ბრიტანელებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმად, სხეულის ყველაზე ლამაზი ფორმების მქომე ვარსკვლავი მერლინ მონროა. მეორე ადგილზე ლეგენდარული კელი ბრუკი გავიდა, ხოლო ლიდერთა სამეული რეკელ უელჩმა დააგვირგვინა.
სიაში ასევე მოხვდნენ სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და ქრისტინა ჰენდრიქსი.
გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ აღნიშნეს, რომ მრგვალ და სავსე ფორმებს გაცილებით უფრო ლამაზად მიიჩნევენ, ვიდრე სიგამხდრეს. მამაკაცებმა განაცხადეს, რომ ყველაზე ხშირად მკერდს და წელს აკვირდებიან, ხოლო ქალებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის სხეულში წვრილი წელია.
საუკეთესო ფორმების მქონე ვარსკვლავთა რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. მელრინ მონრო
2. კელი ბრუკი
3. რეკელ უელჩი
4. სოფი ლორენი
5. ჯეინ მენსფილდი
6. კიმ კარდაშიანი
7. ქრისტინა ჰენდრიქსი
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.