პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენი ეზო - რა ვაკეთოთ აპრილში?
ჩვენი ეზო - რა ვაკეთოთ აპრილში?

რუბ­რი­კას უძღვე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, სწავ­ლუ­ლი აგ­რო­ნო­მი, ნი­კო­ლოზ იო­სე­ბი­ძე

სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მამ ბევ­რი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი გა­მო­ა­ცო­ცხლა, გლეხს მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი გა­უჩ­ნდა. გარ­და ამი­სა, ბევრ ქა­ლა­ქელ­საც აქვს მომცრო სა­ა­გა­რა­კე ნაკ­ვე­თი ან დე­დუ­ლეთ-მა­მუ­ლე­თი, რო­მელ­საც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უვ­ლის. გა­ზა­ფხუ­ლი ძა­ლას იკ­რებს, ამი­ტომ ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში და "მე­ურ­ნის გვერ­დი" შე­მო­ვი­ღეთ, რო­მელ­საც ამ სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­უ­ძღვე­ბა.

აპ­რი­ლი ის თვეა, როცა ყვე­ლა სა­ხის სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მათ შო­რის - წინა თვე­ებ­ში ჩა­უ­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­საც. ეს თვე სით­ბოს, სი­ხა­რუ­ლის და სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ში შრო­მის­თვი­საა. სა­მუ­შაო ყო­ველ­თვის ბევ­რია ჩვენს მა­მულ-დე­დულ­ში, მაგ­რამ არ­სე­ბობს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე რი­გის საქ­მე­ე­ბი. რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი მე­მა­მუ­ლე პირ­ველ რიგ­ში იმ საქ­მეს შე­ას­რუ­ლებს, რომ­ლის გა­და­დე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ახლა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რის დარ­გვა, რო­გორც ხე მცე­ნა­რე­ე­ბის, ისე - ბუჩ­ქოვ­ნე­ბის (ჟოლო, მო­ცხა­რი, ხურ­ტკმე­ლი). თბი­ლი­სის ზღვის მი­და­მო­ებ­ში არ­სე­ბობს სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა, სა­დაც მო­გარ­თმე­ვენ და­სარ­გა­ვად გამ­ზა­დე­ბულ ნე­ბის­მი­ე­რი ჯი­შის ნერ­გებს, ოღონდ წი­ნას­წარ უნდა შე­უკ­ვე­თოთ. თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, დარ­გვა­საც გას­წავ­ლი­ან. გე­ტყვი­ან იმა­საც, რა სი­მაღ­ლე­ზე, რო­გორ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში რა ჯი­შე­ბი დარ­გოთ.

ვინც ახლა აპი­რებთ ბა­ღის გა­შე­ნე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­გეთ: ვაშ­ლი, მსხა­ლი, ატა­მი, 1 ძირი ტყე­მა­ლი, ალუ­ჩა, ბალი, ალუ­ბა­ლი, კომ­ში, ლეღ­ვი, უნა­ბი, გარ­გა­რი, კა­კა­ლი (1 ძირი) თხი­ლი 2-3 ბუჩ­ქი, ნუში, რაღა თქმა უნდა, სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის ვაზი იმ­დე­ნი, რამ­დენ­საც და­ი­ტევს თქვე­ნი ბაღი. ჩა­მოთ­ვლი­ლი კულ­ტუ­რე­ბი უნდა დარ­გოთ იქ, სა­დაც შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობს.

ვი­საც ნაკ­ვე­თი დიდი ხა­ნია აქვს, იქ კულ­ტუ­რებს დას­ჭირ­დე­ბა რიგ­თა­შო­რი­სე­ბის გა­ფხვი­ე­რე­ბა, მორ­წყვა, ნა­თე­სის გა­მოხ­შირ­ვა, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. აპ­რილ­ში ღია გრუნ­ტში ითე­სე­ბა: პო­მი­დო­რი, ლო­ბიო, კიტ­რი, სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, გოგ­რა, ყა­ბა­ყი, პა­ტი­სო­ნი, ქინ­ძი, კამა, თვის ბო­ლო­კი.

ღია გრუნ­ტში ირ­გვე­ბა: პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, პრა­სი.

რო­გორ დავ­თე­სოთ და დავრგოთ ჩი­თი­ლე­ბი

თეს­ვის 3 წესი არ­სე­ბობს: მობ­ნე­ვით, მწკრი­ვად და ბუ­დობ­რი­ვად. მობ­ნე­ვით ითე­სე­ბა სწრა­ფად მზარ­დი მცე­ნა­რე­ე­ბი - თვის ბო­ლო­კი, ის­პა­ნა­ხი, წიწ­მა­ტი, ქინ­ძი და სხვ. მწკრი­ვად თეს­ვა ორგვა­რია: ცალმწკრი­ვი­ა­ნი და ზო­ლებ­რი­ვი, რო­მელ­შიც მწკრი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მეა (2-3-4 და მეტი) მწკრი­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია, ხოლო მწკრივ­თა ზო­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­შო­რე­ბუ­ლია დიდი მან­ძი­ლით. ამ წე­სით თეს­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ზო­ლებს შო­რის ად­ვი­ლად გა­ვა­ფხვი­ე­როთ და მეტი რა­ო­დე­ნო­ბით და­ვა­ტი­ოთ ესა თუ ის კულ­ტუ­რა. მწკრი­ვად ითე­სე­ბა: ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო, ოხ­რა­ხუ­ში, ნი­ა­ხუ­რი, ხახ­ვი, პრა­სი.

ბუ­დობ­რი­ვი თეს­ვა იგი­ვე მწკრი­ვად თეს­ვაა, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ბუ­დ­ნა­ში ითე­სე­ბა 3-10 ცალი თეს­ლი. ამ წე­სით ითე­სე­ბა: კიტ­რი, სა­ზამ­თო, ნეს­ვი, გოგ­რა, ყა­ბა­ყი, პა­ტი­სო­ნი და სხვ.

პირ­ველ რიგ­ში მო­ამ­ზა­დეთ სა­თეს­ლე მა­სა­ლა და ნი­ა­და­გი, სა­დაც და­თეს­ვას აპი­რებთ. და­თეს­ვამ­დე თეს­ლე­ბი გა­ა­ჩე­რეთ "ბი­ო­რა­გის" ხსნარ­ში: სი­მინ­დის - 24 სა­ა­თი; ლო­ბი­ოს - 15 სთ; სო­ი­ის - 3 სთ; მზე­სუმ­ზი­რას, მწვა­ნი­ლის - 12 სთ; ბოსტნე­ულ-ბა­ღჩე­უ­ლის თეს­ლე­ბი - 20 სთ. ჯან­მრთე­ლი თეს­ლე­ბი იჯირ­ჯვე­ბა და იძი­რე­ბა, ხოლო უვარ­გი­სი ნა­წი­ლი ხსნა­რის ზე­და­პირ­ზე ცუ­რავს, რო­მე­ლიც უნდა მო­ა­ცი­ლოთ. ხსნა­რი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ თეს­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხრილ­ზე გა­ფე­ნი­ლი გა­აშ­რეთ 25-30 გრა­დუს­ზე და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­თე­სეთ. ძა­ლი­ან წვრილ თეს­ლებს ათავ­სე­ბენ დოლ­ბან­დის პარ­კით. ნი­ა­და­გი მო­ას­წო­რეთ, და­უშ­ლე­ლი ბელ­ტე­ბი ჩა­შა­ლეთ, კარ­გად გა­ა­ფხვი­ე­რეთ, დაკ­ვა­ლეთ გაბ­მუ­ლი კა­ნა­ფის მწკრი­ვებ­ში და ჩა­თე­სეთ: კომ­ბოს­ტო 2-3 სმ სიღ­რმე­ზე, ამა­ვე სიღ­რმე­ზე ითე­სე­ბა პო­მი­დო­რი. ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, კიტ­რი და ის­პა­ნა­ხი 1.5-2 სმ-ზე, ლო­ბიო - 3-5 სმ-ზე, ხახ­ვი, პრა­სი, თვის ბო­ლო­კი, ოხ­რა­ხუ­ში 1,5-2 სმ-ზე, ჭარ­ხა­ლი 2-3 სმ-ზე, ბარ­და 3,5 სმ-ზე, ნი­ო­რი 4-5 სმ-ზე.

ბი­ო­ე­ნერ­გო­აქ­ტი­ვა­ტო­რი "ბი­ო­რა­გი" იყი­დე­ბა მე­მა­მუ­ლე­თა კავ­ში­რის მა­ღა­ზი­ა­ში.

ჩი­თი­ლე­ბის და­სარ­გა­ვად კარ­გად გა­ფხვი­ე­რე­ბულ და მოს­წო­რე­ბულ ნი­ა­დაგ­ზე მწკრი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ჭი­მეთ კა­ნა­ფი. და­სარ­გა­ვი კულ­ტუ­რე­ბის მწკრივ­ში მცე­ნა­რე­თა შო­რის მან­ძი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად თოკ­ზე შე­ვა­ბათ ქსო­ვი­ლის ნაჭ­რე­ბი ან მოვ­ნიშ­ნოთ სა­ღე­ბა­ვით. აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე გა­ვა­კე­თოთ ბუ­დ­ნა - თო­ხით, ბა­რით ან ქაფ­ჩით. ბუ­დნებ­ში ჩავ­ყა­როთ 1-2 მუჭა გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი. დავრგოთ დი­ლით ადრე, ან სა­ღა­მოს: პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, კომ­ბოს­ტო პირ­ვე­ლი ფოთ­ლის ყუნ­წამ­დე. თუ ჩი­თი­ლი გა­დაზ­რდი­ლია, დარ­გეთ უფრო ღრმად, შე­იძ­ლე­ბა ღე­როს მო­ღუნ­ვაც. პო­მიდვ­რის ნერ­გი რაც უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ-აყ­ვა­ვე­ბუ­ლია, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის ნა­ყო­ფი­ა­ნი, მით უკე­თე­სი. ჩი­თი­ლი დარ­გეთ, მაგ­რად მი­უტ­კეპ­ნეთ მიწა და აუ­ცი­ლებ­ლად მორ­წყეთ. და­ას­ხით 1 ლიტ­რამ­დე წყა­ლი თი­თო­ე­ულს. წყა­ლი ჩა­უს­ხით მცი­რე ზო­მის ჯა­მებ­ში. პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი და წი­წა­კა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი და­შო­რე­ბე­ბით ირ­გვე­ბა: 70X50 სმ-ზე, 70X30 სმ-ზე ან 60X25 სმ-ზე.

პრა­სი და ხახ­ვი იმ სიღ­რმემ­დე ირ­გვე­ბა, რა სიღ­რმე­ზეც იყო სა­ჩი­თი­ლე­ში.

რო­გორ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნოთ ვარ­დის კა­ლა­მი (მარ­ტი­ვი და შე­დე­გი­ა­ნი

მე­თო­დი)

ვარ­დის ყვა­ვი­ლი­ა­ნი ყლორ­ტის წვე­რი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გა­დავ­ჭრათ ზედა კვირ­ტი­დან 5-7 მი­ლი­მეტ­რის და­ცი­ლე­ბით, ხოლო ქვე­და ნა­წი­ლი - ირი­ბად, კვირ­ტი­დან 1,5-2 მი­ლი­მეტ­რის და­ცი­ლე­ბით. ყლორტზე უნდა დარ­ჩეს 7-8 კვირ­ტი. ქვე­და ფოთ­ლე­ბი მთლი­ა­ნად სცილ­დე­ბა, ხოლო ზედა ფოთ­ლებს ეჭ­რე­ბა ნა­ხე­ვა­რი. კალ­მე­ბი მო­ვა­თავ­სოთ სუფ­თა წყლი­ან ქი­ლა­ში, რო­მელ­შიც წყლის დონე 1,5-2 სმ-ია. ერთ ქი­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­თავ­სდეს რამ­დე­ნი­მე კა­ლა­მი, ოღონდ ისე, რომ ფოთ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ეხე­ბო­დეს.

კალ­მე­ბი­ა­ნი ქილა დავ­დგათ მზი­ან ად­გილ­ზე. ქი­ლას არა­ვი­თა­რი სა­ხუ­რა­ვი არ სჭირ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს წყლის ოდე­ნო­ბას ქი­ლა­ში. რო­გორც კი მო­აკ­ლდე­ბა, მა­შინ­ვე შე­ვავ­სოთ იმ დო­ნემ­დე, რამ­დე­ნიც იყო. წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 20-25 გრა­დუ­სი.

10-12 დღის შემ­დეგ წარ­მო­იქ­მნე­ბა კა­ლუ­სი (შე­ხორ­ცე­ბის ად­გი­ლი), რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ღია გრუნ­ტში გა­და­ტა­ნა. ნი­ა­და­გი ასე მო­ამ­ზა­დეთ: გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი - 0,5 წილი, სილა - 1 წილი, ტორ­ფი და ყა­მი­რი მიწა თითო წილი. გა­დარ­გუ­ლი კალ­მე­ბი უხ­ვად უნდა მორ­წყოთ და და­ა­ხუ­როთ შიგ­ნი­დან კი­რით შე­თეთ­რე­ბუ­ლი მი­ნის ქილა. ნარ­გა­ვი ყო­ველ­თვის ტე­ნით უნდა იყოს მო­მა­რა­გე­ბუ­ლი, ოღონდ - ნორ­მა­ლუ­რად.

ერთი კვი­რის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა კვირ­ტე­ბის გაშ­ლა და ნა­ზარ­დის გა­მო­ტა­ნა. იმი­სათ­ვის, რომ ნა­ზარ­დი მი­ეჩ­ვი­ოს ღია გრუნ­ტის პი­რო­ბებს, დღე­ში 10-15 წუ­თით ქი­ლე­ბი მოვ­ხა­დოთ. გა­დახ­დის დრო ნელ-ნელა გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ და შემ­დეგ სა­ერ­თოდ მო­ვა­ცი­ლოთ ქი­ლე­ბი.

ამ მე­თო­დით 1 წე­ლი­წად­ში გექ­ნე­ბათ თით­ქმის 100%-ით და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი ჯი­შის ნერ­გი.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ჩვენი ეზო - რა ვაკეთოთ აპრილში?

ჩვენი ეზო - რა ვაკეთოთ აპრილში?

რუბრიკას უძღვება ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სწავლული აგრონომი, ნიკოლოზ იოსებიძე

სამთავრობო პროგრამამ ბევრი ქართული სოფელი გამოაცოცხლა, გლეხს მიწაზე მუშაობის ენთუზიაზმი გაუჩნდა. გარდა ამისა, ბევრ ქალაქელსაც აქვს მომცრო სააგარაკე ნაკვეთი ან დედულეთ-მამულეთი, რომელსაც შეძლებისდაგვარად უვლის. გაზაფხული ძალას იკრებს, ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ, მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა სოფლის განვითარების საქმეში და "მეურნის გვერდი" შემოვიღეთ, რომელსაც ამ სფეროს პროფესიონალი გაუძღვება.

აპრილი ის თვეა, როცა ყველა სახის სამუშაოს ჩატარება შეიძლება. მათ შორის - წინა თვეებში ჩაუტარებელი ღონისძიებებისაც. ეს თვე სითბოს, სიხარულის და საკუთარ ნაკვეთში შრომისთვისაა. სამუშაო ყოველთვის ბევრია ჩვენს მამულ-დედულში, მაგრამ არსებობს პირველი და მეორე რიგის საქმეები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მემამულე პირველ რიგში იმ საქმეს შეასრულებს, რომლის გადადებაც შეუძლებელია.

ახლა შეიძლება ყველა სახის მრავალწლოვანი კულტურის დარგვა, როგორც ხე მცენარეების, ისე - ბუჩქოვნების (ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი). თბილისის ზღვის მიდამოებში არსებობს სანერგე მეურნეობა, სადაც მოგართმევენ დასარგავად გამზადებულ ნებისმიერი ჯიშის ნერგებს, ოღონდ წინასწარ უნდა შეუკვეთოთ. თუ ამის საჭიროება იქნება, დარგვასაც გასწავლიან. გეტყვიან იმასაც, რა სიმაღლეზე, როგორ კლიმატურ პირობებში რა ჯიშები დარგოთ.

ვინც ახლა აპირებთ ბაღის გაშენებას, აუცილებლად დარგეთ: ვაშლი, მსხალი, ატამი, 1 ძირი ტყემალი, ალუჩა, ბალი, ალუბალი, კომში, ლეღვი, უნაბი, გარგარი, კაკალი (1 ძირი) თხილი 2-3 ბუჩქი, ნუში, რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ჯიშის ვაზი იმდენი, რამდენსაც დაიტევს თქვენი ბაღი. ჩამოთვლილი კულტურები უნდა დარგოთ იქ, სადაც შესაფერისი პირობები არსებობს.

ვისაც ნაკვეთი დიდი ხანია აქვს, იქ კულტურებს დასჭირდება რიგთაშორისების გაფხვიერება, მორწყვა, ნათესის გამოხშირვა, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. აპრილში ღია გრუნტში ითესება: პომიდორი, ლობიო, კიტრი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი, პატისონი, ქინძი, კამა, თვის ბოლოკი.

ღია გრუნტში ირგვება: პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, პრასი.

როგორ დავთესოთ და დავრგოთ ჩითილები

თესვის 3 წესი არსებობს: მობნევით, მწკრივად და ბუდობრივად. მობნევით ითესება სწრაფად მზარდი მცენარეები - თვის ბოლოკი, ისპანახი, წიწმატი, ქინძი და სხვ. მწკრივად თესვა ორგვარია: ცალმწკრივიანი და ზოლებრივი, რომელშიც მწკრივების რაოდენობა რამდენიმეა (2-3-4 და მეტი) მწკრივები ერთმანეთთან მიახლოებულია, ხოლო მწკრივთა ზოლები ერთმანეთისაგან დაშორებულია დიდი მანძილით. ამ წესით თესვა საშუალებას გვაძლევს ზოლებს შორის ადვილად გავაფხვიეროთ და მეტი რაოდენობით დავატიოთ ესა თუ ის კულტურა. მწკრივად ითესება: ჭარხალი, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, პრასი.

ბუდობრივი თესვა იგივე მწკრივად თესვაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბუდნაში ითესება 3-10 ცალი თესლი. ამ წესით ითესება: კიტრი, საზამთო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი, პატისონი და სხვ.

პირველ რიგში მოამზადეთ სათესლე მასალა და ნიადაგი, სადაც დათესვას აპირებთ. დათესვამდე თესლები გააჩერეთ "ბიორაგის" ხსნარში: სიმინდის - 24 საათი; ლობიოს - 15 სთ; სოიის - 3 სთ; მზესუმზირას, მწვანილის - 12 სთ; ბოსტნეულ-ბაღჩეულის თესლები - 20 სთ. ჯანმრთელი თესლები იჯირჯვება და იძირება, ხოლო უვარგისი ნაწილი ხსნარის ზედაპირზე ცურავს, რომელიც უნდა მოაცილოთ. ხსნარიდან ამოღების შემდეგ თესლი რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრილზე გაფენილი გააშრეთ 25-30 გრადუსზე და 24 საათის განმავლობაში დათესეთ. ძალიან წვრილ თესლებს ათავსებენ დოლბანდის პარკით. ნიადაგი მოასწორეთ, დაუშლელი ბელტები ჩაშალეთ, კარგად გააფხვიერეთ, დაკვალეთ გაბმული კანაფის მწკრივებში და ჩათესეთ: კომბოსტო 2-3 სმ სიღრმეზე, ამავე სიღრმეზე ითესება პომიდორი. ბადრიჯანი, წიწაკა, კიტრი და ისპანახი 1.5-2 სმ-ზე, ლობიო - 3-5 სმ-ზე, ხახვი, პრასი, თვის ბოლოკი, ოხრახუში 1,5-2 სმ-ზე, ჭარხალი 2-3 სმ-ზე, ბარდა 3,5 სმ-ზე, ნიორი 4-5 სმ-ზე.

ბიოენერგოაქტივატორი "ბიორაგი" იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში.

ჩითილების დასარგავად კარგად გაფხვიერებულ და მოსწორებულ ნიადაგზე მწკრივის მიმართულებით გაჭიმეთ კანაფი. დასარგავი კულტურების მწკრივში მცენარეთა შორის მანძილის აღსანიშნავად თოკზე შევაბათ ქსოვილის ნაჭრები ან მოვნიშნოთ საღებავით. აღნიშნულ ადგილზე გავაკეთოთ ბუდნა - თოხით, ბარით ან ქაფჩით. ბუდნებში ჩავყაროთ 1-2 მუჭა გადამწვარი ნაკელი. დავრგოთ დილით ადრე, ან საღამოს: პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, კომბოსტო პირველი ფოთლის ყუნწამდე. თუ ჩითილი გადაზრდილია, დარგეთ უფრო ღრმად, შეიძლება ღეროს მოღუნვაც. პომიდვრის ნერგი რაც უფრო განვითარებულ-აყვავებულია, თუნდაც მცირე ზომის ნაყოფიანი, მით უკეთესი. ჩითილი დარგეთ, მაგრად მიუტკეპნეთ მიწა და აუცილებლად მორწყეთ. დაასხით 1 ლიტრამდე წყალი თითოეულს. წყალი ჩაუსხით მცირე ზომის ჯამებში. პომიდორი, ბადრიჯანი და წიწაკა დაახლოებით ერთნაირი დაშორებებით ირგვება: 70X50 სმ-ზე, 70X30 სმ-ზე ან 60X25 სმ-ზე.

პრასი და ხახვი იმ სიღრმემდე ირგვება, რა სიღრმეზეც იყო საჩითილეში.

როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი (მარტივი და შედეგიანი

მეთოდი)

ვარდის ყვავილიანი ყლორტის წვერი ჰორიზონტალურად გადავჭრათ ზედა კვირტიდან 5-7 მილიმეტრის დაცილებით, ხოლო ქვედა ნაწილი - ირიბად, კვირტიდან 1,5-2 მილიმეტრის დაცილებით. ყლორტზე უნდა დარჩეს 7-8 კვირტი. ქვედა ფოთლები მთლიანად სცილდება, ხოლო ზედა ფოთლებს ეჭრება ნახევარი. კალმები მოვათავსოთ სუფთა წყლიან ქილაში, რომელშიც წყლის დონე 1,5-2 სმ-ია. ერთ ქილაში შეიძლება მოთავსდეს რამდენიმე კალამი, ოღონდ ისე, რომ ფოთლები ერთმანეთს არ ეხებოდეს.

კალმებიანი ქილა დავდგათ მზიან ადგილზე. ქილას არავითარი სახურავი არ სჭირდება. ყურადღება უნდა მიექცეს წყლის ოდენობას ქილაში. როგორც კი მოაკლდება, მაშინვე შევავსოთ იმ დონემდე, რამდენიც იყო. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 20-25 გრადუსი.

10-12 დღის შემდეგ წარმოიქმნება კალუსი (შეხორცების ადგილი), რაც იმის მაჩვენებელია, რომ შეიძლება ღია გრუნტში გადატანა. ნიადაგი ასე მოამზადეთ: გადამწვარი ნაკელი - 0,5 წილი, სილა - 1 წილი, ტორფი და ყამირი მიწა თითო წილი. გადარგული კალმები უხვად უნდა მორწყოთ და დაახუროთ შიგნიდან კირით შეთეთრებული მინის ქილა. ნარგავი ყოველთვის ტენით უნდა იყოს მომარაგებული, ოღონდ - ნორმალურად.

ერთი კვირის შემდეგ დაიწყება კვირტების გაშლა და ნაზარდის გამოტანა. იმისათვის, რომ ნაზარდი მიეჩვიოს ღია გრუნტის პირობებს, დღეში 10-15 წუთით ქილები მოვხადოთ. გადახდის დრო ნელ-ნელა გავახანგრძლივოთ და შემდეგ საერთოდ მოვაცილოთ ქილები.

ამ მეთოდით 1 წელიწადში გექნებათ თითქმის 100%-ით დაფესვიანებული, მაღალხარისხოვანი, ნებისმიერი ჯიშის ნერგი.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"