პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ჯავახიშვილს ორეული ჰყავს
ვანო ჯავახიშვილს ორეული ჰყავს

"სად უნდა ვი­პო­ვოთ მე­ო­რე ვანო?" - ალ­ბათ გახ­სოვთ ეს ფრა­ზა, რო­მელ­საც იუ­მო­რის­ტი და "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თა­ვი­სი შოუს სა­რეკ­ლა­მო ბლოკ­ში ამ­ბობ­და. არ ვიცი, ამ სი­ტყვებ­ში რე­ა­ლუ­რად რას გუ­ლის­ხმობ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც ნუ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით: ვფიქ­რობ, ამით მა­ინც, სა­კუ­თარ გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბას უს­ვამ­და ხაზს...

ახლა ეს იმი­ტომ გა­მახ­სენ­და, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, "მე­ო­რე ვანო" ვი­პო­ვე! დიახ, ის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "კი­დო­ბან­ში" შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

შოთა ადე­იშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ორე­უ­ლია და ცნო­ბილ შო­უ­მენ­თან გა­რეგ­ნუ­ლი მსგა­სე­ბის გამო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვა­ნოს ეძა­ხი­ან!..

- შოთა, შენ­სა და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს შო­რის გა­რეგ­ნულ მსგავ­სე­ბას თუ ადას­ტუ­რებ?

- კი (იცი­ნის), მამ­სგავ­სე­ბენ; მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვა­ნოს ვგა­ვარ, რა­შიც მეც ვრწმუნ­დე­ბი. ის კი არა, ვანო ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ გა­მოჩ­ნდე­ბა, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა: აი, მა­მი­კო, შენ ხარო...

- ვა­ნოს­თან მსგავ­სე­ბა მა­შინ­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნე, რო­გორც კი ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა?

- კი, მა­შინ­ვე და იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ტრან­სპორ­ტში - მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ში ხალ­ხი და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რებს ხოლ­მე, ბავ­შვე­ბი ჩემ­კენ ხელს იშ­ვე­რენ: შე­ხე­დეთ, ვა­ნოს რო­გორ ჰგავ­სო!.. ზოგს თვი­თონ ვა­ნოც ვგო­ნი­ვარ... მა­ღა­ზი­ა­ში მო­სუ­ლი კლი­ენ­ტე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვგა­ვარ...

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ შო­უ­მენს, რო­მელ­საც ჰგავ­ხარ?

- მშვე­ნი­ე­რი იუ­მო­რი აქვს. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე მის გა­და­ცე­მას. ბოლო დროს უფრო და­იხ­ვე­წა... თა­ვი­დან ხომ იცით, ყვე­ლას ეშ­ლე­ბა ხოლ­მე რა­ღა­ცე­ბი...

- პი­რის­პირ არას­დროს გი­ნა­ხავს ვანო? ან იქ­ნებ აქაც ყო­ფი­ლა რა­ი­მეს შე­სა­ძე­ნად მო­სუ­ლი?

- ვანო არა, მაგ­რამ მიშა ან­დღუ­ლა­ძე კი იყო ბი­ჭებ­თან ერ­თად მო­სუ­ლი, ჩემს დახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, ჩემ­კენ არც გა­მო­უ­ხე­დავს...

- ამ ინ­ტერ­ვი­უს და­ბეჭდ­ვის შემ­დეგ ვფიქ­რობ, მათ შენი გაც­ნო­ბა მო­უნ­დე­ბათ. გა­და­ცე­მა­ში რომ მი­გიწ­ვი­ონ...

- მი­ვი­ღებ მიწ­ვე­ვას და ვეს­ტუმ­რე­ბი (იღი­მის), პრობ­ლე­მა არ არის.

- რას გვე­ტყვი შენ­ზე?

- აბა, რა გი­თხრათ? 26 წლის ვარ, წარ­მო­შო­ბით, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შუ­ამ­თი­დან გახ­ლა­ვართ. მყავს მე­უღ­ლე და ორი ვაჟი (5 და 4 წლის). უკვე 5 წე­ლია, რაც ვაგ­ზალ­ზე ვმუ­შა­ობ, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს ვყი­დი, ჩემი ბიზ­ნე­სი მაქვს.

- ეს მა­ღა­ზია შე­ნია?

- დიახ, მა­ღა­ზია ჩე­მია და ოჯახს ამით ვი­ნა­ხავ. მე­უღ­ლე უმუ­შე­ვა­რი მყავს... ბევ­რს კი ვწვა­ლობ, ყო­ველ­დღე აქ ვარ, მაგ­რამ რას ვი­ზამ, ოჯახს რჩე­ნა უნდა.

- აქ შენ­ზე მი­თხრეს, კარ­გი იუ­მო­რი აქ­ვსო...

- (იღი­მის) ხუმ­რო­ბა მიყ­ვარს... მაგ­რამ სა­კუ­თა­რი იუ­მო­რის შე­ფა­სე­ბა ცოტა ძნე­ლია...

- ისე, ვა­ნელ კაცს იუ­მო­რის გრძნო­ბა რომ არ გქონ­დეს, ალ­ბათ გა­საკ­ვი­რიც იქ­ნე­ბო­და...

- (იცი­ნის)...

- მაგ­რამ ვა­ნე­ლებ­ზე იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ვიცი ეგ ამ­ბა­ვი: ხო­ნელ­მა რწყი­ლი გა­ა­ტყა­ვა, ვა­ნელ­მა კი უთხრა, - რა გიქ­ნია, რამ­დე­ნი ქონი გა­გი­ყო­ლე­ბი­აო (იღი­მის). ვა­ნე­ლებ­ზე ანეკ­დო­ტიც ბევ­რია...

ამ ლა­პა­რაკ­ში მყო­ფებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვეხ­ვია. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რო­გორც კი გა­ი­გეს, შო­თას­თან ინ­ტერ­ვი­უს იღე­ბე­ნო, თით­ქმის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი იქ მო­ვი­და. სი­ცი­ლი­სა და შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე, მე და ჩემს რეს­პონ­დენტს სუ­რა­თებს გვი­ღებ­დნენ. შემ­დეგ ერთ-ერ­თმა, ყვე­ლა­ზე ენაკ­ვი­მატ­მა, კობა არ­ჩა­ი­ამ ღი­მი­ლით მომ­მარ­თა:

- ჩვენ "რუს­თა­ვი 3"-დან ვართ და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სი­უ­ჟეტს ვა­კე­თებთ... არ არის ახლა ეს პა­ტა­რა ვანო?.. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­ბათ არც არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ეს კაცი ვა­ნოს მარ­თლაც ჰგავს. ჰოდა, წა­იყ­ვა­ნეთ, წა­იყ­ვა­ნეთ და მი­ხე­დეთ. ცოდ­ვაა, აქ რომ იკარ­გე­ბა მისი ტა­ლან­ტი... ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "თავ­გა­სი­ვე­ბუ­ლი დვა­ი­ნი­კია", რა!.. ალ­ბათ ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას არ ჰყავ­და ასე­თი "დვა­ი­ნი­კი". წა­იყ­ვა­ნეთ აქე­დან ვა­ნე­ლი "მაჩ­ვი"!

- შოთა, "თავ­გა­სი­ვე­ბულ­საც" გე­ძა­ხი­ან?

- (იცი­ნის) აქ ში­ნა­უ­რე­ბი ხან­და­ხან ასეც მომ­მარ­თა­ვენ...

- არ ბრაზ­დე­ბი?

- არა, იუ­მორ­ში "მო­სუ­ლა"... თან, ხუმ­რო­ბა მეც მიყ­ვარს...

- რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ მის­წავ­ლია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ვი­წყე ჩემი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით: 8 წლი­დან მძლე­ო­სა­ნი გახ­ლდით, მერე ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და კა­რა­ტე­შიც ვვარ­ჯი­შობ­დი. მძლე­ოს­ნო­ბა­ში სი­გე­ლე­ბი მაქვს აღე­ბუ­ლი. ერთხელ ჩემს ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში II ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. მოკ­ლედ, 15 წლამ­დე სპორ­ტსმე­ნი გახ­ლდით.

- სპორ­ტის­თვის ახლა ვე­ღარ იცლი?

- ხან­და­ხან - კი, მაგ­რამ სი­გა­რეტს რომ ვე­წე­ვი, "დი­ხა­ნიე" არ მყოფ­ნის...

- იმი­ტა­ცი­ის, პა­რო­დი­ის უნა­რიც ხომ არ გაქვს?

- კი, შე­მიძ­ლია ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა. სხვი­სი ხმი­თა და მა­ნე­რე­ბით ლა­პა­რა­კი, ოღონდ, ცოტა წა­ვარ­ჯი­შე­ბა მინ­და ხოლ­მე.

სა­უ­ბარ­ში ისევ ჩა­ერ­თო კობა არ­ჩა­ია:

- ამას რომ უყუ­რებთ, მსა­ხი­ო­ბია. ვა­ჭარს იუ­მო­რიც სჭირ­დე­ბა და არ­ტის­ტუ­ლო­ბაც. ჰოდა, ამ ამ­ბავ­ში "მაჩ­ვი" მა­გა­რია! პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც დახლზე უწყვია, ისე ფუ­თავს, რომ ოქ­როს ფა­სად ყი­დის (იცი­ნის). კი, მსა­ხი­ო­ბო­ბის უნა­რი აქვს.

შოთა:

- მოკ­ლედ, თქვე­ნი მოს­ვლის შე­სა­ხებ მთელ­მა ბა­ზარ­მა გა­ი­გო და ხე­დავთ, რა გა­მო­ცო­ცხლე­ბაა?

- ჰო, მარ­თლაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟია... ვა­ნო­სა­ვით შენც თემ­ქა­ზე ხომ არ ცხოვ­რობ?

- არა (იცი­ნის), ვარ­კე­თილ­ში, ცო­ლო­ურ­ში ვცხოვ­რობ.

- შენი მე­უღ­ლე თბი­ლი­სე­ლია?

- კი და დე­დაც თბი­ლი­სე­ლი მყავს. ოღონდ თა­ვის დრო­ზე ვან­ში გა­თხოვ­და... ჩემი მშობ­ლე­ბი რა­ი­ონ­ში ცხოვ­რო­ბენ. ვა­ნოს ისი­ნიც მამ­სგავ­სე­ბენ. მამა სულ იმას მე­უბ­ნე­ბა, მე­ო­რე ვანო ხარო... ისე, გა­რეგ­ნუ­ლად დე­დის ნაკ­ვთე­ბი უფრო მაქვს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- ჩემი და 16 წლის იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ გარ­და­იც­ვა­ლა. მფრი­ნა­ვი მე­ნინ­გი­ტი და­ე­მარ­თა. მა­შინ 17 წლის გახ­ლდით... დაზე ერთი წლით ვი­ყა­ვი უფ­რო­სი...

სა­უ­ბარ­ში მა­ნა­ნა ბეგ­ლა­რაშ­ვი­ლი (სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი) ჩაგ­ვერ­თო:

- შო­თი­კო კარ­გი ადა­მი­ა­ნია. დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ და რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია, "ვა­ნოს" ვე­ძა­ხით. ზოგ­ჯერ მა­ვი­წყდე­ბა კი­დეც მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი. რაც დრო გა­დის, ვა­ნოს მე­ტად ემ­სგავ­სე­ბა... თქვენ მშობ­ლებ­ზე ჰკი­თხეთ და უნდა გი­თხრათ, რომ კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს: ეს იქი­დან ჩანს, რომ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბი­ჭია. არ მახ­სოვს, ვინ­მეს­თვის ენა შე­ებ­რუ­ნე­ბი­ნოს და რა­ი­მე ური­გო ეთ­ქვას. ხან­და­ხან რომ გა­მო­ვე­ქო­მა­გე­ბი, აქ მე­უბ­ნე­ბი­ან, შენი შვი­ლი­აო...

მურ­მან მო­დე­ბა­ძე:

- ჭი­ა­თუ­რე­ლი კაცი ვარ, გე­ნაც­ვა­ლე. მე და შო­თი­კო გვერ­დიგ­ვერდ ვმუ­შა­ობთ. მშვე­ნი­ე­რი სა­მე­ზობ­ლო ადა­მი­ა­ნია, პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭია. არც იუ­მორ­ში უჭირს, მის ხუმ­რო­ბა­ზე გუ­ლი­ა­ნად ვი­ცი­ნი ხოლ­მე. ადა­მი­ა­ნებს ად­ვი­ლად ეკონ­ტაქ­ტე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ თქვა, ზედ­მეტს არას­დროს იტყვის. კარ­გი გაზ­რდი­ლია და კარ­გი მშობ­ლე­ბის შვი­ლია. პა­ტა­რა ბიჭი იყო, აქ რომ მო­სუ­ლა, არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია. ახლა თა­ვის საქ­მე­სა და ოჯახს მშვე­ნივ­რად უძღვე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვანო ჯავახიშვილს ორეული ჰყავს

ვანო ჯავახიშვილს ორეული ჰყავს

"სად უნდა ვიპოვოთ მეორე ვანო?" - ალბათ გახსოვთ ეს ფრაზა, რომელსაც იუმორისტი და "დემოკრატიის შუქურა" ვანო ჯავახიშვილი თავისი შოუს სარეკლამო ბლოკში ამბობდა. არ ვიცი, ამ სიტყვებში რეალურად რას გულისხმობდა, მაგრამ ძალიანაც ნუ ჩავუღრმავდებით: ვფიქრობ, ამით მაინც, საკუთარ განუმეორებლობას უსვამდა ხაზს...

ახლა ეს იმიტომ გამახსენდა, რომ მოულოდნელად, "მეორე ვანო" ვიპოვე! დიახ, ის სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" შემთხვევით აღმოვაჩინე.

შოთა ადეიშვილი, შეიძლება ითქვას, ვანო ჯავახიშვილის ორეულია და ცნობილ შოუმენთან გარეგნული მსგასების გამო, თანამშრომლები ვანოს ეძახიან!..

- შოთა, შენსა და ვანო ჯავახიშვილს შორის გარეგნულ მსგავსებას თუ ადასტურებ?

- კი (იცინის), მამსგავსებენ; მეუბნებიან, რომ ვანოს ვგავარ, რაშიც მეც ვრწმუნდები. ის კი არა, ვანო ტელევიზორში რომ გამოჩნდება, ჩემი უფროსი შვილი მეუბნება: აი, მამიკო, შენ ხარო...

- ვანოსთან მსგავსება მაშინვე აღმოაჩინე, როგორც კი ტელეეკრანზე გამოჩნდა?

- კი, მაშინვე და იმ პერიოდიდან მოყოლებული, ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსში ხალხი დაჟინებით მიყურებს ხოლმე, ბავშვები ჩემკენ ხელს იშვერენ: შეხედეთ, ვანოს როგორ ჰგავსო!.. ზოგს თვითონ ვანოც ვგონივარ... მაღაზიაში მოსული კლიენტებიც მეუბნებიან, რომ ვგავარ...

- როგორ შეაფასებ შოუმენს, რომელსაც ჰგავხარ?

- მშვენიერი იუმორი აქვს. სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე მის გადაცემას. ბოლო დროს უფრო დაიხვეწა... თავიდან ხომ იცით, ყველას ეშლება ხოლმე რაღაცები...

- პირისპირ არასდროს გინახავს ვანო? ან იქნებ აქაც ყოფილა რაიმეს შესაძენად მოსული?

- ვანო არა, მაგრამ მიშა ანდღულაძე კი იყო ბიჭებთან ერთად მოსული, ჩემს დახლთან ჩაიარა, ჩემკენ არც გამოუხედავს...

- ამ ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ ვფიქრობ, მათ შენი გაცნობა მოუნდებათ. გადაცემაში რომ მიგიწვიონ...

- მივიღებ მიწვევას და ვესტუმრები (იღიმის), პრობლემა არ არის.

- რას გვეტყვი შენზე?

- აბა, რა გითხრათ? 26 წლის ვარ, წარმოშობით, ვანის რაიონის სოფელ შუამთიდან გახლავართ. მყავს მეუღლე და ორი ვაჟი (5 და 4 წლის). უკვე 5 წელია, რაც ვაგზალზე ვმუშაობ, სამშენებლო მასალებს ვყიდი, ჩემი ბიზნესი მაქვს.

- ეს მაღაზია შენია?

- დიახ, მაღაზია ჩემია და ოჯახს ამით ვინახავ. მეუღლე უმუშევარი მყავს... ბევრს კი ვწვალობ, ყოველდღე აქ ვარ, მაგრამ რას ვიზამ, ოჯახს რჩენა უნდა.

- აქ შენზე მითხრეს, კარგი იუმორი აქვსო...

- (იღიმის) ხუმრობა მიყვარს... მაგრამ საკუთარი იუმორის შეფასება ცოტა ძნელია...

- ისე, ვანელ კაცს იუმორის გრძნობა რომ არ გქონდეს, ალბათ გასაკვირიც იქნებოდა...

- (იცინის)...

- მაგრამ ვანელებზე იმასაც ამბობენ, რომ...

- (მაწყვეტინებს) ვიცი ეგ ამბავი: ხონელმა რწყილი გაატყავა, ვანელმა კი უთხრა, - რა გიქნია, რამდენი ქონი გაგიყოლებიაო (იღიმის). ვანელებზე ანეკდოტიც ბევრია...

ამ ლაპარაკში მყოფებს უამრავი ადამიანი შემოგვეხვია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა როგორც კი გაიგეს, შოთასთან ინტერვიუს იღებენო, თითქმის ყველა გამყიდველი იქ მოვიდა. სიცილისა და შეძახილების ფონზე, მე და ჩემს რესპონდენტს სურათებს გვიღებდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა, ყველაზე ენაკვიმატმა, კობა არჩაიამ ღიმილით მომმართა:

- ჩვენ "რუსთავი 3"-დან ვართ და ამ ყველაფერზე სიუჟეტს ვაკეთებთ... არ არის ახლა ეს პატარა ვანო?.. აბსოლუტურად მსგავსი ადამიანები ალბათ არც არსებობენ, მაგრამ ეს კაცი ვანოს მართლაც ჰგავს. ჰოდა, წაიყვანეთ, წაიყვანეთ და მიხედეთ. ცოდვაა, აქ რომ იკარგება მისი ტალანტი... ვანო ჯავახიშვილის "თავგასივებული დვაინიკია", რა!.. ალბათ ლავრენტი ბერიას არ ჰყავდა ასეთი "დვაინიკი". წაიყვანეთ აქედან ვანელი "მაჩვი"!

- შოთა, "თავგასივებულსაც" გეძახიან?

- (იცინის) აქ შინაურები ხანდახან ასეც მომმართავენ...

- არ ბრაზდები?

- არა, იუმორში "მოსულა"... თან, ხუმრობა მეც მიყვარს...

- რა განათლება გაქვს?

- უმაღლეს სასწავლებელში არ მისწავლია. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი ცხოვრების აწყობა. ბავშვობაში აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტით: 8 წლიდან მძლეოსანი გახლდით, მერე ფეხბურთს ვთამაშობდი და კარატეშიც ვვარჯიშობდი. მძლეოსნობაში სიგელები მაქვს აღებული. ერთხელ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში II ადგილი დავიკავე. მოკლედ, 15 წლამდე სპორტსმენი გახლდით.

- სპორტისთვის ახლა ვეღარ იცლი?

- ხანდახან - კი, მაგრამ სიგარეტს რომ ვეწევი, "დიხანიე" არ მყოფნის...

- იმიტაციის, პაროდიის უნარიც ხომ არ გაქვს?

- კი, შემიძლია ამა თუ იმ ადამიანის პაროდიის გაკეთება. სხვისი ხმითა და მანერებით ლაპარაკი, ოღონდ, ცოტა წავარჯიშება მინდა ხოლმე.

საუბარში ისევ ჩაერთო კობა არჩაია:

- ამას რომ უყურებთ, მსახიობია. ვაჭარს იუმორიც სჭირდება და არტისტულობაც. ჰოდა, ამ ამბავში "მაჩვი" მაგარია! პროდუქციას, რომელიც დახლზე უწყვია, ისე ფუთავს, რომ ოქროს ფასად ყიდის (იცინის). კი, მსახიობობის უნარი აქვს.

შოთა:

- მოკლედ, თქვენი მოსვლის შესახებ მთელმა ბაზარმა გაიგო და ხედავთ, რა გამოცოცხლებაა?

- ჰო, მართლაც დიდი აჟიოტაჟია... ვანოსავით შენც თემქაზე ხომ არ ცხოვრობ?

- არა (იცინის), ვარკეთილში, ცოლოურში ვცხოვრობ.

- შენი მეუღლე თბილისელია?

- კი და დედაც თბილისელი მყავს. ოღონდ თავის დროზე ვანში გათხოვდა... ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობენ. ვანოს ისინიც მამსგავსებენ. მამა სულ იმას მეუბნება, მეორე ვანო ხარო... ისე, გარეგნულად დედის ნაკვთები უფრო მაქვს.

- დედმამიშვილები გყავს?

- ჩემი და 16 წლის იყო, მოულოდნელად რომ გარდაიცვალა. მფრინავი მენინგიტი დაემართა. მაშინ 17 წლის გახლდით... დაზე ერთი წლით ვიყავი უფროსი...

საუბარში მანანა ბეგლარაშვილი (სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი) ჩაგვერთო:

- შოთიკო კარგი ადამიანია. დიდი ხანია, ვიცნობ და რამდენი წელიწადია, "ვანოს" ვეძახით. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც მისი ნამდვილი სახელი. რაც დრო გადის, ვანოს მეტად ემსგავსება... თქვენ მშობლებზე ჰკითხეთ და უნდა გითხრათ, რომ კარგი მშობლები ჰყავს: ეს იქიდან ჩანს, რომ ზრდილობიანი ბიჭია. არ მახსოვს, ვინმესთვის ენა შეებრუნებინოს და რაიმე ურიგო ეთქვას. ხანდახან რომ გამოვექომაგები, აქ მეუბნებიან, შენი შვილიაო...

მურმან მოდებაძე:

- ჭიათურელი კაცი ვარ, გენაცვალე. მე და შოთიკო გვერდიგვერდ ვმუშაობთ. მშვენიერი სამეზობლო ადამიანია, პატიოსანი ბიჭია. არც იუმორში უჭირს, მის ხუმრობაზე გულიანად ვიცინი ხოლმე. ადამიანებს ადვილად ეკონტაქტება, მაგრამ როგორც ქალბატონმა მანანამ თქვა, ზედმეტს არასდროს იტყვის. კარგი გაზრდილია და კარგი მშობლების შვილია. პატარა ბიჭი იყო, აქ რომ მოსულა, არავინ შეუწუხებია. ახლა თავის საქმესა და ოჯახს მშვენივრად უძღვება. წარმატებები მინდა ვუსურვო.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები