ჰოლივუდის მსახიობი კიანუ რივზი ფილმს იღებს. ვარსკვლავის სადებიუტო ნამუშევარია ჩინურ-ამერიკული ფილმი Man of Tai Chi. პროექტს ამერიკული სტუდია Universal Pictures აფინანსებს.
კიანუ ფილმის რეჟისორიცაა და მთავარ როლსაც ასრულებს. მას პარტნიორობას ტაიგერ ჩენი, კარენ მოკი და იკო უვაისი უწევენ.
ფილმში რივზი ბოროტმოქმედს განასახიერებს, რომელიც ხალხს სასიკვდილო ბრძოლაში მონაწილეობას აიძულებს.
სცენარისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ფილმი თანამედროვე კუნგ-ფუს ელემენტებითა და შთამბეჭდავი ეფექტებითაა სავსე.
მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.