პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ჩიჩოლინა პოლიტიკაში ბრუნდება
ცნობილი ჩიჩოლინა პოლიტიკაში ბრუნდება

ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვი ილო­ნა სტა­ლე­რი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით ჩი­ჩო­ლი­ნა, პო­ლი­ტი­კა­ში ბრუნ­დე­ბა. სტა­ლე­რი მა­ი­სის ბო­ლოს რო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გა­ზეთ Messaggero-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 61 წლის სტა­ლერს სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა იტა­ლი­ის ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ი­დან სურს. სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 11 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­დებს. ადრე იგი ამ­ბობ­და, რომ ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ პროგ­რა­მას იზი­ა­რებს. რო­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში მისი არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, იგი ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის, პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სა, "მსუ­ბუ­ქი" ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­სა და პა­ტიმ­რე­ბის ღირ­სე­ბის დაც­ვას შე­ეც­დე­ბა.

ეს სტა­ლე­რის იტა­ლი­ურ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა. 1987 წელს პორ­ნო­ფილ­მე­ბის ვარ­სკვლა­ვი რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ის სიით დე­პუ­ტა­ტე­ბის პა­ლა­ტა­ში აირ­ჩი­ეს. პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც იგი 1992 წლამ­დე იყო, ძი­რი­თა­დად გა­მომ­წვე­ვი ტან­საც­მლით და­ა­მახ­სოვ­რდათ, რო­მე­ლიც იტა­ლი­ე­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის პრო­დუქ­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას აშ­კა­რად ხელს უშ­ლი­და.

2002 წელს მან ძა­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის ქა­ლაქ მონ­ცა­ში ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­სინ­ჯა, შემ­დეგ კი მშობ­ლი­უ­რი უნ­გრე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტად იყ­რი­და კენ­ჭს, მაგ­რამ ვერ გა­ი­მარ­ჯვა.

ახ­ლა­ხან სტა­ლერ­მა "ოპ­ტი­მის­ტი-ფუ­ტუ­რის­ტე­ბის" პარ­ტი­ის შექ­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და და მი­ლა­ნის მე­რად კენ­ჭისყრას აპი­რებ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით არ­ჩე­ვა­ნი რომ­ზე შე­ა­ჩე­რა.

სტა­ლე­რი 1951 წელს ბუ­და­პეშ­ტში და­ი­ბა­და, მაგ­რამ პორ­ნო­ბიზ­ნეს­ში კა­რი­ე­რა იტა­ლი­ა­ში გა­ი­კე­თა, სა­დაც 1972 წელს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. 1991 წელს იგი ცო­ლად აშშ-ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ხე­ლო­ვანს - სკულპ­ტორ-ავან­გარ­დისტს ჯეფ კუნსს გაჰ­ყვა, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, ლუდ­ვი­გი შე­ე­ძი­ნა. ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სტა­ლერ­მა ვაჟი აშშ-დან იტა­ლი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან მრა­ვალ­წლი­ან სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში ჩა­ე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Messaggero-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ცნობილი ჩიჩოლინა პოლიტიკაში ბრუნდება

ცნობილი ჩიჩოლინა პოლიტიკაში ბრუნდება

ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავი ილონა სტალერი, რომელიც ცნობილია სახელით ჩიჩოლინა, პოლიტიკაში ბრუნდება. სტალერი მაისის ბოლოს რომის მუნიციპალურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

გაზეთ Messaggero-ს ინფორმაციით, 61 წლის სტალერს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა იტალიის ლიბერალური პარტიიდან სურს. საკუთარ გადაწყვეტილებას კი ოფიციალურად 11 აპრილს გამოაცხადებს. ადრე იგი ამბობდა, რომ ლიბერალური პარტიის პოლიტიკურ პროგრამას იზიარებს. რომის საკრებულოში მისი არჩევის შემთხვევაში, იგი ერთსქესიანთა ქორწინების, პროსტიტუციისა, "მსუბუქი" ნარკოტიკების ლეგალიზებასა და პატიმრების ღირსების დაცვას შეეცდება.

ეს სტალერის იტალიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არაა. 1987 წელს პორნოფილმების ვარსკვლავი რადიკალური პარტიის სიით დეპუტატების პალატაში აირჩიეს. პარლამენტში, სადაც იგი 1992 წლამდე იყო, ძირითადად გამომწვევი ტანსაცმლით დაამახსოვრდათ, რომელიც იტალიელი კანონმდებლების პროდუქტიულ მუშაობას აშკარად ხელს უშლიდა.

2002 წელს მან ძალები ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მონცაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოსინჯა, შემდეგ კი მშობლიური უნგრეთის პარლამენტის დეპუტატად იყრიდა კენჭს, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.

ახლახან სტალერმა "ოპტიმისტი-ფუტურისტების" პარტიის შექნის შესახებ განაცხადა და მილანის მერად კენჭისყრას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით არჩევანი რომზე შეაჩერა.

სტალერი 1951 წელს ბუდაპეშტში დაიბადა, მაგრამ პორნობიზნესში კარიერა იტალიაში გაიკეთა, სადაც 1972 წელს მოქალაქეობა მიიღო.  1991 წელს იგი ცოლად აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელოვანს - სკულპტორ-ავანგარდისტს ჯეფ კუნსს გაჰყვა, რომელთანაც ვაჟი, ლუდვიგი შეეძინა. ხანმოკლე ქორწინების შემდეგ სტალერმა ვაჟი აშშ-დან იტალიაში გადაიყვანა და ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან მრავალწლიან სასამართლო დავაში ჩაება.

მომზადებულია Messaggero-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს