პოლიტიკა
მსოფლიო

19

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ეს ჩანთა კვალის ასარევად ჩააგდეს..."
"ვფიქრობ, ეს ჩანთა კვალის ასარევად ჩააგდეს..."

10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა დღემ­დე ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი და ამ ამ­ბის ირ­გვლივ ტყუ­ილ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში ისეა არე­უ­ლი, სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა ჭირს.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ნა­შა­უ­ლი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში, 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბრის ღა­მით მოხ­და. მძი­ნა­რე ბარ­ბა­რე სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი­დან გაქ­რა. სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მე­ქე­რიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის მა­რან­ში, წყლით სავ­სე ტო­ნა­ნა­ხევ­რი­ან ქვევრში, ჩვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლის გა­სახ­სნე­ლად ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სულ სხვაა. ფაქ­ტი­დან 7 თვის თავ­ზე ირ­კვე­ვა, რომ ძა­ლოვ­ნებს ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არც კი შე­უს­წავ­ლი­ათ. ქვევ­რი ამ­დენ ხანს წყლით სავ­სე იყო და დაც­ლა აზ­რად არა­ვის მოს­ვლია.

"ამ ამ­ბის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი ამ­ბობ­და, ეს ქვევ­რე­ბი უნდა ჩა­ვან­გრე­ვი­ნო, იქ შეს­ვლა არ მინ­დაო. ჩემი დის­შვი­ლე­ბი ხან ბურთზე, ხან სხვა რა­მე­ზე შე­დი­ან და ეში­ნო­და, კი­დევ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ქვევ­რის დაც­ლას რომ აპი­რებ­და, პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა, ამ­ბობ­და, რამე სამ­ხი­ლი არ იყო­სო. პო­ლი­ცი­ე­ლებს უთ­ქვამთ, რა კარ­გი აზრი მოგ­ვა­წო­დე, მარ­თლა დავ­ცა­ლო­თო. ჩემ­მა ძმამ წყა­ლი ამოღ­ვა­რა და ფსკერ­ში ლურ­ჯი წყალ­გა­უმ­ტა­რი სპორ­ტუ­ლი ჩან­თა და პა­ტა­რა ნა­ჭე­რი იპო­ვა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამას ეს­წრე­ბოდ­ნენ, მერე ჩვენ­თან, სო­ფელ­ში ამო­ვიდ­ნენ და ის ჩან­თა გვაჩ­ვე­ნეს. იმ ნაჭ­რით კი ბავ­შვს სა­ხეს ვწმენ­დდი. იქ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, არ ვიცი", - ამ­ბობს თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლი.

ბარ­ბა­რეს მშობ­ლებს დე­დოფ­ლის­წყა­როს სო­ფელ ქვე­მო ქედ­ში ჩა­ვა­კი­თხეთ. ოჯახს ძა­ლი­ან უჭირს და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­შია. უმუ­შე­ვა­რია ბარ­ბა­რეს მამა, გურ­ჯა­ან­ში სა­მუ­შა­ოდ შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ ტრა­გე­დია ბავ­შვის დე­დის მშობ­ლე­ბის სახ­ლში დატ­რი­ალ­და, სა­დაც წყვი­ლი დრო­ე­ბით ცხოვ­რობ­და.

არა­ნაკ­ლებ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი იყო. ოჯა­ხის წევ­რებ­მა მომ­ხდა­რი პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რეს, - მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის­კენ იშ­ვერ­დნენ ხელს და სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­საც ასა­ხე­ლებ­დნენ. მოკ­ლუ­ლის დე­ი­და ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რო­ბის გამო შვი­ლე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, სა­ბო­ლო­ოდ კი დის­შვი­ლი მო­უკ­ლეს.

ამ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბას აღ­შფო­თე­ბულ­მა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა უწო­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ტრა­გე­დი­ით სპე­კუ­ლი­რე­ბა­ში. ღვი­ნი­აშ­ვი­ლი დღემ­დე ითხოვს, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის ზო­გი­ერ­თმა პირ­მა, მათ შო­რის, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა (კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე) პა­სუ­ხი აგოს.

და­ნა­შა­უ­ლი­დან 7 თვის თავ­ზეც ოჯა­ხი მკვლე­ლო­ბის ერ­თა­დერთ მო­ტი­ვად ისევ პო­ლი­ტი­კას ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­კენ" კა­ტე­გო­რი­უ­ლად აღარ იშ­ვერს ხელს.

თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლი, ბავ­შვის დედა:

- შე­იძ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან, რო­გორც მათ შე­ეძ­ლოთ ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ისე შე­ეძ­ლო "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც". გვე­უბ­ნე­ბი­ან, სულ მალე შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ არ ჩანს. პირ­და­პირ ხელს არა­ვის ვა­დებ. ადრე ამ­ბობ­დნენ, ძვე­ლი მთავ­რო­ბა წავა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხალ­ხი ამ საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ებ­სო. ჩემი მე­უღ­ლე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც უთხრა, ნა­ად­რევ დას­კვნას ნუ აკე­თებთ, სულ მალე ამ და­ნა­შა­ულს გავ­ხსნი­თო. შვი­დი თვეა ბო­დიშს გვიხ­დის, მაგ­რამ ბო­დი­ში კი არა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გვინ­და. უკვე ჩიხ­შია შე­სუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ახლა ამ ჩან­თა­ზე გა­ჩერ­დნენ. ამ­დენ ხანს ნუთუ პა­ტა­რა ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვერ იპო­ვეს. ყო­ველ­დღე ვუ­რე­კავთ გა­მომ­ძი­ე­ბელს, მაგ­რამ სი­ახ­ლე არა­ფე­რია, თით­ქოს რა­ღა­ცას გვი­მა­ლა­ვენ. ეტყო­ბა, არ უნ­დათ, დამ­ნა­შა­ვის დას­ჯა. ჩემი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტი იყო და მას ბავ­შვე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ჩემი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სი სხვას არა­ვის ჰქო­ნია. სხვა ვერ­სია არ გა­მაჩ­ნდა... ჩან­თის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ვფიქ­რობ, იქ­ნებ ვი­ღა­ცას ბავ­შვის გაყ­ვა­ნა უნ­დო­და. იქ იმა­ლე­ბო­და, ვერ მო­ას­წრო და ქვევრში ჩა­აგ­დო. შე­იძ­ლე­ბა იმ­დენ ხალ­ხში ჩემი შვი­ლის მკვლე­ლიც ერია. ისე­თი ჩან­თა იპო­ვეს, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ ბავ­შვის შიგ­ნით ჩას­მა. აშ­კა­რაა, ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან აწყობ­და ამ ბავ­შვის მო­შო­რე­ბა, მაგ­რამ ვის, არ ვიცი. ამას ისევ არ­ჩევ­ნებს ვუ­კავ­ში­რებ. უნდა გა­ირ­კვეს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა, რომ ჩვენც სა­კად­რი­სად გა­ვუს­წორ­დეთ. ვი­ღა­ცამ ხომ ჩა­ი­დი­ნა ეს სი­სას­ტი­კე, თუ არ გა­მო­ი­ძი­ეს, გა­მო­დის, დამ­ნა­შა­ვეს ბევ­რი მფარ­ვე­ლი ჰყავს.

ბარ­ბა­რე ჩემი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო, მა­ნამ­დე მუ­ცე­ლი ორ­ჯერ მო­მე­შა­ლა. გი­ორ­გო­ბას, სა­კე­ის­რო კვე­თით 8-თვი­ა­ნი გა­ვა­ჩი­ნე, 2 კი­ლოგ­რა­მიც არ იყო, უსუ­სუ­რი.

ექი­მებ­მა გვი­თხრეს, თუ სამი დღე გა­და­ლა­ხა, გა­დარ­ჩე­ბაო. ძუ­ძუს ვერ ვა­წო­ვებ­დი, გა­მიშ­რა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე და "ჰუ­მა­ნა" და­ვი­წყეთ. ჭამა მა­შინ­ვე და­ი­წყო, კარ­გად გა­ი­ზარ­და. წინა დღე­ებ­ში ექიმ­თან მყავ­და, კბი­ლის ამო­სას­ვლე­ლი წა­მა­ლიც ვუ­ყი­დე. ჭო­ჭი­ნით და­დი­ო­და, სი­ა­რუ­ლი არ იცო­და, მაგ­რამ იძახ­და: "დედა, მამა, მო­მე­ცი". მა­მა­მისს რომ და­ი­ნა­ხავ­და, კაკა მო­მე­ციო, ეტყო­და. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, თბი­ლი, ცო­ცხა­ლი ბავ­შვი იყო. 4 თვის წა­ვიყ­ვა­ნეთ გურ­ჯა­ან­ში, ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლში, რად­გან 2 ლიტ­რამ­დე რძე სჭირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და და იქ ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­მუ­შაო იშო­ვა. დღე­ში 10-15 ლარს აძ­ლევ­დნენ. მეც იქ მე­ზო­ბელ მო­ხუცს ვუვ­ლი­დი, მი­თხრეს, დღე­ში ორ ქილა მა­წონს გი­ყი­დიო და დავ­თან­ხმდი. როცა ქალს საჭ­მელს ვაჭ­მევ­დი ან ვუც­ვლი­დი, ბავ­შვი მე­ზო­ბელს, ნინო დე­ი­დას ეკა­ვა. ბევ­რჯერ საჭ­მლის ფული არ გვქო­ნია, რად­გან პავ­ლეს ხელ­ფასს არ აძ­ლევ­დნენ. როცა მა­ღა­ზი­ა­ში ნი­სია 100 ლა­რამ­დე ადი­ო­და, აღა­რა­ფერს გვაძ­ლევ­დნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო: სი­მარ­თლის მო­ლო­დინ­ში ტრა­გე­დი­ი­დან 7 თვის შემ­დეგ - უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები

"ვფიქრობ, ეს ჩანთა კვალის ასარევად ჩააგდეს..."

"ვფიქრობ, ეს ჩანთა კვალის ასარევად ჩააგდეს..."

10 თვის ბარბარე რაფალიანცის შემზარავი მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული და ამ ამბის ირგვლივ ტყუილ-მართალი ერთმანეთში ისეა არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს.

შეგახსენებთ, დანაშაული გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 2012 წლის 30 სექტემბრის ღამით მოხდა. მძინარე ბარბარე საძინებელი ოთახიდან გაქრა. საათნახევრიანი ძებნის შემდეგ მექერიშვილების სახლის მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში, ჩვილის ცხედარი იპოვეს.

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ დანაშაულის გასახსნელად ყველა ღონეს ხმარობენ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ფაქტიდან 7 თვის თავზე ირკვევა, რომ ძალოვნებს ტრაგედიის ადგილი საფუძვლიანად არც კი შეუსწავლიათ. ქვევრი ამდენ ხანს წყლით სავსე იყო და დაცლა აზრად არავის მოსვლია.

"ამ ამბის შემდეგ დედაჩემი ამბობდა, ეს ქვევრები უნდა ჩავანგრევინო, იქ შესვლა არ მინდაო. ჩემი დისშვილები ხან ბურთზე, ხან სხვა რამეზე შედიან და ეშინოდა, კიდევ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვევრის დაცლას რომ აპირებდა, პოლიციას აცნობა, ამბობდა, რამე სამხილი არ იყოსო. პოლიციელებს უთქვამთ, რა კარგი აზრი მოგვაწოდე, მართლა დავცალოთო. ჩემმა ძმამ წყალი ამოღვარა და ფსკერში ლურჯი წყალგაუმტარი სპორტული ჩანთა და პატარა ნაჭერი იპოვა. გამომძიებლები ამას ესწრებოდნენ, მერე ჩვენთან, სოფელში ამოვიდნენ და ის ჩანთა გვაჩვენეს. იმ ნაჭრით კი ბავშვს სახეს ვწმენდდი. იქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი", - ამბობს თათია მექერიშვილი.

ბარბარეს მშობლებს დედოფლისწყაროს სოფელ ქვემო ქედში ჩავაკითხეთ. ოჯახს ძალიან უჭირს და სოციალური დახმარების მოლოდინშია. უმუშევარია ბარბარეს მამა, გურჯაანში სამუშაოდ შვილის სიკვდილის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ცნობილია, რომ ტრაგედია ბავშვის დედის მშობლების სახლში დატრიალდა, სადაც წყვილი დროებით ცხოვრობდა.

არანაკლებ გამაოგნებელი ამ ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადებები იყო. ოჯახის წევრებმა მომხდარი პოლიტიკას დაუკავშირეს, - მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილისკენ იშვერდნენ ხელს და სავარაუდო ეჭვმიტანილებსაც ასახელებდნენ. მოკლულის დეიდა ირწმუნებოდა, რომ "ქართული ოცნების" წევრობის გამო შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ, საბოლოოდ კი დისშვილი მოუკლეს.

ამ უმძიმეს ბრალდებას აღშფოთებულმა ღვინიაშვილმა არაადამიანური ცილისწამება უწოდა და "ქართული ოცნება" დაადანაშაულა ტრაგედიით სპეკულირებაში. ღვინიაშვილი დღემდე ითხოვს, რომ ცილისწამებისთვის ზოგიერთმა პირმა, მათ შორის, მანანა ბერიკაშვილმა (კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე) პასუხი აგოს.

დანაშაულიდან 7 თვის თავზეც ოჯახი მკვლელობის ერთადერთ მოტივად ისევ პოლიტიკას ასახელებს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისკენ" კატეგორიულად აღარ იშვერს ხელს.

თათია მექერიშვილი, ბავშვის დედა:

- შეიძლება "ნაციონალები" საერთოდ არაფერ შუაში არიან, როგორც მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, ისე შეეძლო "ქართულ ოცნებასაც". გვეუბნებიან, სულ მალე შედეგები იქნებაო, მაგრამ არ ჩანს. პირდაპირ ხელს არავის ვადებ. ადრე ამბობდნენ, ძველი მთავრობა წავა და "ქართული ოცნების" ხალხი ამ საქმეს გამოიძიებსო. ჩემი მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რომელმაც უთხრა, ნაადრევ დასკვნას ნუ აკეთებთ, სულ მალე ამ დანაშაულს გავხსნითო. შვიდი თვეა ბოდიშს გვიხდის, მაგრამ ბოდიში კი არა, საქმის გამოძიება გვინდა. უკვე ჩიხშია შესული გამოძიება, ახლა ამ ჩანთაზე გაჩერდნენ. ამდენ ხანს ნუთუ პატარა ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს. ყოველდღე ვურეკავთ გამომძიებელს, მაგრამ სიახლე არაფერია, თითქოს რაღაცას გვიმალავენ. ეტყობა, არ უნდათ, დამნაშავის დასჯა. ჩემი და "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო და მას ბავშვების მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩემი ოჯახის ინტერესი სხვას არავის ჰქონია. სხვა ვერსია არ გამაჩნდა... ჩანთის აღმოჩენის შემდეგ ვფიქრობ, იქნებ ვიღაცას ბავშვის გაყვანა უნდოდა. იქ იმალებოდა, ვერ მოასწრო და ქვევრში ჩააგდო. შეიძლება იმდენ ხალხში ჩემი შვილის მკვლელიც ერია. ისეთი ჩანთა იპოვეს, თავისუფლად შეეძლოთ ბავშვის შიგნით ჩასმა. აშკარაა, ვიღაცას ძალიან აწყობდა ამ ბავშვის მოშორება, მაგრამ ვის, არ ვიცი. ამას ისევ არჩევნებს ვუკავშირებ. უნდა გაირკვეს მკვლელის ვინაობა, რომ ჩვენც საკადრისად გავუსწორდეთ. ვიღაცამ ხომ ჩაიდინა ეს სისასტიკე, თუ არ გამოიძიეს, გამოდის, დამნაშავეს ბევრი მფარველი ჰყავს.

ბარბარე ჩემი ნანატრი შვილი იყო, მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა. გიორგობას, საკეისრო კვეთით 8-თვიანი გავაჩინე, 2 კილოგრამიც არ იყო, უსუსური.

ექიმებმა გვითხრეს, თუ სამი დღე გადალახა, გადარჩებაო. ძუძუს ვერ ვაწოვებდი, გამიშრა ნერვიულობაზე და "ჰუმანა" დავიწყეთ. ჭამა მაშინვე დაიწყო, კარგად გაიზარდა. წინა დღეებში ექიმთან მყავდა, კბილის ამოსასვლელი წამალიც ვუყიდე. ჭოჭინით დადიოდა, სიარული არ იცოდა, მაგრამ იძახდა: "დედა, მამა, მომეცი". მამამისს რომ დაინახავდა, კაკა მომეციო, ეტყოდა. ძალიან აქტიური, თბილი, ცოცხალი ბავშვი იყო. 4 თვის წავიყვანეთ გურჯაანში, ჩემი მშობლების სახლში, რადგან 2 ლიტრამდე რძე სჭირდებოდა. ძალიან გვიჭირდა და იქ ჩემმა მეუღლემ სამუშაო იშოვა. დღეში 10-15 ლარს აძლევდნენ. მეც იქ მეზობელ მოხუცს ვუვლიდი, მითხრეს, დღეში ორ ქილა მაწონს გიყიდიო და დავთანხმდი. როცა ქალს საჭმელს ვაჭმევდი ან ვუცვლიდი, ბავშვი მეზობელს, ნინო დეიდას ეკავა. ბევრჯერ საჭმლის ფული არ გვქონია, რადგან პავლეს ხელფასს არ აძლევდნენ. როცა მაღაზიაში ნისია 100 ლარამდე ადიოდა, აღარაფერს გვაძლევდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: სიმართლის მოლოდინში ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ - უცნობი დეტალები რაფალიანცის საქმეში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ