პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
უმაკიაჟო ქართველი ვარსკვლავები
უმაკიაჟო ქართველი ვარსკვლავები

ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა გა­უკ­ვირ­დეს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სახე ხარ, რა­ტომ უნდა პო­ზი­რებ­დე ფო­ტო­კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე. ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, რა თქმა უნდა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შე­საძ­ლოა, მა­კი­ა­ჟის გა­რე­შეც არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე ცუ­დად, რო­დე­საც სამ ადა­მი­ან­ზე მეტი გცნობს და მგო­ნი, ისე­დაც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­კუ­თა­რი ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რუ­ნო. მით უმე­ტეს, ქალს სჭირ­დე­ბა თა­ვის მოვ­ლა, თმის და­ვარ­ცხნა და ცო­ტა­ო­დე­ნი მა­კი­ა­ჟი იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი სა­უ­კე­თე­სო კუ­თხით წა­რუდ­გი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბუკ­ლი­კომ გა­და­ხე­და ფო­ტო­არ­ქივს და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ზოგ­ჯერ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს ძა­ლი­ან ეზა­რე­ბათ მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა და ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში მათი "წაშ­ლი­ლი" სა­ხე­ე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი ჩვენს სი­ა­ში ანი ტყე­ბუ­ჩა­ვაა. მსა­ხი­ო­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ერ­ჩი­ან მას "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" "მე­გარ­დე­რო­ბე­ე­ბი". სა­ვა­რა­უ­დოდ, მას სტილს პრო­ექ­ტის მხატ­ვა­რი ურ­ჩევს, მაგ­რამ ისე­თი სა­ო­ცა­რი კა­ბე­ბი აც­ვია, ფუ­შფუ­შა­სა­ხე­ლო­ები­ა­ნი და ძი­რი­თა­დად, უფორ­მო, რომ მის შემ­ხედ­ვა­რეს, ალ­ბათ, აღარ გა­გიკ­ვირ­დე­ბა, რა­ტომ გა­უ­წია გულ­მა მე­ო­ჯა­ხე და­თოს არა­მე­ო­ჯა­ხუ­რი საქ­ცი­ე­ლის­კენ და ნინო მუმ­ლა­ძის პერ­სო­ნა­ჟის დე­კოლ­ტეს­კენ. ანის ამ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ჟურ­ნალ­მა გა­და­უ­ღო, მხო­ლოდ ტო­ნა­ლუ­რი უს­ვია, თვა­ლე­ბი არ შე­უ­ღე­ბავს და არც პო­მა­და წა­უს­ვამს, არა­და, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. მა­კი­ა­ჟი ყვე­ლა ქალს ალა­მა­ზებს, მსა­ხი­ო­ბი კი ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში უნდა იყოს.

ეკა ნი­ჟა­რა­ძე ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა ფო­ტო­ზე მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე. მსა­ხი­ობს მწვა­ნე თვა­ლე­ბი აქვს და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა თვა­ლის და­ხატ­ვა, ზა­ფხუ­ლო­ბით, რო­დე­საც მას რუჯი აქვს, ძი­რი­თა­დად, მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე და­დის, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უმა­კი­ა­ჟო­ბა მის გა­რეგ­ნო­ბას არა­ფერს აკ­ლებს. ეკა ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის გა­რეგ­ნო­ბა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­ჩე­ვის სა­გა­ნი გახ­და. მსა­ხი­ო­ბის სი­გამ­ხდრე­ზე ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დარ­დობ­და. ია კი ამ ყვე­ლა­ფერს ღი­მი­ლით პა­სუ­ხობ­და და ამ­ბობ­და, რომ ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო კარ­გად ჭა­მას ვერ ახერ­ხებ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ეს მის წო­ნა­ზეც აი­სა­ხა, თუმ­ცა ია არც ადრე გა­მო­ირ­ჩე­ო­და სიმ­სუქ­ნით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე გამ­ხდა­რი მსა­ხი­ო­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩაც­მის სტი­ლი იას ძი­რი­თა­დად სპორ­ტუ­ლი აქვს, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამ ფო­ტო­ზე უმა­კი­ჟოდ არის ასა­ხუ­ლი.

თქვენ წი­ნა­შეა ირი­ნა ონაშ­ვი­ლის ძვე­ლი ფოტო, მა­შინ­დე­ლი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ამ­სას" მო­დე­ლი გახ­ლდათ და "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კონ­ტუ­რე­ბი არ იყო გა­მოკ­ვე­თი­ლი. მას შემ­დეგ, რაც ეს ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო, ბევ­რი წელი გა­ვი­და. ირი­ნას გა­რეგ­ნო­ბა შე­იც­ვა­ლა, მო­დე­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია, თუმ­ცა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მსუ­ბუქ მა­კი­აჟს იყე­ნებს.

ეს ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ად­რინ­დე­ლი ფო­ტოა. თა­ვა­დაც ამ­ბობს, რომ რაც "მა­ესტრო­ში" და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მას მერე უფრო მე­ტად და­ი­წყო სა­კუ­თარ სტილ­სა და გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა. ნი­ნუ­ცას­თვის ადრე პრობ­ლე­მა არ იყო ფო­ტო­კა­მე­რის წინ უმა­კი­ა­ჟოდ პო­ზი­რე­ბა, ახლა კი ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია, ვი­ნა­ი­დან ყო­ველ­დღი­უ­რი ეთე­რის­თვის ვარ­ცხნი­ლო­ბი­სა და მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა უწევს.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსა­ხი­ობ­თან ნამ­დვი­ლი "ომია" სა­ჭი­რო. ნან­კა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნად სხვა­ნა­ი­რია, რომ შე­იძ­ლე­ბა, ვერც იც­ნოთ. მისი სპორ­ტუ­ლი სტი­ლი, და­ხე­უ­ლი ჯინ­სი და მა­ი­სუ­რი, თა­ვის ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი გრძე­ლი თმა და კეპი ძა­ლი­ან გა­ნას­ხვა­ვებს მას იმ ნან­კას­გან, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში თუ თე­ატ­რა­ლურ სცე­ნა­ზე გი­ნა­ხავთ. ნან­კას ძა­ლი­ან არ უყ­ვარს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში მის­ვლა-მოს­ვლა და მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბა. უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნან­კას სტი­ლის­ტის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მა­კი­ა­ჟი ისე უხ­დე­ბა, რომ თვალს ვერ მოს­წყვეტთ.

თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო იმ მო­დე­ლე­ბის სი­ა­ში, რომ­ლებ­მაც სა­ხე­ლი ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბით გა­ით­ქვეს. თა­მუ­ნამ სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­თან, კრის­ტი ყიფ­ში­ძეს­თან, ნა­თია მა­ქა­ცა­რი­ა­სა და სხვა რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ სა­ხეს­თან ერ­თად ქარ­თულ პო­დი­უმ­ზე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად შე­ა­ბი­ჯა და უამ­რა­ვი მა­მა­კა­ცის გული და­ი­პყრო. თა­მუ­ნას სი­ლა­მა­ზე "ვა­კის პარ­კმა" თა­ვის ერთ-ერთ კლიპ­ში ასა­ხა. დღეს ის ჟურ­ნა­ლისტ ვახო მა­მა­ლა­ძის მე­უღ­ლე და ორი შვი­ლის დე­დაა და აქ­ტი­უ­რად აღარ ჩანს. თა­მუ­ნა ისე­თი ლა­მა­ზი გახ­ლდათ, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მა­კი­ა­ჟი არც სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ამ ფო­ტო­ზე, უმა­კი­ა­ჟოდ, არ­ცთუ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუ­ნავ­დნენ სრუ­ლი­ად დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, რო­დე­საც ის "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" წამ­ყვა­ნი იყო. მის გა­რეგ­ნო­ბას ერთი უც­ნა­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს - მას ისე­თი სახე აქვს, რო­მე­ლიც მა­კი­ა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი მის­წრე­ბაა, ანუ მას­ზე ყვე­ლაფ­რის და­ხატ­ვა შე­იძ­ლე­ბა და თით­ქმის ყვე­ლა ექ­სპე­რი­მენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. თი­კოს ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბას თბი­ლის­ში ხში­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. მას ბევ­რი იმი­ჯის მორ­გე­ბა შე­უძ­ლია, რა­საც, ვთქვათ, ძა­ლი­ან ეგ­ზო­ტი­კუ­რი ან გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ვერ მო­ირ­გებს. თი­კოც, შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს მო­რი­დე­ბია ექ­სპე­რი­მენ­ტებს. ეს კი თი­კოს მა­კი­ა­ჟის­გან სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხეა, რო­მე­ლიც ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გო­რიც ამ ფო­ტო­ზე ჩანს.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი კი ერთ-ერ­თია იმ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას "ფუ­ჭად ხარ­ჯავს". რუს­კას ისე­თი ფე­ხე­ბი აქვს, ბევრ ქალს რომ შე­შურ­დე­ბა, თუმ­ცა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში სუ­ლაც არ იპ­რან­ჭე­ბა და რო­დე­საც კა­მე­რა უღებს ან ფო­ტოგ­რაფს მის­კენ აქვს მიშ­ვე­რი­ლი აპა­რა­ტი, შე­უძ­ლია, თმა­და­უ­ვარ­ცხნე­ლი იყოს და მა­კი­ა­ჟი არ გა­ი­კე­თოს. რუს­კას და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ხის ნაკ­ვთე­ბი აქვს, რო­მე­ლიც მის გა­რეგ­ნო­ბას ორი­გი­ნა­ლურ ელ­ფერს ანი­ჭებს. და­სა­ნა­ნია, რომ რუს­კა უფრო იშ­ვი­ა­თად გვი­ნა­ხავს ფორ­მა­ში მყო­ფი, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის სტა­ტუს­სა და ცნო­ბა­დო­ბას ეკად­რე­ბა.

dj ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

უმაკიაჟო ქართველი ვარსკვლავები

უმაკიაჟო ქართველი ვარსკვლავები

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, როდესაც ცნობილი სახე ხარ, რატომ უნდა პოზირებდე ფოტოკამერების წინაშე მაკიაჟის გარეშე. ქალბატონებზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, მაკიაჟის გარეშეც არ გამოიყურებოდე ცუდად, როდესაც სამ ადამიანზე მეტი გცნობს და მგონი, ისედაც, აუცილებელია, საკუთარი ფორმის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად იზრუნო. მით უმეტეს, ქალს სჭირდება თავის მოვლა, თმის დავარცხნა და ცოტაოდენი მაკიაჟი იმისთვის, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარუდგინოს საზოგადოებას. ბუკლიკომ გადახედა ფოტოარქივს და აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ ქართველ ვარსკვლავებს ძალიან ეზარებათ მაკიაჟის გაკეთება და ფოტოობიექტივში მათი "წაშლილი" სახეები ფიქსირდება.

პირველი ჩვენს სიაში ანი ტყებუჩავაა. მსახიობი სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა სა­ინტერესოა, რას ერჩიან მას "ჩემი ცოლის დაქალების" "მეგარდერობეები". სავარაუდოდ, მას სტილს პროექტის მხატვარი ურჩევს, მაგრამ ისეთი საოცარი კაბები აცვია, ფუშფუშასახელო­ებიანი და ძირითადად, უფორმო, რომ მის შემხედვარეს, ალბათ, აღარ გაგიკვირდება, რატომ გაუწია გულმა მეოჯახე დათოს არამეოჯახური საქციელისკენ და ნინო მუმლაძის პერსონაჟის დეკოლტესკენ. ანის ამ ფოტოზე, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა გადაუღო, მხოლოდ ტონალური უსვია, თვალები არ შეუღებავს და არც პომადა წაუსვამს, არადა, კარგი იქნებოდა. მაკიაჟი ყველა ქალს ალამაზებს, მსახიობი კი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

ეკა ნიჟარაძე ასევე აღმოჩნდა ფოტოზე მაკიაჟის გარეშე. მსახიობს მწვანე თვალები აქვს და ძალიან უხდება თვალის დახატვა, ზაფხულობით, როდესაც მას რუჯი აქვს, ძირითადად, მაკიაჟის გარეშე დადის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უმაკიაჟობა მის გარეგნობას არაფერს აკლებს. ეკა ყოველთვის კარგად გამოიყურება.

ია სუხიტაშვილის გარეგნობა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი მონაწილეობის შემდეგ განსაკუთრებული გარჩევის საგანი გახდა. მსახიობის სიგამხდრეზე ლამის მთელი საქართველო დარდობდა. ია კი ამ ყველაფერს ღიმილით პასუხობდა და ამბობდა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო კარგად ჭამას ვერ ახერხებდა და შესაბამისად, ეს მის წონაზეც აისახა, თუმცა ია არც ადრე გამოირჩეოდა სიმსუქნით. შეიძლება ითქვას, რომ ის დღესდღეობით ყველაზე გამხდარი მსახიობია საქართველოში. ჩაცმის სტილი იას ძირითადად სპორტული აქვს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟის კეთებით არ გამოირჩევა და ამ ფოტოზე უმაკიჟოდ არის ასახული.

თქვენ წინაშეა ირინა ონაშვილის ძველი ფოტო, მაშინდელი, როდესაც ჯერ კიდევ სამოდელო სააგენტო "ამსას" მოდელი გახლდათ და "მის საქართველოში" მონაწილეობის კონტურები არ იყო გამოკვეთილი. მას შემდეგ, რაც ეს ტიტული მიიღო, ბევრი წელი გავიდა. ირინას გარეგნობა შეიცვალა, მოდელი მეტ-ნაკლებად ყოველთვის ფორმაშია, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მსუბუქ მაკიაჟს იყენებს.

ეს ნინუცა მაყაშვილის ადრინდელი ფო­ტოა. თავადაც ამბობს, რომ რაც "მაესტროში" დაიწყო მუშაობა, მას მერე უფრო მეტად დაიწყო საკუთარ სტილსა და გარეგნობაზე ზრუნვა. ნინუცასთვის ადრე პრობლემა არ იყო ფოტოკამერის წინ უმაკიაჟოდ პოზირება, ახლა კი ყოველთვის ფორმაშია, ვინაიდან ყოველდღიური ეთერისთვის ვარცხნილობისა და მაკიაჟის გაკეთება უწევს.

ნანკა კალატოზიშვილის ფოტოების გადასაღებად, შეიძლება ითქვას, რომ მსახიობთან ნამდვილი "ომია" საჭირო. ნანკა ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად სხვანაირია, რომ შეიძლება, ვერც იცნოთ. მისი სპორტული სტილი, დახეული ჯინსი და მაისური, თავის ნებაზე მიშვებული გრძელი თმა და კეპი ძალიან განასხვავებს მას იმ ნანკასგან, რომელიც ტელევიზიის ეთერში თუ თეატრალურ სცენაზე გინახავთ. ნანკას ძალიან არ უყვარს სილამაზის სალონებში მისვლა-მოსვლა და მაკიაჟის კეთება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნანკას სტილისტის მიერ გაკეთებული ვარცხნილობა და გემოვნებიანი მაკიაჟი ისე უხდება, რომ თვალს ვერ მოსწყვეტთ.

თამუნა გაბრიელაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო იმ მოდელების სიაში, რომლებმაც სახელი ამ სფეროში მუშაობით გაითქვეს. თამუნამ სალომე ღვინიაშვილთან, კრისტი ყიფშიძესთან, ნათია მაქაცარიასა და სხვა რამდენიმე ცნობილ სახესთან ერთად ქართულ პოდიუმზე თავდაჯერებულად შეაბიჯა და უამრავი მამაკაცის გული დაიპყრო. თამუნას სილამაზე "ვაკის პარკმა" თავის ერთ-ერთ კლიპში ასახა. დღეს ის ჟურნალისტ ვახო მამალაძის მეუღლე და ორი შვილის დედაა და აქტიურად აღარ ჩანს. თამუნა ისეთი ლამაზი გახლდათ, რომ შეიძლება ითქვას, მაკიაჟი არც სჭირდებოდა, მაგრამ ამ ფოტოზე, უმაკიაჟოდ, არცთუ კარგად გამოიყურება.

თიკო სადუნიშვილის გარეგნობაზე ზრუნავდნენ სრულიად დიზაინერები, სტილისტები და სილამაზის სალონები, როდესაც ის "თბილისი ლაივის" წამყვანი იყო. მის გარეგნობას ერთი უცნაურობა ახასიათებს - მას ისეთი სახე აქვს, რომელიც მაკიაჟის სპეციალისტებისთვის ნამდვილი მისწრებაა, ანუ მასზე ყველაფრის დახატვა შეიძლება და თითქმის ყველა ექსპერიმენტის შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია. თიკოს ჩაცმულობასა და ვარცხნილობას თბილისში ხშირად განიხილავდნენ. მას ბევრი იმიჯის მორგება შეუძლია, რასაც, ვთქვათ, ძალიან ეგზოტიკური ან გამორჩეული გარეგნობის მქონე ქალბატონი ვერ მოირგებს. თიკოც, შესაბამისად, არასდროს მორიდებია ექსპერიმენტებს. ეს კი თიკოს მაკიაჟისგან სრულიად თავისუფალი სახეა, რომელიც ისე გამოიყურება, როგორიც ამ ფოტოზე ჩანს.

რუსკა მაყაშვილი კი ერთ-ერთია იმ ცნობილი სახეებიდან, რომელიც საკუთარ გარეგნობას "ფუჭად ხარჯავს". რუსკას ისეთი ფეხები აქვს, ბევრ ქალს რომ შეშურდება, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში სულაც არ იპრანჭება და როდესაც კამერა უღებს ან ფოტოგრაფს მისკენ აქვს მიშვერილი აპარატი, შეუძლია, თმადაუვარცხნელი იყოს და მაკიაჟი არ გაიკეთოს. რუსკას დამახასიათებელი სახის ნაკვთები აქვს, რომელიც მის გარეგნობას ორიგინალურ ელფერს ანიჭებს. დასანანია, რომ რუსკა უფრო იშვიათად გვინახავს ფორმაში მყოფი, ვიდრე საზოგადოებაში მის სტატუსსა და ცნობადობას ეკადრება.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა