პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა
სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ 19 აპ­რილს და­გეგ­მი­ლი აქ­ცია საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა დაჯ­დე­ბა", - გვი­თხრა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვა და მი­ზე­ზიც და­ა­სა­ხე­ლა: "მე არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვცხოვ­რობ, ჩემი სა­არ­სე­ბო და ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბია და თავი ამით გა­მაქვს, არ მინ­და პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნას. 19 აპ­რი­ლის მი­ტინ­გის მო­სა­წყო­ბად ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ყვე­ლა ქა­ლაქ­სა თუ რე­გი­ონ­ში შტა­ბე­ბი შექ­მნა, სა­დაც სა­ი­დუმ­ლოდ იკ­რი­ბე­ბი­ან გიგი უგუ­ლა­ვა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მე­რი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და 19 აპ­რი­ლის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ერთხე­ლაც, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში შეკ­რე­ბი­სას, იქ გიგი უგუ­ლა­ვას მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოვ­ნი­კი დაგ­ვხვდა და გვი­თხრეს: - რამ­დენ ადა­მი­ან­საც მო­იყ­ვანთ აქ­ცი­ა­ზე, იმის მი­ხედ­ვით მი­ი­ღებთ ანა­ზღა­უ­რე­ბა­სო. მხარ­დამ­ჭერ­თა ხელ­მო­წე­რას და პი­რად მო­ნა­ცე­მებს ითხო­ვენ. ვინც აგი­ტა­ცი­ას გას­წევს და 10-15 ადა­მი­ანს მი­იყ­ვანს აქ­ცი­ა­ზე, 300 ლარს და 50-ლა­რი­ან პრე­მი­ა­საც მი­ი­ღებს. მე პი­რა­დად 50 ადა­მი­ა­ნის მიყ­ვა­ნა მაქვს და­ვა­ლე­ბუ­ლი. ვა­ნოს­თვის უკი­თხავს გიგი უგუ­ლა­ვას, ამ­დენ ფულს რომ ვხარ­ჯავთ, შე­დე­გი რა გვექ­ნე­ბა? ვა­ნოს უთ­ქვამს, შე­დე­გი ცი­ხის გა­რეთ ყოფ­ნაა და რა - ცო­ტა­აო?", - აცხა­დებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მას­თან მე­გობ­რობს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. მისი კომ­პა­ნია უცხო­ე­თი­დან გა­და­ზიდ­ვებს აწარ­მო­ებ­და და ამ ბიზ­ნესს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და. "შექ­მნი­ლი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ბიზ­ნეს­მენს სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მას­თან და­უ­ჩივ­ლია, და­ვი­ღუ­პე, ბიზ­ნე­სი გა­მი­ჩერ­და და ვკოტ­რდე­ბიო. ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს უთ­ქვამს - არ იდარ­დო, ცო­ტაც მო­ით­მი­ნე, 19 აპ­რი­ლი ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბაო". ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 19 აპ­რილს სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­რა­ბიშ­ვილს წა­რად­გენს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად, მი­სი­ვე თქმით, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი აქ­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე მეტ ხალ­ხს სა­მეგ­რე­ლო­დან, ქუ­თა­ი­სი­დან და ახალ­ცი­ხი­დან ელი­ან. მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას კი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა

სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქცია საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდება", - გვითხრა ნაციონალების ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და მიზეზიც დაასახელა: "მე არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობ, ჩემი საარსებო და ერთადერთი შემოსავალი არჩევნების დროს შემოსული თანხებია და თავი ამით გამაქვს, არ მინდა პრობლემები შემექმნას. 19 აპრილის მიტინგის მოსაწყობად ვანო მერაბიშვილმა ყველა ქალაქსა თუ რეგიონში შტაბები შექმნა, სადაც საიდუმლოდ იკრიბებიან გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერიის ნაციონალი თანამშრომლები და 19 აპრილის გეგმებზე საუბრობენ. ერთხელაც, კონსპირაციულ ბინაში შეკრებისას, იქ გიგი უგულავას მიერ გამოგზავნილი რამდენიმე ჩინოვნიკი დაგვხვდა და გვითხრეს: - რამდენ ადამიანსაც მოიყვანთ აქციაზე, იმის მიხედვით მიიღებთ ანაზღაურებასო. მხარდამჭერთა ხელმოწერას და პირად მონაცემებს ითხოვენ. ვინც აგიტაციას გასწევს და 10-15 ადამიანს მიიყვანს აქციაზე, 300 ლარს და 50-ლარიან პრემიასაც მიიღებს. მე პირადად 50 ადამიანის მიყვანა მაქვს დავალებული. ვანოსთვის უკითხავს გიგი უგულავას, ამდენ ფულს რომ ვხარჯავთ, შედეგი რა გვექნება? ვანოს უთქვამს, შედეგი ციხის გარეთ ყოფნაა და რა - ცოტააო?", - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მამასთან მეგობრობს, ახალი ხელისუფლების პირობებში პრობლემები შეექმნა. მისი კომპანია უცხოეთიდან გადაზიდვებს აწარმოებდა და ამ ბიზნესს ვანო მერაბიშვილი მფარველობდა. "შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ბიზნესმენს სააკაშვილის მამასთან დაუჩივლია, დავიღუპე, ბიზნესი გამიჩერდა და ვკოტრდებიო. ნიკოლოზ სააკაშვილს უთქვამს - არ იდარდო, ცოტაც მოითმინე, 19 აპრილი ჩვენი დაბრუნების დასაწყისი იქნებაო". ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ 19 აპრილს სააკაშვილი მერაბიშვილს წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად, მისივე თქმით, ნაციონალები აქციისთვის ყველაზე მეტ ხალხს სამეგრელოდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან ელიან. მათ ტრანსპორტირებას კი ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა უზრუნველყოფენ.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა