბუნებრივი და ფიქრით ნაწამები ნაწარმოებები, მაგრამ ალბათ ასეთები გასულ საუკუნეებშიც იყო, უბრალოდ, რაც კარგია, ის შემოგვრჩა და რაც არა, იმან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასე მოხდება მომავალშიც, თანამედროვე ლიტერატურიდანაც მომავალში ის დარჩება, რაც კარგი და ბუნებრივია. უვარგისი ლიტერატურა მომავალ თაობებს აღარ ემახსოვრება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს