პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან წულაძის ჩუმი ოცნება
ლევან წულაძის ჩუმი ოცნება

"მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა იმ იდე­ებს ვერ იტევ­და, რო­მე­ლიც იქ იბა­დე­ბო­და და ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე ვი­პო­ვეთ; აქ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა", - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე და ახა­ლი "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის" გა­სახ­სნე­ლად ემ­ზა­დე­ბა. შე­ნო­ბა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და რე­პე­ტი­ცია მო­ნაც­ვლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი მა­ის­ში პრე­მი­ე­რის­თვის (მო­ლი­ე­რის "ტარ­ტი­უ­ფი") ემ­ზა­დე­ბი­ან. რე­ჟი­სორს კი იმე­დი აქვს, რომ ახა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი იდე­ე­ბი სარ­დაფ­შიც და­ი­ბა­დე­ბა. რით ილა­მა­ზებს ცხოვ­რე­ბას, რა მოს­წონს სა­კუ­თარ თავ­ში, რას მი­იჩ­ნევს სა­კუ­თარ სი­სუს­ტედ და რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე? - ამას მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1965 წლის 18 მარ­ტი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...რე­ჟი­სო­რი. რო­გო­რი წარ­მო­მედ­გი­ნა მა­შინ ეს პრო­ფე­სია? - ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც აღ­მოჩ­ნდა. წლე­ბია, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი და ჩემი პრო­ფე­სი­ი­სად­მი გული არას­დროს ამცრუ­ე­ბია.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...დურ­გა­ლი. ზუს­ტად ვიცი. რე­ჟი­სო­რი რომ არ ვიყო, დურ­გლად ვი­მუ­შა­ვებ­დი. ეს ჩემი ჩუმი ოც­ნე­ბაა. იგო­ნებ ლა­მაზ ავეჯს, მერე იღებ ხის მა­სა­ლას, ჩორკნი, ჩორკნი და ქმნი ნივთს. ამის გა­კე­თე­ბა არას­დროს მიც­დია, მაგ­რამ დე­კო­რა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, იდე­ე­ბის დო­ნე­ზე, დურ­გლის პრო­ფე­სი­ას­თან შე­ხე­ბა მაქვს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლია.

- არ მომ­წონს...

- ...ბევ­რი რამ, რაც ჩემს პრო­ფე­სი­ას არ ეხე­ბა: ნაკ­ლე­ბად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვარ, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში - გულ­მა­ვი­წყი. ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბას არც ვცდი­ლობ, რად­გან ამ თვი­სე­ბებს უკვე შე­ვე­გუე და ვცდი­ლობ, ჩემს საქ­ცი­ელს გა­მარ­თლე­ბაც მო­ვუ­ძებ­ნო.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ...

- ...არ ვიცი, რას ამ­ბო­ბენ. თქვენ რას ამ­ბობთ?

- მე ვამ­ბობ, რომ ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტი ხართ და ვბრა­ზობ, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი რომ არ გაქვთ. ჟურ­ნა­ლის­ტებს თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა გვი­ჭირს.

- (იცი­ნის) მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მაქვს - ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ მა­ჩუ­ქა და კა­რა­დის თავ­ზე შე­მოვ­დე. ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი მარ­ტი­ვია: ან თე­ატ­რში ვარ, ან - სახ­ლში. სტუმ­რად ძა­ლი­ან ვიწ­რო წრე­ში დავ­დი­ვარ. ადა­მი­ანს ჩემი პოვ­ნა თუ უნდა, მი­პო­ვის.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, კარგ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მო­ვიყ­ვა­ნე მე­უღ­ლე და გაგ­ვიჩ­ნდა შვი­ლი. ცხოვ­რე­ბა­ში სა­წუ­წუ­ნო არა­ფე­რი მაქვს. თი­ნა­თი­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ზე სწავ­ლობს.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...გა­დახ­ვე­ვის რე­ჟი­მით ვუ­ყუ­რებ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს; არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით ვინ­ტე­რეს­დე­ბი, მერე ვნერ­ვი­უ­ლობ, ვე­წე­ვი სი­გა­რეტს და ვი­ძი­ნებ.

- პო­ლი­ტი­კა­ზე არას­დროს ვლა­პა­რა­კობ, რად­გან...

- ...მი­მაჩ­ნია, რომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ადა­მი­ანს რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლის­კენ მო­უ­წო­დო. ჰოდა, ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს არას­დროს ვა­კე­თებ. პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ზოგ­ჯერ ცვა­ლე­ბა­დია, ისი­ნი ხში­რად იმედს გვიც­რუ­ე­ბენ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...უზ­რდელ და უტი­ფარ ადა­მი­ა­ნებს ვა­წყდე­ბი; ასეთ დროს ვბრაზ­დე­ბი კი­დეც. არ მინ­და, მეც მათ და­ვემ­სგავ­სო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს და ღამე ვე­ღარ ვი­ძი­ნებ. ზოგ­ჯერ თავს ვი­ტყუ­ებ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი კარ­გი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ხალ­ხი ვართ (უფრო სწო­რად, მინ­და ასე­თე­ბი ვი­ყოთ) და როცა რე­ა­ლო­ბას ვა­წყდე­ბი, ეს ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ვხე­დავ, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი გულ­წრფე­ლია. ასეთ დროს დიდი სი­ხა­რუ­ლით მივ­დი­ვარ დათ­მო­ბა­ზე.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...იქ, სა­დაც ვარ, ოღონდ მინ­და, ახალ თე­ატ­რში რე­მონ­ტი, გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყოს.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. ამის მცდე­ლო­ბაც კი არ მქო­ნია, სა­ა­მი­სოდ ვერც მო­ვი­ცა­ლე.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...ბე­დის­წე­რის მჯე­რა და თით­ქოს, ამას ვმა­ლავ კი­დეც. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­მო­ჭე­დოს თა­ვი­სი ბედი, რა თქმა უნდა, ღვთა­ებ­რი­ვი ძა­ლის შე­წევ­ნით. ამ ძა­ლის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი სა­ში­შიც კი არის.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს მე­გობ­რებს; ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ. მე მაქვს პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც მარ­ტო ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...ჩემს ინ­ტი­მურ ცხოვ­რე­ბა­ზე.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დღე­ვან­დელ­ზე უკე­თე­სად იქ­ნე­ბა.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ბევრ რა­მეს შევ­ცვლი­დი. ბევ­რი დრო მაქვს გაც­დე­ნი­ლი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ფუ­ჭად და­კარ­გუ­ლი; ფუ­ჭად დროს მხო­ლოდ მა­შინ ვკარ­გავ, როცა მძი­ნავს. სხვას რა­საც აკე­თებ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლოა: სმაც, გო­გო­ნე­ბიც, პრე­ფე­რან­სიც... ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის ნაკ­ლე­ბო­ბა რომ არ ჰქონ­დეს, თა­ვის დრო­ზე ბევ­რი უნდა მი­ი­ღოს, მო­ი­ლი­ოს და ცხოვ­რე­ბა ისე გა­აგ­რძე­ლოს.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ერთხელ ბი­ძა­ჩემ­მა - რეზო დვა­ლიშ­ვილ­მა მი­თხრა: უპა­ტი­ოს­ნო ადა­მი­ა­ნებს ხელი არ ჩა­მო­არ­თვაო. ძა­ლი­ან ძნე­ლია, ეს მო­ა­ხერ­ხო, ასე იცხოვ­რო.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბით, ღვი­ნით (იცი­ნის), მე­გობ­რე­ბით... ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­კა­რო­ნი, ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ გურ­მა­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა თა­ვა­დაც...

- ...მე­ხერ­ხე­ბა. აქ­ტი­უ­რი მზა­რე­უ­ლი ვარ. მიყ­ვარს, როცა სუფ­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი ზრუ­ნავს და ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე ფიქ­რო­ბენ, კა­მა­თო­ბენ. მოკ­ლედ, ეს ერთი რი­ტუ­ა­ლია. კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...ხელს არ მოვ­კი­დებ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც არ ვიცი.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...რაც მალე დავ­ხარ­ჯავ­დი, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. ფული ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ამ­ძი­მებს.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...თე­ატრმა, კარ­გმა მუ­სი­კამ.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, მეც ბევ­რი სი­სუს­ტე მაქვს. ამ ბევ­რი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მა­წუ­ხებს? - არ მიყ­ვარს უსი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა. ეს ცუ­დია. სჯობს, თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ერ­ქვას. სი­სუს­ტეა ის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბი.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ....

- ...თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...რომ ჩემ მიერ დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს აღარ ვნა­ხუ­ლობ. რა ვქნა, სა­ა­მი­სოდ დროც აღარ მრჩე­ბა. როცა სხვა სპექ­ტაკლზე ვფიქ­რობ, წარ­სულ­თან დაბ­რუ­ნე­ბა მიმ­ძიმს... გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, სპექ­ტაკ­ლის მოხ­სნის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ისე ხდე­ბა: გოგო რომ გიყ­ვარს, მერე და­შორ­დე­ბი და სხვა შე­გიყ­ვარ­დე­ბა. ჰოდა, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ იმ პირ­ველ­თან შეხ­ვედ­რა რომ გიმ­ძიმს, მით უმე­ტეს, მა­შინ, თუ ცოტა და­ბე­რე­ბუ­ლი და შემ­ჭკნა­რიც არის.

- ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი შეხ­ვედ­რა...

- ...რო­გორც ყვე­ლა მა­მა­კაცს, მეც მქო­ნია.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ერ­თა­დერ­თია, რაც ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბობს. ვერ ვი­ტყვი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ერთხელ მო­დის. არა­ვინ იცის, ეს გრძნო­ბა რო­დის ან რამ­დენ­ჯერ გეწ­ვე­ვა, რო­დის წავა და სწო­რედ ამი­ტომ არის სიყ­ვა­რუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო...

- ამ გრძნო­ბამ ჩემ­ში...

- ...ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, გავ­სუ­ლელ­დი, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყდა, სამ­ყა­რო უკე­თე­სი მე­გო­ნა, ჩემ­სა­ვით ბედ­ნი­ე­რი - არა­ვინ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ. პრო­ფე­სი­ა­ში გა­რის­კვა სა­ჭი­როც არის - თუ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გი, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ! რო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბაც რის­კია.

- მე­ში­ნია...

- ...სა­კუ­თა­რი თავი არ ამოვ­წუ­რო; პრო­ფე­სი­ა­ზე, მე­გობ­რებ­ზე, ოჯახ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე გული არ ამიც­რუვ­დეს; მე­ში­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღეს არ გაქ­რეს და ჩემ­ში არ და­ი­სად­გუ­როს სა­ზი­ზღარ­მა ცი­ნიზ­მმა და მარ­ტო­ო­ბამ.

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გან­ვიც­დი...

- ...ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ფლიქტს.

- არ მე­გო­ნა, თუ...

- ...გავ­სუქ­დე­ბო­დი. ყო­ველ­თვის ბევ­რს ვსვამ­დი, არც კვე­ბას ვიკ­ლებ­დი, მაგ­რამ წო­ნის პრობ­ლე­მა არას­დროს მქონ­და. სარ­კე­ში იშ­ვი­ა­თად ვი­ყუ­რე­ბი და ვერც შე­ვამ­ჩნიე, რო­გორ და­ვი­წყე მო­მა­ტე­ბა. ახლა ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის: მე­ძი­ნე­ბა, ად­ვი­ლად ვიღ­ლე­ბი და ეს ცუ­დია.

- არ მრცხვე­ნია...

- ...სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის. არა, არა, რო­გორ არ მრცხვე­ნია - ბავ­შვო­ბა­ში ათა­სი სი­სუ­ლე­ლე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი; არ მრცხვე­ნია, მე­ო­რე დღეს რომ მო­მიყ­ვე­ბი­ან, წინა სა­ღა­მოს რო­გორ დავ­თვე­რი. ცუდი სიმ­თვრა­ლე არ მაქვს. ბა­ხუ­სი სი­თა­მა­მეს მძენს თუ არა? - არა მხო­ლოდ სი­თა­მა­მეს, არა­მედ სი­ხა­რულს, შე­მოქ­მე­დე­ბით აღ­მაფ­რე­ნას მძენს. ღვი­ნო ამის­თვის არის შექ­მნი­ლი. ამ სი­თხეს პა­ტი­ვი უნდა სცე, მას­თან სწო­რად უნდა მო­იქ­ცე, ჰოდა, თუ ზო­მი­ე­რე­ბას და­ი­ცავ, შენი მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა, თუ არა და მკვლე­ლად იქ­ცე­ვა.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ია­რეთ თე­ატ­რში! ხში­რად ია­რეთ!!!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ლევან წულაძის ჩუმი ოცნება

ლევან წულაძის ჩუმი ოცნება

"მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენა იმ იდეებს ვერ იტევდა, რომელიც იქ იბადებოდა და ახალი, განსხვავებული სივრცე ვიპოვეთ; აქ სრული თავისუფლებაა", - ამბობს რეჟისორი ლევან წულაძე და ახალი "თეატრალური სარდაფის" გასახსნელად ემზადება. შენობაში სარემონტო სამუშაოები და რეპეტიცია მონაცვლეობით მიმდინარეობს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები მაისში პრემიერისთვის (მოლიერის "ტარტიუფი") ემზადებიან. რეჟისორს კი იმედი აქვს, რომ ახალი თეატრალური იდეები სარდაფშიც დაიბადება. რით ილამაზებს ცხოვრებას, რა მოსწონს საკუთარ თავში, რას მიიჩნევს საკუთარ სისუსტედ და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1965 წლის 18 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...რეჟისორი. როგორი წარმომედგინა მაშინ ეს პროფესია? - ზუსტად ისეთი, როგორიც აღმოჩნდა. წლებია, ამ საქმეს ვემსახურები და ჩემი პროფესიისადმი გული არასდროს ამცრუებია.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...დურგალი. ზუსტად ვიცი. რეჟისორი რომ არ ვიყო, დურგლად ვიმუშავებდი. ეს ჩემი ჩუმი ოცნებაა. იგონებ ლამაზ ავეჯს, მერე იღებ ხის მასალას, ჩორკნი, ჩორკნი და ქმნი ნივთს. ამის გაკეთება არასდროს მიცდია, მაგრამ დეკორაციაზე მუშაობის დროს, იდეების დონეზე, დურგლის პროფესიასთან შეხება მაქვს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პროფესიის სიყვარულია.

- არ მომწონს...

- ...ბევრი რამ, რაც ჩემს პროფესიას არ ეხება: ნაკლებად ორგანიზებული ვარ, ადამიანურ ურთიერთობებში - გულმავიწყი. ამ ყველაფრის გამოსწორებას არც ვცდილობ, რადგან ამ თვისებებს უკვე შევეგუე და ვცდილობ, ჩემს საქციელს გამართლებაც მოვუძებნო.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...არ ვიცი, რას ამბობენ. თქვენ რას ამბობთ?

- მე ვამბობ, რომ ყოველთვის საინტერესო რესპონდენტი ხართ და ვბრაზობ, მობილური ტელეფონი რომ არ გაქვთ. ჟურნალისტებს თქვენთან დაკავშირება გვიჭირს.

- (იცინის) მობილური ტელეფონი მაქვს - ერთ-ერთმა კომპანიამ მაჩუქა და კარადის თავზე შემოვდე. ჩემი ცხოვრების წესი მარტივია: ან თეატრში ვარ, ან - სახლში. სტუმრად ძალიან ვიწრო წრეში დავდივარ. ადამიანს ჩემი პოვნა თუ უნდა, მიპოვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...საქართველოში დავიბადე, კარგ ოჯახში გავიზარდე, მოვიყვანე მეუღლე და გაგვიჩნდა შვილი. ცხოვრებაში საწუწუნო არაფერი მაქვს. თინათინი ქორეოგრაფიულზე სწავლობს.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...გადახვევის რეჟიმით ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს; არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრებით ვინტერესდები, მერე ვნერვიულობ, ვეწევი სიგარეტს და ვიძინებ.

- პოლიტიკაზე არასდროს ვლაპარაკობ, რადგან...

- ...მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, ადამიანს რაღაც მიმართულებით სვლისკენ მოუწოდო. ჰოდა, ეს არის მიზეზი, რის გამოც პოლიტიკურ განცხადებებს არასდროს ვაკეთებ. პოლიტიკოსებზე შეხედულებები ზოგჯერ ცვალებადია, ისინი ხშირად იმედს გვიცრუებენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...უზრდელ და უტიფარ ადამიანებს ვაწყდები; ასეთ დროს ვბრაზდები კიდეც. არ მინდა, მეც მათ დავემსგავსო. ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს და ღამე ვეღარ ვიძინებ. ზოგჯერ თავს ვიტყუებ, რომ ქართველები კარგი და ზრდილობიანი ხალხი ვართ (უფრო სწორად, მინდა ასეთები ვიყოთ) და როცა რეალობას ვაწყდები, ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, მეორე ადამიანი გულწრფელია. ასეთ დროს დიდი სიხარულით მივდივარ დათმობაზე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ, ოღონდ მინდა, ახალ თეატრში რემონტი, განათების სისტემის დამონტაჟება დასრულებული იყოს.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ავტომობილის მართვა. ამის მცდელობაც კი არ მქონია, საამისოდ ვერც მოვიცალე.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ბედისწერის მჯერა და თითქოს, ამას ვმალავ კიდეც. ადამიანს შეუძლია გამოჭედოს თავისი ბედი, რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ძალის შეწევნით. ამ ძალის გარეშე ადამიანი საშიშიც კი არის.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს მეგობრებს; ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ. მე მაქვს პროფესია, რომელშიც მარტო ვერაფერს მივაღწევ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ჩემს ინტიმურ ცხოვრებაზე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედი მაქვს, ყველაფერი დღევანდელზე უკეთესად იქნება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ რამეს შევცვლიდი. ბევრი დრო მაქვს გაცდენილი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფუჭად დაკარგული; ფუჭად დროს მხოლოდ მაშინ ვკარგავ, როცა მძინავს. სხვას რასაც აკეთებ, განსაკუთრებით - ახალგაზრდობაში, ყველაფერი სასარგებლოა: სმაც, გოგონებიც, პრეფერანსიც... ადამიანს მთელი ცხოვრება ამ ყველაფრის ნაკლებობა რომ არ ჰქონდეს, თავის დროზე ბევრი უნდა მიიღოს, მოილიოს და ცხოვრება ისე გააგრძელოს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ბიძაჩემმა - რეზო დვალიშვილმა მითხრა: უპატიოსნო ადამიანებს ხელი არ ჩამოართვაო. ძალიან ძნელია, ეს მოახერხო, ასე იცხოვრო.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...გემრიელი საკვებით, ღვინით (იცინის), მეგობრებით... ძალიან მიყვარს მაკარონი, ხორციანი კერძები. დროთა განმავლობაში სერიოზულ გურმანად ჩამოვყალიბდი.

- კერძების მომზადება თავადაც...

- ...მეხერხება. აქტიური მზარეული ვარ. მიყვარს, როცა სუფრის მრავალფეროვნებისთვის ერთდროულად რამდენიმე მამაკაცი ზრუნავს და ინგრედიენტებზე ფიქრობენ, კამათობენ. მოკლედ, ეს ერთი რიტუალია. კერძის მომზადება შემოქმედებითი პროცესია.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ხელს არ მოვკიდებ იმ საქმეს, რომელიც არ ვიცი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რაც მალე დავხარჯავდი, უკეთესი იქნებოდა. ფული ადამიანს ძალიან ამძიმებს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...თეატრმა, კარგმა მუსიკამ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...როგორც ყველა ადამიანს, მეც ბევრი სისუსტე მაქვს. ამ ბევრიდან ყველაზე მეტად რა მაწუხებს? - არ მიყვარს უსიამოვნო საუბრები, ურთიერთობების გარკვევა. ეს ცუდია. სჯობს, თავიდანვე ყველაფერს თავისი სახელი ერქვას. სისუსტეა ის, რომ ურთიერთობაში დინებას მივყვები.

- როცა საჯაროდ მაქებენ....

- ...თავს უხერხულად ვგრძნობ, უსიამოვნო განცდა მეუფლება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ჩემ მიერ დადგმულ სპექტაკლებს აღარ ვნახულობ. რა ვქნა, საამისოდ დროც აღარ მრჩება. როცა სხვა სპექტაკლზე ვფიქრობ, წარსულთან დაბრუნება მიმძიმს... გულწრფელად რომ გითხრათ, სპექტაკლის მოხსნის სურვილი მიჩნდება. დაახლოებით ისე ხდება: გოგო რომ გიყვარს, მერე დაშორდები და სხვა შეგიყვარდება. ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ იმ პირველთან შეხვედრა რომ გიმძიმს, მით უმეტეს, მაშინ, თუ ცოტა დაბერებული და შემჭკნარიც არის.

- ცხოვრებაში ასეთი შეხვედრა...

- ...როგორც ყველა მამაკაცს, მეც მქონია.

- სიყვარული ეს...

- ...ერთადერთია, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. არავინ იცის, ეს გრძნობა როდის ან რამდენჯერ გეწვევა, როდის წავა და სწორედ ამიტომ არის სიყვარული საინტერესო...

- ამ გრძნობამ ჩემში...

- ...ბევრი რამ შეცვალა. მარტივად რომ ვთქვა, გავსულელდი, გარშემო ყველაფერი დამავიწყდა, სამყარო უკეთესი მეგონა, ჩემსავით ბედნიერი - არავინ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. პროფესიაში გარისკვა საჭიროც არის - თუ ეს ნაბიჯი არ გადადგი, წარმატებას ვერ მიაღწევ! როლების გადანაწილებაც რისკია.

- მეშინია...

- ...საკუთარი თავი არ ამოვწურო; პროფესიაზე, მეგობრებზე, ოჯახზე, სიყვარულზე გული არ ამიცრუვდეს; მეშინია, ეს ყველაფერი ერთ დღეს არ გაქრეს და ჩემში არ დაისადგუროს საზიზღარმა ცინიზმმა და მარტოობამ.

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...ადამიანებთან კონფლიქტს.

- არ მეგონა, თუ...

- ...გავსუქდებოდი. ყოველთვის ბევრს ვსვამდი, არც კვებას ვიკლებდი, მაგრამ წონის პრობლემა არასდროს მქონდა. სარკეში იშვიათად ვიყურები და ვერც შევამჩნიე, როგორ დავიწყე მომატება. ახლა ზედმეტი კილოგრამები დისკომფორტს მიქმნის: მეძინება, ადვილად ვიღლები და ეს ცუდია.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი წარსულის. არა, არა, როგორ არ მრცხვენია - ბავშვობაში ათასი სისულელე მაქვს გაკეთებული; არ მრცხვენია, მეორე დღეს რომ მომიყვებიან, წინა საღამოს როგორ დავთვერი. ცუდი სიმთვრალე არ მაქვს. ბახუსი სითამამეს მძენს თუ არა? - არა მხოლოდ სითამამეს, არამედ სიხარულს, შემოქმედებით აღმაფრენას მძენს. ღვინო ამისთვის არის შექმნილი. ამ სითხეს პატივი უნდა სცე, მასთან სწორად უნდა მოიქცე, ჰოდა, თუ ზომიერებას დაიცავ, შენი მეგობარი იქნება, თუ არა და მკვლელად იქცევა.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...იარეთ თეატრში! ხშირად იარეთ!!!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება